მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [აღდგომისათჳს]
2. ............................რამეთუ სიტყუათა მათ ღმრთისათა და სულისა წმიდისათა, რომლისა გამო [ვ]ისწაოთ და ვმოძღურიდეთ ნებასა მამისასა და სიყუარულსა და სიბრძნესა სულისასა საუნჯეთა ცხორებისათა. 3. აწ უკუე მოჰქონან სიტყუანი საუნჯეთაგან ქრისტჱსთა და მისცემს ნამარხევად წიაღთა თქუენთა, არა თუ ოქროსა და ვეცხლსა, არცა ანთრაკსა პატიოსანსა, 4. არამედ სიბრძნესა გულისხმის-ყოფით ქრისტჱს საიდუმლოთა, რომლისა გამო არს დღჱ ესე დედოფალ ყოველთა დღეთა, [რომელმან-ესე] განწმიდნა ერთშა[ბათ]ისა აღდგომა [....] მკუდრეთით [....... დათრ]გუნა და [.....] შეკრა................... აღდგომითა მისითა. 5. ვითარცა-სახედ გჳეჩჳენა ჩუენ უფალი შობილად მარიამისგან, ეგრეცა ამან დღემან გჳჩენა უფალი მკუდრეთით აღდგომილი. 6. ვხადოთ მარიამს დედად ცხოვრებისა, ხოლო დღესა ამას – დედად აღდგომისა, რამეთუ რომელი-იგი იშვა მარიამისგან, აღდგა მკუდრეთით ამას დღესა, რომელსა გამოგჳჩნდა ცხორებაჲ უფლად. 7. დასვდვათ სახელი ერთსა – დედოფალ დღეთა და ერთსა – დედოფალ დედათა, რამეთუ ესე არიან დედად და მოწამედ უფლისა, რამეთუ ერთჯერ გუეჩუენა მუცლისაგან ჴორცთაჲსა და ერთჯერ გუეჩუენა მუცლისაგან ქუეყანისა. 8. რამეთუ მარიამ მოწამე არს ჴორციელობასა მისსა, ხოლო დღჱ ესე – ადგომისა მისისაჲ. 9. უკუეთუ ვინმე აცილობდეს ჴორცთა ქრისტჱსთა, აცილობდეს [აღდგო]მასაცა მისსა [....... პ]ირველად მამი [.... შ]ოვა მოწ[..... ხ [.......]. 10. მე ვშევ იგი და მეცა ვიტჳრთე მებრ მე, მარიამმან. 11. უკუეთუ არა გრწამს ჩემი, ვითარმედ მე მარტოჲ ვწამებ, მოგგუარნე მოწამენი სარწმუნონი, არა თუ სამნი, არცა ოთხნი, არამედ ბევრნი. 12. პირველად მე, რომელმან მუცლად-ვიღე და ვიტჳრთე, სახუეველსა წარვჰგრაგნე იგი და ძუძუჲ ვაწოვე; 13. წარმოგიდგინნე მოწამედ მწყემსნი ველისანი, მოგუნი თაყუანისმცემელნი და ყრმები მოწყუედილი, იოვანე ნათლის-მცემელი, იორდანჱ განწმედილი და ბევრნი ისრაიტელნი; 14. უკუეთუ გნებავს უმაღლჱსნი მოწამენი, გიჩუენნე, კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ და სული წმიდაჲ, რომელი იყო მათ თანა, გაბრიელ მახარებელი, ვარსკულავი აღმომავალი და ანგელოზნი, 15. რომელნი ჰმსახურებდეს და სული წმიდაჲ გარდამომავალი, და მამისა წამებაჲ: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი შევიყუარე, მაგისი გრწმენინ!. 16. უკუეთუ ვინმე ურწმუნო იქმნეს ჴორციელებასა მისსა და აცილობდეს აღდგომასა მისსა, მოვიდეს დღჱ ესე მეშჳდჱ ერთშაბათი, წამებდეს და იტყოდის: მე ვარ მოწამჱ უფლისაჲ და აღდგომისა მისისაჲ, რამეთუ რომელი ვიხილე, მასცა ვწამებ მებრ. 17. მე ამან დღემან ვიხილე ხილვაჲ ახალი: სამარეები ახუმული და კაცები აღდგომილი, ძუალები მგალობლები და სულები მხიარული, კაცები დაკჳრვებული და ანგელოზნი შეძრწუნებულნი და ძალნი მღაღადებელნი: აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო! 18. და აღეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ. 19. მაშინღა ვიხილე მეუფჱ აღმავალი ცად, შემკული ნათლითა უფროჲს ელვისა, და ბრწყინვალჱ უფროჲს მზისა, და წყაროთა წყლისათა უსპეტაკჱს, ღრუბელნი და სულითა ძლიერებისაჲთა და ცხორებითა საუკუნოჲთა. 20. ჵ, მოწამენი სარწმუნონი ჴორცთა მისთაჲ და აღდგომისა მისისაჲ. 21. ამის გამო [ვთარ]გმანნეთ ჩუენ ერთი – დედოფ[ალ] დედათა, ხოლო [ერთი] – დედოფალ დღეთა [.......]. 22. ი[გი] არს სუფევაჲ მოწამეთაჲ ამათ უფლისათაჲ, მარიამისი და მეშჳდისა დღისაჲ, რამეთუ უფალი პირველად დაეფარა მუცელსა ჴორცთასა და მერმე მუცელსა ქუეყანისასა. 23. სადა-მე წმიდა-ჰყოფს შობილთა და სადა-მე აცხოვნებნ მომწყუდართა. 24. ამის გამო იშვა შობილთა თანა, დაეფლა დაფლულთა თანა, რაჲთა წმიდა-ყვნეს შობილნი შობითა მისითა. 25. სანატრელ ხართ, ჵ, შვილნო, განწმედილნო უფლისაგან ამას დღესა, რამეთუ შობითა მარიამისითა სცხონდით, რომლისა შუენის დიდებაჲ მამისაჲ ძით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადმდე. ამენ. |