მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ ქრისტჱს ჯუარისათჳს და მორწმუნისა მის ავაზაკისათჳს
2. მოვიჴსენოთ, ძმანო, დღესასწაული ჯუარისაჲ და ვაქოთ ჯუარი და ვაქოთ დღე ესე და ვადიდოთ ქრისტჱ, რაჲთა გჳრგჳნოსან იქმნენ გონებანი ჩუენნი მოჴსენებითა მით ჯუარისაჲთა.
3. არათუ სიტყჳთა ჩუენითა ჯუარი იქების, არამედ მოჴსენებითა მით ჯუარისაჲთა გონებანი ჩუენნი გჳრგჳნოსან იქმნებიან.
4. ძმანო, დღეს ჯუარი აღემართა და სოფელი განწმიდნა, სიკუდილი უკუნიქცა.
5. ჯუარი აღემართა და ეშმაკნი განიბნინეს.
6. ჯუარი აღემართა, სიკჳდილი იძლია, ეშმაკი შეიკრა და კაცთა კრულებანი განჰჴსნდეს.
7. ღმერთი იდიდების და სოფელი განთავისუფლდების.
8. დღეს ჰურიათა მიერ ქუეყანაჲ იძრვის, ხოლო მორწმუნეთა მიერ სოფელი განმტკიცნების.
9. დღეს ჰურიათა მიერ ღმრთის მბრძოლი იგი კლდეთა განხეთქად ჴელსა შეჰყოფს, ხოლო ღმრთის-მოყუარეთა მორწმუნეთა მიერ განძლიერდებიან ერად-ერად.
10. წესვე ეგრე არს მორწმუნეთა შეკრებაჲ და ურწმუნოთა განბნევაჲ, ვითარცა თქუა დავით: განიბნინეს და არა გულისხმა-ყვეს.
11. დღეს ჰურიათათჳს მზემან ექუს ჟამითგან ბნელი შეიმოსა, რამეთუ არა თავს-იდვა შექმნულმან შემოქმედისა შეურაცხებაჲ, დააყენა ბრწყინვალებაჲ თჳსი, რაჲთა არა ჰნათობდეს ღმრთის მბრძოლთა მათ ჰურიათათჳს.
12. არათუ ღმრთეებასა მას რაჲ ევნებოდა, არამედ ჴორცთა მათ ვნებაჲ ღმრთეებასა შეერაცხებოდა.
13. ხოლო მადლმან ჩუენ თანა ღამჱ დღედ გარდააქცია, რამეთუ წესვე ეგრე არს, რაჲთა ღმრთის მოყუარეთა ბნელსა შინა ნათელი გამოუბრწყინდეს, ხოლო ურწმუნოთა მათ ნათელი დაუბნელდეს.
14. მორწმუნეთათჳს ღამჱ დღედ შეთუალულ არს, რამეთუ იტყჳს მორწმუნეთათჳს წერილი, ვითარმედ: ღამჱ იყოს ნაცვალად ნათლისა, რამეთუ ბნელი შენ მიერ არა დაბნელდეს.
15. უკუეთუ მორწმუნისაჲ მის ღამჱ, ვითარცა დღჱ, განათლდების და ურწმუნოსა მას ნათელსა შინა დაუბნელდეს, მართლ ღაღადებს წინაწარმტყუელი და იტყჳს, ვითარმედ: ეჩუქუეფებოდიან, ვითარცა ბრმანი, კლდეთა თანა და ვიდოდიან შოვა სამხრის, ვითარცა შოვა ღამეს.
16. ძმანო, დღეს გამოვარდა ადამი სამოთხით, დღეს შევიდა ავაზაკი იგი სამოთხედ.
17. გამოვიდა მპარავი იგი, გარდამავალი მცნებათაჲ, დღეს შევიდა მპარავი, რომელმან ჯუარსა ზედა მოიპარა ცხორებაჲ.
18. ამან მპარავმან ძელისაგან მოიყურძნა უკუდავებაჲ, მოიავაზაკა სასუფეველი, მოიმძლავრა უკუდავებაჲ.
19. არათუ ძლით დასწერს, არამედ სარწმუნოებით მოიავაზაკებს სასუფეველსა და მოიმძლავრებს უკუდავებასა.
20. არათუ მძლავრ, არამედ სარწმუნოებით სძლევს, რამეთუ თჳთ უფალი იტყჳს, ვითარმედ: სასუფეველი ცათაჲ მიიმძლავრების და მძლავრნი მიიტაცებენ მას.
