მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. მეორჱ ახალკჳრიაკისათჳს თქუმული წმიდისა იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ
2. დღჱ კჳრიაკჱ დღჱ ნათლისაჲ არს. 3. დღესა ნათლისასა ვიტყოდით ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე ბუნებანი მსგავსებასა ნათლისასა ჭეშმარიტად ქადაგებენ; 4. იგი, რომელ გამობრწყინდა ბნელისაგან და განანათლა იგი და ჯოჯოხეთი დააცუდა. 5. ვითარცა მოსლვაჲ ნათლისაჲ განმაძებელ არს ბნელისა და დამაბრკოლებელ არს ჴელმწიფებისა მისისა, ეგრეცა მოსლვაჲ უფლისა ჩუენისაჲ განმაძებელ იქმნა საცთურისა და დამაბრკოლებელ ჴელმწიფებისა მისისა. 6. რამეთუ ნათელი, რომელ გამობრწყინდა დასაბამსა, განარღჳა ბნელი იგი, რომელი დგა უფსკრულთა ზედა; 7. და უფალი ჩუენი გამობრწყინდა აღსასრულსა სოფლისასა და აღჴოცა ბნელი იგი უფსკრულთაჲ – ესე თჳთ ჴელმწიფებაჲ იგი ეშმაკისაჲ. 8. და ვითარცა მოვიდა ნათლის-ღებად, და აღესრულნეს მის ზედა ზრახვანი მისნი, და რაჟამს ნათელ-იღო იორდანესა მდინარესა, ნათელი დიდძალი გამობრწყინდა მის ზედა, და ეწამებოდა სულიცა იგი გარდამოსლვითა თჳსითა, ვითარმედ: „იგი არს ძჱ ღმრთისაჲ“, – ვითარცა წერილ არს. 9. დასაბამსავე ნათლითა დაებადნეს საუკუნენი და განცხოველდეს ყოველნივე დაბადებულნი; 10. და ჴელითა უფლისა ჩუენისაჲთა განცხოველდა სოფელი და აღემართნეს დაცემულნი. 11. და ამას დღესა ნათლის-ღებისასა, რომელ არს დასაბამი დღეთაჲ, გამობრწყინდა შჳენიერი იგი ნათელი ღმრთისაჲ, ჴელმწიფჱ და წინამძღუარი ყოველთაჲ, ამას დღესა, რომელ არს პირმშოჲ დღეთაჲ, აღდგა მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ მკუდრეთით; 12. ვითარცა სახჱ დასაბამსა გამობრწყინდა ბნელსა შინა ნათელი, დასასრულსა გამობრწყინდა ჯოჯოხეთს შინა ნათელი იგი დიდებული, ვითარცა წერილ არს: ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათლისა გამობრწყინებაჲ, მან განანათლენინ თუალნი გულთა ჩუენთანი. 13. და მერმე თქუა სახარებამან: „და თჳთ ნათელი იგი ბნელსა მას განანათლებდა, და ბნელი მას ვერ მიეწიფა“. 14. მეორედ წარვთქუათ თქუენ წინაშე ყოველივე წამებაჲ ნათლისათჳს, რამეთუ ყოველნივე, ვითარცა ყუავილნი გჳრგჳნსა, შეჰგვანან ძლევასა მას მისსა. 15. მერმე თქუა წინაწარმეტყუელმან: „განათლდი, განათლდი, იერუსალჱმ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“. 16. და ამით სიტყჳთა ახარებდა ეკლესიათა თჳსთა. 17. და მერმე პირველი იგი შესძინა სიტყჳთა თჳსითა, რამეთუ: არღარა განგანათლებდეს შენ მზის-თუალი ესე დღისი, და ნუცა ნათელი მთოვარისაჲ გნათობნ შენ ღამჱ. 18. და ჭეშმარიტისა მის სანთლისათჳს დააქცია მეორედ და თქუა, ვითარმედ: მოგცე შენ აღნათქუემად ნათესავთა და ნათლად წარმართთა დაგადგინე შენ. 19. და დავით თქუა: „შენ მიერს წყაროჲ ცხორებისაჲ, და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი“. 20. და დანიელ თქუა: „უწყის, რაჲ არს ბნელსა შინა, ნათელი არსვე მის თანა“. 21. მერმე თქუა დავით: „გამობრწყინდა ბნელისაგან ნათელი წრფელთაჲ“. 22. მერმე თქუა: „ნათელი მართალთაჲ მხიარულებით იყავნ“. 23. და ამის ყოვლისა წამებისა შემდგომად დაჰბეჭდა თჳთ და იტყჳს: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“. 24. მწუხრი დაეფლა, ვითარცა კრავი, მსგავსად მისსა, რაჲთა არა უფლებდეს ბნელი სიკჳდილსა მისსა, ვითარცა კრავი იგი, რომელ დაიკლა ეგჳპტეს შინა. 25. ერეოდა ერი იგი და გამოვიდა ნათლად სიფიცხლისა მისთჳს და მორჩილებისა ფარაოჲსისა, რომელი-იგი ეგჳპტეს შინა იყო, რომელნი ვითარცა ღამესა ბნელსა დამკჳდრებულ იყვნეს მას შინა. 26. ეგრეცა ჴელითა ჭეშმარიტისა ამის კრავისა ჩუენისაჲთა განძილიერდა ქედი ჩუენი ფიცხლისა მისგან უღლისა ეშმაკისაჲსა, რომელმან-იგი დასთესა ჩუენ შორის თესლი ეკლისაჲ. 27. განგჳკჳთნა ჩუენ უფალმან საკრველნი ჩუენნი ჯუარითა თჳსითა და განჴსნა ჩუენგან უღელი მძიმჱ, რომელი მძლავრობით დაგჳმორჩილებდა ჩუენ, რამეთუ დაუმდაბლეთ მას ქედი ჩუენი ნებითა ჩუენითა, რომელი-იგი არა დაშურებოდა, რომელი ჰმონებდა მას. 28. ხოლო ამიერითგან მადლი იგი, რომელი იქმნა ჩუენ თანა, ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ, რაჲთამცა გარდავიჴადეთ იგი, გარნა ვითარცა ყოველთა წარმართთათჳს, და გარდაჴდად ვერ შემძლებელ ვართ. 29. აღვიმსთოთ დღეს საჴსენებელსა მისსა და მივსცეთ მას ქებაჲ, რაჲთა მეოხ-მეყოს ჩუენ ყოველსა ჟამსა; 30. ყავნ თჳსითა მით კეთილის-ყოფითა, რაჲთა არა მოაკლდეს ჩუენგან წყალობაჲ მისი, და ვიხარებდეთ პირველითა და შემდგომითა მადლითა მისითა და ვაქებდეთ და ვადიდებდეთ მას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |