მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული ეპიფანჱსი აღვსებისათჳს და აღდგომისა უფლისა
2. რაჟამს მწუხარებისა პირი ზამთრისაჲ არისა მის ნიავისაჲ ჟამაან ცვალე[ბითა] თჳთ მიიღის, ს[ახედ-სახედნი] ნათესავნი მფრინველთანი ქართა თანა აღფრინებულნი, ჴმატკბილობისა სახიობითა განსუენებასა ჟამისასა მით კაცთა გამოუსახვედ.
3. მას ჟამსა მერცხალნიცა ჴმა-ტკბილნი მახჳლითა მით ფრთითა ნიავთა გან[ხეთ]ქედ და კაცთა თავთა ზედა [მათ] მიმართ ვლენედ, მიმსგავსებულად ყუავილთა მათ, თჳსთა ოხრათა ყურთა კაცთასა შთაასხმედ.
4. მას ჟამსა არნ ხილვაჲ ნიავთა ყუდროთაჲ და წმიდათაჲ და კაცთა ხატნი განბრწყინებულნი, მიმსგავსებულნი ღელვათა დაყუდებულთა სახითა, რამეთუ სახედ-სახედნი ოხრანი მფრინველთანი განამხიარულებედ სასმელთა კაცთასა;
5. ნიავმან წმიდამან განაბრწყინნის სახედველნი და ფერად-ფერადთა ყუავილთა მბრწყინვალებამან შჱნებითა აღავსნის სახედველნი და................................
6. ...ქრისტჱ შეიმოსეთ და ვითარცა მიწისაგანნი, ეგრეცა მიწისაგანისანი და ვითარცა ზეცისაგანნი, ეგრეცა ზეცისაგანისანი.
7. ჯერ-არს ჩუენდა ზედა ღრუბელთა აღსლვად და ცად აფრენად.
8. არა უწამებელ არს სიტყუაჲ ესე;
9. ისმინე მოციქულისაჲ: აღვიტაცნეთ ღრუბლითა მიგებად უფლისა აერთა ზედა.
10. და ესრჱთ მარადის უფლისა თანა ვიყოფოდით, რომლისათჳს მკუეთრ-მკუეთრ გუესმოდის ფსალმუნი შემასხმელისაჲ მის საუკუნოჲთა ნუგეშინის-ცემითა და თქუმითა: ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან, ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა.
11. არა სიმთრვალითა და უნდობლობითა ღჳნისაჲთა დაბნელებულნი, რამეთუ ესე არა იყოს მხიარულება, არამედ უგონო, განგონჯებულ გულითა;
12. არამედ ვიხარებდეთ სიყუარულითა აღსავსენი, სასოებითა განხარებულნი.
13. უკუეთუ ჯერ-არს ცნობად სხუაჲცა მხიარულებაჲ გულთა ჩუენთა: ზეცისა პური წმიდაჲ, წმიდითა ჴელითა მოღებული, სულთა ჩუენთა მიუძღუანოთ საუკუნესა ცხორებასა საგზალ-ყოფად ჩუენდა.
14. ხოლო წმიდათა ჴელთა ვიტყჳ არა წყლითა განბანილთა, არამედ ქველის-საქმითა განბრწყინებულთა და საღმრთოსა მას ზეცისა განზავებულსა.
15. მროწლის ხილვის ბაგითა შევეხნეთ არა თუ სინგურითა რაჲთმე განწითლებულითა, არამედ სისხლითა იესუჲსითა განვძოწეულდეთ ჩუენ.
16. ეჰა, დიდებული და ნანდჳლვე ჭეშმარიტი კეთილი დღისაჲ ამის, რომელსა კრავი ესე მოიკლვის და ადამ მოიყიდების და მწყემსი იგი ჩუენი ცხოველ არს, რამეთუ მე ვარო მწყემსი კეთილი.
17. ეჰა, ახალი საიდუმლოჲ და განსაკრთომელი განკჳრვებაჲ!
18. ჯუარი აღემართა და ქრისტჱ ზედა განეფინა;
19. სიკუდილი უმშჯავროებდა საჩინოჲ იგი და წმიდა აფრა იყო ყოფილი იგი.
20. ჯუარი იყო საჩინოჲ და აფრა იყო სრული იგი.
21. გუშინ აღემართა აფრაჲ იგი და დღეს იშვა კრებული ესე.
22. ეჰა, სიკჳდილი ქრისტჱსი სიკჳდილისა მომაკჳდინებელი!
23. ტკბილი გულის-თქუმაჲ მწარესა სიკუდილსა წყაროდ აღმოსცენდა.
