მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. საკითხავნი წმიდისა აღვსებისანი
2. თქუმული წმიდისა კჳრილე მთავარეპისკოპოსისაჲ იერუსალემელისაჲ მკუდრეთით აღდგომისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა
3. ი[ხარე]ბდ, იერუსალემ, და შემოკერბით ყოველნი მოყუარენი იესუჲსნი, რამეთუ აღდგომილ არს მკუდრეთით.
4. „გიხაროდენ ყოველთა, რომელნი-ეგე პირველ იგლოვდით“, რომელთა ჰურითა იგი კადრებაჲ და უშჯულოებაჲ გესმოდა, რამეთუ რომელი-იგი იგინა მათგან, კუალად აღდგა აქა და, ვითარცა-იგი ჯუარ-ცუმისა მისთჳს სმენაჲ მწუხარებით იყო,
5. ეგრეცა აღდგომისა ხარებაჲ ახარებდინ კრებულსა ამას: გარდაიქეცინ გლოვაჲ იგი სიხარულად და მწუხარებაჲ – სიხარულად, და აღავსენ სიხარულითა და გალობითა პირი ჩუენი მისთჳს, რომელმან-იგი თქუა შემდგომად აღდგომისა: „გიხაროდენ!“
6. რამეთუ ვიცი ქრისტჱს მოყუარენთაჲ მათ პირველ დღეთა მათ მწუხარებაჲ, რამეთუ სიტყუაჲ იგი შესხმისაჲ სიკჳდილისათჳს იყო და საფლავისა, ხოლო აღდგომაჲ არღა ხარებულ იყო და მოელოდა გონებაჲ მათი სმენად სასურველსა მას.
7. ხოლო აწ აღდგომილ არს მკუდარი იგი და მკუდართა თანა თავისუფალი და მკუდართა განმათავისუფლებელი.
8. რომელმან-იგი შეურაცხებით მოთმინებითა გჳრგჳნი ეკლისაჲ თავს-იდვა, ესე აღდგა და სიკჳდილისა ძლევისა შარავანდნი შეიბნა.
9. და ვითარცა-იგი ჯუარისა მისისათჳს წამებასა მას შორის მოვიღებდით, ეგრეცა აწ ისმინეთ აღდგომისათჳს და წამებანი იგი სარწმუნო ვყვნეთ.
10. რამეთუ ამან საკითხავმან მოციქულისამან თქუა, რამეთუ: „აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა წერილ არს“, და რამეთუ აწ მოციქულმან ამან მოწამებისამან გზასა მოგუასწავა, უმჯობჱს არს ჩუენდა გულისხმის-ყოფაჲ ჩუენისა ამის ცხორებისა სასოებისათჳს პირველად, რაჲთა ვისწაოთ.
11. უკუეთუ საღმრთონი წიგნნი გჳთხრობენ ჩუენ ჟამსა მას აღდგომისასა: ზაფხულის ანუ ხილის მოკლებასა იყოს, ანუ ზამთრის, გინათუ ზამთრისა შემდგომად, ანუ რომლით ადგილით მაცხოვარი აღდგეს?
12. ანუ რომელი სახელი აღდგომისაჲ განკჳრვებულთა მათ მიერ წინაჲსწარმეტყუელთა სახელ-დებულ არს?
13. დედანი, რომელნი ეძიებდეს და არა პოვეს, და მერმე პოვეს და უხარის, რაჲთა რაჟამს სახარებანი აღმოიკითხვებოდიან, არა ნაცილ და ზღაპარ საგონებელ იყვნენ წმიდათა სახარებათა თხრობანი, რამეთუ დაეფლა მაცხოვარი.
14. გასმიეს განცხადებულად პირველსა მას თქუმულსა, რამეთუ ესაია იტყჳს: „და იყოს მშჳდობით საფლავი მისი“, რამეთუ მშჳდობა-ყო ცათა და ქუეყანასა და ცოდვილნი წარუდგინნა და დააგნა ღმერთსა.
15. რამეთუ თქუა: პირისაგან სიცრუვისა აღებულ არს სამართალი და იყოს მშჳდობით საფლავი მისი.
16. და მივსცნე უკეთურნი დაფლვისა მისისა წილ.
17. და მერმე წინაწარმეტყუელებს იაკობ და იტყჳს წიგნთა შინა: „მიწოლით დაიძინა, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან.
18. ვინ განაღჳძოს იგი?“.
19. და რიცხუთასა შინა ეგრევე მსგავსად იტყჳს: „მიყდნობით განისუენა, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან“.
20. და ფსალმუნი იტყჳს, ვითარცა-იგი გასმიეს მრავალგზის: „და მიწად სიკუდილისა დამჴადეს მე“.
21. და ადგილიცა იგი გჳსწავიეს, რომელი-იგი თქჳს: „მიხედეთ მყარსა მას კლდესა, რომლისაგან გამოიკუეთენით“.
22. აწ უკუე აღდგომისა მისისათჳს შემდგომითი შემდგომად შოვა წარმოგჳდგეს ჩუენ წამებანი.
23. იტყჳს მეათერთმეტესა ფსალმუნსა: „ჭირისათჳს გლახაკთაჲსა და სულ-თქუმისათჳს დავრდომილთაჲსა აწ აღვდგე, იტყჳს უფალი“.
24. არამედ ესეცა სიტყუაჲ ვიეთამე მიმართ ვერ სარწმუნო არს, რამეთუ, ვინ უწყის აღ-ვინმე-დგის რისხჳსათჳსცა, რაჲთა მიიღოს ძლევაჲ შურისგებისაჲ მტერთა მისთაგან.
25. მოვედ მერმე მეათხუთმეტესა ფსალმუნსა, რომელი იტყჳს ცხადად: „მიცევ მე, ღმერთო, რამეთუ შენ გესავ“.
26. და მერმე შემდგომად იტყჳს: „არა შევკრიბო კრებულები მათი მოსისხლეთაგან, არცა მოვიჴსენო სახელები მათი ბაგითა ჩემითა“ ამისთჳს, რამეთუ მე დამიტევეს და მეუფედ თავისა მათისა ირჩიეს კეისარი.
27. და შემდგომად იტყჳს: „წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა“.
28. და კუალად თქუა: „ღამემდე უმეტჱს განმსწავლეს თირკუმელთა ჩემთა“.
29. მერმე უგანცხადებულჱსადრე იტყჳს: „რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს შინა, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსაჴრწნელი“.
30. არა თუ ეგრე თქუა, ვითარმედ „არა სცე სიკუდილი“, რამეთუ მოსიკუდიდ იყო, არამედ – „განსაჴრწნელი არა იხილო“, ხოლო სიკუდილსა შინა არა დაშთე.
31. „მაუწყენ გზანი ცხორებისანი“, და აჰა ესერა განცხადებულად სიკუდილისა შემდგომად ცხორებაჲ იქადაგების: „უფალო, აღმოიყვანე ჯოჯოხეთით სული ჩემი“.
32. მუნ იტყჳს: არა დაუტეო.
33. წინაწარმეტყველებს და აქა იტყჳს, რომელი-იგი ყოფილ არს, ვითარცა ყოფადსა, რამეთუ თქჳს: „აღმოიყვანე და მიჴსენ მათგან, რომელნი შთავლენან მღჳმესა“.
34. აწ რომელსა-მე ჟამსა ყოფად არს საქმჱ ესე?
35. „მწუხრი განისუენოს ტირილმან და ცისკარსა იყოს სიხარული“, რამეთუ მწუხრი იყო მოწაფეთა გლოვაჲ და განთიად – აღდგომისა იგი სიხარული.
