მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. საკითხავნი წმიდისა ახალკჳრიაკისანი
2. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ, აღსაარებისათჳს თომა მოციქულისა და დღისა ახალკჳრიაკისა 3. მოვედი აღთქუმისა მის აღსრულებად თქუენდა, რომელი მომცა მე მომანიჭებელმან აღორძინებისა თქუენისათჳს. 4. მოგეახლები კუალად ჩუენებად თქუენდა თომაჲსა, რომელი-იგი, ოდესმე ურწმუნო აღდგომისა ქრისტჱსისა, ხოლო შემდგომად ხილვისა მის და შეხებისა – მორწმუნე მისსა, უფლად და ღმრთად აღმსაარებელ. 5. მოვედით, ამიერითგან გლოცავ თქუენ და მშჳდობისა სიმდ[აბლით]ა მორჩილ იქმნებით წმიდათა [ამათ] სიტყუათა, რომელსა მცირედითა მის მიერ მოცემითა [გან]გიმზადებ თქუენ დღეს. 6. მაცხოვარი ყოველთაჲ, რომელმან წარმოტყუენა [ჯოჯოხე]თი და იქმნა პირმშო მ[კუ]დართა, შევიდა ბჭეთა [ჴშუ]ლთა მოწაფეთა მისთა თანა, ხოლო თომა, რომლსა ერქუა მარჩბივ, არა იყო მათ თანა. 7. სასურველი იგი მოვიდა სურვიელთა თანა და მათ თანა-მოსურნჱ იგი დააკლდა; 8. მწყემსი იგი კეთილი მოვიდა სამწყსოსა, და ცხოვარი იგი გარეშე სამწყსოსა შეცთომილ იყო. 9. მეუფჱ იგი ზეცისაჲ მოვიდა, მჴედარი იგი თჳსაგან იყო საღმრთოთა მათგან მოყუასთა. 10. მოვიდა ესე ღმრთის ჴორციელებისა საიდუმლოჲ არა თანა მით მოწაფეთაჲთა. 11. ხოლო უკუთუმცა მათ თანა ყოფილ იყო, არამცა შეორგულებულ იყო, არამცა ჴელი შეეხო მას და ეგრჱთ ერწმუნა; 12. და თუმცა არა შეხებითა მით ესრჱთ რწმუნებულ იყო მისა, არამცა ესრჱთ ესწავა ჩუენდა სარწმუნოებაჲ, ვინაჲ მოწაფისაჲ მის ურწმუნოებაჲ ჩუენისა სარწმუნოებისა დედა იქმნა. 13. ამისთჳს ჩუენცა არა ხილვით ქრისტჱსა თაყუანის-ვსცემთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა თაყუანის-სცა, და შეუხებელსა მას უზეშთაესად ვადიდებთ, ვითარცა-იგი მან ხილვითა ადიდა. 14. აწ მო-რაჲ-ვიდა თომა მათ თანა, ეტყოდეს მას მოწაფენი იგი, ვითარმედ: ვიხილეთ ჩუენ უფალი. 15. ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგეო. 16. ვიხილეთ, რომელმან-იგი თქუა: მე ვარ აღდგომაჲ, და აღდგომაჲ ცხორებისა მისგან მოვიღეთ. 17. ვიხილეთ, რომელმან თქუა: ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად თავისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს მერმე აღებად მისა. 18. და ჴელმწიფებაჲ მისი საქმეთაგან ვისწავეთ, რამეთუ მოვიდა ჩუენდა და კარნი იგი დაჴშულნი არა დათრგუნნა. 