მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. დიდსა შაბათსაღა განთენებოდის, საკითხავი ესე
2. თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ, დაბეჭდვისათჳს საფლავისა და საკითხავი მათჱს თავისაჲ
3. ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მდელთ-მოძღუარნი და ფარისეველნი იგი და ეტყ[ოდეს] პილატეს: მოგუეჴსენა ჩუენ, რამეთუ მაცთურმან მან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო.
4. აწ ბრძანე დაკრძალვაჲ საფლავისაჲ მის ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ და თქუან, ვითარმედ აღდგა.
5. და იყოს უკუანაჲსკნელი უძჳრეს პირველისა და შემდგომი ამისი.
6. სადავე ცთომაჲ იგი თჳთ შევარდების, საყუარელნო?
7. აწ შეჰგვანდა დაჯერებაჲ, რამეთუ მოკუდა და დაეფლა და აღდგა, და ესე ყოველი მტერთათჳს იქმნებოდა.
8. ხედევდით მათთა მათ სიტყუათა, ვითარ ყოვლად წამება არიან.
9. მოგუეჴსენაო, რამეთუ თქუა მაცთურმან მან, ვიდრე ცოცხალღა იყო, – იტყჳს მომკუდრად, – და კუალად მესამესა დღესა აღვდგეო.
10. და სადა-მე გიფლავს?
11. ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ.
12. აწ ესრეთღა ესე დაგიკრძალავს საფლავი თქუენვე.
13. არღარას ეჭუდეთ, ჰურიანო, არამედ ჭეშმარიტი გამოჩნდეს, რამეთუ და-ღა იგი-იბეჭდა თქუენგან და თქუენვე მცველ იქმნენით დასითურთ.
14. რაჲსათჳს შიში არს წარპარვისათჳს მოწაფეთაგან?
15. არამედ აღდგა ჭეშმარიტად და არა საცილობელად.
16. აწ ვითარ უნებელებითცა ეწამებიან ჭეშმარიტსა მას, და კუალად იხილე მოწაფეთაჲ იგი ჭეშმარიტი სიყუარული, ვითარ სიტყუაჲ იგი მტერთაჲ არა დაეფარების,
17. და ღათუ ყუედრებად რასმე იტყჳან და კუალად მაცთურადცა უწოდიან და არა დუმიან, ამით ესევითარითა აჩუენებენ მათსა მას სიბოროტესა და მოწაფეთასაცა სიყუარულსა და შემდგომადცა სიკუდილისა სიბოროტესა მას არავე დასცხრებიან.
18. აწ შეჰგავს ამისიცა გამოძიებაჲ, თუ სადა რაჲ გამოუჩინა ცხადად ჰურიათა, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო მე უწყი და ვჰგონებ, თუ არასადა ვინ პოვოს, ვითარმცა განცხადებულად ჰრქუა ჰურიათა, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო, გარნა რეცა იონაჲსსა მას ეტყოდა.
19. სცნობდეს ვინაჲ-მე იგინი, თჳთ ნეფსით ამას ბოროტსა განიზრახვიდეს, და რაჲ ჰრქუა მათ პილატე?
20. გაქუს თქუენ დასი, მივედით და დაჰკძალეთ საფლავი დასითურთ.
21. დასეულთა ხოლო არა არწმუნეს დაბეჭდვაჲ და, ოდეს უკუანაჲსკნელ ესმა მათი იგი წამებაჲ, არღარა უნდა სმენის, გარნა თავსა მათსა თჳთ ზრუნვიდეს განრინებასა მჴედართასა
22. და, თუმცა მჴედართა ოდენ დაებეჭდა საფლავი იგი, აქუნდამცა მიზეზი და თქუესმცა, ვითარმედ მოწაფეთაგან რაჲმე მიიღეს და მისთჳს ესევითარსა იტყჳანო, და ყოველიმცა მიზეზი მათ დაჰკრიბეს და გარდააქციეს აღდგომად.
23. აწღა იგი მათ დაჰკრძალეს და დაჰბეჭდეს.
24. რაჲსა მიზეზი თქუან?
25. იხილეთღა, ვითარ უნებლიაჲთ ჭეშმარიტებასა ეწამებიან, რამეთუ იგინი თჳთ ევედრნეს პილატეს და თჳთვე დასეულთა თანა დაჰბეჭდეს და იგინივე აწ ერთმანერთსა შემწამებელ და მამხილებელ არიან.
26. და ვითარ-მემცა რაჲ შაბათსა მას წარიპარეს, რამეთუ დიდ იყო დღჱ იგი და არაჲ ჯერ-იყო საქმედ, და, თუმცა შჯულსა გარდაჰჴდეს, ვითარმცა იკადრეს მცველთა მათგან
27. და, უკუეთუმცა აღდგომილი არა იხილეს, ვითარმცა დააჯერებდეს, ვითარმედ აღდგაო, ანუ რომლითა-მემცა გულს-მოდგინებითა ეწამებოდეს მას?