36. და უკუეთუ გნებავს ადგილისაცა მის უწყებაჲ, იტყჳს ქებასა ქებათასა: „მტილად ნიგოზთასა შევედ“, რამეთუ ტკბილი იყო, სადა-იგი ჯუარს აცუეს.
37. დაღათუ აწ სამეუფოჲთა ნიჭითა უმეტჱსად აღშენებულ არს, არამედ პირველად მტილი იყო და სახჱ ამისი ჰგიესღა და ნეშტი ჩას.
38. „მტილი დაჴსული და წყაროჲ დაბეჭდული“.
39. ანუ ვინ ითარგმანების „წყაროჲ დაბეჭდული“?
40. ჰურიათაგან დაბეჭდვასა მას იტყჳს, ვითარმედ: „მოვიჴსენეთ, რამეთუ მაცთურმან მან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ: მესამესა დღესა აღვდგეო აწ ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი“.
41. და იტყჳს: „დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასითურთ“, რომელთა მიმართ იტყჳს.
42. და განსუენებად იკითხავ: ხოლო ვინ არს „წყაროჲ დაბეჭდული“ ანუ ვინ ითარგმანების „წყაროდ“, „ჯურღმული წყლისა ცხოველისაჲ“?.
43. არამედ მაცხოვარი არს, რომლისათჳს წერილ არს, რამეთუ: „შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ“.
44. არამედ ისმინე, რასა-იგი ეტყჳს სოფონია მოწაფეთა პორისაგან ქრისტჱსისა: „განემზადე, აღიმსთუე, რამეთუ განირყუნა ყოველი საყურძენი მათი“, ჩას, რამეთუ ჰურიათაჲ, რომელთა თანა არა დაშთა ტევანი ერთი ცხოვრებისაჲ, არამედ არცაღა რქაჲ, რამეთუ მოეკაფოს ვენაჴი მათი.
45. აწ ისმინე, ვითარ იგი ეტყჳს მოწაფეთა: „განემზადე, აღიმსთუე“, და მერმე იტყჳს: „გაირყუნა ყოველი საყურძენი“.
46. და შემდგომად მსგავსად მისვე წერილისა ქუემეორე იტყჳს.
47. ამისთჳს დამითმე, – იტყჳს უფალი, – დღედ აღდგომისა ჩემისა საწამებელად.
48. ხედავა, რამეთუ ადგილიცა იგი ადგომისაჲ წინაჲსწარ იხილა წინაწარმეტყუელმან, რომელსა საწამებელ ჰრქჳან?
49. რ˜ლისა/თჳსმე სიტყჳსა არა მსგავსად სხუათა ეკლესიათა სახელი წოდებულ არს გოლგოთისა ამას ადგილსა და აღდგომისასა?
50. არამედ საწამებელ წინაწარმეტყუელისა მისგან, რომელ-იგი თქუა: „დღედმდე აღდგომისა ჩემისა საწამებელად“, ესე იგი არს მარტჳრიონი ეკლესიაჲ.
51. და ვინ არს ანუ რაჲ არს ესე სასწაული აღდგომისაჲ მკუდრეთით?
52. არამედ განცხადებულად მუნვე შემდგომად საწინაწარმეტყუელოჲ წიგნი იტყჳს, ვითარმედ: „მაშინ მივაქცინე ერთა მიმართ ენანი“, რამეთუ შემდგომად აღდგომისა წარავლინებდა სული წმიდაჲ მოციქულთა, მოეცა მადლი ენათაჲ, რ˜ლ ჰმონებდენ უფალსა უღელსა ქუეშე ერთსა.
53. და სხუაჲცა შეტყუებაჲ მასვე წინაწარმეტყუელსა წერილ არს: მონებად უფლისა უღელსა ქუეშე ერთსა წიაღ მდინარეთა გამომართუან მე ძღუენი.
54. იცი სამე წერილი იგი საქმესა მოციქულთასა, რომელ „მოვიდა ჰინდოჲ ერთი საჭურისი წიაღ მდინარეთა მათგან“.
55. რაჟამს უკუე აწ ჟამსა ამას და ადგილისა განჩინებასა იტყჳან და შემდგომად აღდგომისა სასწაულსა მას გჳთხრობენ წიგნნი, ამიერითგან მორწმუნე იქმენ აღდგომისათჳს და ნუვინ შეგძრავნ შენ აღსაარებისაგან ქრისტჱსისა, რომელი-იგი მკუდრეთით აღდგომილ არს.
56. მიიღე სხუაჲცა წამებაჲ, ვითარ-იგი ფსალმუნსა შინა სულითა წმიდითა ქრისტე იტყჳს წინაწარმეტყუელისა მიერ, რამეთუ, რომელი-იგი იტყოდა, უკუანაჲსკნელ თჳთ იგი მოვიდა: „უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა“.
57. და მცირედ-რე შემდგომად იტყჳს: „ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი, მკუდართა თანა თავისუფალ“.
58. არა ესრე თქუა, ვითარმედ „ვიყავ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი“, და რამეთუ არ ჯუარს-ეცუა უნებლიაჲთ, არამედ ნეფსით, არცა უძლურებით, რამეთუ ნეფსით იყო სიკუდილი.
59. „შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავლენან მღჳმესა“.
60. სადა რომელი არს სასწაული ამისი?
61. „განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი“, რამეთუ ივლტოდეს მოწაფენი.
62. „მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი?“
63. და ამისა შემდგომად იტყჳს: „მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ და ცისკარსა ლოცვანი ჩემნი მიგეწიფნეს შენ“.
64. აწ ხედავა, ვითარ-იგი წინაწარმეტყუელნი აუწყებენ ჟამსა მას დღისა ვნებისა და აღდგომისასა დევნაჲ იგი აღდგა მაცხოვარი?
65. იტყჳს ქებასა ქებათასა: „აღდეგ და მოვედ, მოყუასო ჩემო!“.
66. ამისა შემდ[გომად] იტყჳს: „საფარველისაგან კლდისა“.
67. „საფარველი კლდისაჲ“ თქუა, რომელ-იგი პირველ ცხორებისა ამის საფლავისა იყო საფარველი მისვე კლდისაგან, ვითარცა-იგი არს ჩუეულებაჲ ყოფად აქა წინაშე საფლავთა გამოთლილთა, ხოლო აწ არა ჩას.
68. მოიკოდა წინა-საფარველი იგი საფლავისაჲ მის აწინდელისაჲ ამის შემკულებისაგან, რამეთუ პირველ სამეუფოჲსა ამის პატივისცემისა და განშუენებისა ამის საფლავისა საფარველი იყო წინაშე კლდესა ამას.
69. არამედ სადა-მე იყო კლდჱ იგი, რომელსა აქუნდა წინა-საფარველი?
70. შოვა ქალაქსა-მე იყოა ანუ ზღუდესა გარე და ზღუდით კერძო?
71. და ვითარ პირველსა მას ზღუდესა არს ანუ უკუანაჲსკნელ შჱნებულსა წინაშე ზღუდესა, იტყჳს ქებასა ქებათასა შინა: „საფარველისაგან კლდისა, მახლობელად ზღუდესა“.
72. ანუ რომელსა ჟამსა აღდგეს ქრისტე მაცხოვარი: ზაფხულისა-მე ჟამსა ანუ სხუასა ჟამსა?
73. მასვე ქებათასა ზემო კერძო წერილ არს და მეყსეულად იტყჳს, ვითარმედ: „ზამთარი წარჴდა [და წჳმაჲ] წარვიდა თჳსაგან, ყუავილი გამოჩნდა, ჟამი სხლვად ვენაჴთა მოიწია“.
74. აწ რაჲ-მე ყუავილითა სავსე არს ქუეყანაჲ და სხლვენ ვენაჴთა?