19. დამიკჳრდა ჩუენ თანა-დგომაჲ იგი მისი ესრჱთ მყის შემოსლვითა მისითა ჩუენ თანა. 20. ვიხილენით ჩუენ ჴელნი მისნი, რომლითა თავს-იდვა ვნებაჲ იგი სამჭუალთაჲ განქარვებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა. 21. ვიხილენით ჩუენ ფერჴნი მისნი, რომლითა დათრგუნა სიკჳდილი და აღდგომაჲ ყოველთა მოანიჭა, ვიხილეთ წმიდაჲ იგი გჳერდი მისი, განღებული ჩუენთჳს, რომლისაგან გამოვიდა სისხლი და წყალი, ორნი ესე მდინარენი ცხორებისა ჩუენისანი. 22. მიუგო თომა და თქუა: თქუენ იხილეთ უფალი და მე მარტოჲ ხოლო არა ღირს-ვიქმენ ხილვად მისა. 23. არა ვითარცა-იგი იწოდენით თქუენ, ვიწოდეა მეცა მის მიერ? 24. არცა ვითარ იდიდენით, ვიდიდეა მე მისგან? 25. და არცაღა ვითარცა იხილეთ თქუენ იგი ჯუარ-ცუმული, ვიხილე მეა ეგრეთ მწუხარემან თქუენ თანა? 26. მნებავს წარსლვად ბრწყინვალებისა მისისა; 27. ვითარცა ვიხილე სიკუდილი მისი, მნებავს ხილვად აღდგომაჲცა მისი. 28. და თუ არა ვიხილო ჴელთა მისთა სახჱ სამშჭუალთაჲ და დავასხნე თითნი ჩემნი სახესა მის სამშჭუალთასა ფერჴთა მისთასა და შევახო ჴელი ჩემი გჳერდსა მისსა, არასადა მრწმენეს. 29. მიყუარს, თომა, შენი ეგე ურწმუნოებაჲ საიდუმლოჲსაჲ ამის. 30. ჵ, თომა, საფუძველი სარწმუნოებისაჲ არს შენი ეგე ურწმუნოებაჲ. 31. ვაქებ შენსა მაგას სიტყჳს-გებასა და ქრისტჱს-მოყჳარესა გონებასა. 32. ურწმუნო იქმენ მცირედ ოდენ, რაჲთა მრწმენეს მე მდიდრად; 33. ითხოვე უფლისაგან, რაჲთა შენითა თხოვითა მისგან ზიარ ვიქმნე მეცა მაცხოვრისა. 34. მერმე იტყჳს: უკუეთუ არა ვიხილო ჴელთა და ფერჴთა სახჱ სამშჭუალთაჲ და გუერდსა მისსა ადგილი ლახურისაჲ, არსადა მრწმენეს. 35. ვიხილო თუალითა ჩემითა ქადაგებული ჩემგან, რამეთუ ვიდრე სასმენელთა თუალნი უფროჲს ღირს არიან მოწამედ, და მაშინ მრწმენენ სიტყუანი ეგე თქუენნი; 36. შევახო ჴელი ჩემი წყლულებასა მისსა, და მაშინ მრწმენეს ხილული იგი; 37. და დავსდვა თითი ჩემი ვნებულსა მას ჩემთჳს, და მაშინ თაყუანის-ვსცე მკუდრეთით აღდგომილსა მას. 38. შევიდა კუალად მათა იესუ ბჭეთა ჴშულთა, შევიდა კარი იგი ცხორებისაჲ, შევიდა ვითარცა-იგი მან მხოლომან იცის; 39. რამეთუ ვითარცა-იგი შობასა მისსა ბჭჱ ქალწულებისაჲ არა დაჴრწნა, ეგრეცა შესლვასა მას მისსა კართა მათ კლიტენი სახლისანი მის არა განახუნა; 40. და ვითარცა-იგი აღდგა საფლავისა მისგან დაკრძალულისა, ეგრეცა შევიდა ჴორცითა მით, რომელთა თანა იყო ღმრთეებაჲ. 41. და ზღურბლნი იგი არა დათრგუნნა, რამეთუ ენება ყოვლით კერძოვე დაუყენებელად, რამეთუ ნებასა მისსა ჰმონებს ყოველი დაბადებული, ვითარცა-იგი შობაჲ მისი უფროჲს ბუნებისა და ზეშთა სიტყჳსა. 42. რამეთუ შევიდა მოწაფეთა თანა, ვისწავეთ; 43. ხოლო ვითარ შევიდა, არა უწყით. 44. რამეთუ რომელი-იგი მოვიღე, ვერ ჴელ-მეწიფების მე სიტყუად. 