მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული მისივე იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ ჯუარისათჳს
2. თქუმად ჯუარისათჳს ვინ-მე შემძლებელ არს?
3. დადუმებად ჯუარისათჳს ვინ-მე იკადროს და ღმრთისათჳს, რომელი-იგი კაც იქმნა, ვინ-მე გამოთარგმანოს?!
4. კაცისა მისთჳს, რომელი ღმერთ იქმნა, ვინ-მე განჰმარტოს და, მკუდართა თანა ღათუ შთაჴდა, ვის-მე ჰრწმენეს?
5. განსაკჳრვებელ არიან საქმენი მისნი, რომელ ქმნნა ჩუენდა მომართ, და ვერ განსამარტებელ არიან, რომელი ქმნა ჩუენთჳს, რამეთუ მკითხვენ ჩუენ, ვითარმედ: ვითარ მოკუდა ცხოველი იგი ანუ ვითარ დამცირდა დიდი იგი?
6. მეტყჳან ჩუენ: მეგობარნი სწავლისათჳს იკითხვენ და მტერნი გამოძიებისათჳს აღიძრვიან, ხოლო სიბრძნჱ იგი მისი მეგობართა სახიერებითა შეაჯერებს და ძალი იგი მისი მტერთა მოაუძლურებს, მორწმუნეთა მათ მისა მიმართ განამტკიცებს,
7. რამეთუ წმიდა უჩს მათ მადლი იგი, და უარის-მყოფელთა მათ მისთჳს დააკჳრვებს, რამეთუ მრღჳე არიან და ვერ განიცდიან წყალობათა მისთა, ხოლო ძალი იგი ნაყოფისაჲ ორკერძოვე ხედავს განწვალებით.
8. რომელსა-იგი ჰრწმენეს, მხიარულებით განმდიდრდეს მოწყალებითა მისითა და, რომელნი უვარს-მყოფელნი იყვნენ, სასტიკებითა ძალისა მისისაჲთა დასნეულდენ.
9. ჰურიანი იტყჳან, ვითარმედ მომკუდარ არს, და ძალი საქმეთა მისთაჲ ღაღადებს, ვითარმედ ცხოველ არს.
10. და იგინი ქადაგებდეს, ვითარმედ კაცი არს ცოდვილი, და ძალი მისი ღაღადებს, ვითარმედ ღმერთი არს.
11. ხოლო მწვალებელნი იტყჳან, ვითარმედ არა შეისხნა ჴორცნი, ხოლო ამხილებს მათ იგი, რამეთუ დამოეკიდა ძელსა.
12. ჰურიათა და მეკერპეთა დაუკჳრდეს საქმენი მისნი და მწვალებელნი და სხუანი განაცრუვნა ჭეშმარიტებითა თჳსითა, რამეთუ მოქლონთა ჯოჯოხეთისათა განსტეხენ ეკლესიანი მისნი და ძლევად შჱნებულთა მისთა ვერ შეუძლებენ.
13. ნადი ცოდვილთაჲ ფრიად შურების მის წინაშე.
14. დაჴსნად ძალისა მისისა ვერ შეუძლო.
15. აღდგეს მეფენი მჴდომად ჯუარისა მისისა და იძლინეს;
16. და მიეტევნეს დევნი მის წინაშე და დაიბაზმურნეს;
17. და ეშმაკთ-მოძღუარი იგი მათი ჰბრძოდა და დაემჴუა.
18. სძლო სიმდაბლითა თჳსითა ყოველთა ამპარტავანთა, სიკჳდილითა თჳსითა დაარღჳა ჯოჯოხეთი, ჰბრძო ცოდვასა და დაადუმა იგი.
19. დადგა წინაშე სიკჳდილისა და განაქიქა იგი და ვერ ავნო მას საწერტელმან ცოდვისამან და ვერცა სიკჳდილმან დაიმორჩილა იგი.
20. უნდა უშჯულოებასა წერტად ჴორცთა მისთა გამო და მოქლონთა ჯოჯოხეთისათა წინააღდგომად პირსა მისსა და ვერ შეუძლეს.
21. და წინაშე უფლისა ვინ-მე დაუდგეს პირსა მას ყოვლისა უძლიერჱსისა, ვინ-მე შეუძლოს დადგომად?
22. უკუეთუმცა არა შეუნდობდა ყოველსავე, ვინმცა დაუდგა მას?
23. უკუეთუმცა არა უნდა ადგილის ცემის, ვინ-მე-მცა შეუძლო კლვად მის წინაშე?