75. აწ იხილე, ვითარ-იგი განცხადებულად ზამთრისაცა წარსლვაჲ თქუეს წინაწარმეტყუელთა: მიჰრაკნისა ამის თთუესა მოწევნითგან ზაფხული არნ.
76. მერმე, რამეთუ ამას თთუესა ებრაელებრ ნისან სახელ-ედების, რომელსა-იგი დღესასწაული ვნებისაჲ მის აღვსებისა სახჱ იყო, ხოლო აწ ჭეშმარიტ არს.
77. ესევე ჟამი არს სოფლისა შესაქმისაჲ, რამეთუ მაშინ თქუა ღმერთმან: „გამოიღენ ქუეყანამან მწუანვილი თივისაჲ თესლად-თესლადისა მის თესლად-თესლადისაჲ“, ვითარცა-ესე ხედავთ, რამეთუ ყოველი თესლი გამოჯეჯლოვის.
78. და ვითარცა-იგი მაშინ შექმნა ღმერთმან მზჱ და მთოვარჱ და დღჱ განზოგებულად [და] მიჰმადლა მათ სრბაჲ, ეგრეცა უწინარჱს მცირე[დთა] დღეთა ამათ დღჱ განზოგებისაჲ იყო ჟამი.
79. მაშინ თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატად ჩუენდა და მსგავსად.
80. ხატებაჲ იგი მოიღო, ხოლო მსგავსებაჲ იგი ურჩებითა მით დააბნელა.
81. და რომელსა ჟამსა იგი წარწყმიდა, მასვე ჟამსა აღმართებაჲ იგი იქმნა.
82. ოდეს-იგი შეიქმნა კაცი, ურჩ იქმნა და გამოვარდა სამოთხით.
83. მასვე ჟამსა ჰრწმენა ავაზაკსა, მორჩილ იქმნა და შევიდა სამოთხედ.
84. მაშინ შეიქმნა ცხორებაჲ, ოდესცა ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ზედა და სხლვაჲ მოიწია, რამეთუ მტილი იყო ადგილი იგი საფლავისაჲ მის და ვენაჴი იგი, რომელ დაენერგა, ამისთჳს, რამეთუ თქუა: „მე ვარ ვენაჴი ჭეშმარიტი“.
85. ესე ქუეყანასა ზედა დაენერგა, რაჲთა აღიფხურეს წყევაჲ იგი, რომელ ადამისთჳს იყო.
86. ეკლითა და კუროჲსთავითა დაშჯილ იყო ქუეყანაჲ.
87. აღმოსცენდა ქუეყანით ვენაჴი, რაჲთა აღესრულოს წერილი, ვითარმედ: „ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლჱ ზეცით გამოჩნდა“.
88. და აწ რასა-მე იტყოდის, რომელი-იგი დაფარვად იყო მტილსა მას შინა?
89. „მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელითურთ ჩემით“.
90. და მერმე თქჳს: „მური და ალოჲ ყოველთა თანა სუნელთა“.
91. ხოლო ესე დაფარვისათჳს იტყჳს შებმულად, ვითარცა-იგი სახარებასა იტყჳს: „მოვიდეს საფლავსა მას და მოიღეს, რომელი-იგი დაემზადა საცხებელი“ და „ნიკოდემოს მოიღო მური და ალოჲ“.
92. და მერმე წერილ არს: „ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა“.
93. მწარჱ იგი პირველ ვნებისა ჭამა და ტკბილი იგი – შემდგომად აღდგომისა.
94. და აღრაჲ-დგა, შევიდა კართა ჴსულთა, არამედ მოწაფეთა არა ჰრწმენა: ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ საუცარსა რასმე ხედვიდეს.
95. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: „ჴელი შემახეთ და მიხილეთ“, დაასხენით თითნი სახესა მას სამსჭუალთასა, ვითარცა-იგი ეძიებდა თომა.
96. და, ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და დაკჳრვებულ იყვნეს, ჰრქუა მათ: გაქუს რაჲ ჭამადი?
97. ხოლო მათ მიუპყრეს მას თაფლისაგან გოლი.
98. აწ იხილე, ვითარ-იგი აღესრულა წერილი იგი, ვითარმედ: „ვჭამე პური ჩემი თაფლსა ჩემსა თანა“.
99. არამედ შესლვადმდე კართა ჴსულთა ეძიებდეს მჴნენი იგი დედანი და ეძიებდეს სიძესა მას.
100. და მოვიდეს ნეტარნი საფლავსა მას, სადა ეძიებდეს აღდგომილსა მკუდრეთით, და ცრემლნი მათნი წთოდეს თუალთა მათთაგან.
101. ჯერ-იყო უფროჲსღა სიხარული და მხიარულებაჲ აღდგომილისა მისთჳს მკუდრეთით.
102. მოვიდა მარიამ (ძიებად), ვითარცა იტყჳს სახარებაჲ, და არა პოვა.
103. და მისა შემდგომად ესმა ანგელოზთაგან, ვითარმედ: „აღდგა“, და მერმე იხილა უფალი.
104. წერილ სამე არს ესეცა, რამეთუ იტყჳს ქებასა ქებათასა: „საწოლით ჩემით გამოვეძიებდ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან“.
105. რომელსა ჟამსა?
106. და იტყჳს: სულით ჩემით ღამე გამოვეძიებდ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემან.
107. და იტყჳს: „მოვიდა მარიამ, ვიდრე რიჟურაჟუღა იყო“.
108. „საწოლით ვეძიებდ ღამე, ვეძიებდ მას და არა ვპოვე“.
109. და სახარებასა იტყჳს მარიამ: „აღიღეს უფალი ჩემი და არა უწყი, სადა დადვეს იგი“.
110. ხოლო ანგელოზნი მუნ იყვნეს, რომელნი მარადის კუალს-ადგინებენ უმეცართა, და იტყოდეს იგინი: „რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?“.
111. არა იგი ხოლო აღდგა, არამედ მკუდარნიცა აღმოიყვანნა და აღმოვიდა.
112. ხოლო მარიამს ვერ ეცნობა.
113. იტყჳს, ვითარცა პირისაგან მამისა, ქებაჲ ქებათაჲ ანგელოზთა მათ მიმართ: „ნუუკუე სადა-მე იხილეთ, რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან?“
114. და მცირედ-რე წარვიდა მათგან, ესე იგი არს ანგელოზთაგან ორთა, ვიდრემდის ვპოვე.
115. რომელი-იგი შეიყუარა სულმან ჩემმან, შევიპყარ იგი და არა განუტეო იგი.
116. რამეთუ შემდგომად ხილვისა მის ანგელოზთაჲსა ანგელოზთა უფალი მოვიდა, – იესუ.
117. იტყჳს სახარებაჲ: „აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: „გიხაროდენ!“
118. ხოლო იგინი მირბიოდეს და შეურდეს ფერჴთა მისთა“.
119. „შევიპყარ იგი და არა განუტეო იგი“.
120. და ღათუ უძლურ იყვნეს დედანი იგი ჴორცითა, არამედ მჴნე იყვნეს გონებითა.
121. წყალმან ძლიერმან ვერ დაშრიტოს სიყუარული და არცა მდინარეთა წარღუნენ იგი.
122. მკუდარსა ეძიებდეს და სასოებაჲ იგი აღდგომისაჲ ვერ დაშრტა.
123. მერმე ანგელოზი იგი ეტყჳს მათ: ნუ გეშინინ თქუენ!
124. არა თუ ჩემთჳს გეტყჳ თქუენ, არამედ ერისაგანთა მათგან ნუ გეშინინ, არამედ მათ თქუენდა ეშინოდენ, რაჲთა გამოცდილებითა მით ისწაონ, წამონ და თქუან: „ჭეშმარიტად ძჱ ღმრთისაჲ იყო ესე“, ხოლო თქუენდა არა ჯერ-არს შიში, რამეთუ სრულმან სიყუარულმან გარე-წარჰჴადის შიში“.
125. წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, რამეთუ აღდგა და შემდგომითი შემდგომად, ვითარცა-იგი წერილ არს.
126. ხოლო დედანი იგი წარვიდეს სიხარულით და შიშით.
127. აწ ვიხილოთ ესეცა, თუ წერილვე არს.
128. იტყჳს ფსალუმუნი, რომელი ქრისტჱს ვნებათა მათ მიუთხრობს: „ჰმონეთ უფალსა შიშით და იხარებდით მისა ძრწოლით“.
129. იხარებდით აღდგომილისა მისთჳს უფლისა მკუდრეთით.
130. ძწოლაჲ იგი ძრვისა მისთჳს, რომელ-იგი ელვისა სახედ გამოჩნდა.
131. დაჰბეჭდეს საფლავსა მას მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა პილატჱთურთ, ხოლო დედათა მათ იხილეს, რომელი-იგი აღდგა.
132. და ესე იცოდა ესაია მღდელთ-მოძღუართაჲ მათ უბადრუკებაჲ და დედათა მათ სიმტკიცჱ სარწმუნოებისაჲ და იტყოდა: „დედანი ეგე, რომელნი ხილვით მოხუალთ, მოვედით, რამეთუ არა ერი არს ეგე, რომელსა აქუნ გულისხმის-ყოფაჲ“.
133. მღდელთ-მოძღუარნი უგულისხმონი იქმნნეს და დედანი თჳთმხილველ იქმნნეს.
134. რაჟამს მოვიდეს ერისაგანნი იგი მათა ქალაქსა შინა და უთხრეს მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა, ჰრქუეს მღდელთ-მოძღუართა მათ: „ესრე თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი მოვიდეს ღამე და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა“.
135. კეთილად ვიდრემე იტყჳს ესაია, ვითარცა პირისაგან მათისა, ა˜დ: „მარქუთ ჩუენ და მითხართ ჩუენ სხუაჲ ცთუნებაჲ“.
136. ხოლო აღდგა, რომელი-იგი აღდგომად იყო, და მათ მისცეს ვეცხლი იგი და არწმუნეს ერისაგანთა მათ, ხოლო აწინდელთა მეფეთა ვერ არწმუნონ.
137. მაშინ ერისაგანთა მათ შინა-განსცეს ჭეშმარიტებაჲ ვეცხლისათჳს, ხოლო აწინდელთა მეფეთა ღმრთის-მსახურებითა ვეცხლ-მოძერწულად და ოქრო-მოკოდილად აღაშჱნნეს ეკლესიანი ესე ქრისტჱს აღდგომისათჳს და ოქროჲსადა ვეცხლისა ჭურჭლითა განაშუენეს.
138. „და ღათუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ მას და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ“.
139. მათ სამე არწმუნოთ, ხოლო სოფელსა ვერ არწმუნოთ.
140. რაჲსათჳს, პეტრეღა გამოვიდა საპყრობილით, საშჯელსა მიეცნეს მცველნი იგი და ეგრეცა მცველნი იგი იესუჲსნი არა მიეცნეს საშჯელსა?
141. არამედ იგინი დაისაჯნეს ეროდჱს მიერ, რამეთუ სიტყჳს-გებაჲ ვერ პოვეს უმეცრებით, ხოლო ამათ ჭეშმარიტი, რომელი იხილეს, თქუეს და ესე დამალეს მის ვეცხლისათჳს და მღდელთ-მოძღუართა მათგან განერნეს საშჯელსა.
142. არამედ ჰურიათა ნათესავსა შორის მაშინ სიტყუანი იგი ურწმუნო იქმნეს, ხოლო ყოველსა სოფელსა ჰრწმენა.
143. და რომელთა დამალეს ჭეშმარიტებაჲ, იგინი დაეფარნეს და, რომელთა გამოაცხადეს, გამოჩნდეს ძალითა მაცხოვრისაჲთა.
144. რამეთუ არა ხოლო იგი აღდგა, არამედ მის თანა მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, ვითარცა წინაწარმეტყუელი ოსე იტყჳს: „განმაცხოველნეს ორისა დღისა შემდგომად, მესამესა დღესა აღვდგეთ და ვცხონდეთ წინაშე მისსა“.
145. ხოლო არავე არწმუნებენ წიგნნი ურჩთა ჰურიათა, რამეთუ დაივიწყნეს ყოველნი წიგნნი და აცილობენ აღდგომასა მაცხოვრისასა.
146. კეთილ არს მათა ესრჱთ სიტყჳსა მიგებაჲ: რომლისათჳს ბრალისა ელიაჲსსა და ელისჱსსა მკუდრისა აღდგინებასა იტყჳთ და მაცხოვრისა ჩუენისასა აცილობთ აღდგომასა?
147. რამეთუ აწ არავინ არს მაშინდელთა მათგანი მოწამჱ ცოცხალ, რომელსა-ეგე იტყჳთ, თქუენცა უკუე წარმოადგინენით მოწამენი მაშინდელთა მათთჳს საქმეთა.
148. უკუეთუ იგი წერილ არს, ესეცა წერილვე არს.
149. რაჲსათჳს რომელსამე შეიწყნარებთ და რომელსამე განაგდებთ?
150. ებრაელთა დაწერილი იგი და მოციქულნიცა ყოველნი ებრაელნი იყვნეს.
151. აწ რაჲსათჳს ებრაელთაჲ მათ არა გრწამს?
152. მათე, რომელმან დაწერა სახარებაჲ, ებრაელებრითა ენითა დაწერა იგი და პავლე ქადაგი ებრაელი იყო და ებრაელთაგანი.
153. და მერმე კუალად აქა იჱ˜მს ათხუთმეტნი ეპისკოპოსნი შემდგომითი შემდგომად ებრაელნი დადგეს.
154. აწ რომლისა ბრალისათჳს თქუენსა მას შეიწყნარებთ და ჩუენსა მას განაგდებთ?
155. და ესე თქუენგანთა ებარელთა დაწერილი არს.
156. არამედ, თქუას თუ ვინმე ესე, შესაძლებელ არს რწმუნებად მკუდართა, და რამეთუ აღადგინა ელისე მკუდარი ორგზის – ცოცხალმან და მკუდარმან, და გურწამს ჩუენ, რამეთუ ელისეს მკუდარსა ზ˜ა მკუდარი სხუაჲ მიაგდეს, და შეეხო მას და აღდგა, და ქრისტე მკუედრეთით ვერმცა აღდგაა?
157. არამედ მუნ ელისეს მკუდარი შეეხო და აღდგა იგი აღმდგინებელი ეგრევე მკუდარი ეგო.
158. ხოლო აქა იესუ მკუდრეთით აღდგა და სხუანი მრავალნი მკუდარნი აღადგინნა, რომელნი არა შეეხნეს მას,
159. რამეთუ მრავალნი გუამნი შესუენებულთანი აღდგეს და გამოვიდეს საფლავთაგან შემდგომად აღდგომისა მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა, – ჩას, რამეთუ იჱ˜ლმდ, – და ეჩუენნეს მრავალთა.
160. აღადგინა ელისე მკუდარი, არამედ სოფელი ვერ დაიპყრა.
161. აღადგინა ელიაცა მკუდარი, არამედ არა სახელითა ელიაჲსითა ეშმაკნი იდ(ევ)ნებიან.
162. არათუ ძჳრსა ვიტყჳ წინაწარმეტყუელთათჳს, არმედ უფალსა მათსა უმეტჱსად ვადიდებთ.
163. არცაღა მათსა ვსძაგებთ და ჩუენსა განვაკეთებთ, რამეთუ იგიცა ჩუენივე არს, არამედ მათითა მით ჩუენსა სარწმუნო-ვჰყოფთ.
164. მერმე კუალად იტყჳან, ვითარმედ ახლოდ მკუდარი იგი მაშინ ცხოველისა მისგან აღდგა.
165. აწ მიჩუენეთ ჩუენ, ვითარმედ შესაძლებელ არს მკუდრისაჲ მის მესამესა დღესა აღდგომაჲ.
166. ხოლო ვეძიებთ ესევითარისათჳს წამებასა.
167. და მეწამების ჩუენ ამისთჳს უფალი ჩუენი იესუ ქრისტე სახარებასა შინა და იტყჳს: „ვითარცა-იგი იყო იონა მუცელსა ვეშაპისასა სამ დღე და სამ ღამე.
168. გამო-რაჲ-ვიწულილოთ ჩუენ იონაჲსთჳს მითხრობაჲ, ფრიად მსგავს არს საქმეთა: იესუ მოივლინა მამისაგან სინანულისა ქადაგებად და იონაცა მიივლინა ქადაგებად სინანულისათჳს ნინევედ.
169. არამედ იონა ივლტოდა და არა უწყოდა, რაჲ ყოფად იყო, ხოლო იესუ ნეფსით მოვიდა და მოსცა სინანული იგი ცხორებისაჲ.
170. იონას ეძინა ნავსა მას შინა და ხურინვიდა.
171. და ზღუაჲ იგი განრისხნებოდა.
172. და იესუსცა ეძინა ნავსა შინა და ზღუაჲ იგი იძრვოდა, რაჲთა საცნაურ იყოს მისა შემდგომად ძალი იგი მის მძინარისაჲ.
173. მას ეტყოდეს: „რაჲსა სძე და ჴურინავ?
174. აღდეგ და ევედრებოდე ღმერთსა შენსა, გან-ხოლო-თუ-მარინნეს ჩუენ“.
175. ხოლო აქა ეტყჳან იესუს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ!
176. არამედ იონა ეტყჳს: „აღმიღეთ და შთამაგდეთ ზღუასა ამას და დასცხრეს ღელვაჲ ესე თქუენ ზედა“.
177. ხოლო თავადმან თჳთ შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა და იქმნა დაყუდება დიდ.
178. იგი შევიდა მუცელსა ვეშაპისასა, ხოლო ესე ნეფსით შევიდა საცნაურსა ვეშაპსა – სიკუდილისა მუცელსა, რაჲთა წარმოსთხინეს სიკუდილმან, რომელნი შთაეთქნეს, ვითარცა წერილ არს: „ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა და სიკუდილისათა ვიჴსნენით“.
179. აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ.
180. რომელი არს უძლიერჱს: კაცისა დაფლულისაჲ ქუეყანით აღდგომაჲ, ანუ კაცისაჲ მუცელსა ვეშაპისასა და ეგოდენსა მას მჴურვალებასა მჴეცისასა შესლვაჲ და არა დალპოლვაჲ?
181. ვინ-მე არა იცის კაცთაგანმან, რამეთუ ესოდენ არს მჴურვალებაჲ მუცლსაჲ, ვითარმედ ძუალიცა შთათქმული და-ვე-დნის?
182. ვითარ უკუე იონა სამ დღე იყო მუცესა ვეშაპისასა და არა დალპა?
183. ანუ ვითარ, რომელი-იგი ბუნებისა მის ყოველთა კაცთაგანისაჲ იყო, რომელნი თჳნიერად ამის აერისა ვერ შემძლებელ არიან ცხორებად, და იგინი თჳნიერ აერისა ამის სულ-უკუნუღებელად ცხონდა?
184. არამედ სიტყუას-გჳგებენ ჰურიანი და იტყჳან, ვითარმედ: თანა-შთაჰყვა იონას ძალი ღმრთისაჲ.
185. და აწ მონასა თჳსსა შთააყვანებს ძალსა და მოსცემს ცხორებასა უფალი, და იგი თჳთ თავადი თავსა თჳსსა ვერ-მე შემძლებელ არსა მასვე მოცემად?
186. უკუეთუ იგი სარწმუნო არს, ესეცა სარწმუნო არს და, თუ ესე არა სარწმუნო არს, იგიცა არა სარწმუნო არს.
187. ხოლო ჩემდა ორივე იგი სარწმუნო არს: მრწამს, რამეთუ იონაცა დაიცვა, რამეთუ ყოველივე შესაძლებელ არს ღმრთისა მიერ.
188. და ესეცა მრწამს, რამეთუ ქრისტე მკუდრეთით აღდგა, რამეთუ მრავალი წამებაჲ მაქუს ამისთჳს საღმრთოთაგანთა ვიდრე დღენდელად დღედმდე საქმეთა მათგან მის მკუდრეთით აღდგომილისათა, რომელ-იგი მარტოჲ შთაჴდა ჯოჯოხეთა და მრავალთა თანა აღმოვიდა.
189. „რამეთუ შთავიდა სიკუდილი და მრავალნი წმიდათა შესუენებულთანი თანა-აღადგინნა“.
190. განჰკრთა სიკუდილი, რაჟამს იხილა ახალი ვინმე და უცხოჲ, შთამავალი ჯ˜ჯხთ, და საკრველითა მით თჳსითა ვერ დააყენა.
191. რაჲსათჳს, ჵ, მეკარენო ჯოჯოხეთისანო, ესე იხილეთ და შესძრწუნდით?
192. ვინ არს ეგე, რ˜ნ შეგიპყრნა თქუენ უჩუეველმან შიშმან?
193. შეძრწუნდა სიკუდიდ და სივლტოლასა შიში იგი ამხილებდა.
194. მირბიოდეს მისა წმიდანი წინაწარმეტყუელნი, მოსე შჯულის-მდებელი, აბრაამ, ისაკ და იაკობ, დავით და სამოველ, ესაია და იოვანე ნათლის-მცემელი, რომელი იტყოდა და წამებდა: „შენ ხარ მომავალი იგი ანუ სხუასა მოველოდით?“
195. იჴსნებოდეს ყოველნი მართალნი, რომელნი შთაეთქნეს სიკუდილსა, რამეთუ შეჰგვანდა ქადაგებულსა მას მეუფესა ჴსნაჲ კეთილთა მათ ქადაგთაჲ.
196. მაშინ თითოეულად წმიდანი იგი იტყოდეს: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი?
197. სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“
198. რამეთუ მიჴსნნა ჩუენ ძლევის-მყოფელმან.
199. ამასვე სახესა მჴსნელისა ჩუენისასა აღასრულებდა იონა წინაწარმეტყუელი მუცელსა შიდა ჯოჯოხეთისასა, ილოცვიდა და იტყოდა: „ღაღად-ვყავ უფლისა მიმართ ჭირსა ჩემსა“ და ამისა შემდგომად იტყჳს: მუცლით გამო ჯოჯოხეთისა გესმა ჴმაჲ ჩემი: „და იყო იგი მუცელსა ვეშაპისასა“.
200. და ღათუ მუცელსა ვეშაპისასა იყო, ჯ˜ჯხთსვე შიდა იტყჳს თავსა თჳსსა, რამეთუ სახჱ იყო ქრისტჱსი, რომელსა-იგი ეგულებოდა შთასლვაჲ ჯოჯოხეთა.
201. და მცირედ-რე შემდგომად იტყჳს და უბრწყინვალჱსად წინაწარმეტყუელებს: „შთაჴდა თავი ჩემი ნაპრალსა მთათასა“.
202. და მუცელსა რაჲ-მე ვეშაპისასა ხარ?
203. რომელნი მთანი არიან გარემოჲს შენსა?
