მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. მეორჱ, თქუმული მისივე, აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი
2. იხარებდინ დღეს ეკლესიაჲ და ნაშობნი მისნი, გალობდინ სძალი ესე და საყუარელნი თჳსნი! 3. რამეთუ გამოვიდა სიძჱ იგი ჯოჯოხეთით, შემოსილი დიდებითა, და მოიქცა მკუდრეთით, შემოსილი ძლიერებითა, დაჰყარა ტყუჱ იგი და დაუდგა მას ფერჴი მისი ცოდვასა ზედა, და დაუტკებნიეს სიკუდილი ფერჴითა თჳსითა. 4. მათ ორთავე მომაკუდინნეს ჩუენ და მან სძლო მათ მოსლვითა მისითა; 5. მათ დამამდაბლნეს ჩუენ და მან მათა სძლო ძალითა თჳსითა. 6. დაბრყჳლდა საწერტელი იგი ცოდვისაჲ; 7. განმრავლდეს ძმაცულებანი იგი უკეთურებისანი და მის ზედა არა უფლებდეს. 8. სიკუდილსა ადგილ-სცა, რაჲთამცა ავნო მას; 9. მერმე აღდგა და დაამჴუა იგი, რამეთუ ცოდვაჲ მის (ზედა) არა უფლებდა. 10. რაჲ თანა-ედვა სიკუდილისაჲ? 11. რამეთუ ჩვენ თანა-მდებ სიკუდილისა ვიყვენით, მოვიდა ჩუენ წილ, რამეთუ მჴსნელად ჩუენდა მოვიდა, რამეთუ წინაწარმეტყუელთა მახარეს ჩუენ და თქუეს: აჰა ღმერთი, მაცხოვარი ჩუენი, მომავალი მჴსნელად ჩუენდა. 12. გამოწერნეს მართალთაცა ზრახვანი მისნი ყოველთა შინა დართა. 13. და არა თუ ყოველნი ზედა-მიიწინეს. 14. განბოროტნა ერი იგი შურითა ზედა სახეთა მისთა და ვერ შეუძლეს დაფარვად მისა ძალი მისი. 15. უნდა დამცირებად ჭეშმარიტებაჲ მისი და ვერ დაამცირეს. 16. იზრახეს ზრახვაჲ ზაკუვითი და განაქიქნა იგინი ჭეშმარიტებამან მან გამობრწყინებითა თჳსითა. 17. მისცეს ქრთამი იუდას და მისცა იგი სიკუდილსა. 18. და ვითარცა აღდგა იგი, იყიდნეს მათ ერისა კაცნი, რაჲთა უვარ-ყონ აღდგომაჲ იგი მისი, ცოდვათა მათთა თანადი. 19. აღადგინეს ბრძოლად სიმართლისა მიმართ და ჰგონებდა სიცრუვჱ იგი წინა-დადგომად ჭეშმარიტებისა მის. 20. ჰგონებდეს მპარავნი უგუნურებითა მათითა – არა თუ განათლდეს, და ჰგონებდეს მკლველნი იგი – არა განცხოველდეს. 21. სიკჳდილითა მით მისითა ჰგონებდეს, ვითარმედ დავიმორჩილეთ იგი, და არა დაემორჩილა; 22. ჰგონებდეს, ვითარმედ ჯოჯოხეთს შინა დაეყენოს იგი, და არა დაეყენა; 23. იტყოდეს ცრუნი იგი, ვითარმედ: „გარდამოვედინ ჯუარისაგან, რაჲთა გურწმენეს იგი“ და აღდგა ჯოჯოხეთისაგან და არა ჰრწმენა ერსა მას მტყუვარსა; 24. აღადგინნა მკუდარნი, და არა ჰრწმენა მისი; 25. და აღდგა და არა შეიწყნარეს იგი; 26. შურითა მთრვალ იყვნეს და არა გულისხმა-ყვეს მისი; 27. ცოდვითა აღსუარულ იყვნეს და არა შეიწყნარეს იგი. 28. მამაჲ მისი ჴბოდ გარდაცვალეს უდაბნოსა ზედა, და იგი ბარაბაჲს წილ საფლავსა მისცეს. 29. და ვითარცა ესე ყოველი უყვეს ბოროტთა მათ ღმერთსა, დგანან და ჰგიანღა სოფელსა შინა და ელიან ნაშობითურთ მათით, და უშჯულოებაჲ მათი შვილთა მიმართ მათა, ანუ მისთჳს, რაჲთა მოიქცენ, და არა თუ მოიქცენ, საშჯელი გასცენ. 30. აჰა უბადრუკ ქმნულ არიან შორის წარმართთა და არა გულისხმა-უყოფიეს, ხედვენ დიდებულებასა ეკლესიათასა და არა ფრიად განიკაფებიან. 31. ხოლო სძალსა ამას უხაროდენ საყუარელისა მის მიმართ თჳსისა. 