24. მას უნდა დაბადებაჲ და მასვე უნდა ჴელმწიფებაჲ მისი.
25. მას უნდა ჴსნაჲ მათი, რომელნი-იგი განემზადნეს ნებითა მათითა, და მასვე სათნო-უჩნდა ცხორებაჲ მათი, რომელნი-იგი თანა-მდებ იქმნეს თავისუფლებითა მათითა.
26. იწყო მადლითა თჳსითა, რამეთუ დაჰბადნა იგინი, და აღასრულა მოწყალებაჲ თჳსი, რამეთუ იჴსნა.
27. და ამათ საშოვალ დიდნი მადლნი არიან აზნაურებაჲ იგი.
28. რომელ თავისუფალ იყო, მჴდომად აღუდგა მას და ეშმაკმან და კაცთა შეურაცხ-ყვნეს სიტყუანი მისნი.
29. ეშმაკი იძლია და თანა-მდებ იქმნა ჭეშმარიტებისა მისისაგან, და კაცნი იჴსნნა და აცხოვნნა მოწყალებითა თჳსითა.
30. და სარჩელი კაცთა ზედა არღარა მოწევნულ არს და დღჱ იგი მისაგებელისა მათისაჲ არღარა მოსრულ არს, რამეთუ ჴსნილ არიან და არა დაშჯილ, და ჯ˜რისცუმად მოვიდა და არათუ მოწუყუდად.
31. და თქუა ღათუ, ვითარმედ: საშჯელად სოფლისა მოვედი, არა თუ აწვემცა იყო იგი.
32. არა მოავლინა ღმერთმან ძჱ თჳსი, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა სოფელი ჴელითა თჳსითა იჴსნეს.
33. უკუეთუ ცხორებისანი არიან და არა მისაგებელისანი, მოტევებისა ცოდვათანი არიან და არა შურის-გებისანი.
34. მისცა იგი ერმან მან მსაჯულსა მას სიბორგილითა თჳსითა.
35. დამოჰკიდა იგი ძელსა მას წყეულმან მან მის წილ, რამეთუ აცხოვნა.
36. მოკლეს იგი მწირთა მათ მის წილ, რამეთუ ჭეშმარიტებასა იტყოდა, ვითარმედ ძჱ ღმრთისაჲ არს იგი.
37. დაიყვნეს ყურნი მათნი მის წილ, რამეთუ დასძინა და თქუა, ვითარმედ: მამამან მომავლინა მე.
38. დაიწუხნეს თუალნი მათნი სიტყჳსაგან მისისა, რომელნი ჴმობდეს და არა ისმინეს, და ნაყოფი იგი მისი, რომელ ეწამებოდა მას, მათ არა ჰრწმენა.
39. შემდგომად მის ყოვლისა კეთილის-ყოფისა მისისა დამოჰკიდეს იგი ძელსა ჯუარისასა და წყურილსა მისსა მიუპყრეს ძმარი.
40. უღაღადებ და მათ წინაწარმეტყუელი იგი წინაჲსწართა ჟამთა და არა ისმინეს მისი.
41. მოიწია მათ ზედა მისაგებელი იგი მათი და არა გულისხმა-ყვეს.
42. იქმნეს ტაბლანი მათნი მათ წინაშე საფრჴე და არა ინებეს.
43. განძლიერდა მათ ზედა სწავლაჲ და არა შეიწყნარეს იგი.
44. აჰა ესერა შედრეკილ არიან ბეჭნი მათნი შორის წარმართთა და არა ინანიან.
45. დამორჩილებულ არს ქედი მათი უღელსა ქუეშე და არა განემართებიან.
46. აღიჴოცებიან იგინი წიგნისა მისგან ცხოველთაჲსა ამის წილ, რამეთუ არა შევიდეს იგინი სიმართლესა და შერაცხნეს იგინი მგელთა თანა, და ვერ ჭამეს მათ პური იგი ცხორებისაჲ და ჭამენ მიწასა, და რ˜ არა იქმნეს ძე.
47. აჰა ესერა არიან იგინი მონა, რამეთუ არა შევიდეს იგინი ბჭესა მას.
48. რამეთუ განიბნინეს იგინი სასუფეველისაგან და რამეთუ არა ვიდოდეს იგინი ნათელსა, ეჩქუეფებოდიან იგინი ღამესა.
49. რომელნი კეთილსა არა ჰმონებენ, ბოროტსა ჰმახურებენ და, რომელნი ქრისტესა განუდგეს, ეშმაკსა დაემორჩილნიან.