45. ვადიდებ შესრულსა მას, არამედ არა გამოვეძიებ შესლვასა მას; 46. ვქადაგებ საიდუმლოსა მას, არამედ არა ვთარგმანებ გამოუთარგმანებელსა მას საკჳრველებასა; 47. ვეძიებ ყოფილსა მას სასწაულსა, რამეთუ მორჩილ ვარ უფლებასა მისსა, არამედ არა ჴდომით გამოვიწულელ ღმრთეებისა სიტყუათა მათ. 48. უკუეთუ მრქუას მე ჰურიამან, ვითარმედ: უცხოსა სიტყუასა ჰქადაგებ და ყოვლადვე არა სარწმუნოსა, რამეთუ ვერ შესაძლებელ არს კართა ჴშულთა შესლვაჲ ჴორცითა, მიუგო მას: 49. ვითარ შესაძლებელ იყო ანგელოზი იგი ამბაკომისა შთაყვანებად მღჳმესა მას ლომთასა და კუალად გამოყვანებად უჴრწნელად და ბეჭედი არა განტეხად? 50. მონასა ვითარ ენება, ყო, და უფალსა ვითარ სათნო-უჩნდეს, ვერ შეუძლოსა? 51. რამეთუ ყოველივე ნებისაებრ ღმრთისა იქმნების: ინება და განკაცნა ღმრთისა სიტყუაჲ და შევიდა მოწაფეთა თანა, ვითარცა სათნო-უჩნდა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 52. მშჳდობასა მოგცემ თქუენ. 53. ამან მშჳდობამან დაგამორჩილნეს თქუენ ბრძოლანი ქუეშე ფერჴთა თქუენთა; 54. ამან მშჳდობამან ყოველნი ჴელმწიფებანი და მთავრობანი ყვნეს თქუენდა მონა. 55. განიხარეს მოწაფეთა ჴმასა მას უფლისასა და ეტყოდეს თომას: გაუწყეთ შენ პირველად, ვითარმედ ვიხილეთ ჩუენ, და არა გრწმენა სიტყუათა ჩუენთაჲ. 56. აჰა ეგერა აწ უფალი შენ თანა, იხილე, ვითარცა გნებავს; 57. მოვედ წინაშე მისა, რომელი ცხორებისა შენისათჳს შემოვიდა ჩუენდა, და მიიღე ჴსნაჲ. 58. ხოლო თომა განიზრახვიდა გონებასა თჳსსა და იტყოდა: იგი არს ჭეშმარიტად, რომელი მოკუდა და აღდგა და მოვიდა, რომელი მხოლოჲ სახიერ არს და კაცთ-მოყუარე, რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხორებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. 59. ეტყჳს უფალი თომას: მოყავ ჴელი შენი და იხილენ ჴელნი ჩემნი. 60. რამეთუ შენთჳს მოვედ ქუეყანად, შენთჳს ჴელნი დავიმსჭუალენ, რაჲთა შენდა ვიყო მაცხოვარ, შენთჳს განვიგუმირე, რაჲთა შენ გიჴსნე. 61. მომეახლე სულითა და ჴორცითა. 62. ისწავე სარწმუნოებაჲ განცხადებულად, ვითარცა გნებავს, ვიდრე-ესე სახილველღა არს წყლულებაჲ ესე ჴორცთა ჩემთაჲ. 63. წინა დაგისხამ ასოთა ჩემთა აღრაცხად; 64. არა სირცხჳლ მიჩს ნაბრძჳლი ჴორცთა ჩემთაჲ, არა დავჰფარავ წყლულებასა ჴორცთა ჩემთაგან, რომელი დავითმინე წყალობისა თქუენისათჳს, არა დავჰმალავ სასწაულსა ამას დიდებისა ჩემისასა, არამედ უქადაგებ ყოველთა. 