მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული მელეტი ეპისკოპოსისაჲ დაბეჭდჳსათჳს საფლავისა
2. ვითარცა ჯუარს-ეცუა უფალი ჩუენი მტერთაგან მისთა და დაეფლა თჳსთა მათ საყუარელთაგან, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოვიდეს პილატჱსა და ჰრქუეს მას: მოვიჴსენეთ მისი.
3. რაჲ-მე მოიჴსენეთ და რაჲ არს, რამეთუ მოიჴსენეთ?
4. ჰრქუეს: მოვიჴსენეთ, რამეთუ იტყოდა იგი, მაცთუნებელი, ვიდრე არღა მომკუდარ იყო, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო.
5. იგი ხოლო გესმაა მისგან, ჵ, მღდელნო, ანუ სხუაჲცა რაჲ გასმიეს?
6. უკუეთუ ეგე ხოლო გასმიეს, კეთილად ჰყოთ, რაჲთა დაიცვეთ საფლავი იგი.
7. უკუეთუ იგიცა თქუა, რომელ იქმნეს, განცხადებულ არს.
8. უკუეუთუ, რაჲ-იგი ვნებათა მათთჳს თქუა და აღესრულა, ეგრეცა აღდგომისა მისისათჳს ყოფად არს, ვითარცა წინაჲსწარ თქუა, და, თუ არა, იქმნეს, რომელ-იგი ვნებათათჳს თქუა.
9. უკუეთუ კეთილად ჰყოთ, და-თუ-იცვეთ სამარჱ იგი, რაჲთა არავინ წარიპაროს.
10. უკუეთუ მრავალი იგი, რომელ ვნებათათჳს თქუა და აღესრულა, განცხადებლ არს, რამეთუ ერთი იგიცა, რომელ აღდგომისათჳს თქუა, არა ტყუვილი იყოს.
11. ჵ ურწმუნოებაჲ მღდელთაჲ მათ!
12. შემდგომად ეგოდენთა წინაჲსწარ თქუმულთა მათ სიტყუათა აღსრულებულთა და მერმე მაცთურით ხადით მას და ადგომასა მას ჴორცთასა ორგულებით სწვალებთ.
13. რომელმან დააბნელა წინაშე ყოვლისა სოფლისა ნათელი მზისაჲ და ვერვინ დააყენა, რომელმან გამოიყვანნა მკუდარნი იგი ჯოჯოხეთით და სიკუდილმან და ჯოჯოხეთმან ვერ შეუძლეს დაყენებად,
14. უბადრუკთა მათ მტარვალთა ვითარ-მემცა შეუძლეს დაყენებად ჴორცთა მისთა სამარისა მისგან ანუ ვითარმცა ჴელ-იწიფეს და არა გამოსცნეს ჴორცნი იგი მისნი?
15. ვინ მოიყვანნა მღდელნი იგი სირცხჳლსა მას კრძალვისასა, რომელი არავისა ბრძანებულ იყო, რომელნი შედგეს ყუედრებისასა მას სირცხჳლსა?
16. უკუეთუმცა დადუმებულ იყვნეს და არარაჲმცა ეთქუა აღდგომისა მისთჳს, და ღათუ აღდგომაჲ იგი ყოფადვე იყო, მათ ქრთამი იგი ღათუმცა არა ღუარეს და სირცხჳლსა მისთჳს, რომელ დაჰრცხუენა მტარვალთა მათგან, არამცა შემთხუეულ იყო.
17. მისცეს ქრთამი პირველად ჯრ˜ცმისა მისთჳს.
18. მისცეს შემდგომადცა ქრთამი, რაჲთა აცილონ აღდგომასა, და ჰრქუეს: ბრძანე დაცვად სამარისა მის, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი და წარიპარონ ღამე და განთქუან ერსა შორის, ვითარმედ აღდგა მკუდრეთით, და იყოს საცთური იგი უძჳრჱს პირველისა.
19. მო-ღა რაჲ არს პირველი იგი საცთური, ჵ, ანა და კაიაფა?
20. ჴბოჲსა საქმჱ გიბრძანა თქუენ ანუ კერპთა ოთხ-პირთა აღმართებაჲ?
21. ღმერთთა მრავალთა გიქადაგებდა ანუ მამათა მათ თქუენთა წესსა გარდაგიცვალებდა?
22. მკუდრისა აღდგომაჲ თქუა და არა აღგიდგინაა?
23. ანუ სასწაულისა რაჲს ჩუენების აღგითქუა და არა გიჩუენაა?
24. კეთროვანთა განწმედაჲ თავს-იდვა და არა განწმიდაა?
25. ანუ ბრმათა ახილვაჲ იქადა და არა აღუხილნაა?
26. უკუეთუ, რომელი-იგი თქუა და იქმნა და რომელსა-იგი გახარებდა, საქმითურთ აღასრულა, და რაჲ არს პირველი იგი საცთური, რომელ სთქუთ?
27. უკუეთუ, რომელ-იგი თქუა, ვითარმედ ძჱ ვარ ღმრთისაჲ, და ამით შეგაცთუნნა თქუენ, საქმენიღა იხილენით, კაცისანი არიან ანუ ღმრთისანი.
28. უკუეთუ საქმენი იგი არა კაცისანი არიან, უკუე განცხადებულ არს, რამეთუ ღმერთი იყო და ძჱ ღმრთისაჲ.
29. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი, რამეთუ აღჰმატებდეს სირცხჳლსა მას, უფროჲს განეკრძალებოდეს დაცვად სამარისა მის, რამეთუ იხილეს,
30. ვითარმედ აღმოკუეთით არს კლდესა შინა და არავინაჲ საზაკუველ არს, გულს-მოდგინედ სცვიდეს კართა მათ სამარისათა და მცველნი იგი კარსა მას თანა სამარისასა შეჰბეჭდნეს,
31. რაჲთა, გამო-თუ ვინმე-იპარვიდეს მკუდარსა მას, ვითარ იყოს ანუ თუ პირელად მცველნი იგი ვინ გამოიპარნეს.
32. დიდი იგი კრძალვაჲ, რომლითა-იგი სცვიდეს ჰურიანი, შეტყუებით განაქიქებს მარკიონთა მათ.
33. უკუეთუმცა არა ჭეშმარიტად იყო მკუდარი სამარესა მას, არამცა ეგოდენ-რაჲ განეკრძალნეს დაცვად სამარისა მის,
34. არამედ, ვითარცა-იგი განმზადეს ჯ˜რის მცუმელთა მათ წინაჲსწარ მის დღისა სამშჭუალნი იგი და ძმარი და ლერწამი იგი და ღრუბელი, რომლითა ტანჯნეს ჴორცნი იგი უფლისანი, ეგრევე მსგავსად მისა კუალად გაჰმზადეს მღდელთ-მოძღუართა მათ დასი იგი ერისაჲ,
35. მცველნი და ბეჭედი და ბრძანებითა პილატჱსითა მივიდეს სამარესა მას და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას ბეჭდითა დასისაჲთა და მცველნი იგი განაწესნეს ზედა სამარესა მას, ხოლო იგინი წარვიდეს სახიდ თჳსა,
36. რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული: მიიქცენ მუნქუესვე სირცხჳლეულნი, რომელნი იტყოდეს გულითა მათითა: (ვ)აშა, ვაშა!
37. ხოლო დაბეჭდვისა მისისათჳს სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს ქებათასა შინა, ვითარმედ: მტილი დაჴსული ანუ წყაროჲ დაბეჭდული.
38. ვინ არს მტილი დაჴსული ანუ წყაროჲ დაბეჭდული?
39. რამეთუ მტილი იყო ადგილი იგი, სადა უფალი ჩუენი ჯუარს-ეცუა.
40. ეგრევე-სახედ სამარჱცა იგი მტილსავე მას შინა, სადაცა იოსებ დადვა გუამი იგი უფლისაჲ, დაჴსა კარი საფლავისაჲ მის ლოდითა მით დიდითა.
41. ხოლო წყაროჲ დაბეჭდული, რომელსა ჰურიათა დაჰბეჭდეს, რომლისათჳს იტყჳს: შენგან არს წყაროჲ ცხორებისაჲ და ნათლითა შენითა ვიხილეთ ჩუენ ნათელი, რომლისა შუენის დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.