21. ჯუარსა ზედა ორნი ავაზაკნი, ერთი – ჰურიაჲ და ერთი – წარმართი.
22. წარმართსა მას დაეყო უშჯულოებასა შინა მრავალი ჟამი და შემდგომად გულისხმა-ყო ჭეშმარიტებაჲ.
23. ჩას, რამეთუ ერთი იგი ჰურიაჲ იყო და ურწმუნოებისა ავაზაკი.
24. ჯუარადმდე ორნივე ერთსა გზა რბიოდეს, ხოლო ჯუარი უჩუენებს და განუყოფს მათ: გზაჲ წარსაწყმედელი – უშჯულოთა და გზაჲ ცხორებისაჲ – მორწმუნეთა.
25. ამან ავაზაკმან გამოირჩია სიტყჳთა მით, რამეთუ უწყის უფალმან გზაჲ მართალთაჲ და გზაჲ უღმრთოთაჲ წარწყმდეს.
26. იხილეღა მართალ საშჯელი ესე ღმრთისაჲ, რაჲთა შენცა იტყოდი წინაწარმეტყუელისა მის თანა: მართალ ხარ შენ, უფალო, და წრფელ არს საშჯელი შენი, ერთითა შეცოდებითა ადამ გამოვარდების სამოთხით და ერთითა ჴმითა სარწმუნოებისაჲთა ავაზაკი შევალს სამოთხედ;
27. ერთი შეცოდებაჲ ადამს გამოჰჴდის სამოთხით და ერთი სიტყუაჲ სარწმუნოებისაჲ ავაზაკსა დაამკჳდრებს.
28. ძმაო, აწ ეკრძალე პირსა შენსა, რაჲთა არა სცოდო ენითა შენითა და მრავალ-ჟამისა იგი შრომილი წარსწყმიდო.
29. მოიჴსენე სიტუაჲ უფლისაჲ, ვითარმედ: სიტყჳთა შენითა დაისაჯო და სიტყჳთაგა იგი შენითა განჰჰმართლდე.
30. ჵ, საკჳრველი!
31. აბრაჰამსცა არა ესმა ესე ჴმაჲ აღთქუმისაჲ სამოთხისათჳს, არამედ სარწმუნოებით აღუთქუამს სასუფეველსა.
32. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესლვად სასუფეველსა.
33. ამას გულს-მოდგინედ დახედე, მსმენელო, და ძუელსა და ახალსა შჯულსა შინა გამოიძიე და ახალსა ჰკითხე გულს-მოდგინედ.
34. არავინ უსწრო ავაზაკსა მას შესლვად სასუფეველსა, არცა ესმა ჴმითა აღთქუმაჲ და მიცემად სამოთხისა არცა აბრაჰამს, არცა მოსეს, არცა წინაწარმეტყუელთაგანსა ვის, არცა მოციქულთა, არამედ ყოველსა წინა ავაზაკსა მას ესმა.
35. ამენ გეტყჳ: დღეს ჩემ თანა ხარ სამოთხესა.
36. უწოდა ღმერთმან აბრაჰამს და ჰრქუა: გამოგუალე შენ ქუეყანისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა.
37. და არა ჰრქუა, ვითარმედ: დღეს დაიმკჳდრო სამოთხჱ.
38. მოსესცა მისცა ღმერთმან შჯული აღთქუმისაჲ, ხოლო არცა ერთსა ვის აღუთქუა უწინარჱს ავაზაკისა სამოთხჱ.
39. თანა-გუაც, ძმანო, გამოძიებად, რაჲსათჳს-მე აღუთქუა ღმერთმან ავაზაკსა მას სამოთხჱ უწინარჱს ამათ წინაწარმეტყუელთა და რჩეულთა?
40. იტყჳს წერილი: ჰრწმენა აბრაამსა ღმერთი და შეერაცხა მას სიმართლედ;
41. ჰრწმენა უკუე, კეთილად ჰრწმენა, არა ეგოდენსა მლევანსა შეურაცხებასა იხილა ღმერთი;
42. ჰრწმენა უფალი, ზეცით გარდამომეტყუელი;
43. ჰრწმენა ღმერთი ზეცით გარდამო წმიდათა ანგელოზთა მიერ, რომელთა მოაქუნდა ბრძანებისა ღმრთეებისა ბუნებისაჲ;
44. ჰრწმენა ღმერთი ესაიასცა, რამეთუ იხილა დიდებასა შინა ღმრთეებისასა;
45. ჰრწმენა ღმერთი ეზეკიელსცა, რამეთუ იხილა ქერობინთა ზედა მჯდომარჱ საყდართა დიდებისა თჳსისათა.
46. ჰრწმენა ღმერთი ყოველთა წინაწარმეტყუელთა, რამეთუ იხილეს თითოეულად დიდებასა შინა თჳსსა უფალი, რავდენ-იგი შემძლებელ იყო ხილვად ბუნებაჲ კაცთაჲ;
47. ჰრწმენა ღმერთი მოსესცა, რამეთუ ეტყოდა ცეცხლით გამო და არმურით ნესტჳთა, საყჳრითა და ქუხილითა, რომელი შემძლებელ იყო ურწმუნოთაცა განძლიერებად.
48. ხოლო ამასცა ვიტყჳ და არათუ წინაწარმეტყუელთა მათ შეურაცხ-ვჰყოფ, არამედ, რომელმან მოიპოვა მწრაფლ სამოთხჱ, ვაქებ,
49. რამეთუ ხედვიდა უფალსა და მჴსნელსა ჩუენსა არა საყდართა ზედა სამეუფოთა და არცა ტაძართა შინა თაყუანის-საცემელსა და არცა კაცთა შორის მოძღურებასა, არცა ანგელოზთა შორის ბრძანებასა, არამედ იხილა იგი ავაზაკთა შორის ძელსა ზედა დამოკიდებული;
50. იხილა იგი გინებულად და თაყუანის-სცა დიდებულად;
51. იხილა იგი ჯუარსა ზედა და ევედრებოდა, ვითარცა ცათა შინა მჯდომარესა;
52. ხედავს დაშჯასა შინა და მეუფით ხადის და ეტყჳს: მომიჴსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა.
53. ჯუარ-ცმულსა ხედავს და უფლით ხადის მას;
54. მის თანავე ძელსა დამოკიდებულსა ხედავს და სასუფეველსა ინიჭებს.
55. შჯული არა გისწავიეს, რომელი-ეგე უშჯულოებასა შინა იქცეოდე, წინაწარმეტყუელნი არა აღმოგეკითხნეს.
56. აწ ვინაჲ საღმრთოთა სიტყუათა იტყჳ, რომელ-ეგე მარადის მახჳლსა ესევდი?
57. აწ ვისგან ისწავე ქრისტჱსთჳს ენითა ცნობაჲ?
58. ჰურიანი ჯუარს-აცუმენ, რომელთა შჯული იციან, და შენ, რომელი შჯულსა ყოვლადვე უმეცარ ხარ, ვინაჲ ღმრთად ჰქადაგებ და შჯულსა მას შინა თაყუანის-სცემ ჯუარ-ცმულსა მას?
59. რომელმან საკჳრველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა?
60. ვთქუათ ამას ზედაცა, თუ ვინაჲ იტყჳს ავაზაკი ესე.
61. ვინაჲ იტყჳ, ჵ, ავაზაკო, ანუ ვინ გასწავა თქუმად, „მომიჴსენე მე სასუფეველსა შენსა?“
62. შჯული არა აღმოგიკითხავს.
63. იტყჳს ავაზაკი: მე შჯულსა არა მეცნიერ ვარ.
64. ვხედავ მზის თუალი შეშინებული დაბნელდა;
65. ვხედავ ქუეყანასა განღებულსა და მკუდართა აღდგინებასა.
66. ვხედავ, რამეთუ ქრისტჱს მკლველნი ესე ბნელსა შინა ეფეშუებიან, ხოლო მე თუალითა გულისა ჩემისაჲთა ვხედავ თუალთა ამათ უკუდავთა და მეუფესა საუკუნესა;
67. ვხედავ კლდეთა განხეთქილთა, რამეთუ განაპნეს კლდენი და განსთქდა ეზოჲ იგი ტაძრისაჲ მის ორგან და გული უშჯულოთაჲ მათ არა განიპო ცნობად კეთილისა მის, რაჲ არს კეთილი იგი, არამედ ეზოჲ იგი იყო ნივთისა მისგან ძუწეულისა და ზეზისა იაკინთისა და თუალისაგან პატიოსნისა.
68. ხოლო აწ ჯუარი აღემართა და ესე სასწაული იქმნა უფლისა ჯუარ-ცმასა: აღეხუნეს სამარენი და გამოსცეს კაცები.
69. ესე სასწაული იქმნა და იტყოდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა ჰურიანი იგი: უკუეთუ ხარ ძჱ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ მაგიერ ჯუარით და გურწმენეს შენი.