65. იცის ესე მზისთუალმან, რომლისათჳსცა ცა ნათელი ბნელად გარდაიქცა; 66. იცის ესე ქუეყანამანცა, რომლისათჳსცა განიპო; 67. იციან ესე კლდეთა, რომლისათჳს განსთქდეს, იციან ესე მკუდართა, რომელ საფლავით გამოვიდეს, იცოდა ესე ეზომან ტაძრისამან, რომლისათჳს განიპო ჰურიათა წარწყმედისათჳს. 68. აჰა, იხილენ ჴელნი ჩემნი, ვითარცა გინდა; 69. გნებავსა გუერდისაცა ხილვაჲ? 70. აჰა ესერა განვიშიშულებ შენთჳს. 71. მოყავ ჴელი შენი და დამდევ გუერდსა ჩემსა, მოეახლე გუამსა ჩემსა, რომელი უთესლოდ მოვიღე ქალწულისა მარიამისგან და დავიცევ ქალწულადვე, მომეახლე გუამსა ჩემსა ვნებულსა ნეფსით, მოეახლე გუამსა ჩემსა, რომელ საშინელ არს ქერობინთა; 72. მოეახლე გუამსა ჩემსა, რომლისაგან ძწიან უჴორცონი ძალნი, და ისწავე ჴელითა გამოცდილებაჲ მისი. 73. და ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გრწმენინ!. 74. ვიცი მე გული შენი განზრქომილი; 75. ვიცოდე მე, რამეთუ ესე თხოვად გნებავს; 76. ვიცი და ამისთჳსცა გჳერდი ჩემი განგიცხადე, რამეთუ ეძიებდ და ჰპოვე. 77. ჴელი შემახე და გრწმენინ, რამეთუ რაჟამს მოვიდეს მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ, უჩუენოს მტერთა წყლულებაჲ იგი, და დასაჯნეს ღმრთის-მბრძოლნი იგი, რაჲთა იხილონ, რომელსა-იგი უგუმირეს, და თაყუანის-სცენ მას. 78. მიუგო თომა და ჰრქუა: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! 79. მრწამს აღდგომაჲ შენი, უფალო; 80. მრწამს და არა გამოვიკითხავ, მრწამს და არღარა გამოვეძიებ; 81. ვპოვე, რომელსა ვეძიებდი და არღარა გამოვიწულილავ; 82. ვიცი, რომლისა ჯერ-არს პატივი. 83. ამიერითგან შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი; 84. შენ ხარ უწინარჱსი საუკუნეთა, შენ ხარ ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ; 85. შენ ხარ გამოჩინებული და გამოუჩინებელი; 86. შენ ხარ უხილავი და ხილული; 87. შენ ხარ გამოუსახველი და გამოსახული: შენ ხარ ღმერთი ჭეშმარიტი და კაცთ-მოყუარე, შენ ცათა შინა მამისა თანა და ქუეყანასა ზედა კაცთა შორის, შენ საყდართა ზედა სუფევისა შენისათა, ჯუარსა ზედა დამშჭუალული ჩუენთჳს; 88. შენ უვნებელი ღმრთეებითა და ვნებული ჴორცითა; 89. შენ უკუდავი მამისა თანა და მოკუდავი ავაზაკთა შორის; 90. შენ ქერობინთა მაღალთა ზედა და დაფლული სამარესა ჩუენთჳს; 91. შენ სიკჳდილსა შინა ცხორებისა განმყოფელი; 92. შენ მოკუდავებასა შინა მკუდართა თანა თავისუფალი, შენ სამ დღისა მკუდარი და უკუნისამდე ცხოველ ხარ; 93. შენ ჩუენ თანა ჴორცითა და მამისა თანა ღმრთეებითა; 94. შენ შეხებულ ჩემგან, რომელსა გიპყრიან დაბადებულნი; 95. შენ აღადგინე გუამი შენი ტაძარი ჴელითა ძლიერებისა შენისაჲთა, შენ გიხილე ჴორციელითა თუალითა; 96. შენ გიხილე სრულითა სარწმუნოებითა, შენ გიცან გამოუთქუმელი ღმრთეებაჲ; 97. შენ გიცან კაცობრივებითა ჩემებრ, შენ მხოლოსა უფლად და ღმრთად აღგიარებ; 98. არა განგყოფ შენ განუყოფელსა; 99. არა განგაშოვრებ შენ განუშორებელსა, რომელი ვიხილე, რომელი გულისხმა-ვყავ და რომელი მაქუს. 