204. და იტყჳს, რამეთუ სახჱ მაქჳს მე, რომელი-იგი გამოკუეთილსა მას კლდისაგან საფლავსა დადებად არს.
205. ზღუასა შინა იყო იონა და იტყჳს: „შთავჴედი მე ქუეყანად“, რამეთუ სახჱ აქუნდა ქრისტჱსი, რომელი-იგი შთაჴდა გულსა ქუეყანისასა.
206. და წინაწარმეტყუელი ხედვიდა ჰურიათასა მას, რომელთა-იგი დააჯერეს ერისაგანთა მათ ტყუვილი და ეტყოდეს: „ესრე თქუთ, ვითარმედ წარიპარეს იგი“.
207. მცველთა მათ ამაოთა და ცრუთა წყალობაჲ მათი დაუტევეს, რამეთუ მოვიდა მწყალობელი იგი მათი, ჯუარს-ეცუა და აღდგა და მისცნა სისხლნი თჳსნი პატიოსანნი ჰურიათათჳს და წარმართთა.
208. და იგინი იტყოდეს: „ესრე თქუთ, ვითარმედ წარიპარეს იგი“.
209. მცველნი იგი იტყოდეს ამაოსა და ცრუვსა.
210. ხოლო აღდგომისათჳს ესაია ესრე იტყჳს: „რომელმან აღმოიყვანნა ქუეყანით მწყემსი იგი ცხოვართაჲ?“
211. და ამას თანა შესძინა, ვითარმედ: „მწყემსი დიდი“, რაჲთა არა წინაჲსწარ ყოფილთა მწყემსთა საგონებელ იყოს.
212. და აწ, რამეთუ გუქონან ჩუენ წინაწარმეტყუელნი, სარწმუნოებაჲ ჩუენ შორის იყავნ და დაეცნედ, რომელნი-იგი დაეცემიედ უმეცრებით, რამეთუ ჰნებავს.
213. ხოლო შენ ზედა-სდგა კლდესა მას სარწმუნოებისასა აღდგომისათჳს.
214. ნუუკუე მწვალებელმან მან ვინმე გაცთუნოს გმობად აღდგომისათჳს, რამეთუ დღენდელად დღედმდე მანიქეოზნი იტყჳან, ვითარმედ საუცრად და არა ჭეშმარიტად იყო აღდგომაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ.
215. არა ისმინეს პავლჱსი, ვითარ-იგი მისწერს: „რომელი იყო თესლისაგან დავითისი ჴორციელად“.
216. და ამისა შემდგომად იტყჳს: „აღდგომითა მით მკუდრეთით უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა“.
217. და მერმე კუალად ეტყჳს მათ: ნუ იტყჳ გულსა შენსა;
218. ვინ აღვიდა ცად?
219. და ამისა შემდგომად იტყჳს: ვინ შთაჴდა უფსკრულად?
220. ესე იგი არს ქრისტჱსი მკუდრეთით აღმოყვანებაჲ.
221. და ეგრევე მსგავასდ განკრძალულად მისწერს სხუასა ადგილსა, ვითარმედ: მოიჴსენეთ იესუ ქრისტჱ, აღდგომილი მკუდრეთით.
222. და მერმე კუალად იტყჳს: უკუეთუ ქრუსტჱ არა აღდგომილ არს, ცუდად არს ქადაგებაჲ ესე ჩუენი და ცუდად არს სარწმუნოებაჲ თქუენი, და ვიპოვენით ცრუვ მოწამე ღმრთისა, რამეთუ ვწამეთ ღმრთისა, რამეთუ აღადგინა ქრისტჱ, რომელი-იგი არა აღადგინაო, უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ.
223. არამედ შემდგომად იტყჳს, ვითარმედ: აწ ქრისტჱ აღდგომილ არს, პირველი იგი ნაყოფი შესუენებულთაჲ, და ეჩუენა კეფას და მერმე ათორმეტთა მათ.
224. უკუეთუ ერთისა მოწამისაჲ არა გრწამს, გქონან ათორმეტნი მოწაფენი.
225. მერმე ეჩუენა ხუთა თასისა ძმ/ამათა ერთ გზის.
226. უკუეთუ ათერთმეტთაჲ მათ არა გრწამს, ხუთ ათასთაჲ გრწმენინ!
227. მერმე ეჩუენა იაკობსა, ძმასა მას თჳსსა, ხოლო ეპისკოპოსსა პირველსა ამის ქალაქისასა.
228. ესოდენთა ეპისკოპოსთა პირველ-სახემან იხილა ქრისტჱ აღდგომილი და შენცა, მოწაფჱ ეგე მისი, ნუ ურწმუნო იქმნები.
229. არამედ, ვინ უწყის, სთქუა, ვითარმედ თჳსობით ეწამების იაკობი.
230. არამედ მერმე ეჩუენა პავლეს მტერსა.
231. აწ ვითარ აცილობთ მტერისა მიერ წამებისა ქადაგებულსა?
232. რომელი-იგი პირველ მდევარ ვი(ყავ), აწ ვახარებ აღდგომასა.
233. აწ მოწამე არიან აღდგომისათჳს მაცხოვრისა იგი ღამჱ და ყოველი იგი ნათელი მთოვარისაჲ, რამეთუ მეათორმეტჱ იყო რიცხჳ მთოვარისაჲ მის.
234. და ლოდი იგი წინაშე პირისპირ დაუდგეს ჰურიათა მათ..., რამეთუ მან იხილა პირველად უფალი, და ლოდი იგი, რომელ გარდაეგორვა საფლავისა მისგან, იგი წამებს ვ˜დ, დღენდელად დღედმდე მდებარჱ, და ანგელოზნი, რომელნი მუნ დგეს, წამებს აღდგომაჲ მხოლოდ-შობილისაჲ.
235. პეტრე და იოვანე, თომა და ყოველნი მოციქულნი, რომელნიმე საფლავად მირბიოდეს და ტილონი იგი საფლავისანი ისხნეს შეკეცილნი მუნ შემდგომად აღდგომისა.
236. და რომელნიმე ჴელთა და ფერჴთა მისთა შეახებდეს და სახენი სამშჭუალთანი იხილნეს, და ყოველთავე ერთბამად ცხორებისაჲ იგი სულისაჲ იგი შთაბერვაჲ მიიღეს.
237. მოტევებასა ცოდვათასა ძალითა მით სულისა წმიდისაჲთა ღირს იქმნეს დედანი იგი, რომელნი ფერჴთა შეურდეს და რომელთა ძრვისაჲ მის სიმდიდრჱ და ანგელოზისაჲ მის გარდამოსლვისაჲ ზეცით ბრწყინვალებაჲ იხილეს.
238. და ტილონი, რომელ შეემოსნეს, აღ-რაჲ-დგა, დაუტევნა და ერისაგანნი იგი და ვეცხლი იგი, რომელ მისცეს მათ.
239. ადგილი ესე და წმიდისა ამის ეკელესიისა ესე ტაძარი, რომელი ქრისტჱს მოყუარებისა გულს-მოდგინებისა ჴსენებად ნეტარმან კონსტანტინე მეფემან აღაშჱნა, წამებს აღდგომასა ქრისტჱსსა, რომელ-იგი სახელითა მისითა მკუდრეთით აღდგა ტაბითა.
240. ვითარ უკუე არა სარწმუნო იყოს ქრისტჱ მკუდრეთით აღდგომილიცა, და ღათუ სახელიცა მისი მკუდართა აღადგინებს?
241. მოწამე არს აღდგომასა ქრისტჱსსა ზღუაჲცა იგი, ვითარცა პირველად გასმიეს;
242. მოწამე არს თევზთაჲცა იგი ნადირობ(აჲ) და ნაკუერცხალი იგი და მას ზედა თევზი მდებარჱ;
243. მოწამე არს პეტრეცა, რომელმან-იგი პირველ უვარ-ყო ორგზის და მესამესა აღიარა და მეტყუელთაჲ მათ ცხოვართაჲ მწყსად ბრძანებაჲ მოიღო.