28. რამეთუ, ვიდრე ცოცხალღა იყო, დაუტევეს და ივლტოდეს.
29. უკუეთუმცა აღდგომილი არა იხილეს, რომლითა ეგოდენითა კადნიერებითა არწმუნებდეს ერსა ანუ რავდენითა ჴელოვნებითა და მანქანებითა ტყუვილისაჲთა შეეძლო რწმუნებად კრებულისა?
30. და ღათუ მრავალ გზის მათ ეტყოდა აღდგომისათჳს, ვითარმცა მათ თქუეს, რამეთუ მან თქუა, ვითარმედ აღვდგეო, თუმცა არა ჭეშმარიტად აღდგომილი იხილეს?
31. და ვინ უწყის, თუმცა განბნეულ იყვნეს და ესოდენსა მას დიდებასა მისსა რასა ქადაგებდეს და ასწავებდეს, ვისმემცა ესვიდეს და ამას იტყოდეს?
32. ანუ არა ყოველთა უგუნურჱს გამოჩინებულ იყვნეს, ანუ სიმდიდრისათჳს რად ეშინოდა მიღებისა და ამას იტყოდეს?
33. რამეთუ მათ არცაღა თუ კუერთხი აქუნდა ანუ დიდობით რაჲ და უშიშებით იტყოდეს, რამეთუ შეურაცხთაგანნი იყვნეს, ანუ სიმრავლისა რაჲ გული მიეპყრა,
34. რამეთუ ათერთმეტნი იყვნეს, არამედ აქუნდა მათ აღთქუმაჲ იგი მოძღურისა და უფლისა მათისაჲ აღდგომისათჳს და, თუმცა არა აღდგა, არცა მათა მიმართი იგი პირველი აღთქუმულიმცა მტკიცე იყო და ვითარ-მემცა რაჲ იტჳრთეს ეგოდენისა კრებულისა რისხვაჲ?
35. უკუეთუ თავმან მათმან პეტრე ქალისა მის შეწამებაჲ ვერ თავს-იდვა და სხუათა მათ, ოდეს იხილეს შეპყრობილი იესუ, დაუტევეს და ივლტოდეს, მერმე ვითარმცა ყოველსა ქუეყანასა განვიდეს ქადაგებად?
36. უკუეთუმცა აღდგომილი არა იხილეს, რაჲასთჳსმცა კადნიერად წარდგებოდეს წინაშე მეფეთა და მთავართა და ერსა წინაშე ქადაგებდეს და არა შეიშინეს მათ ცეცხლისა და სატანჯველისა მის, რომელ-იგი განემზადა მათთჳს?
37. აწ მე ამას ყოველსა ზედა შეძრწუნებულ ვარ და დამიკჳრდების, საყუარელნო, ოდეს-იგი ესევითარსა დამტკიცებულსა სარწმუნოებასა და ქადაგებასა მოწაფეთასა ხედვიდეს ჰურიანი იგი, ვითარ არა შეირცხჳნეს, არამედ შემოქმედი იგი მათი ჯუარს-ეცუა და კუალად იტყჳან, ტყუვილი იყოო.
38. არა ეგრე, ვითარ იგინი იტყჳან, არამედ აღდგომილისა მის ძალმან ესე ყოველი ჩუენისა ცხორებისათჳს აღასრულა.
39. აწ იხილე მათი იგი მედგრობაჲ, რამეთუ თქუეს, მოგუეჴსენაო მაცთურისაჲ მის, რამეთუ თქუა, ვითარმედ მესამესა დღესა აღვდგეო.
40. უკუეთუ მაცთურად იტყჳთ, ჵ, ჰურიანო, მერმე ცუდად ეგრე ვ˜ემე იქადოდა, თქუენ რადღა ესრე მიმოჰრბით და სწრაფასა და ურვასა შინა ხართ?
41. ოდესღა აღდგომაჲ მისი არა გრწამს, მომკუდრისა რაჲსა გეშინის და იტყჳთ, მოწაფეთა მისთა წარიპარონო?
42. არამედ ესე ჭეშმარიტად გამოჩნდა და არარაჲ აქუს ცილობაჲ აღდგომისათჳს, ხოლო იგინი შურითა და ცილობითა მათითა სამ დღემდე დაჰკრძალვენ საფლავსა მას.
43. ამისთჳს ადრე აღდგა, რაჲთა არა თქუან, ტყუაო, გინათუ წარიპარესო.
44. და, თუმცა შემდგომად სამისა დღისა აღდგომილ იყო, ოდეს მცველნი იგი წასრულ იყვნეს, ვინ უწყის, აქუნდამცა მიზეზი უშჯულოთა მათ?
45. აწ ვიდრე მცველნი მუნღა იყვნეს, მაშინ იყო აღდგომაჲ.
46. შემძლებელ იყო უწინარჱსცა აღდგომად გინათუ უკუანაჲთ, არამედ მათთჳსვემცა საეჭუელ იყო, გარნა პილატე მისცა დასი იგი მჴედართაჲ და ერთობით დაჰბეჭდეს და სცვიდეს და არა ჯერ-იყო მათა,
47. რაჲთამცა ესე ყვეს შაბათსა, არამედ არა მოეჴსენა მათ ესე სიბოროტითა, რამეთუ უგუნურებით აქუნდა მათ შიში.
48. უკუეთუ ცოცხალი შეიპყრეს, რად ეგოდენ მკჳდრისათჳს ეშინის?
49. და უკუეთუმცა იგი ლიტონი კაცი იყო, არამცა ეგოდენ შეზრუნდეს, არამედ იცოდეს და ცნეს, რამეთუ თჳთ ნეფსით ივნო.
50. აჰა ესერა ლოდისა მიგორვებაჲ და დაბეჭდვაჲ და დასეულთა ცვაჲ ჰურიათა თანა და ვერ შეუძლეს დაბრკოლებად (...) გამოჩნდა საფლავი იგი და სარწმუნო იქმნა აღდგომაჲ მისი,
51. რამეთუ მჴედარნი თანა-სხდეს და ჰურიანი თანა-სცვიდეს, ყოვლადვე მოსაწყინებელნი და საძულელნი, რომელთათჳსცა მეფსალმუნჱ იგი იტყჳს: მოიძულენ იგინი, რომელთა დაიცვეს შიში ამაოებისაჲ ცუდად.
52. შიში ამისთჳს, რამეთუ ეშინოდა მათ აღდგომისა მისისათჳს.
53. ამაოდ კუალად ამისთჳს სცვიდეს, რამეთუ ვერ დააბრკოლეს იგი აღდგომად, რომლისათჳსცა კუალად იტყჳს იგივე მეფსალმუნჱ, ვითარმედ: მოძულენი შენნი, უფალო, მოვიძულენ და მტერთა შენთა ზედა განვკფდი.
54. სიძულილითა სრულითა მოვიძულენ და იგინი მტერად შემექმნეს მე.
55. მე ამისთჳსცა მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ:
56. მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი.
57. ვითარცა ვფუცე, რისხვითა ჩემითა ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა და აღიჴოცნენ იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა და მართალთა თანა ნუ დაიწერებიედ, რამეთუ სამართალი სიცრუვედ გარდააქციეს და ვეცხლი დიდძალი მისცეს, რომელნი სცვიდეს სამარესა მას.
58. ასწავეს და ჰრქუეს მათ: თქუენ ესრეთ თქუთ, ვითარმედ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა.
59. ხოლო მცველთა მათ ყვეს ეგრე.
60. თქუეს, ვითარცა ისწავეს მათგან.
61. ამისთჳსცა სხუაჲ წინაწარმეტყუელი იტყჳს, ვითარმედ მცველთა მათ ამაოებისათა და სიცრუვისათა მათ წყალობაჲ მათი დაუტევეს, რამეთუ ვეცხლისმოყუარე იქმნეს და ქრთამი სიცრუვესა ზედა მოიღეს და წყალობასა ღმრთისასა განეშოვრნნეს.
62. უკუეთუმცა სამართალი ექადაგა, რაჲ-იგი იხილეს, მახარებელთა თანამცა აღწერილ იყვნეს, არამედ არა თქუეს სამართალი.
63. იტყჳს ამისთჳს: წყეული იყავნ ყოველმან, რომელმან თქუას ტკბილი მწარედ და მწარე – ტკბილად.
64. ხოლო ჩუენ, მორწმუნენი, ქრისტესა, მამისა მიერ მოსრულსა ზეცით ქუეყანად, აღვიარებთ და შობასა მისსა წმიდისაგან ქალწულისა შევიწყნარებთ, ხოლო წმიდასა მას ჯ˜-ცმსა მისსა თაყუანის-ვსცემთ და დაფლვასა მას მისსა და მღდელთ-მოძღუართა მიერ დაბეჭდვასა ვკ˜თხეთ.
65. ხოლო წმიდასა აღდგომასა მისსა ვადიდებთ და ზეცად ამაღლებასა მისსა შეურდებით და მეორედ მოსლვასა მისსა მუნვე ზეთით ქუეყანად მოველით განშჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.