50. რომელთა ძჱ არა აღიარიან, მამაჲცა უვარ-ყვიან და, რომელთა მამაჲ უვარ-ყვიან, სულიცა წმიდაჲ აგინიან.
51. დღესასწაულთა, რომელთა იჯმნეს, იმარხვენ.
52. ესერა ჭეშმარიტებაჲ, რომელი გამობრწყინდა, არა შეიწყნარებენ მას.
53. მოკლეს მამათა და ეზიარებიან შვილნი.
54. უვარ-ყვეს პირველთა მათ და დაჰბეჭდვენ შემდგომნი.
55. დაუდგეს თუალნი მამათა და ბრუნვენ შვილნი.
56. საკჳრველებანი ახალი ქმნნეს ჟამთა შინა მათთა და ვერ მოისწავლნეს იგინი.
57. და დიდებულება[ნი], რომელნი დგანან, არა სარწმუნო არიან მათა, რომელნი-ესე ცხოველ არიან.
58. ცოდვანი, ვითარცა ჩარადელნი, ფაქლად დაესხნეს ერსა მას და საცთურმან, ვითარცა მღიერმან, დაიბუდა მათ თანა.
59. ვიდრე ძჱ არღა მოსრულ იყო, კერპთა თაყუანის-სცემდეს და, ვითარცა მოვიდა მაცხოვარი, არა აღიარეს.
60. და, თუმცა მკლველნი იგი ჯ˜რც˜მლისნი მოქცეულ იყვნეს, შე-მცა-ეწყნარნეს იგინი.
61. ჰგონებენ, შე-ნუ-ვითარ-ვიდენ მამისა თჳნიერ ძისა, და არა გულისხმა-ყვიან, რამეთუ თჳნიერ გზისა მის მხოლოდშობილისა ვერ ეგების, თჳნიერ უფლისა მის კარისაჲსა ვერ შევიდენ.
62. ესე ბჭჱ უფლისაჲ არს და მართალნი შევლენან მას, არათუ ცოდვილნი...
63. გზასა მისსა წრფელსა ვლენან და არა თუ ნებსით მავალნი.
64. ნათელი მისი თუალიერთა გამოუბრწყინდეს და არა ბრმათა, და სამართალი ჭეშმარიტთა უყუარნ და არათუ ცრუთა, და მას ჭეშმარიტნი უყუარან და იგინიცა გამოურჩევიან და საცთურისაგან განწმიდოს ეკლესიაჲ და სასუფეველი თჳსი.
65. უნდეს თუ ცრუთაცა, იყვნენ ჭეშმარიტ და, თუ სათნო-უჩნდეს უვარის-მყოფელთა, იქმნენ აღმსაარებელ.
66. ამისთჳსცა მოვიდა ღმერთი, ამისთჳსცა გამოუჩნდა მხოლოდ-შობილსა მას და თჳსსა და, თუმცა ვერ ეგებოდა მოქცევაჲ მათი, არამცა მოვიდა წოდებად მათა და, არა თუმცა ეგებოდა აღმართებაჲ მათი, არამცა გარდამოჴდა აღმართებად მათა და,
67. თუმცა ნაქმნევისა მათისაჲ რაჲმე წეს-იყო ცვალებაჲ, განსამემცა-ჴრწნა იგინი და, თუმცა ძლით რაჲმე წეს-იყო ჴსნაჲ მათი, აჭირა სამემცა მათ.
68. ყოველივე, რაჲ დაჰბადა, ღირსითა წესითა დაჰბადა და ყოველივე, რაჲ ქმნა, ღირსი და საჴმარი ქმნა.
69. და ორითა ხოლო იქმს მ˜ს, ამით თჳთ წყალობითა და ჭეშმარიტებითა და სრულითა მეცნიერებითა, რომელსა არარაჲ დაავიწყდების.
70. ბოროტისაგან უცხო არს ღმერთი და კეთილნი იგი მისნი გარდაერევიან ყოვლით კერძოვე.
71. ჯუარითა განძლიერდეს და არა წარვლენ მიფრენად გონებათა და თქუმად ენასა სრუ[ლებით] მათისა ვერ შემძლებელ არიან მცირედ.
72. ვიცით თქუმად: მცირჱთა გემოჲთა დიდისა მის ზღჳსა შეუძლოთ გემოჲს-ხილვად.
73. რამეთუ კეთილ არს ღმერთი, უწყიან მწვალებელთაცა, ხოლო მიწევნად ზედა სიმდიდრესა მადლისა მისისასა ვერ შემძლებელ არიან მეცნიერებად.