244. რომელი-იგი ელეონით ღრუბლითა აღმაღლდა და აჩუენებს დღენდელად დღედმდე ზეცად აღსლვისა ბჭეთა, ბეთლემს ზეცით გარდამოჴდა, ხოლო ელეონით მთით აღმაღლდა მიერ ზეცით.
245. ღუაწლსა მას იწყო და ამიერ ღუაწლთა მათთჳს გჳრგჳნოსან იქმნა.
246. აწ უკუე მრავალნი გქონან მოწამენი აღდგომისანი.
247. გაქუს ადგილიცა ესე, რომელსა შინა ვდგათ, და აღმოსავალით კერძო ადგილი იგი ამაღლებისაჲ.
248. გქონან მოწამეთ, რომელთა-იგი მუნ წამეს მაშინ ანგელოზთა, და ღრუბელი იგი, რომელსა შევიდა, და მოწაფენი, რომელ გარდამო(ვიდ)ეს მიერ, და წესი იგი მოძღურებისაჲ მის სარწმუნოებისაჲ ბრძანება-სცეს და სიტყუად ამაღლებისა მისთჳს.
249. და მადლმან ღმრთისამან ჯერ-იჩინა, რაჲთა სრულიად გესმეს შენ ჩუენგან მსგავსად ჩუენისა ამის უძლურებისა.
250. გუშინდელსა მას დღესა კჳრიაკესა მოღუაწებითა ღმრთისა მადლითა კრებასა მას საკითხავთაგან შემდგომითი შემდგომად ზეცად ამაღლებისათჳს მაცხოვრისა ჩუენისა, რომელ წერილ არიან, ითქუმოდეს საკითხავნი იგი ყოველთათჳს მორწმუნეთა სიმართლისა და უმეტჱს ხოლო შენთჳს.
251. და საძიებელ არს, უკუეთუ ხ~ერჩდე თქუმულთა ამათ.
252. ესე უწყი, რამეთუ წესი იგი სარწმუნოებისაჲ გასწავებს შენ, რაჲთა გრწმენეს აღდგომილი მკუდრეთით მესამესა დღესა და რომელი-იგი ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა.
253. ვითარ ვჰგონებ, გეჴსენოს შენ თქუმული იგი.
254. ხოლო აწცა მო-ვე-გაჴსენო შენ სიტყუაჲ იგი და გეჴსენენ შენ განცხადებულად თქუმული იგი ფსალმუნთა შინა: „აღმაღლდა ღმერთი ღაღადებითა“.
255. მოიჴსენე, ვითარ-იგი ერნი ცათანი ურთიერთას იტყოდეს: „აღახუენით ბჭენი თქუენნი, მთავარნო, და განეხუნენ ბჭენი საუკუნენი და შევიდეს მეუფჱ დიდებისაჲ“.
256. და სხუასა ადგილსა იტყჳს: „აჴედ სიმაღლესა და წარმოტყუენე ტყუჱ“.
257. მოიჴსენე წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: რომელი აღაშჱნებს ზეცად აღსავალსა თჳსსა და სხუანი იგი სიტყუანი, რომელნი გუშინ ითქუნეს ჰურიათა სიტყჳს-გებისათჳს, რაჟამს ვერ შესაძლებელად სიტუას-გიგებდენ მაცხოვრისა აღმაღლებისათჳს.
258. მოიჴსენე ამბაკუმისთჳს მიცვალებისა იგი თქუმული: უკუეთუ ამბაკუმ ანგელოზისაგან აღიტაცა და მიიცვალა, რავდენ უფროჲს წინაწარმეტყუელთა და ანგელოზთა უფალი, რომელი მთით ელეონით ღრუბლითა შევიდა და თჳსითა ძალითა გზა-უყო ზეცად აღსლვად.
259. რამეთუ უძლიერჱს არს მსგასებაჲ იგი, მოიჴსენე საკჳრველებათაჲ მათ, ხოლო უმეტჱსობაჲ იგი უჩემე უფალსა საკჳრველთ-მოქმედსა, რამეთუ იგინი აღიტაცნეს, ხოლო ამას უტჳრთავს ყოველი.
260. მოიჴსენე, რამეთუ ენუქი მიიცვალა, ხოლო იგი ამაღლდა.
261. მოიჴსენე გიშინდელი იგი ელიაჲთჳს საკითხავი, რამეთუ ელია ეტლითა ცეცხლისაჲთა აღიტაცა, ხოლო, ეტლნი ქრისტჱსნი ბევრწილ არიან და ათასეულნი წარჰმართებენ მას.
262. და ელია ამაღლდა აღმოსავალით იორდანესა, ხოლო იესუ – აღმოსავალით ჴევსა მას ნაძუთასა.
263. და რამეთუ ელია თქუა მრჩობლი იგი სული მიცემად მოწაფესა თჳსსა, ხოლო ქრისტემან ესოდენ მიჰმადლა მოწაფეთა სული, არა ხოლო თუ რაჲთა მათ აქუნდეს თავისა თჳსისა, არამედ დადებითა ჴელთა მათთაჲთა ზიარებასა მისცემდეს მორწმუნეთა მათ.
264. და რაჟამს ესრე ჰურიათა მათ ბრძოლა-სცემ და მსგავსებითა ესევითარითა სძლო, მერმე მოვედ გარდამატებულსა მას მაცხოვრისა დიდებასა, რამეთუ იგინი მონანი იყვნეს, ხოლო ესე ძჱ არს ღმრთისაჲ.
265. და რაჟამს გარდამეტებული იგი მოიჴსენო, გულისხმა-ყავ, რამეთუ პავლე, მონაჲ ქრისტჱსი, აღიტაცა ვიდრე მესამედ ცადმდე.
266. და ღათუ ელია პირველადმდე შეიწია, ხოლო პავლე – მესამედ ცადმდე, რამეთუ უდიდჱსსა მიიწია პატივსა.
267. ნუუკუე სირცხჳლ გიჩნდენ მოციქულნი იგი ჩუენნი: არა უმცირჱს არიან მოსჱსა, არა უნაკლულევანჱს წინაწარმეტყუელთა, არამედ – კეთილ კეთილთა თანა და კეთილთა უკეთჱს.
268. ელი[ა] სამეცა აღიტაცა, ხოლო პეტრეს კლიტენი ჰქონან ცათა სასუფეველისა[ნი] და ბრძანებაჲ აქუს, ვითარმედ: „რომელი განჰჴსნე ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს ცათა შინა“.
269. ელია ცად ხოლო აღიტაცა, ხოლო პავლე – ცადცა და სამოთხედცა.
270. შეჰგავს მოწაფეთა იესუსთა, რაჲთა ფრიად უმეტჱს მოიღონ მადლი.
271. და ესმა უთქუმელი სიტყუაჲ, რომელი-იგი არა ჯერ-არს კაცთა სიტყუად,
272. და კუალად გარდამოჴდა ზეცით პავლე: არა თუ არა ღირს იყო ზეცისა მყოფებასა, არამედ რაჲთა იხილოს უმეტჱს კაცთა და პატიოსნად გარდამოჴდეს და ქრისტჱ ქადაგოს და მისთჳს მოკუდეს და მოიღოს მარტჳრობისაცა გჳრგჳნი.
273. დაუტეო სხუაჲ იგი აწ შესაქმისაჲ მისთჳს, რომელ-იგი კჳრიაკისა კრებასა ითქუნეს, ხოლო გონიერთა მათ მსმენელთა კმა-არს მოჴსენებაჲ იგი.
