მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. თქუმული წმიდისა მელეტი ეპ˜კპსისა მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
2. ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იჱ˜ლმ, რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდა, და ვიდოდიან ყოველნი ნათესავნი ნათელსა შენსა! 3. განიღჳძე, განიღჳძე, სიონ! 4. განიღჳძე და აღდეგ, იერუსალჱმ! 5. და დაიდგ გჳრგჳნი სიკეთისა შენისაჲ, სიონ, და შეიმო[სე] დიდებაჲ შენი, იჱ˜ლმ! 6. განიძარცუე სამოსელი გლოვისა შენისაჲ და შეიმოსე სამკაული სიხარულისა შენისაჲ, ქალაქო წმიდაო, რამეთუ „აჰა ესერა მწუხრი განისუენა ტირილმან და ცისკარსა მას მოიწია სიხარული“ აღდგომისაჲ. 7. დედათა მათთჳს ვიტყჳ, რომელნი გუშინ მწუხარე იყვნეს სიკუდილისათჳს უფლისა. 8. განემზადენით და აღიმსთუვეთ და მოელოდეთ აღდგომასა. 9. და ვითარცა გარდაჴდა შაბათი იგი, მარიამ მაგდანელმან მოყუსებითურთ განმზადეს ნელსაცხებელი და საკუმეველი, რაჲთა უკუმიონ ჴორცთა უფლისათა. 10. ვიდრე იგინი ზრუნვიდეს, მივიდოდეს გზასა მას და იტყოდეს: დაღათუ მივალთ, სამარესა მას შინა ვინ შეგჳტევნეს ჩუენ? 11. დაღათუ მიგუაქუს საცხებელი და საკუმეველი, მკუდარი იგი ვინ გჳჩუენოს ჩუენ? 12. გარდა-თუმცა-ვინ-აგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა, რაჲთამცა შევედით და ვსცხეთ საცხებელი წყლულსა მას სამშჭუალთასა? 13. და ვითარ ამას განიზრახვიდეს ოდენ, სასმენელ იქმნა ლოცვაჲ მათი; 14. და ვიდრე სიტყუათა ამათ იტყოდესღა, აღესრულნეს თხოვანი მათნი. 15. გარდამოჴდა ანგელოზნი ზეცით, არა თუ გამოპარვად მკუდრისა მის, ვითარცა იტყოდეს ჯუარის-მცუმელნი იგი, არამედ შეძრვად ქუეყანისა მის, სადა იყო სამარჱ იგი. 16. და მცველნი იგი შიშითა მით მიმოგანდგეს, ვითარ იხილეს: ლოდი იგი კარისა მისგან იძრვოდა და თჳთ თავით თჳსით გარდაგორვიდა. 17. ფერჴნი მოიდგნა ლოდმან მან მეყსეულად, სლვაჲ მოიპოვა თუალისა წამსა, თჳთ გარდაგორვიდა, რამეთუ არავინ ჩნდა, რომელი აგორვებდა, და არცა ვინ მიმოაქცევდა და არცა მიდრკებოდა, არამედ მართლ თჳთ გარდაგორვიდა, დაღათუ ანგელოზი იგი აგორვებდა ლოდსა მას დაფარულად. 18. ხოლო მცველთა მათ ეგონა, თჳთ გორავსო, რამეთუ ანგელოზსა მას ვერ ხედვიდეს, და მისთჳს შეძრწუნდეს მცველნი იგი და იტყოდესცა: გან-თუმცა-რაჲთ-ვერენით ამიერ. 19. ნუუკუე რომელმან უბრძანა სლვაჲ ლოდსა ამას დაძრულსა, შეკრნეს ფერჴნიცა ესე ჩუენნი მავალნი და ყვნეს ვითარცა უძრავი ბუნებაჲ! 20. გარდამოჴდა ანგელოზი კარისა მის სამარისა პირსა წინაშე უფლისასა; 21. და ვინ უწყის, გარდამოსლვასა ოდენ მის ანგელოზისასა იყო აღდგომაჲ უფლისაჲ მის ანგელოზთაჲსა? 22. ანგელოზმან ლოდი იგი გარდააგორვა, უფალი გამოვიდა სამარით. 23. ვითარცა იხილა მან ანგელოზმან, რამეთუ უფალი გამოვიდა კარსა მას თანა სამარისასა, დავარდა და თაყუანის-სცა უფალსა თჳსსა და იწყო მადლობად მისა, რომელმან ღირს-ყო განღებად კარისა მის სამარისაჲსა წინაშე პირსა უფლისა თჳსისასა. 24. უკუეთუმცა წინაჲსწარ გარდამოსლვისა მის ანგელოზისა აღდგომილ იყო, რაჲ საჴმარ იყო ანგელოზისა მის განღებად კარისაჲ მის, რამეთუ მკუდარიმცა არა იპოვა სამარესა მას? 25. და თუ მის ჟამისა შემდგომად აღდგა, ვითარმცა არა პოვეს დედათა მათ, რომელნი შემდგომად ანგელოზისა მი-ხოლო-ვიდეს? 26. არცა წინაჲსწარ ჟამისა მის აღდგა, რაჲთა ნუუკუემცა იპოვა ცოცხალი შინაგან კართა მათ ჴსულთა; 27. და არცა შემდგომად ჟამისა მის აღდგა, რამეთუ მივიდეს დედანი იგი და არა პოვეს სამარესა მას. 28. უკუეთუ თქუას ვინმე, ვითარმედ: ღამე აღდგა და გამოვიდა სამარისა მისგან კართა ჴსულთა? 29. უკუეთუ ეგრე იყო, რაჲ საჴმარ იყო განღებად კარი სამარისაჲ მის? 30. და თუ დედათა მათთჳს განეღო, რაჲთა იხილნენ ტილონი იგი და გულისხმა-ყონ, რამეთუ არა არს სამარესა მას და, თუ ეგრე არს, რაჲსა-მე-არა თქუან, ვითარმედ აღდგომისა მის ჟამსა განეღო? 31. რამეთუ ორი საქმე კეთილი იქმნებოდა მით: ერთ ესე, რამეთუ ანგელოზი შიშით განაღებდა კარსა მას სამარისასა წინაშე პირსა უფლისასა, რომელ გამოვიდოდა მკუდრეთით; 32. მეორედ, რაჲთა გამოაჭეშმარიტონ, ვითარმედ ნანდჳლ ჴორცნი იყვნეს, რომელ განცხოველდეს. 33. უკუეთუ აღვსებისათჳს რიცხჳსა მის სამთა დღეთაჲსა მეექუსესა ჟამსა აღდგა და მით ჰგონებენ, ვითარმედ ღამე აღდგა, და თუ განღებასა კარისასა აღდგა, რაჲთა ჴსულთა მათ კართა განღებითა დაეყოს პირი მათი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ ჴორცნი ზეცით ჰქონდესო. 