74. რამეთუ მამისაგან არს ძჱ, იციან ქმნულთა, რამეთუ გულისხმა-უყო მათ, და მისთჳს ვერ შემძლებელ არიან დაბადებულნი, რამეთუ უფროჲს არს მათსა.
75. არათუ სიტყუაჲ არს ესე სათქუმელი და არცა საჴსენებელი არს, თუმცა მიიწია მას ზედა, არამედ იგი არს, რომელმან გაცხოვნა შენ.
76. გინდეს თუ სწავლის, განცხადებულ არს შენდა ძისათჳს, რამეთუ მამისაგან არს ბუნებით, რამეთუ იქმნა შენ თანა მკჳდრ და დაგამტკიცა შენ და ორნივე წიგნთაგან განაგრძვენ შენ.
77. ღმრთეებასა ძისასა ნუ უვარ-ჰყოფ, რაჲთა არა წარწყმდე, და კაცებასა ნუ დაამცირებ, რაჲთა არა გევნოს, რამეთუ შემძლებელ არს კაცისა განმდიდრებად თჳთ, თუ არა დაკირძნეს შთასლვად ჯოჯოხეთა, რაჲთამცა არა ევნო.
78. რომელი-იგი წეს-არს შთასლვად ჯოჯოხეთა, შთავიდეს და, რომლითა წეს-არს აღსლვად ზესკნელ, ყოვლისა უფროჲს აღიმაღლოს.
79. გარდამოჴდა ღმერთი ჴელითა კაცისაჲთა და აჴდა კაცი ჴელითა ღმრთისაჲთა და მიიღო ჩუენგან უძლურებაჲ ჩუენი, რომელი არა მისი იყო, და მომცა ჩუენ დიდებულებაჲ იგი მისი, რომელ არა ჩუენი იყო.
80. არა მისნი იყვნეს უძლურებანი ბუნებით, რამეთუ ყოველი იგი ბუნებაჲ შემსგავსებულ არს მისა, რამეთუ მისნი არიან დაბადებულნი და არა თუ იგი დაბადებულთაჲ.
81. მისი არს ღმრთეებაჲ და მისი არს კაცებაჲ.
82. თჳთვე შეიმოსა და თჳთვე იჴსნა.
83. თჳსსა თჳთ შეეწია და არა უცხოთაჲ.
84. არა ივასხა და შექმნა, არამედ ივასხა და შექმნა და არა მოიღო ბოროტისაგან, რამეთუ არა ეხო იგი საქმესა მისსა და არა შედგა იგი ნივთისაგან, რამეთუ მისა დაბადებად ოდენ არღა იყო.
85. არავინ ასწავა მას და არავინ ეზურგა მას და არცა შე-ვინ-ეწია მას.
86. ყოველივე ყოველთა მან მოსცა.
87. ბოროტი, რომელ იპოვების, თავისუფალთაგან ნებათა იპოების.
88. ძირნი უშჯულოებისანი არა დამტკიცებულ არიან, რამეთუ ღმრთისაგან ჭეშმარიტისა არა დანერგულ არიან.
89. ნებისა მასკნე არიან მათა, რომელთა-იგი უნებს, რამეთუ ღმერთმან მრავალჯერ აჴოცა იგი, რამეთუ არა სათნო-უყოფიეს იგი, რამეთუ, რომელი-იგი ღმერთმან არა დაჰნერგის, არა არნ მისი ძირი.
90. და ყოველი ნერგი, რომელი მამამან ზეცათამან არა დაჰნერგა, ძირითურთ აღიფხუერინ!
91. უკუეთუმცა უკეთურსა მას ძირნი არა დაებნეს, ღმერთიმცა მჴსნელად არა მოვიდა.
92. მიხედე მაცხოვარებასა მას მისსა, იხილე და გულისხმა-ყავ, რამეთუ ესე არს.
93. შეაჯერებდა სიტყჳთა და საქმითა და საკჳრველებანი მისნი გონებათა მოასწავლიდეს და არათუ ძლით ვისმე ავლინებდეს, მიზიდვით მიზიდვიდეს სიტყჳთა მისითა და წამებით ეწამებოდეს ჭეშმარიტებასა მისსა.
94. და ჴორცნი იგი შეისხნა არა მისთჳს, რაჲთამცა მით ჰბრძოდა კაცთა, არამედ რაჲთამცა შეიტყუვა მით ყოველი კაცი, და მისთჳს გამოუჩნდა თუალთა.
