მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. თქუმული იოვანე მთავარეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ მკუდრეთით აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსსა
2. რომლითა-მე პირითა შემძლებელ ვართ ჩუენ მადლისა მიცემად მეუფისა ჩუენისა, ანუ რომლითა-მე ენითა ვადიდებდეთ საკჳრველებათა მათ მაცხოვრისა ჩუენისათა? 3. ამას დღესა კჳრიაკესა განცხოველდა მხოლოდშობილი იგი და განცხოველდეს მის თანა თაყუანის-მცემელნი მისნი; 4. რამეთუ აღდგა და აღმადგინნა ჩუენ და ნუგეშინის-სცა შეძრწუნებასა ჩუენსა აღდგომითა მისითა; 5. რამეთუ ახარა წინაწარმეტყუელმან ეკლესიასა და თქუა, ვითარმედ: „აღდეგ და განათლდი, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ ღმრთისაჲ შენ ზედა გამობრწყინდეს“. 6. ესერა ხედვენ თუალნი თქუენნი ეკლესიასა შინა, რამეთუ ესმა ყურთა თქუენთა წინაწარმეტყუელთაგან და განსძარცუა მწუხარებაჲ ეკლესიასა აღდგომითა თჳსითა. 7. და შეიმოსეს ჯუარის-მცუმელთა სამოსელი გლოვისაჲ. 8. ჰრქუა შემწყნარებელმან მან სიონსა მთასა მისსა: „ნუ გიხარინ მტერსა მაგას ჩემსა ჩემ ზედა, რამეთუ მიბრკუმა და მერმე აღვემართო, რამეთუ დავჯედ ბნელსა და უფალმან განმანათლოს მე“. 9. შეასხამს დავით ეკლესიასა და ნუგეშინის-სცემს მას, ვითარმედ: „მწუხრი დაადგრეს ტირილი და ცისკარსა იყოს სიხარული“. 10. შეძრწუნებულ იყვნეს მოწაფენი მისნი წინაშე ჯუარსა მისსა და განლაღებულ იყვნეს ჯუარის-მცუმელნი მისნი წინაშე ძელსა მას მისსა. 11. განცხოველდა იგი მას დღესა შინა და ნუგეშინის-სცა შეძრწუნებულთა მათ; 12. და განიბნინეს ჯუარის-მცუმელნი იგი სასტიკებითა სულისა მისისაჲთა: „აღდეგინ ღმერთი და განიბნინე ყოველნი მტერნი მისნი, და ივლტოდეთ მოძულენი მისნი პირისა მისისაგან“. 13. და მერმე თქუა: „აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანაჲ, რამეთუ შენ დაიმკჳდრნე ყოველნი წარმართნი“. 14. რამეთუ დაიმკჳდრნა ყოველნი წარმართნი ჯუარითა მისითა. 15. ამისთჳსცა ჰრქუა მოციქულთა მათ სანატრელთა: „განვედით ყოველსა ქუეყანასა და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. 16. მეორჱ სიხარული არს ამიერითგან დღეს, რამეთუ განცხოველდეს ამას შინა მკუდარნი და ცხოველნი; 17. დღეს განჴსნდეს საკრველნი მკუდართანი სამარესა შინა და ცოდვანი ნათელ-ღებულთანი წყალთა შინა; 18. დღეს არცხუენს ეშმაკსა და სიკუდილსა ერთად, რამეთუ განცხოველდეს მართალნი და ელხინა ნათელ-ღებულთა, 19. რამეთუ მოსცა ჴელმწიფებაჲ მღდელთა თჳსთა, რაჲთამცა აცხოვნნა მკუდარნი მსგავსად მისა, ვითარცა შეაწუხა მან ჯოჯოხეთი მკუდრებითა მით, რომელნი გამოვიდეს მიერ, ეგრე-სახედ მღდელთა თჳსთა, ეკლესიასა მისსა ახლითა კარვითა, 20. რომელნი შევლენ ბანაკსა მისსა, და ვითარცა განიხარეს ცხოველთა და მკუდართა, რაჟამს იხილეს ურთიერთას აღდგომითა მისითა, ეგრევე იხარებენ პოვნიერნი წყმედულთათჳს, რომელნი იპოვნეს, რამეთუ ესერა იხილვენ ურთიერთას დღესასწაულსა მისსა. 