34. ხოლო თქუმად ორისაგანვე მიზეზისა არს, არა ხოლო თუ აღსრულებისა რიცხჳსა მის სამთა დღეთაჲსა, არამედ მახარებელთა აღწერილისაგანცა; 35. რამეთუ ერთი იგი იტყჳს, ვითარმედ: „მწუხრი შაბათსა მოვიდეს დედანი იგი“; 36. და ერთი იგი იტყჳს, ვითარმედ: „რიჟურაჟუს ოდენ მოვიდეს“; 37. და ერთი იგი იტყჳს, ვითარმედ: „მზის აღმოსლვასა მოვიდეს“. 38. ვითარცა იხილა ანგელოზმან მან, ვითარმედ გამოვიდა უფალი სამარისაგან და დაჯდა ლოდსა ზედა, რაჲთა ბრწყინვალედ ხილვითა მიაწიოს შიში და შეძრწუნებაჲ მცველთა მათ ზედა და აღსარებისა მის სიტყუათა მიაწიოს ნუგეშინის-ცემაჲ სასმენელსა მგლოვარეთასა. 39. დაღათუ გამოსლვასა ოდენ უფლისასა სამარისა მისგან ზე დგა ანგელოზი იგი, ხოლო შემდგომად გამოსლვისა მის დაჯდა ლოდსა მას ზედა, 40. რაჲთა სისპეტაკითა სამოსლისა მისისაჲთა შეამკოს კარი სამარისაჲ მის უფლისა თჳსისაჲ და ბრწყინვალებისა გამოტევებითა მით აოტოს ბნელი სამარისა მისგან, და მცველნი იგი შექმნნეს ვითარცა მკუდარნი შიშითა მით. 41. და საკჳრველ ესე იყო, რამეთუ სიკუდილსა მას უფლისასა მკუდარნი აღდგებოდეს და აღდგომასა ცოცხალნი იგი მცველნი შეიქმნნეს ვითარცა მკუდარნი. 42. ანგელოზნი იგი რომელ გამოეცხადა მცველთა მათ საშინელითა ხატითა, ხოლო დედანი იგი ვითარ მივიდეს, იცვალა საშინელებაჲ იგი. 43. და შევიდა და დაჯდა სამარესა მას მარჯულ კერძო ადგილსა მას, სადა იდვა გუამი უფლისაჲ. 44. სიტყუად იწყო სამარით გამო, რამეთუ მუნქუეს ოდენ მოცალიერებულ იყო უფლისაგან სამარჱ იგი, რაჲთა არა ეგრე ეგონოს დედათა მათ, ვითარმედ წარ-ვისმე-უპარავს გუამი იგი. 45. შევიდა სამარესა მას გულისხმის-ყოფად დედათა მათ მისთჳს, რომელი-იგი დადებულ იყო სამარესა მას, ვითარმედ განცხოველდა და აღდგა სამარისა მისგან. 46. ანგელოზი იგი, რომელი ნათლის მსაგვსად ჩნდა გარეშე კართა მის სამარისათა, ვითარცა შევიდა სამარესა მას, ხატად ჭაბუკისა კაცისა იცვალა. 47. უკუეთუმცა მასვე ხატსა ზედა ეგო, რომელითა ეჩუენა მცველთა მათ, ვერმცა იკადრეს მიახლებად დედათა კართა მათ სამარისათა. 48. იცვალა და ეჩუენა ჩუეულებისა ხატითა, რაჲთა კადნიერება იყოს დედათა მათ შესლვად და რაჲთა გულისხმა-ყონ, რამეთუ იცვალა ხატი ანგელოზისაჲ მის, რაჲთა არა შეშინდენ დედანი იგი. 49. ჰრქუა მათ: თქუენ ნუ გეშინინ მცველთაგან, რომელნი შეშინდეს; 50. რამეთუ თქუენ ძიებად მოსრულ ხართ, რომელსა იგინი სცვიდეს განკრძალულად. 51. და ჰრქუა: ნუ გეშინინ! 52. უწყი, რამეთუ იესუს ნაზორეველსა ეძიებთ, რომელი-იგი ჯუარს-ეცუა. 53. ნუ ეგრე გგონიეს, ვითარმცა სირცხჳლ რაჲმე იყო ზესკნელთა მათ შეურაცხებაჲ იგი ღმრთისაჲ. 54. რამეთუ მე აჰა ესერა სიქადულითცა ვიქადი არა ხოლო სახელითა ნაზორეველისაჲთა, არამედ ჯუარითა მითცა, რომელ არს ყუედრებისაჲ და გინებისაჲ. 55. ჰრქუა: უწყი, რამეთუ იესუს ეძიებთ ნაზორეველსა, რომელი ძთარს-ეცა; 56. არა აქა არს, ვითარცა-იგი თქუენ ხედავთ, არამედ აღდგა. 57. და ვითარცა ვიხილე, მე ვწამებ. 58. და თქუა: არა თუ ვითარ მოვედ მე, და მაშინღა აღდგა; 59. და ვითარცა მოვედ, აღდგომილი ვპოვე. 60. ნუ ეგრე გგონიეს, ვითარმედ ცვალა ვინმე ამიერ ადგილით გინა თუ წარ-ვინმე-იპარა, არამედ აღდგა, ვითარცა წინაჲსწარ თქუა, რამეთუ ვერ ეგებოდა, ვითარმცა დაეყუდნეს სიტყუანი იგი, რომელთა ეტყოდა. 61. დგეს ეგრჱთ დასულებულნი დედანი იგი და განიზრახვიდეს გონებასაცა, ვითარმედ: ვინ-მე არს ესე, რამეთუ მოწაფეთა მათგანი არა არს და ვითარ-მე გურწმენეს სიტყუაჲ ამისი თჳნიერ სასწაულისა? 62. ვიდრე იგინი დაკჳრვებულნი დგეს სიტყუასა მას ანგელოზისასა და კითხვად ეშინოდა, გამოეცხადნეს ორღა სხუა ანგელოზ, რაჲთა დაემტკიცნეს სიტყუანი იგი პირველისანი მის, დაღათუ პირველისაჲ მის წამებაჲ. 63. მტკიცე იყო, არამედ სამნი მოწამენი მსგავსად შჯულისა მოვიდეს დამტკიცებად სიტყჳსა მის, ვითარმედ: განცხოველდა და აღდგა სამარით. 64. დაღათუ პირველისაჲ მის წამებაჲ მტკიცე იყო, ორგულებისათჳს ურწმუნოთაჲსა – მოწამენი მრავალნი, რომელთა წამონ აღდგომისათჳს, რამეთუ ვნებათა მათთჳს შეორგულდეს გონებანი კაცთანი სიტყუათა მათ ზედა, რომელთა წინაჲსწარ იტყოდა. 65. მოვიდეს ანგელოზნი იგი მოჴსენებად და მოქცევად მათა ჭეშმარიტებისათა მათ მისა მიმართ სიტყუათა. 66. ჰრქუეს დედათა მათ: „მოიჴსენეთ, რასა-იგი გეტყოდა თქუენ გალილეას“. 67. არამედ მაშინმცა ჯერ-იყო თქუენდა წუხილი, უკუეთუმცა არა აღსრულებულ იყვნეს სიტყუანი იგი საქმითურთ, რომელთა იტყოდა წინაჲსწარ. 68. ეჩუენნეს ორნი იგი ანგელოზნი; 69. რაჲთა არა შეძრწუნდენ დედანი იგი, არა ეჩუენნეს საშინელითა ხილვითა, არამედ რაჲთა გულისხმა-ყონ, ვითარმედ ნანდჳლვე ანგელოზნი იყვნეს. 70. გამოუჩნდეს ნათლის მსგავსად, რავდენცა შემძლებელ იყვნეს თუალთა მიდგმად, რამეთუ თქუა: ბრწყინვალე იყვნეს და საშინელებისა მისგან თავდაკიდებულად და შიშნეულად დგეს დედანი იგი. 71. და რამეთუ აღდგომასა უფლისასა ქადაგებდეს, და რომელი-იგი აღდგა, მას ვერ ხედვიდეს დედანი იგი, ეჩუენნეს მათ აეროვნითა ხილვითა, რაჲთა აეროვნითა ხილვითა მით დაემტკიცოს აღდგომაჲ იგი. 72. დედანი იგი, რომელნი მივიდეს ცხებად მკჳდრისა მის, იქმნეს მეყსეულად მახარებელ აღდგომისათჳს; 73. რომელნი მივიდეს ხილვად სამარესა მას, მოიქცეს მუნვე ქალაქად ნუგეშინის-ცემად მოწაფეთა მათ; 74. რომელნი მივიდეს მწუხარებით, მიიქცეს მუნვე სიხარულით. 75. რამეთუ იტყჳს: სრბით მივიდოდეს და არავის რაჲ გამოუცხადეს, რამეთუ არავინ დაწუხნა მათ თანა ჯუარ-ცუმასა მას. 76. ჩას, რამეთუ აღდგომასაცა არა უხაროდა. 77. არა ეგრჱთ სწრაფით რბიოდა აბრაჰამ ჟამსა მას, რომელსა მიაქუნდა ჴბოჲ იგი ანგელოზთა მათთჳს, რომელმან-იგი აღუთქუა მას მიცემად შვილი, ვითარ მწრაფლ რბიოდეს დედანი იგი მისლვად და თხრობად ანგელოზთა მათ ხარებისა აღდგომისათჳს უფლისა. 78. მარიამ მაგდანელი წინა-უსწრებდა და წინაჲსწარ-უსწრო მოყუასთა მათ, ვითარცა იოვანე, რომელი წინა-რბიოდა პეტრჱსა. 79. ვითარცა შევიდა მარიამ მოწაფეთა გულ-გდებულად შეურვებულთა, რომელნი დანაბულად სხდეს შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა, რომელნი დაფარულ და დანაბულ იყვნეს თქუმისა მისთჳს ჯუარის-მცუმელთაჲსა. 80. ესე რომელ უმეტჱს მოყუასთასა გულს-ეტყოდა უფლისათჳს, შევიდა პეტრჱსა და იოვანჱსა. 81. მიხედეს პირსა მის დედაკაცისასა, რამეთუ მხიარულ და შიშნეულ იყო. 82. და იგი, რომელმან სრბასა არა გამოუცხადა, იწყო დიდითა ჴმითა; 83. სავსჱ მხიარულებითა ღაღადებდა დაუთმენელად და გულ-გდებულად მხიარულებითა გონებისა მის აღძრვითა სიხარულისა მისგან. 84. თუალთ-უყოფდეს, რაჲთამცა დადუმნა და ვერ დაადუმებდეს; 85. შეჰრისხნეს და იგი არავე დასცხრა და ჰრქუა: დღჱ არს ხარებისაჲ და ვითარ დამადუმებთ? 86. ჟამი არს სიხარულისაჲ და არა ეგების დუმილი დასულებითა მით სიხარულისაჲთა. 87. არა უწყოდა, რასა იტყოდა, და თქუა: „აღიღეს უფალი სამარისაგან და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 88. ჵ, მარიამ, რად გგონიეს, ვითარ-იგი იტყჳ, ვინმემცა წარიღო მიერ უფალი? 89. აჰა მცველნი გარე-მოდგომილნი სცვიდეს სამარესა მას და მოწაფენი იგი ივლტოდეს. 90. აწ ვინმცა იყო, რომელმან აღიღო და წარიპარა იგი? 91. ჵ, მარიამ, ბავთ-უგდე პეტრეს და არა ახარე: პირი ეგე რაჲსა მხიარულად გიპყრიეს, ვითარცა მახარებელსა, რამეთუ სახარებასა აღდგომისასა არა ჰქადაგებ? 92. სიტყუანი ეგე პირსა მაგას არა ეწამებიან და ჴმაჲ ეგე არა სიხარულისაჲ არს, ვითარმედ: აღდგა. 93. სიტყუანი ეგე ბავთისანი არიან, ვითარმედ: არა აღდგა. 94. უკუეთუ ვინმე აღიღო და წარიღო, არა არს, რამეთუ არა აღდგა; 95. და თუ არა აღდგა, რაჲსა-ეგე მხიარულ ხარ მწუხარებისა წილ? 96. და ვითარცა დასცხრა მცირედ ოდენ გონებაჲ იგი მარიამისი და მოყუასნიცა იგი მოვიდეს და უთხრობდეს აღდგომისათჳს, დაღათუ ყოვლად არა ჰრწმენა მოწაფეთა მათ, არცა ნაცილ-ჰყოფდეს სიტყუათა მათ დედათასა. 97. იწყეს მცირე-მცირედ განღჳძებად გონებათა მათ დასულებულთა; 98. და რომელნი-იგი სავსენი მწუხარებითა სხდეს შიშნეულნი, აღივსნეს სიხარულითა აღდგომისაჲთა და შეურაცხ-ყვეს შიში იგი ჯუარის-მცუმელთაჲ მათ; 99. რომელნი დამალულნი სხდეს ადგილსა ერთსა, განცხადებულად სრბით მოვიდოდეს სამარესა მას. 100. ხოლო მოწაფჱ იგი ერთი, დაღათუ ფერჴითა უმალე იყო, ხოლო გონებითა არა უმტკიცჱს იყო პეტრჱსა. 101. დაღათუ სიმალითა მით უსწრო პეტრეს და უმალჱს მიიწია, ხოლო შიშითა ვერ იკადრა შესლვად სამარესა მას მარტომან. 102. და ვითარცა მიიწია პეტრეცა, შევიდეს და იხილნეს, რამეთუ ტილონი ხოლო ისხნეს და ვარშამაგი დაკეცილი იდვა ერთსა ადგილსა. 103. ხოლო ანგელოზნი იგი ვერ იხილნეს სამარესა მას; 104. არა თუ მუნ იყვნეს ანგელოზნი იგი, არამედ თჳსისაგან ხატისა მიიფარნეს, რაჲთა ვისა ჯერ-იყოს, ეჩუენნენ თჳსითა ხატითა, და ვისგან დაფარვად იყვნენ, დაეფარნენ. 105. უკუეთუმცა არა მუნ იყვნენ, ტილონი იგი ვითარმცა დაეცვნეს სამარესა მას? 106. ჴორცთა მათ უფლისათა სცვიდეს მცველნი იგი მიპარვისათჳს და ტილოთა მათ ანგელოზნი იგი ეკრძალებოდეს, რაჲთა ნუუკუე ვინმე მიიპარნეს ტილონი იგი, რომელ დაშთეს: ერთ ამისთჳს, რაჲთა იყვნენ მოწამე აღდგომისა მის უფლისა; 107. მეორედ ამისთჳს, რაჲთა გამოიწეროს მათგან ზრახვაჲ იგი მკუდართა აღდგომისაჲ; 108. რამეთუ ვითარცა-იგი დიდებით აღდგა და არა ტილოჲთა მით, ეგრეცა ჩუენ საქმითა აღდგომად ვართ და არა სამოსლითა, შრომითა და არა სამკაულითა. 109. მარიამ ვითარცა იხილა, რამეთუ წარვიდეს მოწაფენი იგი მისლვად სამარესა მას, აღდგა და წარვიდა იგიცა მათ თანა. 110. და შევიდეს მოწაფენი იგი და გამოვიდეს და წარვიდეს. 111. ხოლო მან სიყუარულითა მით ვერ დაუტევა სამარჱ იგი, რამეთუ იტყჳს: დგა მარიამ სამარესა თანა და ტიროდა საწყალობელითა ჴმითა, ცრემლოოდა; 112. დაღათუ ტირილით ტიროდა, ხოლო შესლვად სამარესა მას ეშინოდა, და თუალნი შეეკერტნეს. 113. ხედვიდა სამარესა მას, დაღათუ უფალი არა იხილა, ხოლო, ანგელოზნი, მონანი უფლისანი, იხილნა; 114. დაღათუ აკლდა ხილვაჲ უფლისაჲ, არამედ ღირს იქმნა ხილვად მღჳძარეთა უფლისათა. 115. რამეთუ ვერ იხილნა ჴორცნი იგი, რომელ დაემორჩილნეს სიკუდილსა, იხილნა ზესკნელნი იგი, რომელნი უზეშთაეს არიან სიკუდილისა. 116. რამეთუ არა პოვა მუნ ღმერთი იგი, რომელსა შეემოსნეს ჴორცნი, პოვნა მუნ ცეცხლის მსგავსნი იგი, რომელ გარდაიცვალნეს ხატად ჴორცთა. 117. რამეთუ დღჱ იგი დიდ იყო, რომელმან ახარა ცათა და ქუეყანასა, ამისთჳს ანგელოზნი იგი სამოსლითა სპეტაკითა გამოეცხადნეს და ვითარცა მხიარულ იყვნეს და ადიდებდეს დღესა მას შობისა მისისასა, ეგრეცა აეროვანნი და სავსენი სახიერებითა გამოჩნდეს დღესა მას აღდგომისასა. 118. დღესა მას შობისასა მწყემსთა მათ მიეხარა სახარებაჲ იგი; 119. დღესა მას აღდგომისასა დედანი იგი მგლოვარენი და ჭირვეულნი ღირს იქმნეს სახარებისა დღესა მას სიკუდილისასა. 120. რამეთუ დღჱ იგი ვნებისაჲ იყო, არავინ ღაღად-ყო სიკჳდილისა მისისათჳს. 121. დღესა მას შობისასა ერნი ანგელოზთანი მიივლინნეს ბეთლემდ ხარებად და დღესა მას აღდგომისასა მღჳძჳრენი ერთი-ერთსა უსწრობდეს მახარებელად აღდგომისა მისისა; 122. დღესა მას ნათლის-ღებისასა ნათელი გამოუბრწყინდა ზედა იორდანესა და დღესა მას ჯუარ-ცუმისასა დაბნელდა მზჱ ცათა შინა, და რამეთუ იტყჳს: მიხედა მარიამ და იხილნა ანგელოზნი არა თუ მდგომარენი, არამედ მსხდომარენი. 123. უკუეთუმცა მუნ ყოფილიყო უფალი, არამცა ეუფლა დაჯდომად. 124. სხდეს უშიშად, რაჲთა ჯდომითა მით საცნაურ იყოს, ვითარმედ ნანდჳლვე გამოსრულ არს უფალი საფლავით. 125. და მერმე იტყჳს: სხდეს, რაჲთა პატივ-უყონ ადგილსა მას, სადა ისხნეს ჴორცნი უფლისანი, რამეთუ რავდენ განამრავლეს მის ზედა გინებაჲ ქუესკნელთა, უფროჲს განადიდეს მის ზედა პატივის-ყოფაჲ ზესკნელთა. 126. ქუესკნელნი მიწისაგანი პირსა ჰნერწყუვიდეს; 127. და ზესკნელნი მაღალთა შინა მყოფნი არცა ადგილსა მას, სადა ისხნეს ჴორცნი იგი, ჴელ-იწიფეს დადდომად. 128. რამეთუ იტყჳს: „ერთი იგი ჯდა ერთ-კერძო ადგილსა მას და ერთი იგი ჯდა სთუნით.“ 129. პატივ-უყვეს სთუნითსა მას ადგილსა თავისა მისთჳს, რომელ დაადგნეს გჳრგჳნი ეკლისაჲ საგინელად ერმან მან; 130. პატივ-უყვეს ფერჴითსა მას მისთჳს, რომელსა, მსგავსად წინაჲსწარმეტყუელებისა მის დავითისა, განუჴურიტნეს ჰურიათა ფერჴნი მისნი. 131. ჰკითხვიდეს ანგელოზნი იგი მარიამსა და ჰრქუეს: შენ, დედაკაცო, რაჲსა ეგოდენ განმწარებულხარ და სტირ? 132. ვის ეძიებ? 133. და ვინ უწყის, იტყოდაცა გონებასა თჳსსა: საფლავსა ამას თანა ვდგა და ვტირ და თქუენ იტყჳთ: ვიდრემდის ეძიებ? 134. ხოლო აღმოთქუმად ვერრაჲ იკადრა, რაჲ-იგი გონებასა იყო, და ჰრქუა საწყალობელითა ჴმითა მაღლითა, ვითარმედ: „აიღეს უფალი ამიერ და არა უწყი, სადა დადვეს იგი“. 135. ჵ, სიყუარული ერთგულებისაჲ და გონებაჲ მორწმუნჱ, რამეთუ ეგოდენთა (ვნება)თა, რომლითა ტანჯეს იგი დღესა მას პარასკევსა, და არა სარგებელ-ეყო თავსა თჳსსა; 136. და შემდგომად ამის დღისა წარპარვისა და მერმე უფლით ხადოდეს, დიდითა გულს-მოდგინებითა ეძიებდეს მკუდარსა მას წარპარულსა. 137. ჵ, დედაკაცო, ვინმემცა იკადრა გამოღებად მაგიერ მკუდრისა მის? 138. რამეთუ აჰა სამარჱ იგი დაბეჭდულ არს და მცველნი მღჳძარე, და განკრძალულ არიან მახჳლითა და წათებითა; 139. და ვინმემცა იკადრა შესლვად? 140. უადჳლჱსმცა უჩნდა მას სიკუდილი, ვიდრეღა არა შესლვად და გამოღებად ჴორცთა უფლისათა სამარისაგან. 141. და თუ წარ-ვინ-მე-იღო, ვითარ-ეგე იტყჳთ, ტილონი ესე ვითარ სამარესა სხენან? 