32. და ბერწმან ამან, რომელმან შვა, მხიარულ იყავნ ნაშობთა მიმართ თჳსთა; 33. გალობდინ დღესასწაულსა მისსა და იქადოდინ შუენიერებითა თჳსითა; 34. შეიყუარენ ქველის-მოქმედი იგი, რომელმან შეიყუარნა იგინი, და მოიძულენ ბოროტი იგი, რომელმან მოიძულა იგი; 35. ივლტოდენ ჴელისაგან მკლველისაგან თჳსისა და მიეახლენ მაცხოვარსა მას მისსა; 36. მოიძულენ ბოროტი, რომელი სძულს მას, და შეიყუარენ კეთილი, რომელი უყუარს მას; 37. მისდევდინ კუალსა მისსა, ვითარცა ქალწული ერთი, აღმკული ოქროქსოვილითა; 38. ისმინენ და იხილენ და მიყავნ ყური მისი, რაჲთა გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა მისისა, რომელი-იგი არს უფალი მისი, და თაყუანის-ეცინ მას, რამეთუ იგი არს მაცხოვარი ამისი. 39. და ჰმადლობდის მას და მისდევდის მას, რამეთუ შეუდგა კუალსა მისსა, რამეთუ უნდა აღყვანებაჲ ამისი. 40. აღიმაღლენ მის თანა, ზრუნევდინ, რაჲთა სათნო-ეყოს ქმარსა თჳსსა და აღიმკვენ შუენიერებითა, რომელი უყუარს ღმერთსა მისსა. 41. და ნუ ისიძავნ გულითა თჳსითა, რამეთუ ხედავს ზრახვათა მისთა, და ნუ შეიგინებნ გონებასა თჳსსა ფარულად, რამეთუ შინაგანი იგი უკეთჱს უყუარს შემწყნარებელსა მას მისსა. 42. და ყოველი დიდებულებაჲ ასულისა მეუფისაჲ შინაგან იყავნ და გარესკნელი იგი ვითარცა შესაძინელი იპოვენ. 43. ყოვლითავე სათნო-ეყავნ ღმერთსა, რომელი-იგი ყოველთა ხედავს, და ყოვლისაგან, რომლისა ჴუებულ არს, ითხოვენ და ყოველი კეთილი მოსცეს მას. 44. ყოველი, რაჲ მისი არს, ამისი არს. 45. შეიყუაროს იგი და ყოველი, რაჲცა აქუს, მოსცეს მას, შე-თუ-იყუაროს იგი, და ყოველივე, რაჲცა აქუს, მოსცეს მას, ეგოს თუ სიყუარულსა მისსა. 46. თავი თჳსი მისცა მის წილ, და რაჲ-მე იყოს, რომელი დააყენოს ამისთჳს? 47. რამეთუ ივნო ამის წილ, და სხუაჲ რაჲ-მე უყოს ამას, რამეთუ შეიყუარა ესე და შეიყვანა მისად; 48. რამეთუ განადიდა წყალობითა თჳსითა, საშუვრელ ყო იგი დაბადებულთა და გულმან ჰრქუა ტომსა მას სულიერთასა ასულთა მიმართ მიწისათა; 49. და ვინ-მე იყოს შემძლებელ სიტყუად ყოვლისავეთჳს, რომელი უყო მას? 50. ანუ ვინ-მე იყოს, რომელი მიიწიოს ყოველსა მას ზედა საქმესა, რომელი ყო მისთჳს? 51. ქუეყანასა ზედა აღამაღლა იგი და ცათა შინა ადიდა და გამოჩინებულითა საქმითა აღავსო ეგე და დაფარულნი იგი განუმზადნა. 52. წინაშე მისცა მათ სოფელი ესე მსგავსად სათხოველისა, და სოფელი იგი, განმზადებული მსგავსად სამუნველისა, წარუძღუა ამათ წინა, ვიდრემდის მოვიდეს ამისა, და ელოდის მის თანა, ვიდრემდის განერეს შეწევნითა ამისითა. 53. შესაძლებელ არს ესე-მლევანთა და ძლიერ და ჴელ-მწიფე არს საქმედ ესევითარისა. 54. და ოდეს-იგი მოვიდა და ზევე იყო მამისა თანა და წარსლვისა შემდგომად აქა იყო საყუარელთა უფლისათა თანა. 55. ყოვლისა უფროჲს არს იგი მოყუარჱ ეკლესიათაჲ და ყოვლისა უდიდჱს არს, რამეთუ უფალ არს ყოვლისა. 56. უფალმან თჳსმან შეიყუარნა ამიერითგან საცხოვარნი თჳსნი და შემოქმედი თჳსი შეიყუარა სძალმან მან. 57. და ესრეცა წეს-იყო ერთობაჲ ურთიერთას, რაჲთამცა შეიყუარა დაბადებულმან დამბადებელი თჳსი, რომელმან შეიყუარნა იგინი. 58. და თაყუანის-ეცინ სოფელმან დამბადებელსა თჳსსა, რომელმან იჴსნა ესე; 59. კურთხეულსა ამას დღესასწაულსა ვჰმადლობდეთ მას დიდებულსა შინა ეკლესიასა, რამეთუ მისა წეს-არს ყოვლითავე თაყუანისცემაჲ უფალსა მას ყოველთა თანა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |