მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. მეორჱ, თქუმული მისივე, აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა
2. ამას დღესასწაულსა შინა, საყუარელნო, იხარებენ ცანი და მწუხარე არს ჯოჯოხეთი და უკეთურნი ჰურიანი.
3. იხარებენ ამას შინა ცანი, რამეთუ ამაღლდა მათ ზედა შემოქმედი მათი.
4. მხიარულ არს ეკლესიაჲცა, რამეთუ განცხოველდა მაცხოვარებაჲ იგი მისი.
5. მწუხარე არს მას შინა ჯოჯოხეთი, რამეთუ სძლო მას შინა შემოქმედმან მისმან.
6. მწუხარე არიან ამას შინა ჰურიანი, რამეთუ აღდგა, რომელმან არცხჳნა მათ;
7. ვითარცა ჰრცხუენოდა დედაკაცსა მას მეგჳპტელსა განლიგებულსა, რაჟამს ხედვიდა იოსებს დიდებულთა ეტლთა ზედა, ეგრეცა უშჯულონი ჰურიანი სირცხჳლეულ არიან დღეს,
8. რამეთუ ამას დღესა დაადგინნეს სასყიდლითა საფლავსა მისსა ზედა, და ესერა აუღებიეს მეფეთა მსხუერპლი შარავანდედითურთ მათით.
9. შევლენ ტაძარსა მას მისსა, და თუ არა ჰრწამს იგი, რომელ წერილ არს, იხილედ ესე, რომელ საქმით იქმნების, ვინ-მე უკუე არწმუნა ყოველსა ქუეყანასა, რაჲთამცა ჰრწმენა ჯუარი მისი?
10. ანუ ვინ-მე დაამორჩილა მას ყოველი დაბადებული, რაჲთამცა აღიმკო ამას დღესასწაულსა, ვითარცა სძალი ეზოთა შინა, რაჲთა გარეშე შეიმოსოს სპეტაკი საქმჱ კეთილი?
11. ხედვიდედ თუალნი თქუენნი ამას დღესასწაულსა ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა და იხილეთ მზის აღმოსავალით ვიდრე დასავალამდე მისა, რამეთუ ყოველსავე ადგილსა დაუგებენ საკურთხეველსა და შესწირვენ მსხუერპლსა წმიდისა სახელისა მისისათჳს.
12. უკუეთუ თქუან მტერთა მათ, ვითარმედ: არა სთნდეს შემოქმედსა მსახურებაჲ ესე, – იგინი ტყუვიან.
13. მაშინ რომელმან არა შეუნდო მცირედ ოდენ ერსა, რომელი-იგი ცთომილ იყვნეს, ვითარ-მემცა შეუნდო ყოველთა დაბადებულთა, სიცრუვესა თუმცა ზედა დგეს?
14. რამეთუ არა ჴდომით ხოლო ჴდომად აღუდგა ეკლესიასა მამაჲ, რომელთა ჰრწმენა მხოლოდ-შობილი იგი მისი, არამედ უფროჲსღა სიმდიდრითა განამდიდრა ჴელმწიფებაჲ იგი მისი, დამდაბლებით დაამდაბლა რქაჲ იგი მტერთა მისთაჲ.
15. უკუეთუ თქუან ჰურიათა, ვითარმედ: არა აღდგა ქრისტჱ საფლავით, ვითარცა თქუა, უკუეთუ ეგრე არს, არცა იგინი განიბნინნეს, ვითარცა-ესე ხედავთ.
16. აწ ვითარ-მე სარწმუნო არს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: აღდეგინ ღმერთი და განიბნინედ ყოველნი მტერნი მისნი.
17. იხილე, ვითარ განბნეულ არს ერი იგი და შეკრებულ არიან წარმართნი, ვითარცა ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა, რაჟამს განცხოველდა,
18. ვითარმედ: „განვედით და ქადაგებდით სახარებასა ჩემსა ყოველთა წარმართთა შორის, დაიმოწაფენით იგინი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“.
19. ვითარცა იხილეთ, რამეთუ განმრავლდეს შვილნი ქურივისანი უფროჲ შვილთა ქმრის ცოლისათა.
20. რამეთუ ესერა შეიძინნეს კრავნი ახალნი სამწყსოთა ქრისტჱსთა და მოიღეს ძეთა და ასულთა ჩუენთა ნათლის-ცემაჲ და წინადაცჳეთაჲ გულისაჲ.
21. და წინადაცუეთის მის წილ არს ბეჭედი ჴორცთაჲ მსგავსად მის სიტყჳსა, რომელ-იგი თქუმულ არს წინანდელთა ჟამთა, ვითარმედ: „აღდეგ, უფალო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრენ ყოველნი წარმართნი“.
22. ვაკურთხევდეთ ამიერითგან დიდებულსა მას, რომელმან განამრავლა მაცხოვარებაჲ თჳსი დღეთა ჩუენთა და ზიარ-მყვანა ჩუენ ზრახვათა მისთა.
23. ვყოთ დღესასწაული ესე სიხარულით და ვითხოოთ მოწყალისა მისგან გულს-მოდგინედ, ლავსა მისსა, რამეთუ ანგელოზნი, რომელნი არა ესხმეს ჟამსა ჯუარ-ცუმასა დღეთა მრავალთანი,
24. და დაიცვნეს შარავანდნი მათნი თავსა ზედა მათსა, და უძღოდენ მთავართა სიმართლით, და ახარენ მდიდართა და გლახაკთა, და განამტკიცენინ აზნაურნი და მონანი;
25. და აკურთხენინ მამანი და დედანი;
26. და განმხიარულდინ ქალწულნი და წმიდანი ქმრის-ცოლნი;
27. და იყავნ ჯუარი იგი მისი, ვითარცა ზღუდჱ გარემოჲს სოფელსა, და დაიცევინ სოფელი ჩვენი და ყოველნი მკჳდრნი მისნი, და მოავლინენ წყალობაჲ მისი ყოველსა ამას ზედა ერსა ჩუენსა!
28. და ერთბამად აღმოვთქუათ დიდებაჲ სამებისა წმიდისაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.