24. ეჰა საიდუმლოჲ აბრამეანი, რომელი ქრისტჱს ზედა აღესრულა!
25. ისააკ ზედა ტაბლასა შეიკრა და ვერძი მის წილ მოიკლვოდა.
26. ძჱ ღმრთისაჲ ზედა ჯუარსა აღმართებულ იყო და იესუ ჩუენთჳს ჯუარს-ეცუმოდა და ღმრთეებასა არა ევნებოდა.
27. აღმართა ყდაჲ ჯუარისაჲ ნავსა სოფლისასა და სოფელი ესე დაუთქმელად დაშთა ამით ნეფსით.
28. ნავებს ნავის დათქმულობისაგან სიკჳდილისა არა ეშინის, არამედ ზეცად.....
29. არღარა ევას ეშინის ყუედრებისაგან ადამისა, რამეთუ მარიამისითა ესე ცთომათაგან იჴსნა.
30. არღარა ადამს ეშინის გჳელისა მისგან, რამეთუ ქრისტემან შემუსრა თავი იგი ვეშაპისაჲ,
31. რამეთუ ვითარცა იტყჳს დავით: შენ შეჰმუსრე თავები ვეშაპისაჲ ზედა წყალთა, ესე იგი არს ნათლის-ღებითა, არღარა ვიგლოვ, არღარა ვტირ თქუმითა: მოვიქეც მე გლახაკებად, რამეთუ განმესხა მე ეკალი.
32. რამეთუ მო-რაჲ-ვიდა იესუ ქრისტე, ეკალი შეცოდებათა ჩუენთაჲ ძირითურთ აღმოფხურა და ზედა თავსა თჳსა დაიდვა.
33. განჴსნილ არიან ჩუენნი იგი წყევანი, რომელსა იგი იტყოდა, ვითარმედ: ეკალსა და კუროჲს-თავსა აღმოგიცჱნებდინ შენ ქუეყანაჲ.
34. აღფხურილ არიან ძირითურთ ეკალნი იგი, აღიფხუერნეს ძირითურთ კუროჲს-თავნიცა იგი, სამშჳედნი და სამტოლი გჳრგჳნი სარწმუნოებისაჲ დამედგა თავსა ჩემსა.
35. ვინ ჰურიათა და წარმართთაგან მან დაიჯეროს, რამეთუ ძელი აღემართა და ცხორება გამოაყუავილა?
36. დღითი-დღედ მორწმუნეთაგან მოისთულების და ნაყოფი იგი დაულევნელ არს და ყოველნი ნათესავნი, ტომნი მორწმუნეთანი, ამას ხესა ბიჭებითა სულისაჲთა ზე აღვლენ და უბეთა სიბრძნისათა უკუდავებისა ნაყოფითა აღავსებენ.
37. ყოველთა ნათელ-სცემს ხჱ ესე, ყოველთა განაძღებს და აღბეჭდავს და განადიდებს და შემდგომად ამისა ცად აღზიდავს.
38. რაჲ არს, რომელი ჩუენთჳს არა თავს-იდვა ქრისტემან?
39. ვერ შემძლებელ ვართ მისთა სახელთა აღრაცხად!
40. ჴელ-ვყოთ თქუმად, საყუარელნო: კარ, გზა, ცხოვარ, მწყემს, მატლ, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, წყარო, მზე სიმართლის.
41. მრავალ-სახელ ქრისტჱ და ერთი არს ძჱ, მრავალ-სახელ და სწორ, არა სხუად გარდაქცეულ, არა სხუად ცვალებულ,
42. რამეთუ უცვალებელ არს ღმრთეებაჲ იგი, არამედ თითოეულთაებრ ყოფათა შეემსგავსების მარადის ყოფითა სახელი თითოეულისაებრ საქმისა, და ვიხილოთ, საყუარელნო, თუ შეუძლოთ ყოველთა მათ სახელთა ყოფაჲ იგი ჩუენებად.
43. გზა ითქვა: მე ვარ გზა და ჭეშმარიტება, რამეთუ იგი თჳთ არს წინამძღუარ ყოველთა ღირსებათა და ზეცად ამაღლებისა იქმნა გზა.
44. იგივე კარ, თუ: მე ვარ კარი ცხოვართაჲო, რამეთუ მის მიერ კარსა სასუფეველისასა შევალთ.
45. მარილად სახელ-ედვა, რამეთუ სულმყრალობაჲ კერპთ-მსახურებისაჲ კაცთაგან განწმიდა და სულნი ჩუენნი სუნელად კეთილად-მსახურებისა სარწმუნოებითა შეანელნა და განრღუეულნი ასონი განზრახვათანი ჭეშმარიტებითა ერთად შეამტკიცნა.