21. ამას დღესასწაულსა ჰგონებდეს ჯუარის-მცუველნი იგი, ვითარმედ: მოვკალთ სიძჱ იგი და ესერა ამას შინა განმრავლდებიან ნაშობნი სულიერისა სძლისა მისისანი, 22. რამეთუ: „ვითარცა მზჱ აღდგა კარავი მისი და თავადი ვითარცა სიძჱ რაჲ გამოვალნ ეზოჲთ თჳსით“, თუალუხუავად მიმოდაჰფინა მოძღურებაჲ იგი; 23. უფროჲს ბრწყინვალებასა მზის-თუალისასა განჰფინა ბრწყინვალებაჲ იგი სახარებისა თჳსისაჲ ყოველთა ცის-კიდეთა 24. და ვითარცა მზის-თუალმან ბრძანებითა დამბადებელისა მისისაჲთა ერთბამად შთააცჳს სამკაულისა მისისაჲ დაბადებულთა და დაფარის ქუეყანაჲ სამკაულითა ნათლისა თჳსისაჲთა, ეგრეცა ნათელი ქადაგებისა ქრისტჱსი ყოველთა ცის-კიდეთა მიეფინა და განეფინა ჴელმწიფებაჲ მისი. 25. რამეთუ მზის-თუალმან ბრწყინვალებაჲ თჳსი დღისი ხოლო აჩუენის და ღამე დაეფარნიან აერნი მისნი; 26. ხოლო ნათელი ღმრთეებისაჲ სახარებისა მაცხოვრისა ჩუენისაჲ დღეჱცა და ღამჱცა ესერა გამობრწყინდების შორის სოფელსა; 27. რამეთუ დღისი ამცნო უფალმან წყალობაჲ მისი და ღამე გალობაჲ მისი. 28. და ესერა შეიქმნებიან გჳრგჳნნი სადიდებელად ძლევისა მისისა მისა, რომელსა გჳრგჳნი ეკლისაჲ დაადგა ვენაჴმან მან, რომელ-იგი დასათრგუნველ იქმნა. 29. პირისაგან ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲსა განმტკიცებაჲ. 30. და მერმე თქჳს: აკურთხევდით უფალსა ყოველნი მეფენი ქუეყანისანი და ყოველნი თესლნი ჰმონებდით მას: მთავარნი და ყოველნი მსაჯულნი ქუეყანისანი, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი ყრმათა თანა აქებდით სახელსა უფლისასა. 31. რამეთუ მაღალ არს სახელი მის მხოლოჲსაჲ და აღსარებაჲ მისი ზეცათა და ქუეყანასა. 32. ჭეშმარიტად აღუარებენ და აქებენ მას ანგელოზითა ნათლისაჲთა, რამეთუ დამდაბლდა წყალობითა თჳსითა მათთჳს, რომელთა შთაეცუნეს ჴორცნი. 33. და ადიდებს ქუეყანაჲ ჴორციელითა, რამეთუ გარდამოჴდა წყალობითა თჳსითა მათთჳს, რომელნი შეყენებულ იყვნეს ჯოჯოხეთს. 34. ამისთჳს ორნივე მკჳდრნი შეიერთნიან ურთიერთას, რამეთუ მას დღესა აღდგომისა მისისასა გამოჩნდეს ანგელოზნი საფლავსა მისსა ზედა, რაჲთამცა ახარეს მოწაფეთა ცხორებაჲ მისი; 35. და გამოჩნდეს მართალნი, რომელნი განცხოველდეს და შევიდეს ქალაქებსა ზესკნელსა ქადაგებად ჯუარის-მცუმელთა მათ აღდგომაჲ მისი. 36. დღეს ადიდებენ მას მეფენი შარავანდედითა თჳსითა, რამეთუ ჰრწმენა მათ, რამეთუ მეუფებაჲ იგი მისი მეუფება არს უკუნისამდე და უფლებაჲ მისი – თესლითი თესლამდე; 37. დღეს თაყუანის-სცემენ მსაჯულნი იგი მსაჯულსა მას ყოველთასა, რომელი-იგი დაისაჯა და საშჯელითა თჳსითა განაძლიერა ადამი თანა-მდები; 38. დღეს ჰმადლობენ ლეგეონნი ბრძენთანი, რომელნი ოდესმე ვითარცა მტერნი სცვიდეს საფლავსა მისსა; 39. დღეს ესერა ვითარცა მორწმუნენი გარე-მოადგან საკურთხეველსა მისსა და თაყუანის-სცემენ ტაძარსა შინა მისსა; 40. დღეს ესერა განსთესვენ მდიდარნი განყოფითა მით გლახაკთაჲთა, რომელნი არიან ყანანი მათნი, რაჲთა იყოს ზიარებაჲ მათი იოსების თანა სანატრელისა, რომელმან შეგრაგნნა და დაჰფლნა ჴორცნი მაცხოვრისა ყოველთაჲსანი; 41. დღეს გამოიზარდებიან გლახაკნი სახელითა მისითა, რომელმან მისცა ნეტარებაჲ გლახაკთა