274. ხოლო გეჴსენედ თქუმულნიცა იგი მრავალ გზის ჩემ მიერ მარჯუენით მა(მი)სა დაჯდომისა მისთჳს ძისა, სარწმუნოებისა მისთჳს წესისა, რამეთუ თქჳს, ვითარმედ: „აღმაღლდა იგი ზეცად და დაჯდა იგი მარჯუენით მამისა“.
275. ხოლო საყდრისასა მას სახესა არა ჩუენი არს გამოძიებაჲ, რამეთუ ვერ მისაწუდომელ არს.
276. ნუცა თავს-იდებთ მათსა, რომელნი-იგი იტყჳან ბოროტად, ვითარმედ: შემდგომად ჯუარ-ცუმისა და აღდგომისა და ამაღლებისა – მიერითგანღა იწყო მარჯუენით მამისა ჯდომაჲ ძემანო.
277. არათუ მერმე წარმოჩინებით უპყრიან მას საყდარნი, არამედ ვინაჲთგანცა არს, ხოლო არს იგი მარადის, იშვა მამისაგან და მის თანა ზის.
278. და საყდარნი ესე ჴორციელად მოსლვადმდე მაცხოვრისა იხილნა ესაია წინაწარმეტყუელმან და იტყჳს: „ვიხილე მე უფალი, საყდართა ზედა მჯდომარჱ მაღალთა და აღმატებულთა“ და შემდგომი ამისი.
279. მამაჲ არავინ იხილა, ხოლო რომელი-იგი წინაწარმეტყუელმან იხილა მაშინ, ძჱ იყო.
280. (და მერმე) ფსალმუნი იტ(ყჳს: „გ)ანმზადებულ არს (საყ)დარი შენი საუკუნით(გან), და უკუნისამდე შენ ხარ“ და მრავალ არიან წამებანი შენნი, ხოლო ჟამისა ამისთჳს ფ˜დი წამებულ არს, კმა-არს ესე ჩუენდა.
281. და აწ მცირედ მოვიჴსენოთ მრავლისა მისგანი მარჯუენით მამისა ჯდომისა ძისათჳს, რამეთუ ას და მეცხრე ფსალმუნი განცხადებულად იტყჳს: „ჰრქუა უმალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
282. დაამტკიცებს სიტყუასა ამას მაცხოვრისასა სახარებასა შინა, რამეთუ დავით ამას არა თავით თჳსით იტყოდა, არამედ გულისხმის-ყოფითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდა:
283. „ვითარ უკუე დავით უფლით უწესს მას და იტყჳს: „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა“ და შემდგომი ამისი.
284. და საქმესა მოციქულთასა დღეთა მარტჳრიისათა აღდგა პეტრე ათერთმეტითურთ და (ისრაჱლ)სა ეტყოდა მისვე ას და მეცხრისა ფსალმუნისა წამებისა მოჴსენებასა.
285. მოვიჴსენოთ სხუაჲცა წამებაჲ მარჯუენით დაჯდომისათჳს ძისა, რამეთუ მათჱს თავსა სახარებასა წერილ არს, ვითარმედ: „გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილოთ ძჱ კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარჱ ძლიერებასა“.
286. და ვითარცა იგი იტყჳს, შემდგომად ამისავე მსგავსად მოციქული პეტრე მისწერს და იტყჳს: „აღდგომითა მით მკუდრეთით იესუ ქრისტჱსითა, რომელი-იგი ზის მარჯუენით ღმრთისა“, ამაღლებული ზეცად.
287. ხოლო მოციქული პავლე ჰრომელთა მისწერს და იტყჳს: „ქრისტჱ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა, რომელი არს მარჯუენით მამისა“.
288. და ეფესელთასა მისწერს და იტყჳს: „შეწევნითა მით სიმტკიცისა ძლიერებისა მისისაჲთა, რომელ-იგი ქმნა ქრისტჱს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და დასუა იგი მარჯუენით თავისა თჳსისა“.
289. ხოლო კოლასელთა მიმართ ასწავებს: „უკუეთუ ქრისტჱს თანა ასდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარჱ“.
290. და ებრაელთა მიმართ იტყჳს, ვითარმედ: „ყო განწმედაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ და დაჯდა იგი სიმდიდრესა მაღალთა შინა“.
291. და მერმე იტყჳს: „ოდეს სადა ვის ჰრქუა ანგელოზთაგანსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა“.
292. მერმე იტყჳს: „თავადმან ერთგზის ცოდვათა ჩუენთათჳს შეწირა მსხუერპლი სამარადისოდ და დაჯდა მარჯუენით მამისა.
293. მიერითგან მოელის, ვიდრემდის დაისხნენ მტერნი მისნი ქუეშე ფერჴა მისთა“.
294. მერმე იტყჳს: „ხედევდით სარწმუნოებისა წინამძღუარსა და აღმასრულებელსა იესუს, რომელმან-იგი წინაჲსწარ განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა“.
295. და სხუანიცა წამებანი არიან მარჯუენით ჯდომისათჳს მხოლოდ-შობილისა, ხოლო ჩუენდა კმა-არს ესოდენიცა ესე აწ.
296. და კუალად მერმე იგივე მოჴსენებაჲ ვყოთ, ვითარმედ არა ხოლო შემდგომად ჴორციელად მოსლვისა მარჯუენით ჯდომისაჲ აქუნდა პატივი, არამედ უწინარჱს ყოველთა საუკუნეთა მხოლოდ-შობილსა ძესა ღმრთისასა.
297. ხოლო უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელი გარდამოჴდა და აღჴდა მარჯუენით მამისა, სამარადისოდ უპყრიან საყდარნი და მამისა თანა ზის.
298. მან დაიცვენინ სულნი თქუენნი შეურყეველად და უქცეველად, სასოებაჲ თქუენი აღდგომილისა მის მიმართ მკუდრეთით, დაგმარხენინ და აღგადგინენინ თქუენ მკუდრებისა მაგისგან ცოდვათა თქუენთაჲსა,
299. ზეცისათა მათ ნიჭთა მისთა ღირს-გყვენინ თქუენ აღტაცებად ღრუბლითა უფლისა აერთა ზედა ჟამსა მას შეწყნარებისასა და მოსლვადმდე ჟამისა მის მეორედ მოსლვისა მისისა დიდებით.
300. დაწერენ სახელი თქუენ ყოველთაჲ წიგნსა მას ცხოველთასა, დაწერენ და ნუღარამცა აჰჴოცნ, რამეთუ მრავალთაჲ აღიჴოცოს შეცოდებულთაჲ, და მოგეცინ ყოველთა სარწმუნოებაჲ აღდგომილისა მის მიმართ და მოლოდებაჲ ამაღლებულისა მის და მერმე მომავალსა არა ქუეყანით.
301. ეკრძალე თავსა შენსა, კაცო, მათგან რომელნი-იგი მომავალ არიან მაცთურნი, არამედ მას მოელოდეთ, რომელი-იგი ზეცათა შინა მამისა თანა ზის და ჩუენ შორის არს, რამეთუ თითოეულისა წესსა ხედავს და სიმტკიცესა სარწმუნოვებისასა.
302. ნუუკუე ჴორცითა აწ არა აქა არს, მის გამო ჰგონებდე სულითაცა არა აქა ყოფასა, არამედ შენ შორის დგას აქა და ესმის მისთჳს თქუმული ესე და ხედავს შენ შორის ცნობილსა მას და განიკითხავს გულსა და თირკუმელთა,
303. და აწ განმზადებულ არს თქუენ ყოველთა წარდგინებად მამისა და თქუმად: „აჰა ესერა მე და ყმანი ჩემნი, რომელნი მომცნა ღმერმან“.
304. რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი მამისა და ძისა და სულისა წმიდისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.