70. გულისხმა-ყავთ, საყუარელნო, ჴმაჲ ესე, ვითარ შვილთა მათ ეშმაკისათა ამსგავსეს მამულსა მას სიბოროტესა, რამეთუ ეტყჳს ეშმაკი უფალსა: უკუეთუ ძჱ ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ქუეყანად.
71. და აწ ჯუარს-აცუეს უფალი ჰურიათა და ავაზაკნიცა იგი მის თანა.
72. არათუ სძულდეს ჰურიათა ავაზაკნი იგი, არამედ რაჲთა ყოველთაჲ უფალი, ვითარცა ავაზაკი, დასაჯონ.
73. პილატე ეტყჳს მათ: ვინ მიგმადლო: იესუ, მეუფჱ თქუენი, ანუ ბარაბა, ავაზაკი თქუენი, ანუ მაცხოვარი თქუენი?
74. მათ მიუგეს და ჰრქუეს: ჩუენ მეუფჱ კეისრისა გარეშე არავინ ვიცით.
75. უვარ-ყვეს მეუფჱ იგი ქრისტჱ და დაემორჩილნეს მეუფესა მას ჰრომთასა.
76. აწ შენ, ჰურიაო, რომელი -იგი გაქუნდა კეთილი, ვერ გულისხმა-ჰყავ და, ვის-იგი არაჲ ეყვოდე, მას დაემონე.
77. იტყჳს მართალსა მას ზედა და ცოდვილთა მათთჳს: ჩუენთჳს მოვიდა სიკუდილდ და უშჯულოთა თანა შეირაცხა, რომელ არს ავაზაკთა თანა.
78. არათუ სძულდეს ჰურიათა მათ ავაზაკნი იგი, არამედ რაჲთა ყოველთა, ვითარცა ძჳრის-მოქმედი, შეასწაონ რეცათუ არა კეთილის საქმისათჳს, არამედ ბოროტისათჳს.
79. ეტყჳს მართალი პილატე: ვინ ორთაგანი მიგმადლო თქუენ;
80. იესუ, მეუფჱ თქუენი, ანუ ბარაბა, ავაზაკი თქუენი, ანუ მჴსნელი თქუენი?
81. ავაზაკნი ავაზაკსა გამოითხოვენ, ბარაბას, და უფალი ჯუარ-ცმად მისცეს.
82. არათუ მძლავრ ერეოდეს, არამედ ნეფსით მიცემული თქუმული აღესრულა.
83. იტყჳს: მიუპყრეს ჯუარსა ნავღელი და ძმარი.
84. წინაჲსწარ იხილა ესე მოსე.
85. ამისთჳსცა თქუა: ნათესავი ცრუჲ და გულარძნილი, ამას მისაგებელსა მიაგებთა უფალსა?
86. რომელმან-იგი მოგცა მანანაჲ, მას ნავღელი და ძმარი მიუპყართ;
87. რომელმან ყოველი ქუეაყანაჲ ყუავილ-გარდაფენილად გამოსცა, მას ეკლისა გჳრგჳნსა დაადგამთ.
88. კეთილად თქუა ესაია თქუენთჳს: ველოდე ვენაჴსა მას ჩემსა, რაჲთამცა გამოიღო ყურძენი, ხოლო მან გამოიღო ეკალი და კურუსთავი, რომელ არს უშჯულოებაჲ.
89. იტყჳან ჰურიანი: სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა!
90. ჩუენცა ვიტყჳთ მითვე ჴმითა, არამედ არა მითვე გონებითა: სისხლი ქრისტჱსი ჩუენ და შვილთა ჩუენთა, მათა დასაშჯელად, ხოლო ჩუენდა განსამართლებელად, რამეთუ სისხლი ქრისტჱსი არასადა უმრისხანეს არს ცეცხლსა მას ბაბილონისასა მოშიშთა ზედა ღმრთისათა.
91. დაჰხედე, რამეთუ ცეცხლმან ბაბილონისამან შეწუნა ქალდეველნი იგი და სისხლმან წმიდამან აცხოვნნა მორწმუნენი.
92. ჯუარმან განდევნა ეშმაკი;
93. ჯუარმან გამოიღო ნაყოფი სიწმიდისაჲ, რომელმან გამოსცა ბრწყინვალებაჲ.
94. ჯუარადმდე ეშმაკთა ჰმსახურებდეს, ხოლო აწ მაცხოვრისა ჯუარ-ცმულისა დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.