46. ცხოვარ სახელ-ედვა, რამეთუ ცხოვარი კლვად მიიგუარა.
47. ცხოვარ სახელ-ედვა დაკლვისა მისთჳს და წმიდათა ჴორცთა მისთათჳს ზიარებისა მისისა და წმიდისა სისხლისა მისისაგან უკუდავებისა ბეჭდითასა დაცვულებითა.
48. მწყემსად ითქუა, რამეთუ: მე ვარ მწყემსი კეთილიო.
49. რამეთუ შეცთომილნი იგი ცხოვარნი მოაქცინნა და წინააღმდგომნი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯუარისაჲთა მოკლა.
50. მარგალიტ სახელ-ედვა, რამეთუ თჳთ ვითარცა მარგალიტი საშოვალ ფიცართა ზამბიკისათა, ჴორცთა და სულთა ქალწულებისათა თჳნიერად მამაკაცისა თესლისა იშვა.
51. რამთუ არს იგი სამკაულ სულისა და უმეტჱსისა მისთჳს მბრკინვალებისა და სიწმიდისა, ვინაჲვე კერძო ღმრთეებითა მით გამობრწყინდების.
52. ნათელ სახელ-ედვა, რამეთუ არს ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად.
53. რამეთუ რიჟურაჟისაჲ მის შეცთომილებაჲ ძჳელისა სიძნელისა ცხონებისა ჩუენისაჲ აღვიღო, რაჲთა ვიხილოთ ჭეშმარიტად, ვიეთ თაყუანის-ვსცემდეთ.
54. რამეთუ არა იყვნეს ღმერთ, არამედ ქმნულნი ჴელთა კაცთანი ქვანი და ძელნი.
55. ლოდ ითქუა საკიდურად, რამეთუ ორი კედელი რა სარწმუნოებითა მისა მიმართითა აღაშჱნა და მათ ზედა ადგს ერთსა განსრულებასა ჴსნად მოყვანებითა.
56. მზედ სიმართლისად ითქუა ნათლის-ღებისათჳს და სიცხისა, რამეთუ არა არს, რომელი დაეფაროს სიცხესა მისსა.
57. რამეთუ ათორმეტ მცხინვარებაჲ მისი ნათიერებისაჲ, რომელი მოციქულთა მიმართ.
58. მარცჳალ მდოგჳს ითქუა, რამეთუ დაიმცირებს თავსა და დაიმდაბლებს სახეთა ჩუენთაებრ დასაბამსაც სარწმუნოებისა თჳსა;
59. ხოლო რაჟამს ურნატსა სულთასა შესრული სიღრმესა შთავარდის, სწორად ცათა აღამაღლნის კეთილად-მსახურებისა და სიბრძნისა მიმართ გონებანი.
60. მატლ სახელ-ედვა, რამეთუ მე ვარო მატლ და არა კაც მცხინვარე-მბრწყინვალებისა მისთჳს ღმრთეებისა, რამეთუ ვითარცა სამჭადურისა მატლსა შინა, ჴორცთა მათ შინა დამალვითა თავისა თჳსისაჲთა და უფსკრულსა ამას ამის სოფლისასა შთაგდებითა თავისაჲთა,
61. ვითარცა მჴნემან მეთევზურმან, გამოიღო ვეშაპი იგი, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი, ვითარმედ: მოიყვანოს ვეშაპი იგი სამჭადურითა.
62. კაც სახელ-ედვა, რამეთუ ჴორცნი შეისხნა არა გულის-თქუმათაგან და ძილისა, არამედ ქალწულისა მარიამისგან და სულისა.
63. ჵ, საყუარელნო, ამისთჳს მოელის თითოეულსა ჩუენგანსა და კაცთა მოძღურებასა თაფლის გამომადინებელი აქა [.....]ა [სიტყუათ]ა დავჰბეჭდოთ წმიდითა [.......],
64. რამეთუ ესენი [მოსრულ თაფლ-მწთოლვარისა სიბრძნისა [უფლი]სა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა [შესაწყნა]რებელნი გულთა ჩუენთა [...] აღავსენინ და [მრავალ-მომღებელნი ნაყოფნი კეთილად მსახურებისანი, [პი]რთა ჩუენთაგან [აღმოაცჱნენ].............
65. ...და ყავნ რომელმანმე ოცდათი, ხოლო რომელმან – სამეოცი ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისადმდე. ამენ.