სულითა სახარებასა თჳსსა; 42. დღეს ყრმა იქმნებიან მოხუცებულნი შორის წყალთა დაძუელებულისა მისთჳს დღეთაჲსა, რამეთუ იგი ვითარცა ყრმაჲ გამოჩნდა; 43. დღეს განძღებიან ყრმანი ნათლის-ღებასა ამის დაუსაბამოჲსასა, რომელი იმღერდა წიაღთა მარიამისთა; 44. დღეს იუღლვიან ჭაბუკნი უღელსა მას მეცნიერებისასა მისთჳს, რომელმან-იგი ოცდაათისა წლისამან ნათელ-იღო; 45. დღეს ჰმადლობენ მას დედანი, რომელი-იგი გამობრწყინდა ევაჲსგან და განკურნნა სალმობანი მათნი; 46. ამას დღესასწაულსა იხარებენ ქალწულნი მისთჳს, რომელი-იგი იშვა ქალწულისაგან და აღამაღლა ქალწულებაჲ; 47. ამას აღვსებასა მხიარულებისასა განმხიარულდების სიწმიდჱ, რამეთუ იკურნებოდა მკლავითა თჳსითა, რომელი-იგი დამკჳდრებულ იყო წმიდასა შინა; 48. დღეს სიხარულევან არს ბერწობაჲ იგი, რომელ მოსცა ქადაგი ღაღადებისაჲ, რომელი ღაღადებდა უდაბნოსა ზედა; 49. დღეს ადიდებს მას ცოლიერებაჲ, რომელმან გამოირჩინნა ნაშობნი მათნი, რაჲთა იყვნენ ყრმანი მათნი ყრმა სასუფეველისა ცათაჲსა; 50. ამას დღესასწაულსა ადიდებენ მონაჲ და უფალი თჳსი, და უდიდჱს-ღათუ არნ უფალი იგი პატივითა, არამედ სწორ არიან იგინი სასოებითა; 51. ამას დღესასწაულსა იხარებდინ მჴევალი დედოფლისა თჳსისა თანა. 52. უფუფუნელჱსა-ღათუ არნ დედოფალი იგი სპეტაკითა მით სამოსლითა, რომლითა შემკულ არნ, არამედ ერთ არიან იგინი სახარებითა მით აღთქუმისაჲთა; 53. დღეს სიხარულევან იყვნედ წინაჲწარმტყუელნი სამარეთა შინა მათთა, რამეთუ იქმნა აღდგომაჲ იგი უფლისა ჩუენისაჲ, ვითარცა წჳმაჲ თესლთაჲ სიტყჳთა მათითა; 54. ამას დღესასწაულსა იხარებენ მოციქულნი საცხოვარითურთ მათით, რამეთუ შეეძინნეს მათ დღეს ცხოვარნი და კრავნი და ტარიგნი სამწყსოსა (მათსა); 55. ამას დღესასწაულსა მხიარულ იყვნედ მოწამენი გჳრგჳნითურთ მათით, რამეთუ მეუფჱ იგი რომელთათჳს მოკუდა, ესერა განცხოველდა ძალითა; 56. დღეს ჰმადლობენ მარტჳლნი ყოვლით-კერძოვე, რამეთუ ეზიარნეს მათ ყოველნი ცის-კიდენი გალობითა მათითა; 57. ამას დღესასწაულსა იხარებდინ ეკლესიაჲ ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა, რამეთუ აღდგა აღმადგინებელი იგი მისი და აღადგინა ძლევითა თჳსითა; 58. ამას დღესასწაულსა მწუხარე იყავნ სიონი პირად-პირადითა წუხილითა, რამეთუ აღოჴრდა ამიერითგან და უკუნისამდე, ვითარცა თქუა დანიელ წინაწარმეტუელმან: დღეს შეამკვეს სამკაულითა სძალი იგი მეუფისაჲ ფარულადცა და ცხად[ად]ცა. 59. ამას დღესასწაულსა მწუხარე იყავნ იერუსალემი მარტოჲ, რამეთუ მოაკლდეს დღესასწაულნი და უქმელებანი მისნი, მეფენი და მღდელნი და მსხუერპლნი მისნი. 60. დღეს წჳმა სასოებაჲ წჳმისა წილ ქუეყანასა ზედა. 61. და ესერა ყოველთა ცის-კიდეთა მოუღებიეს თესლი კურთხევისაჲ, საწმისი იგი, რომელ არს ზრახვაჲ სიონისაჲ, ესერა განჴმა მარტოჲ და აღისოვლა სისხლითა; 62. დღეს იხარებდინ ცანი და ქუეყანაჲ მისა მიმართ, რომელმან-იგი გარდამოავლინა ძალი მისი ჩუენდა მომართ და აღიხუნა ჴორცნი ჩუენნი მის თანა. 63. და ყოველნი ერთობით აღმოვთქუამთ: კურთხევაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. |