100. ვღაღადებ და ვიტყჳ: შენ ხარ უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. 101. შენ მოსლვითა შენითა აღმომიყვანე მე უფსკრულთაგან ურწმუნოებისათა, შენ კაცნი ტყუეობისაგან განათავისუფლენ, შენ მჴდომი ჩუენი დასთრგუნე; 102. შენ ცოდვაჲ ჴორცითა დასაჯე; 103. შენ უჴრწნელებითა ჴრწნილებაჲ განაქარვე; 104. შენ სამისა დღისა დაფლვითა დაუტევე ქუეყანასა შოვა-მდგომელად მკუდართა აღდგომაჲ; 105. შენ აღდგომითა განგჳახლე აღდგომაჲ; 106. შენ კაცნი ზეცისა ჰყვენ და ქუეყანაჲ ზეცისა უბრწყინვალჱს გამოაჩინე, შენ ყოველივე უმჯობჱსად გარდასცვალე, რამეთუ შენ, ღმერთი, იქმენ კაც, რაჲთა კაცნი ჰყვნე ღმრთად. 107. ჵ უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო! 108. ჰრქუა მას იესუ: რომელი-ეგე იხილე და გრწამს, განიცადე ვიდრე აღსლვადმდე ჩემდა სრულითა ამით გუამითა ზეცად, ვინაჲცა გარდამოვჴედ უჴორცოჲ; 109. შენ უჴრწნელებისა სიტყჳთა [სთ]ქუ: უკუეთუ არა ვიხილო მის თანა სახჱ წყლულებისაჲ, არასადა მრწმენეს. 110. ერთბამად გსუროდა, ერთბამად ურწმუნო იქმენ, ერთბამად შემახე, ერთბამად გრწმენინ. 111. ქადაგებდ ამიერითგან, რომელი მიიღე, რამეთუ ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და ვჰრწმენე. 112. აწ, საყუარელნო, ნეტარებაჲ ესე ჩუენ ზედა მოვიდა, რომელთა არა გჳხილავს და გრწუამს, რამეთუ ნეტარ ხართ თქუენ, 113. რომელთა სარწმუნოებით გიხილავს უხილავი იგი, ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი მარადის სიხარულით იხილავთ თუალითა და მიეახლებით გონებითა და ჰშჭამთ მისგან ულეველად. 114. ჵ, საიდუმლოჲ საკჳრველი! 115. ჵ საიდუმლოჲ საშინელი! 116. ჵ საიდუმლოჲ დიდებული! 117. რომელი მჯდომარე არს მარჯჳენით მამისა, მარჯჳენეთა ზედა უსახურთასა იტჳრთების და მიიღებს უღირსთაგან მომღებელთა ჴელთა ჩუენთა. 118. არა განეშოვრების დარჩილთაგან თითთა ჩუენთა; 119. არა დასთრგუნავს მიწისაგანთა ამათ შემოქმედი იგი; 120. არა შეურაცხ-ჰყოფს შეურაცხთა ამათ დიდებული იგი, არამედ თ[ჳთ] მიუწესს და ეტყჳს: მიიღეთ, ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი!. 121. მიიღეთ, სუთ, ესე არს სისხლი ჩემი!. 122. მოყავთ ჴელი თქუენი და შემახეთ ჴორცთა ჩემთა და იშჳებდით ასოთა