მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. მეოთხჱ, თქუმული მისივე, აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი
2. დღეს აღესრულნეს, საყუარელნო, რომელ-იგი წინავე მრავალთა ნათესავთა თქუა დავით სიტყჳთა თჳსითა, ვითარმედ: „მწუხრი იყვნენ ტირილით და ცისკარს სიხარულით“.
3. რამეთუ მწუხარებაჲ, რომელ შთაეცუა მოწაფეთა ჟამსა ჯუარ-ცუმისა მისისასა, იგი განიძარცუეს და სიხარული შეიმოსეს ჟამსა აღდგომისა მისისასა;
4. და მხიარულებაჲ იგი, რომელ შთაეცუა ჯუარის-მცუმელთა მათ მისთა, აღიმსთჳეს და განიძარცუეს და შეიმოსეს მის წილ სირცხჳლი პირისა მათისაჲ ცისკარსა მას აღდგომისა მისისასა.
5. ვითარცა-იგი სირცხჳლეულ იყვნეს ძჳრის-მეტყუელნი იგი დანიელისნი, რაჟამს აღმოვიდა იგი მღჳმესა მისგან და ლომნი იგი არა ეუფლნეს მას, და მთავარი იგიცა ბაბილონისაჲ სირცხჳლეულ იყო,
6. რაჟამს სამნი ყრმანი საჴუმილისა მისგან განურყუნელად გამოვიდეს, უფროჲსღა მათსა ჯუარის-მცუმელნი იგი ძისა ღმრთისანი სავსე იყვნეს სირცხჳლითა და კდემითა, რაჟამს გამოვიდა უფალი ჩუენი საფლავით.
7. განცხოველდეს მართალნი ბრძანებითა მისითა;
8. უწყოდაცა, რამეთუ არა ჰრწმენეს ურწმუნოთა მათ აღდგომაჲ იგი მისი.
9. აღადგინნა მართალნი სხუათა საფლავთაგან, რაჲთა იყვნეს იგინი ქადაგ აღდგომისა მისისა.
10. საკჳრველი დიდი არს ესე, ვითარ-მე არა ჰრწმენა, რაჟამს ხედვიდეს თუალნი მათნი განხუმასა სამარეთასა და ესმოდა ყურთა მათთა ქადაგებაჲ იგი მკუდართაჲ?!
11. ხოლო არავე რაჲ დიდ არს, რამეთუ არა ისმინეს მათ ღაღადებაჲ იგი მკუდართაჲ, რომელნი ქადაგებდეს მისთჳს.
12. მათ, რომელთა ღმრთისაჲ და ძისა ღმრთისაჲ არა ჰრწმენა, ვითარმცა მართალთაჲ ისმინეს, რომელნი საფლავით გამოვიდეს?!
13. და ჯუარის-მცუმელნი იგი ღათუ მწუხარე იყვნეს, რაჟამს მკუდარნი უთხრობდეს დიდებასა მისსა, – ხოლო მოწაფეთა მისთა უხაროდა.
14. მკუდარნიღა იგი ღაღადებდეს უფლისა მათისათჳს და ანგელოზნი – საფლავსა მისსა, რამეთუ ანგელოზნი, რომელნი არა ესხნეს ჟამსა ჯუარ-ცუმისა მისისასა, იპოვნეს შემოსილნი დიდებითა საფლავსა ზედა და უთხრობდეს აღდგომასა მისსა მოწაფენი.
15. უკუეთუმცა ჟამსა ვნებისა მისისასა გამოჩინებულ იყვნეს ანგელოზნი, შე-მცა-ძრწუნებულ იყვნეს ჯუარის-მცუმელნი მისნი.
16. და რაჲთა-მე-მცა აღესრულა მოსლვაჲ იგი მისი?
17. რაჲთამცა ცხონდეს სიკჳდილითა მისითა თაყუანის-მცემელნი მისნი?
18. არამედ ჟამსა ვნებისა მისისასა განეშორნეს მისგან ანგელოზნი ბრძანებითა მისითა, რაჲთა აღესრულოს მის ზედა ნებაჲ იგი უკეთურთაჲ მათ.
19. ხოლო ჟამსა მას აღდგომისა მისისასა გარდამოიყვანნა ანგელოზნი ზეცით, რაჲთა ახარონ აღდგომაჲ მისი მოწაფეთა.
20. რამეთუ ვითარცა შთავიდა იგი წიაღთა მარიამისთა, იმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მწყემსთა შობისა მისისათჳს, რომელი-იგი იყო ქალწულისაგან.
21. ეგრეცა, რაჟამს გამოვიდა იგი ჯოჯოხეთით, აღიმსთუეს ანგელოზთა და ახარეს მოწაფეთა მისთა აღდგომისა მისისათჳს, რომელი-იგი სამარისაგან იყო.
22. იხარებდინ ამიერითგან ეკლესია და ამას დღესა შინა და არქუნ იერუსალჱმსა, ვითარმედ: [ნუ] გიხარინ მტერს[ა მაგას ჩემსა], რამეთუ დავეცი [და მერმე აღვემარ]თო [და რამეთუ დავჯედ ბნელსა და უფალმან განმანათლოს].
23. მერმეცა არქუნ წინაჲსწარმეტყუელმან ეკლესიასა: აღდეგ და განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს, რამეთუ გამობრწყინდა დიდებაჲ იგი მისი ეკლესიასა მისსა ზედა, რომელი-იგი არს ყოველსა ქუეყანასა.
24. ესერა თაყუანის-სცემენ მეფენი სოფლისანი დიდებასა მისსა და მსაჯულნი ქუეყანისანი, ვითარცა ჰრქუა მას წინაჲსწარმეტყუელმან, ვითარმედ: „განგეხუნენ ბჭენი შენნი სამარადისონი დღჱ და ღამჱ და ნუ დაეჴსშვიედ, და შევიდენ შენდა ერნი თესლთანი და შარავანდედნი მათნი.
25. ხოლო ყავნ მოწყალემან, რაჲთა ვითარცა გევნებოდა თქუენ, ჟა[მსა მას] ჯუარ-ცუმისა[სა, ეგრეცა] იხარებდით [და იშუებდით] დღესა ა[ღდგომისა მისისასა] და ე[ზიარენით წმიდათა მისთა თანა სასწაულსა მისსა და ჩუენდა გამოვთქუათ დიდებაჲ სიმდიდრისა მისისაჲ უკუნისამდე. ამენ].