142. რამეთუ მცველთა მათ, რომელთა განიყვეს სამოსელი მისი დღისი, ვითარმცა არა განიყვნეს ტილონი ესე ღამესა ამას, ოდეს სადა ვინ განიღო მკუდარი და დაუტევნა ესრჱთ ტილონი, და წარ-მცა-იპარა მკუდარი და უდებმცა-ყო ვარშამაგი იგი? 143. უკუეთუმცა პატივად რაჲმე უჴმდეს ჴორცნი იგი, ტილონი იგიმცა არა გინებულ იყვნეს, და შეურაცხებით ცვალეს ადგილისა მისგან, ვარშამაგსა მასმცა არა პატივ-უყვეს? 144. და თუმცა წარიპარეს, არამცა შიშუელი წარიპარეს; 145. და თუმცა განმძარცუველად მივიდეს, სამოსელი იგიმცა განძარცუეს და არამცა მკუდარი იგი წარიპარეს. 146. ანუ ესრე ჰგონებ, მკუდარი იგიმცა უფროჲს შეჰრაცხეს, ვიდრე ტილონი იგი? 147. და ვითარ დიდსა ურვასა შინა იყო მარიამ, და გარდამოსდიოდეს ცრემლნი მილნი, მიხედა და იხილა კაცი იგი, რომელსა ეძიებდა. 148. ხოლო არა ეგრე-სახედ იხილა, ვითარ-სახედ ეძიებდა. 149. ჰრქუა მას: „შენ, დედაკაცო, რაჲსა სტირ? 150. ვის ეძიებ?“ 151. ხოლო მარიამ, რამეთუ უდბად იხილა, ჰგონებდა, ვითარმედ მემტილე იგი მოსრულ არს ნუგეშინის-ცემად მისა დიდისა მის ტირილისათჳს, რომელ ესმოდა. 152. იწყო ვედრებად მისა ცრემლით და ჰრქუა: „შენ თუ აიღე უფალი ჩემი, მითხარ მე, სადა დასდევ“. 153. ნანდჳლ, ჵ მარიამ, მაგან აიღო, ვითარ-ეგე იტყჳ, ხოლო არასადა დადვა, ვითარცა-ეგე შენ ჰგონებ. 154. ვისცა ჰკითხვიდე, არავის თანაა, გარნა მაგის თანა. 155. ხოლო მაგან აიღო და თანა აქჳს, არა თუ სადა დაუდებიეს; 156. ეგე არს, რომელსაცა ეძიებ და იგი არს, რომლისასა ჰკითხევდ და ეგე არს, რომლისათჳს-იგი სტიროდე და აღმოგვიდოდეს სულნი ტკივილითა გონებისაჲთა; 157. ეგე არს მპარავი იგი, რომელსა-იგი ჰკითხევდ, და ეგე არს ნაპარევი იგი, რომლისა ძიებად გამოსრულ იყავ. 158. ხედვიდა და ვერ იცნა უფალი, რამეთუ სხუად ხატად ცვალებულ იყო; 159. და ესმოდა და ვერ გულისხმა-ყო, რამეთუ სხუად ცვალა ჴმაჲ იგი. 160. უკუეთუ ნანდჳლ ეგე არს მემტილჱ იგი, რომელმან წარიღო, ვითარმედ ჭეშმარიტად წარ-ვე-მაგან-იღო და შემდგომად წარღებისა მის ვითარ არს, ვითარმცა მერმე შენვე მოგცა? 161. და თუ შენდა მოცემად იყო, რაჲსამცა მებრვე აღეღო? 162. და რომელმან-იგი აღიღო, არა თუ მიცემით ხოლო არა მოგცეს შენ, არამედ მიახლებადცა არა გიფლოს შენ. 163. ვითარცა იხილა უფალმან, რამეთუ ეგრე გულს-მოდგინედ დგა ჯუარსა მას თანა და გულ-პებული სამარესა მას თანა, იქცია უცხოჲ ჴმაჲ და მუნქუესვე უცხოსა მასა ჴმასა თანა ვითარცა უწოდა მას სახელით, 164. მოიქცა უცნობელობისაგან ცნობად, ურწმუნოებისაგან სარწმუნოებად და უსასოებისაგან სასოებად, მწუხარებისაგან სიხარულად და ურვისგან გულ-სავსებად; 165. რამეთუ მწუხარებასა მახლობელ არს სიხარული, რამეთუ აღამცირნის მძიმენი და წარმდებ-ყვნის ყუდრონი და უგუნურ-ყვნის გონიერნი. 166. ეგრეცა დაავიწყდა მარიამს თავი თჳსი სიხარულითა მით, ვითარცა დაავიწყდა მწუხარებასა მას და არა მსგავსად ჩუეულებისა გარე-წარჱჴდა წესსა სიდაშნისასა, 167. და არა მოიჴსენა შიში და სიხარულითა მით მირბიოდა ამისა შემდგომად აღდგომისა, ვითარცა-იგი წინაჲსწარ აღდგომისა მის მიისწრაფდა. 168. ჰრქუა უფალმან გულს-მოდგინესა მას ერთგულებისა მისთჳს სიყუარულისა: „ნუ შემეხები მე, რამეთუ არღა ასრულ ვარ მამისა ჩემისა“. 169. იტყჳან რომელნიმე, ვითარმედ ამისთჳს არა უფლო მარიამს მიახლებად ჴორცთა მათ, რამეთუ ურწმუნო იქმნა ჴმასა მას ანგლოზთასა, რომელთა მიახარეს მას აღდგომისათჳს; 170. ხოლო ესე მით არა სარწმუნო არს, რომელი-იგი თომაჲს ზედა იქმნა. 171. უკუეთუ მას ორგულებისათჳს, რომელ მიეხარა ანგელოზთაგან, და არა უფლო მიახლებად, და თომას, რომელსა არა ჰრწმენა სახარებისაჲ მის დედათა მათგან და არცა მათ მოყუასთაჲ, ვითარ უბრძანა მიახლებაჲ? 172. და თუ მას, რომელი შეორგულდა, და წყლულნი იგი ჴორცთანი უჩუენნა, ეგრეცა მარიამი თუმცა შეორგულებულ იყო, წყლულთა მათ ჯერ-იყო ჩუენებაჲ და არა განშორებაჲ. 173. და ზოგნი იტყჳან, ვითარმედ მისთჳს არა უფლო მიახლებად მარიამს, რამეთუ მიზეზითა მით პირველისა მის დედისაჲთა, რომელმან-იგი აცთუნა პირველი იგი ადამი, მოვიდა მეორჱ ადამი ვნებითა მით და განკითხვითა ჯუარისაჲთა. 174. და ზოგნი იტყჳან: არა ნათელ-ეღო მარიამსა და მისთჳს არა უფლო მიახლებად, რაჲთა გამოაცხადოს, რამეთუ შემდგომად აღდგომისა არა ხოლო თუ მტერთა მათ არა უფლო მიახლებად მისა, არამედ არცაღა საყუარელთა მათ თჳნიერ ნათლისღებისა. 175. ზოგნიმე იტყჳან, ვითარმედ ნაყოფ პირველ და ახალ იყვნეს ჯოჯოხეთით ჴორცნი იგი, რომელნი აღმაღლებად იყვნეს ზეცად და დაჯდომად მარჯულ ღმრთისა. 176. ამისთჳს არავისა ჴელსა შეიხებდა, რაჲთა დაუმარხოს ამაღლებულსა მას მარჯუენესა, რომლისა მიერ დადგმად იყო გჳრგჳნი შემდგომად ამაღლებისა. 177. და რომელნიმე იტყჳან, ვითარმედ ვიდრე ვნებამდე არა პატივ-უყოფდა ჴორცთა მათ, ამისთჳს არა უფლო მარიამს მიახლებად შემდგომად აღდგომისა მის, რაჲთა საცნაურ იყოს, ვითარმედ იდიდნეს ჴორცნი იგი შემდგომად აღდგომისა უფროჲს, ვიდრე ვნებად და აღდგომადმდე. 178. ხოლო ნეტარი ეფრემ იტყჳს, რამეთუ: ვითარცა წინაჲსწარმეტყუელებდა უფალი ვნებათა მათთჳს და წინაჲსწარ ვნებათა – აღდგომისათჳს, ეგრეცა წინაჲსწარმეტყუელებდა ამაღლებისათჳს წინაჲსწარ ამაღლებისა მის. 179. ჰრქუა მარიამს: „ნუ შემომეხები,“ რაჲთა მივიდეს და ახაროს მოწაფეთა ამაღლებისა მისთჳს. 180. და ამისთჳს ჰრქუა მას: „მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა არა თუ ვნებისათჳს, რომელ ვივნე, არცა აღდგომისათჳს, რამეთუ აღდგომილ ვარ ესერა; 181. არამედ მივედ და არქუ ესრე, ვითარმედ: აღსლვად ვარ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. 182. რამეთუ ვითარცა წინაჲსწარ ვნებისა იქადაგნეს ვნებანი იგი და წინაჲსწარ აღდგომისა იქადაგა ადგომაჲ იგი, ეგრევე წინაჲსწარ, რაჲთა აღმაღლებამდე იქადაგოს დღჱ იგი ამაღლებისაჲ. 183. ყოველივე, რომელთა მიახარეს მოწაფეთა მათ, აღდგომაჲ იგი ღმრთისაჲ ხოლო მიახარეს, ხოლო მარიამ – აღდგომაჲცა იგი და ამაღლებაჲ, 184. რამეთუ ჰრქუა: მივედ და უთხარ ძმათა ჩემთა, ჰრცხუენოდენ მწვალებელთა, რომელნი იტყჳან, ვითარმედ: არა ჴორცნი იყვნეს იგინი უფლისათა ჴორცთაგან. 185. დაღათუმცა არა შეემოსნეს უფალსა ჴორცნი ესე, არამცა უწოდა მათ ძმად თჳსა, არამედ – რაჲთა გულისხმა-უყოს, ვითარმედ ძმანი მისნი არიან ადამისგან. 186. დაღათუ არა დაემორჩილებიან მას მარკიონნი, არამედ ნათესავცა მისა არიან აბრაამისგან; 187. დაღათუ არა ჰრწამს სამარიტელთა, არამედ უწოდავე მოწაფეთა ძმად თჳსა, ვითარცა-სახენი იგი ურთიერთას დაუმტკიცებენ, რამეთუ ვნებასა მას სიკჳდილი იგი დაამტკიცებს, სიკუდილსა მას – აღდგომაჲ იგი, და აღდგომასა მას ყოველთასა დაამტკიცებს ამით, ძმად უწოდა მოწაფეთა. 188. და იტყჳან ჴორცნი იგი: „აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქუენისა, ღმრთისა ჩემისა და ღმრთისა თქუენისა“. 189. ანგელოზი იგი პირველი, რომელი მივიდა გარდაგორვებად ლოდისა მის პირისა მისგან სამარიტელთასა, – რაჲთა ნუუკუე ოდეს ესმეს ჰურიათა მათ დედათა მათგან და მოწაფეთა მათ, 190. რაჟამს მიმოდასდებდენ აღდგომასა უფლისასა, თქუან, ვითარმედ: პატივ რაჲმე უპყრეს მოძღუარსა მას, – გამოუჩნდა საშინელითა ხატითა და დაჯდა ზედა ლოდსა მას, რაჲთა საშინელებითა მით, რომლითა შეაძრწუნა მცველნი იგი, წარავლინნეს და ყვნეს იგინი მახარებელ აღდგომისა მის. 191. წარვიდეს მცველნი იგი მღდელთ-მოძღუართა მათა შეშინებულნი და შეძრწუნებულნი, და არა თუ კაცთა რაჲ ჰგვანდეს, არამედ ვითარცა განრინებულნი ჯოჯოხეთისაგან; 192. უნდა სიტყუად და ვერ იტყოდეს, და ენება მითხრობაჲ და ვერაჲ თქუეს და ძნიად სულნი მოეგნეს. 193. და იწყეს ბრალობად მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: რაჲ სიკუდილ თანა-გუედვა, რამეთუ წარგუავლინენით მოწყუდად ჩუენდა სამარესა მას? 194. მცირედრეღა და დამცა ვიდრემე-ვიწუენით ალისა მისგან და ბრწყინვალებისა, რომელ გამოჰკრთებოდა ანგელოზისა მისგან; 195. ძრვაჲ და საშინელებაჲ იყო სამარესა მას, და ლოდი იგი კარისა მისგან თჳთ გარდაგორვიდა; 196. და არცა იგი უწყით, თუ ძრვისა მისგან გარდაგორვიდა; 197. და არცა იგი უწყით, თუ ანგელოზი იგი, რომელ ზედა ჯდა, იგი აგორვებდა გამოუჩინებელად. 198. რამეთუ განეღო კარი სამარისაჲ მის, ვიხილეთ, და თუ ვინ განაღო, არა ვცანთ; 199. და უწყით, რამეთუ ზაკუვით და ტყუვილით არა იყო; 200. ხოლო რომელ სამარჱ იგი ცალიერ არს, მასცა ვწამებთ, რამეთუ არავინ ვიხილეთ გამომავალი სამარისა მისგან; 201. ჭეშმარიტად უწყით, რამეთუ არცა შინა ძეს მკუდარი იგი; 202. რომელ დასდევით, იგიცა არა ნაცილ არს. 203. გამოსლვაჲ ჴორცთაჲ მათ არა ვიხილეთ, და რამეთუ შინაცა არა ძეს, თუალითა ჩუენითა ვიხილეთ, და თუმცა შიშითა არა განტეხილ ვიყვენით, ტილონიმცა იგი მოვიხუენით საწამებელად. 204. და თუმცა ძრვისა მისგან არა შეძრწუნებულ ვიყვენით, (ვარშამაგი) იგიცამცა მოვიღეთ საწამებელად. 205. ხოლო აწ რაჲღა საჴმარ არიან მოწამენი? 206. სადა სამარჱ იგი წამებს, რაჲსამე დაჰშურები მიგებად, რამეთუ აჰა ტილონი იგი იტყჳან აღდგომისათჳს. 207. და რაჲმცა ყენება იყო თქუენდა, თუმცა მიხუედით და იხილეთ ვიდრე სრბით მისლვასა მას ჯუარისასა? 208. აწ განვედით და იხილეთ ადგომაჲ მათი. 209. რამეთუ არა გრწმენა მზისაჲ მის დაბნელებაჲ, მივედით და იხილეთ სამარჱ იგი განათლებული ბრწყინვალებითა მით, რომელ გამოჰკრთების ანგელოზთა მათგან. 