ჩემთაგან, რამეთუ რომელმან მიიღის ასოთა ჩემთაგან, ვიპოვო მის თანა. 123. მოუჴედით მას ამიერითგან ყოვლითა სიწმიდითა ყოვლად წმიდასა შეწყნარებად უფალსა და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, არამედ განვაშოვრნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან იჭჳსა და ვადიდებდეთ უფალსა 124. და ვთქუათ: უფალო, არა ღირს ვართ, რაჲთამცა სართულსა ჩუენსა ქუეშე შემოხჳედ, არამედ შენ თჳთ გინებს შემოსლვად ჩუენდა, რამეთუ სრულიად ვითარცა კაცთ-მოყუარე ხარ, სათნო-გიჩნდა ყოფად ჩუენ თანა. 125. შენითავე სასოებითა მივალთ წინაშე შენსა. 126. ჰბრძანებ, უფალო, რაჲთა აღვაღოთ პირი ჩუენი, რომელ შენ დაამტკიცე. 127. შემოხჳედ, კაცთ-მოყუარე, რაჲთა განჰჴსნე უძლურებათა ჩუენთა კრულებაჲ; 128. შემოხჳდე და განანათლნე დაბნელებულნი განზრახვანი ჩუენნი. 129. გურწამს, რამეთუ ამას ყოველსა თავს-იდებ. 130. არცაღა მეძავი იგი, მო-რაჲ-ვიდა შენდა, განაძღე, და არცაღა მეზჳერჱ იგი განიშოვრე; 131. არცა ავაზაკი იგი განაგდე ცნობითა სუფევისა შენისაჲთა, არამედ ყოველნივე სინანულითა შეიწყნარენ და ადგილსა მას მოყუარეთა შენთა თანა დააწესენ, და ლოცვითა და ვედრებითა მათითა ღირს მყვენ ჩუენ ზეცისა საიდუმლოთა. 132. და ნუ გამოვალნ ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით ჩუენით! 133. ვინაჲ-იგი მივალს ქრისტჱ, ესეთითა მოქალაქობითა შეუდგეთ ყოველნი. 134. ჵ, ახალ ნათელ-ღებულნო, გეშინოდენ თქუენცა პირისა მისგან შეუწუხებელისა წმიდისა ემბაზისა, რომლისაგან იშვენით მეორედ, და ნუ შეურაცხ-ჰყოფთ ღმრთისა მიერ განწმედასა. 135. რაჲთა არა ღაღატ-ყოს თქუენთჳს: შვილ-ვისხენ და აღვიზარდენ, და მათ შეურაცხ-მყვეს. 136. ცათა შინა აღწერილ არიან სახელნი თქუენნი. 137. და პავლეცა გასწავებს: რბიოდეთ კეთილად. 138. ვინ დაგაბრკოლნა თქუენ ჭეშმარიტებისა არა მორჩილებად? 139. განიძარცუეთ ძჳელი იგი კაცებაჲ, გლოცავ თქუენ, ნუ თანა-განიძარცუავთ ბრწყინვალებასა, სიწმიდესა გუამისა თქუენისაგან; 140. უკუეთუ თავით თჳსით არა განვიძარცოთ სიწმიდჱ, სხუასა არავის ჴელ-ეწიფების განძარცუვად. 141. ჰგებდით თქუენ, ახალ ნათელ-ღებულნო, ვიდრემდის ღირს იქმნნეთ სანატრელისა მის ჴმისა, ვითარმედ: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ თქუენთჳს განმზადებული სასუფეველი წინა სოფლის დაბადებისა, 142. რომელსა ჩუენცა ღირს მყვენინ მადლითა მისითა უფალმან ჩუენმან და ღმერთმან იესუ ქრისტემან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერებაჲ მამისა თანა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |