მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული მისივე აღვსებისა პარასკევსა და შაბათსა
2. წეს-არს ჩუენდა, საყუარელნო, დღესა მას ჭირისა და ვნებისა მაცხოვრისა ჩუენისასა შევიმოსოთ ჩუენცა მწუხარებაჲ.
3. არათუ ღმრთისა მის ჩუენისათჳს მწუხარე ვართ ჩუენ, არამედ ლირბთა მათთჳს შეზრუნებულ ვართ,
4. რამეთუ რავდენი-რაჲ კადნიერებაჲ იკადრა ნათესავმან ჯ˜რისმცუმელთამან, არამედ ძჱ იგი ცხოველისაჲ ცხოველ არს, რომლისა იგი სისხლი მაკჳდინებელ იქმნა სიკუდილისა, რამეთუ ამას დღესა ორკერძოთა ნებაჲ გამოჩინებულ არს თაყუანის-მცემელთა მათ.
5. რავდენი საკჳრველებაჲ ჰკჳრს ჯ˜რის-მცუმელთა მათ, რავდენი-რაჲ კადნიერებაჲ იკადრეს!
6. ანუ ვის-მე არა უკჳრდეს მიწისა მისთჳს, ვითარ რავდენ იკადრა ანუ დამბადებელისაჲ, რავდენი თავს-იდვა მტერისაჲ მის?
7. იგი, რომელმან შეკრა ზღუაჲ აღჳრთა ქჳშისაჲთა, რაჲთა არა დაფაროს პირი ქუეყანისაჲ და მკჳდრნი მისნი, ამას ჟამსა შეიკრა ძელსა ჩუენთჳს, რაჲთა ჩუენ განმიტევნეს საკრველთაგან ცოდვისათა, და იგი,
8. რომელმან განზომნა ცანი მტკავლითა თჳსითა და დაითმინა წყალობითა თჳსითა და თავს-იდვა ღაწუის-ცემაჲ მონისაგან და შიშისაგან რომლისა იფარვიდეს სერაბინნი პირთა თჳსთა ფრთითა თჳსითა, წინაშე მს[აჯ]ულისა წარდგა და განიკითხა,
9. რაჟამს დაჯდა მოკუდავი იგი, და წარდგომილ იყო მის წინაშე მაცხო[ვა]რი და იგი, რომელ და[ალბობდა] თესლთა ქუეყანისათა ღრუბლითა და პოხდა ყრმათა სძითა.
10. მან სუა ჩუენთჳს ძმარი ჯუარსა ზედა, რომელმან წესად სიმართლით აჰფხურა ვენაჴი იგი, რომელმან მიუპყრა ძესა უფლისა თჳსისასა ძმარი.
11. ხოლო ნუ ესრე ჰგონებენ უშჯულონი იგი, ვითარმედ იგი უძლიერჱს არიან ძლიერისა მის, რომელმან დაუმორჩილა თავი თჳსი.
12. ჰრქუა მათ, ვითარმედ: მე ვარ, და ჴმისაგან მისისა მართლუკუნ-იქცეს და დაეცნეს ქუეყანასა ზედა მის წილ, რამეთუ არა წარმოიმართეს მოძღურებითა თჳსითა.
13. და, ვითარცა დაამჴუნა იგინი და უჩუენა მათ სიმდიდრჱ თჳსი, მაშინღა აჰმართნა იგინი, რაჲთა უჩუენოს მათ მადლი თჳსი, მიჰყვა მათ თანა და უჩუენა მათ ნებაჲ თჳსი.
14. უკუეთუმცა არა ჯ˜რცმლ იყო და სიკჳდილისა და ვნებისა გემოჲ არა ეხილვა, ვითარ-მემცა ნუგეშინის-სცა უკუდავმან მან მოკუდავთა მათ ძლევად სიკუდილისა?
15. უკუეთუმცა ჴორცნი სიკჳდიდ არა მისცნა, ყოველნივემცა ჴორცნი სიკუდილისა შიშსა შინა იყვნეს.
16. ხოლო მით, რამეთუ მისცნა ჴორცნი თჳსნი სიკუიდიდ და განაცხოველნა დღესა მას მესამესა, და მაშინღა ნუგეშინის-სცა ყოველთა მოკუდავთა, ვითარმედ ჴელ-ეწიფების მათცა უკუდავებაჲ.
17. აწ უკუე ვითარ-მემცა უწყოდეთ, ვითარმედ ერეოდეს ანანიაეთნი ალსა მის ცეცხლისასა ანუ დანიელ ლომთა მათ, უკუეთუმცა არა მიცემულ იყვნეს მღჳმესა მას და ცეცხლსა და გამოსრულ იყვნეს ორთავე მათგან მძლენი და დიდებულნი?
18. ანუ ვითარ-მემცა გურწმენა იონაჲსთჳს, რამეთუ შთავარდა ზღუასა მას და არა დაიშთო, შთათქა იგი ვეშაპმან და არა განირყუნა, უკუეთუმცა ღმერთსა არა უდებ-ეყო მონაჲ იგი თჳსი, რაჲთა გამოიწეროს მის ზედა ზრახვაჲ ძისა უფლისა თჳსისაჲ?
19. ვითარცა განცხოველდა იონა მუცელსა შინა ვეშაპისასა მესამესა დღესა და შეეწია ნინეველთა ქადაგებითა თჳსითა, ეგრეცა უფალი ჩუენი იესუ ქრისტჱ გამოვიდა დღესა მესამესა და აცხოვნნა ყოველნი დაბადებულნი თჳსნი, რომელნი მოკლულ იყვნეს ცოდვითა.
20. ვყოთ ამიერითგან დღესასწაული ესე ვნებისა მისისაჲ, რაჲთა არა გურცხუენოდის ყუედრებისაგან წარმართთაჲსა და ჯ˜რისმცუმელთაგან.
21. უკუეთუ მაყუედრებდენ ჩუენ წარმართნი ჯუარითა მისითა, უწყოდედ მათ, რამეთუ მის გამო გამოცხადნეს დაფარულნი იგი მათნი და შეურაცხ იქმნნეს თაყუანის-მცემელნი მათნი და შეურაცხ იქმნნეს ღმერთნი იგი მათნი და განქარდეს, და განქარდეს სამსახურებელნი იგი მათნი.
22. და, ჯ˜რის-მცუმელნი იგი თუ ბასრობდენ სიკუდილსა მას მისსა, გულისხმა-ყვედ, რამეთუ მის გამო აღიფხურა ქალაქი იგი მათი და განიბნინეს ნათესავნი იგი მათნი და დაჰჴსნდა მღდელობაჲ იგი მათი და აღესრულნეს აღთქუმანი მათნი.
23. ხოლო ჩუენ ყოვლისა მის კეთილისა წილ, რომელი მიყო ჩუენ, ვჰმადლობდეთ მას და გინებასა მისსა თავს ვიდებთ და სიმდაბლესა მისსა აღვამაღლებდეთ.
24. და ჯუარი მისი გურწამს და ვნებაჲ მისი გუევნების და ტჳრთსა სიკჳდილისა მისისასა ვიტჳრთავთ და აღდგომაჲ მისი გჳხარის და ამაღლებასა მისსა ვქადაგებთ და მეორედ მოსლვასა მისსა ველით,
25. განვიცდით და ეზოთა მისთა გუსურის და შემთხუევასა სასუფეველისა მისისასა გჳხარის მისა და ცხებულისა მისისა და წმიდისა სულისა აღმოვთქუათ დიდებაჲ და პატივი [უკუნითი] უკუნისამდე. ამენ.