210. მჴდომად ღმრთეებისა დაგუადგინენით დღეს, ჵ მღდელთმოძღუარნო, და ანგელოზთა გუაბრძოლებთ ღამე ყოველ; 211. მოწაფეთათჳს განგუაკრძალენით ჩუენ და გარდამოჴდეს ჩუენ ზედა მღჳძარენი. 212. ბრძოლად შევიჭურენით და განვემზადენით ბრძოლად მოწაფეთა მათ, და მოივლინნეს ჩუენ ზედა ანგელოზნი; 213. ჩუენ ქუეყანისათა მათ ვეჭუდით და მოვიდეს და მოიწინეს ჩუენ ზედა ზესკნელნი. 214. ჩუენ ჴორციელთა მათთჳს განკრძალულ ვიყვენით და მოეტევნეს ჩუენ ზედა სულიერნი. 215. უწყოდეთ-ღა, რამეთუ ძჱ ღმრთისაჲ არს, რაჲსა ჯუარს-აცუთ? 216. და მეცნიერ იყვენით, რამეთუ აღდგომად არს, რაჲსა მოჰკლევდით? 217. რაჲსა თქუენისა შურისათჳსმცა ჩუენ მოვწყედით. 218. და რაჲსა თქუენისა მოშურნებისათჳს ცხოველნიმცა შთავჴედით ჯოჯოხეთა? 219. მყოვარ ჟამ ვითარცა ცეცხლსა შინა ვდეგით და ბრწყინვალებითა მის ანგელოზისაჲთა ვითარცა ალსა მოტყინარესა ვდეგით. 220. უკუეთუმცა დედანი იგი ვინმე არა მოსრულ იყვნეს, შე-მცა-ვეწუენით ალსა მას: და თუმცა შეწუევით არა შევიწუენით, ხოლო შიშითა მით მო-ვემცა-ვწყედით. 221. ჴსენებულვემცა კეთილსა შინა არიან დედანი იგი, რომელნი ტირილდ მივიდეს სამარესა მას და კურთხეულ იყვნედ, რამეთუ საცხებელთ და საკუმეველთა მათ მიღებითა მოვიდეს განრინებად ჩუენდა! 222. და ვითარცა ადგილ-სცა ანგელოზმან მან, რაჲთა არა შეაძრწუნნეს იგინი საშინელითა მით დიდებითა, მაშინღა ღონე იყო ჩუენდა სივლტოლად; 223. უკუეთუ არა, და-მცა-მწუარ ვიყვენით ბრწყინვალებითა, რომელ გამოჰკრთებოდა. 224. მღდელთ-მოძღუართა მათ ვითარცა ესმა ესე ყოველი მცველთა მათგა, შეკრბეს მოხუცებულითურთ, ზრახვა-ყვეს სიწმიდესა მას შინა 225. და თქუეს: არა თუ მოწაფენი იგი ქადაგებენ აღდგომასა მას, რაჲთამცა განვაცრუვენით იგინი, არამედ ჩუენნივე სარწმუნონი ესე, რომელნი მივავლინენით დაცვად სამარესა კრძალულებით ვითარცა სარწმუნონი. 226. ხოლო არა ეგების, ვითარმცა განვაცრუვენით იგინი, რაჲთა არა მივიდენ და უთხრან ესე ყოველი პილატეს და რაჲთა არა მიესმეს ყოველსა მას ერსა. 227. მოვედით და დავშურეთ, რაჲთა დავადუმნეთ კაცნი იგი, მივსცეთ ქრთამი დიდძალად, რაჲთა არა განაცხადონ საქმჱ ესე. 228. უკუეთუ მივიდენ და უთხრან, ვითარ თუალნი მივადგნეთ პილატეს; 229. და თუ მიუთხრან ერსა, რაჲ მიუგოთ ერსა მას? 230. მოვედით და დავფაროთ სირცხჳლი ჩუენი ჭურჭლითა და განვერნეთ ზრუნვისაგან დიდძალითა ქრთამითა. 231. დაღათუ უწყით, რამეთუ განითქუას ადგომაჲ მისი მოწაფეთაგან, არამედ ჯერ-არს, რაჲთა მცველნი იგი მოვიქცინეთ ჩუნდა ოქროჲთა, ნუუკუე მოვიდენ მოწამენი იგი ჩუენნი და მოსაჯულ გუექმნნენ ჩუენ და განმამართლებელნი იგი ჩუენნი დამშჯელ ჩუენდა იპოვნენ. 232. მაშინ შეუწოდეს მღდელთ-მოძღუართა მათ მცველთა მათ: თქუენ ქადაგ მაგის საქმისა ნუ იქმნებით და მახარებელ აღდგომისა ქრისტჱსისა ნუ ასდგებით. 233. რაჲ სარგებელ იყო თქუენდა, უკუეთუ შეაწუხოთ ყოველი ნათესავი? 234. ანუ რაჲ საჴმარ იყოს თქუენდა, უკუეთუ ასძრათ ყოველი ერი? 235. სამახარებელ თქუენ არავინ გცეს მაგის საქმისათჳს, რამეთუ მწუხარებითა აღავსნეთ ყურნი მსმენელთანი; 236. ხოლო ჩუენ ვითარცა მეცნიერთა ვაგოთ პატივის-ყოფაჲ თქუენი: მარჯუენითა დიდითა კურთხევითა აგავსნეთ თქუენ და ჴელსავსედ ნიჭთაგან განგამდიდრნეთ; 237. გარნა მას ხოლო, რაჲ იხილეთ და გესმა, ნუ იტყჳთ. 238. მიუგეს მცველთა მათ და ჰრქუეს: დაღათუ თქუენ წინაშე ვერ მაცილობელ გექმნებით სიტყუათა მაგათ, რომელთა იტყჳთ, ხოლო და-ვერ-ვმალოთ, რაჲ-იგი გუესმა და არცა დავფაროთ ძლევაჲ იგი, რომელ იყო ღამე ყოველ; 239. რამეთუ საქმჱ იგი, რომელ იქმნა, არა ნაცილ არს. 240. აწ თქუენისა განსუენებისათჳს ვერ ცილი ვთქუათ? 241. და თუ ვთქუათ, ვითარმედ ძილსა დავეპყრენით და მოწაფენი იგი ღამე მოვიდეს და წარიპარეს მკუდარი იგი, ვითარ ვთქუათ, ნუუკუე ესმეს პილატეს და განრისხნეს? 242. და ვითარ არა პოვოს და ესმეს, ვითარმედ ძილსა დავეპყრენით, და ძილი საუკუნოჲ დაგუეძინოს ჩუენ; 243. და თუ გულისხმა-ყოს, ვითარმედ წარუპარავს მკუდარი იგი, მის მკუდრისა წილ ჩუენნი თავნი მისცნეს სამარესა. 244. მიუგეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ჰრქუეს: თქუენ ჭურჭელი ესე, რომელსა მიგცემთ, მიიღეთ კურთხეულად და ჩუენ კეთილითა სიტყჳთა განგჳსუენეთ, ვითარმედ არავის გამოუცხადოთ; 245. ხოლო მისთჳს, თუ ესმეს პილატეს, ნუ ზრუნავთ; 246. ჩუენ ვარწმუნოთ და დავამშჳდოთ გულისწყრომაჲ მისი, უკუეთუ შემოგჳდგეთ და ნათელ-ჰყოთ, რაჲ-იგი იხილეთ თუალითა თქუენითა და ჩუენითა წამებითა ნაცილ იყოს, უკუეთუ ვინმე იტყოდის ადგომასა ქრისტჱსსა. 