95. რამეთუ განდგომილ იყვნეს გონებანი მათნი და მოვიდა სიბრძნისა მის გამოცხადებულისა მისთჳს, რამეთუ იხილა, ვითარ-იგი ვერ მიიწეოდა მისა უძლურებაჲ, შესაძლებელ ყო მადლი იგი თჳსი ჴორცითა,
96. რაჲთა ჰრევდეს სიბრძნესა მას, და ჴელი აღუპყრა შეწევნითა, რავდენ წეს-იყო აზნაურებისა მის.
97. არა ძლით წარიქცინა, რაჲთამცა რწმენა, და მოწამე არიან ჯ˜რისმცუმელნი იგი მისნი.
98. და არა დადუმნა შეტყუვილითა ყოველთა ცოდვათაჲთა.
99. მოწამე არიან მეზუერენიცა და მეძავნი, რომელ მოიქცეს თავით თჳსით.
100. თავი წარიქცია ძლით, რამეთუ შეიყენა ჴორცთა შინა, შეუძლებელმან მან დაიმკჳდრა შესაძლებელსა შინა.
101. რამეთუ ყოველთა მიმართ იგი არს თავით თჳსით, თავი იგინა სიყუარულისა გამო თჳსისა;
102. რამეთუ მისცა თავი თჳსი სიკუდილსა მას ძელისასა და ჴორცთა მათ გამო, რომლითა სიკჳდილი თავს-იდვა, მიიხუნა წყევანი ჩუენნი და შეზავნა ჴორცთა ჩუენთა;
103. იხილნა თანა-ნადებნი ჩუენნი და გარდაიჴადა თავით თჳსით;
104. რამეთუ სიკუდილისა თანა-მდებ ვიყვენით, მოკუდა ჩუენთჳს.
105. რამეთუ გინებისა ღირს ვიყვენით, იგინა ჩუენთჳს და, რამეთუ მომცა ჩუენ თავისუფლებაჲ დასაბამითგან და ნებითა ჩუენითა ღათუ ფრიად დავსნეულდით, განამრავლა ჩუენდა მომართ შეწევნაჲ თჳსი;
106. რამეთუ მან, რომელი-იგი არა ღირდა ყოფად ჩუენდა მომართ, მიყო ჩუენ და ჩუენ, რომელი-იგი მისი თანა-გუაც, არა ვჰყოფთ.
107. და არიან რომელნიმე, ამის ყოვლისა შემდგომად თაყუანის-ცემადცა მისა არა უნებს, და არიან, რომელთა ყოველივე უყო მათ და არცა მადლისა მიცემაჲ უნებს მისა.
108. სიბოროტჱ კაცთაჲ ფრიად მრავალ არს და თქუმად კეთილის-ყოფათა ღმრთისათაჲ დიდად უფროჲს არს.
109. მიხედე ჯუარსა მას და განგიკჳრდინ!
110. და მიხედე მერმე ჯუარსა მას და შეძრწუნდი და ისწრაფე!
111. და მიხედე, რავდენ ვნებულ არს და არა უდებ-ყვის, და იხილე, რავდენ ჰგმობენ და არა განრისხნის;
112. მიხედე ყოველსა სოფელსა და იხილე მადლი მისი;
113. და მიხედე ეკლესიასა და იხილე მოწყალებაჲ იგი მისი.
114. მიხედე წიაღთა მისთა და იხილე, რამეთუ სავსე არს პირად-პირადითა ნათესავითა, და იხილე, რამეთუ პირად-პირადი ნაყოფი გამოუღებიეს.
115. კეთილნი ბოროტთა განრეულ არიან, და იცნის, და მშჳდნი – ჩქურთა, რომელნი ჰგონებენ, ვითარმედ არა იცნის, და არა უწყიან, ვითარმედ მათ არა განწვალიან.
116. ყოველი იცის და ყოველსა დაითმენს და ყოველსა უძღჳს.
117. ვჰმადლობდეთ წყალობასა მისსა, რომელმან მიჴსნეს ჩუენ ჴელითა ჯუარისაჲთა, და თაყუანის-ვსცეთ მოწყალებათა მისთა, რომელმან მიჴსნა ჩუენ სისხლითა თჳსითა,
118. და ყოველსავე მას ზედა, რომელი ქმნა და რომელსა იქმს, ვადიდოთ უფლებაჲ იგი მისი და ერთბამად სამებისა მიმართ აღმოვთქუათ კურთხევაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.