247. ხოლო ძილსა შინა დაპყრობისათჳს ჩუენ ვარწმუნოთ მსაჯულსა მას და [ვჰ] [ჱ] რქუათ: ერთი-ერთისა ჰგონებდა, ვითარმედ მღჳძარე იყოს, და მიეძინა ყოველთავე, რამეთუ ღამე ყოველ უძილ იყვნეს. 248. მსთუად განთიადსა მას ცისკარს ოდენ უზრუნველ იყვნეს, ვითარმედ: აწ დაგჳცავს მკუდარი ესე, და უდებ იქმნნეს მპარავთათჳს. 249. ხოლო ერისაგანნი იგი ანგაჰრნი და ნაყროვანი, ძჳრის მკრებალნი და მომხუეჭელნი, წყეულნი და მოსისხლენი, ანგაჰრებითა და ნაყროვანებითა დაემორჩილნეს განცრუვებად ჭეშმარიტებისა მის საქმისა, რომელი იხილეს. 250. წარიწყმიდეს არარაჲთა დიდი იგი მადლი, რომელ უთხრა მათ, და წარსავლითა ჭურჭლითა განჴდეს ცხორებისაგან, რომელ არა წარმავალ არს. 251. უკუეთუმცა ჰრწმენა ხილვაჲ იგი ანგელოზისაჲ მის და აღდგომაჲ უფლისაჲ, საღუაწი ჴორცთა მათთაჲმცა არა აკლდა და სასყიდელი მახარებელთაჲმცა მიეღო. 252. ხოლო მათ ჭურჭელისა მისთჳს ნაცილ ყვეს ძრვაჲ იგი, რომელი იხილეს, და ხილვაჲ ანგელოზისაჲ მის, რომელი ეჩუენა. 253. დაღათუ მცველთა მათ ჭურჭლისა მისთჳს განთქუეს, ვითარმედ მოწაფეთა მისთა წარიპარეს, ხოლო მარიამ, რომელი-იგი მას ჟამსა მუნვე მეორედ მივიდა, მოვიდა მეორედ 254. და ჰრქუა მოწაფეთა მათ: არა ხოლო თუ აღდგა, – რომელი-იგი მცველთა მათცა მიუთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ, – ა-ცა-დგა და აღ-ცა-მაღლებად არს. 255. და ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდეს და მოიწინეს მოყუასნი მისნი, რომელთა შემთხუეულ იყო უფალი, და უთხრობდეს მოწაფეთა მათ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ჩუენ (ვიხილეთ და ვიდრე-იგი) გჳეტყოდაღა, [მოიწინეს] კლეოპაეთნი და ახარეს მოწაფეთა მათ, 256. ვითარმედ: ვიხილეთ უფალი, და გამოგჳთარგმნა ჩუენ ყოველთა წიგნთაგან აღდგომისა მისისათჳს, ვიდრე-იგი მივიდოდეთ ემაოზდ ქალაქად. 257. და ვიდრე იგინი ახარებდეს, მიიღეს ხარებაჲ ათერთმეტთა მათგანცა, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა პეტრეს. 258. და ვიდრე იგინი უთხრობდეს, კლეოპაეთნი, ყოველსა მას, რასა ეტყოდა მგზავრ, და აჰა უფალი თჳთ გამოეცხადა მოციქულთა და ჰრქუა: „მშჳდობაჲ თქუენ თანა!“. 259. რამეთუ კართა ჴშულთა შევიდა და მოწაფენი იგი შესულებულ იყვნეს შიშისა მისთჳს ჰურიათაჲსა; 260. ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარ რაჲმე იხილეს. 261. ხოლო მან გულისხმა-ყვნა ზრახვანი მათნი და ჰრქუა: „რაჲსა ეგოდენ შეძრწუნებულ ხართ ჰურიათა მათგან? 262. ანუ ჩემთჳს რაჲსა პირად-პირადნი ზრახვანი მოვლენან გულთა თქუენთა და ორგულებთ?“ 263. უჩუენნა მათ ჴორცნი იგი და წყლული იგი სამშჭუალთაჲ მათ და გუერდისაჲ. 264. ხოლო იგინი ორგულებდესვე. 265. მაშინღა გამოეცხადა მათ ყოვლადვე, მოითხოვა პური და ჭამა მათ წინაშე. 266. და იწყო მერმე სწავლად მათა და ჰრქუა: სული საძიებელ არნ. 267. და არა ვითარ-ეგე თქუენ გამომცადეთ მე და მიხილეთ და არცა ჴორციელებისა შედგის, ვითარცა ჴორცთა ამათ თანა და მორჩილებულ არს მსგავსად თქუენთა მაგათ ჴორცთა. 268. და ვითარცა გულისხმა-უყო ყოველივე საქმითურთ, იწყო მიერითგან სწავლად სიტყჳთა ყოველივე, რაჲ წერილ არს მისთჳს წიგნთა შინა წმიდათა. 269. ვითარცა იხილნეს წყლულნი იგი ჴორცთა მისთანი და გულისხმა-ყვნეს ძლიერებანი იგი სიტყუათანი მით ყოვლითა, რომელი იხილეს თუალითა, განეხუნეს გონებანი მათნი და გულისხმა-ყვნეს იგავნი წიგნთანი. 270. ამას დღესა, რომელსა აღდგა მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ, მოჰფინა სული წმიდაჲ მოწაფეთა მათ ზედა და ჰრწმენა მისი მოციქულთა, რამეთუ აღდგომაჲ იგი, რომელ იქადაგა ანგელოზთაგან, და უნდა, რაჲთამცა ნაცილ ყვეს მცველთა მათ. 271. გარდამოჴდა სული წმიდაჲ და დაემკჳდრა მოწაფეთა თანა, რაჲთა მიმოდადვან ძლიერებითა და სასწაულებითა შორის წარმართთა აღდგომისათჳს, რომელ აცილობდეს ჰურიანი იგი. 272. და მისა, რომელი-იგი მოვიდა ჯუარ-ცუმად და აჩუენა სიყუარული თქუენ ზედა და შთაჴდა ჯოჯოხეთა მრავლისა მის წყალობისათჳს, რომელი აქუნდა ჩუენდა მომართ, 273. და განცხოველდა და აღდგა და გამოწერა სახჱ აღდგომისა ჩუენისაჲ მის თანა მღჳძარეთაგან და ყოველთაგან, რომელნი წარჴდეს და წარსლვად არიან, და მათგან, რომელნი დაშთომად არიან ცხოველნი მოსლვასა მას მისსა. 274. მისა და მამასა მისსა, რომელმან მოავლინა იგი, და წმიდასა სულსა დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |