მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. საკითხავნი წმიდისა პარასკევისანი
2. თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ თხრობაჲ და უწყებაჲ და სახისა გამოთქუმაჲ აღვსებისა ზრახვისათჳს 3. რაჲ არს ვნებაჲ? ვნებად ჩუენდა ენად აღვება. 4. რაჲ-იგი შეგუემთხჳს, სახელ-აცნ ვნებისაგან. 5. ვნებაჲ გულისხმა-ვყოთ, ვინ-იგი ივნო ანუ რაჲსათჳს ივნო, ანუ რაჲსათჳს მოვიდა უფალი ქუეყანად, რაჲთა ვნებული იგი შეიმოსოს და მიიტაცოს სიმაღლესა ცისასა. 6. ღმერთმან დასაბამსა შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ სიტყჳთა და შექმნა მიწისაგან კაცი, რომელსა სულიცა მისცა, ესე დაადგინა სამოთხესა მზის აღმოსავალით კერძო, ედემს, მუნ ცხორებად და შუებად და შჯული მისცა მას და მცნებაჲ: 7. ყოვლისა მისგან ხისა ჰჭამოთ, ხისა მისგან ცნობისა კეთილისა და ბოროტისა არა ჰჭამოთ, რამეთუ, რომელსა დღესა ჰჭამოთ, სიკუდილით მოჰკუდეთ. 8. ხოლო კაცი იგი, ვერ მეცნიერ-ყოფილ კეთილისა და ბოროტისა, ვოთარცა მიწისაგანი, შეიწყნარა მტერი იგი და მლიქნჱ, ღმრთისა მიმართი იგი მზაკუვარი, ჴელ-მიყოფილ ხესა მას, გარდაჰჴდა მცნებასა და არა ისმინა ღმრთისაჲ, გამოვარდა ამას სოფელსა, ვითარცა საპყრობილესა. 9. ესე კაცი მიეცა მონებად მტერთა და სიკუდილი ეუფლა გემოჲს-ხილვითა ხისა მისგან 10. და დაუტევა შვილთა მისთა სამკჳდრებელი არა კეთილი: არა პატივი, არამედ შეურაცხებაჲ, არა აზნაურებაჲ, არამედ მონებაჲ, არა მეუფებაჲ, არამედ განდგომილებაჲ, არა ცხორებაჲ, არამედ სიკუდილი, არა გამოჴსნაჲ, არამედ წარწყმედაჲ. 11. უცხოჲ წარწყმედაჲ იქმნებოდა ქუეყანასა ზედა, რამეთუ დაემორჩილნეს ცოდვასა, რომლითაცა ჟამად-ჟამად აღიჴოცებოდეს დაუცხრომელისაგან გულის-თქუმისა, 12. და ყოველმან კაცმან უშჯულოებად მიაქცია და იქმნეს ვიეთნიმე მამის მკლველ, ვიეთნიმე – შვილის მკლველ, ვიეთნიმე – ძმის მკლველ. 13. უცხოჲ და საშინელი ხილვაჲ იქმნებოდა ქუეყანასა ზედა. 14. დედანი მიექცეს თჳსთა ჴორცთა და შეჭამნეს შვილნი თჳსნი, რომელნი შვნეს ლმობიერად და განზარდნეს ძუძუთა. 15. რომელნი შვნეს მუცლით გამო, მუნვე მუცელსავე შინა დაეფლნეს. 16. და მრავალი საძაგელებაჲ იქმნებოდა კაცთა შორის ამით ყოვლითა ცოდვითა. 17. იხარებდა თანამზრახველი იგი სიკუდილისაჲ. 18. უცხოჲ და საშინელი განრყუნილებაჲ იქმნებოდა ჴორცსა მას შინა. 19. იდვა სიკუდილი შეკრული, ვითარცა ტყჳჱ, აჩრდილთა შინა სიკუდილისათა და განრღუეულ იყო ხატი იგი მამისაჲ. 20. ამის ყოვლისათჳს აღვსებისა ესე ზრახვაჲ აღივსების ჴორცთა შინა უფლისათა. 21. პირველად უფალმან წარმოიძღუანა მოღუაწებაჲ ვნებითა მით ჴორცთა შინა და წინაჲსწარ გჳჩჳნა წიგნთა შინა მამადმთავრებითა და წინაწარმეტყუელებითა და ყოვლითა მით ერითა აბრამეანითა, რამეთუ შჯულითა და წინაწარმეტყუელებითა აღბეჭდა ყოფად იგი, 22. რაჲთა თქუმული იგი, რაჟამს იყოს, მოვიგონოთ სახითა და შევეყვნეთ სარწმუნოებასა და გრძიადითა მით მოთხრობითა მახლობელ ვიპოვნეთ სარწმუნოებით მადლსა მას და ვნებითა მით უფლისაჲთა ვჰსცნობდეთ წერილთა, რომელ წინაწარმეტყუელთა მიერ მოგუეთხრობის, 23. და სახისა ამის ხილვითა მოვიგონებდეთ განმზადებულთა მათ საშუალებათა, რამეთუ არს ახალ და ძუელ უფლისაჲ იგი ზრახვაჲ, ძუელ – სახისა მის დაწერითა და ახალ – მადლისა გამოჩინებითა. 24. და, თუ დაჰხედო სახესა, იხილო გამოჩინებაჲ მისი და, თუ გნებავს გულისხმის-ყოფის ზრახვისაჲ მის და ვნებისა უფლისაჲ, მიხედე აბელს, რომელი მსგავსად მისა მოიკლა, და ისაკ, რომელი მისებრ შეიკრა, იაკობს, მისებრ უცხო-ქმნულსა, იოსებს, რომელი მისებრ განიყიდა. 25. მიხედე მოსეს, რომელი მისებრ განგდებულ იპოვა, დავით – მისებრ დევნული. 26. მიხედე ყოველთა წინაწარმეტყულთა, რომელნი გჳთხრობდეს წინაჲსწარ ქრისტესა, ვითარ-იგი ივნეს მათგან, რომელთაცა უთხრობდეს ქრისტჱსთჳს. 27. მიხედე ეგჳპტესაცა და ცხოვრისა მის დაკლვასა, რომელმან-იგი დასცა ეგჳპტჱ და განარინა ისრაელი სისხლითა მით თჳსითა, რომელსა ქადაგებს წინაწარმეტყუელი ქრისტჱს ზრახვისა მისთჳს, 28. რამეთუ ეტყჳს მოსე ერსა მას, ვითარმედ: იხილოთ ცხორებაჲ იგი თქუენი დამოკიდებული ძელსა წინაშე თუალთა თქუენთა და გეშინოდის ღამჱ და დღჱ და რაჲთა გრწმენეს ცხორებაჲ იგი თქუენი. 29. და დავით იტყჳს: რად აიძრნეს წარმართნი და შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს მასვე ზედა უფალსა და ცხებულსა მისსა ზედა? 30. და იერემია იტყჳს: მე, ვითარცა კრავი უბიწოჲ, მიგჳრილი და არარაჲ ვაგრძენ. 31. ზრახეს ჩემ ზედა ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: მოვედით და შეურთოთ ძელი პურსა მისსა და აღვჴოცოთ იგი ქუეყანით ცხოველთაჲთ და სახელი მისი არღარა მოვიჴსენოთ. 32. და ესაია იტყჳს: ვითარცა ცხოვარი, კლვად მიიგუარა და, ვითარცა კრავი. 33. უჴმობელად წინაშე მრისველისა თჳსისა. 34. მრავალი სხუაჲ მრავალთა წინაწარმეტყუელთა გამო იქადაგა აღვსებისა ზრახვისათჳს, რომელ არს ქრისტე იესუსთჳს, რომლისაჲ დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ. 35. ესე მოვიდა ზეცით ქუეყანად ვნებულისა მისთჳს კაცისა. 36. ესე კაცი თჳთ შეიმოსა ქალწულისა მუცელსა შინა და გამოჩნდა კაცად და თავს-იდვა ვნებულისაჲ მის ვნებაჲ და დაჴწრნა ჴორცთა ვნებაჲ, რომელ-იგი ვერ წინადამდგომ იყო სიკუდილსა, განაძლიერა სულითა და მოკლა კაცის მკლველი იგი სიკჳდილი. 37. ესე თჳთ მოიგუარა, ვითარცა კრავი, და ვითარცა ცხოვარი, დაიკლა და გჳჴსნნა ჩუენ საცთურისაგან ამის სოფლისა, ვითარცა ქუეყანით ეგჳპტით ერი იგი, და გამოგჳჴსნნა ჩუენ მონებისაგან ეშმაკისა, 38. ვითარცა ჴელთაგან ფარაოჲსთა, და აღბეჭდნა სულნი ჩუენნი სულითა თჳსითა და ჴორცნი ჩუენნი სისხლითა თჳსითა. 39. ესე არს, რომელმან შეიმოსა სიკჳდილი, სირცხჳლი და ეშმაკი დააკუეთა მგლოვარჱ, ვითარცა მოსემან ფარაოჲ. 40. ესე არს, რომელმან უშჯულოებაჲ დასცა და მავნებელი იგი უშვილო ქმნა, ვითარცა მოსემან ეგჳპტჱ. 41. ესე არს, რომელმან გამოგჳყვანნა ჩუენ მონებისაგან აზნაურებად, ბნელისაგან – ნათლად, სიკჳდილისაგან – ცხორებად, განდგომილებისაგან – სასუფეველსა საუკუნესა და მყვნა ჩუენ სამღდელო ახალ და ერ საზეპურო, რაჲთა მისსა დიდებასა მარადის ვიდიდებოდით. 42. ესე არს, რომელმან ივნო და გუაცხოვნნა ჩუენ, ესე არს აბელისებრ მოკულული, ისაკისებრ შეკრული, იაკობისებრ უცხო-ქმნული, იოსებისებრ განსყიდული; 43. ვითარცა მოსე – განგდებული; 44. ვითარცა დავით – დევნული; 45. ვითარცა კრავი – დაკლული; 46. ვითარცა წინაწარმეტყუელი – შეურაცხი. 47. ესე არს ქალწულისაგან განჴორციელებული, ძელსა დამოკიდებული, ქუეყანასა დაფლული, მკუდრეთით აღდგომილი, სიმაღლეთა ცისათა აღსრული. 48. ესე არს კრავი იგი დაკლული. 49. ესე არს ტარი[გი] იგი უჴმობელი. 50. ესე არს შუენიერისა მის მარიამის ქალწულისაგან შობილი. 51. ესე არს სამწყსოჲთ გამოტაცებული, შეკრული, დაკლვად მოთრეული. 52. ესე არს მწუხრი დაკლული, ღამე შეჭმული, ძელსა ზედა არა შემუსრვილი, მიწასა ქუეშე არა განრყუნილი, მკუდრეთით აღდგომ[ილი] და კაცთა მკუდართა დაფლულთა აღმადგინებელი. 53. აწ ესე მო[ვი]და, სადა მოკლეს საშუვალ იერუსალემსა. 54. რაჲსათჳს მოკლეს? 55. რამეთუ მკელობელნი მათნი ავლინნა და განბოკლებულნი მათნი განწმიდნა, ბრმანი მა[თ]ნი განანათლნა, სნეულნი მათნი შორის განკურნნა და მკჳდარნი მათნი აღადგინნა, ამისთჳს მოკლეს. 56. ჵ, ზრახვაჲ შეტყუებული და სახჱ კრავისა დაკლულისაჲ და ვნებისა უფლისა შეტყუებაჲ! 57. სადა წერილ არს შჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვითარ წერილ არს: მომაგეს მე ბოროტი კეთილისა წილ და უმკჳდროებაჲ სულისა ჩემისაჲ იზრახეს. 58. ზრახეს ჩემ ზედა ზრახვაჲ ბოროტი და თქუეს: შევკრათ მართალი იგი, რამეთუ ძნელ ჩუენდა არს. 59. რაჲ ეგე ჰქმენ, ჵ, ისრაელ? 60. უცხოჲ და ახალი საშჯელი შეურაცხ-ჰყავ, პატივის-მცემელი შენი უდიდებელ-ჰყავ, მადიდებელი შენი უვარ-ჰყავ, იგი, რომელმან გამოგირჩია შენ ერად საზეპუროდ, მოჰკალ – მაცხოვარი იგი შენი. 61. რაჲ ეგე ჰქმენ, ჵ, ისრაელ? 62. ანუ არა წერილ არს: არა დასთხიო სისხლი მართალი, რაჲთა არა მოჰკუდე ბოროტად? 63. აწ შენ იტყჳ, მე მოვკალ უფალიო. 64. რაჲსა მოჰკალ? 65. მოჰკალა, და ჯერცა იყო მისა სიკჳდილი? 66. შეცთომილ ხარ, ისრაელ, რამეთუ ჰბრძნობ უფლისა სიკჳდილსა. 67. და თუ ჯერ-იყო მისა სიკუდილი, ხოლო არა შენ მიერ ჯერ-იყო მისა შეურაცხებაჲ, და არა შენ მიერ ჯერ-იყო მისა ძელსა დამოკიდებაჲ, და არა შენ მიერ, არცა ჴელითა შენითა. 68. ჵ, ისრაელ, ამისთჳს ჯერ-იყო შენდა ჴმითა მაღლითა ღაღადებად ღმრთისა მიმართ: ჵ, უფალო ძალთაო! 69. და თუ ჯერ-არს ძესა შენსა ვნებად და ესრე არს ნებაჲ შენი, ივნენ და ნუ ჩემგან, ივნენ უცხო-თესლთაგან და დაისაჯენ წინადაუცუეთელთაგან, არამედ ჩემგან ნუ ხოლო. 70. შენ, ისრაელ, ესე ჴმაჲ ღმრთისა მიმართ არა აღუტევე და ვერცა გამოემართლე უფალსა შენსა, არა მოიჴსენენ საქმენი მისნი და არცა შეირცხჳნე ჴელისა მისგან განჴმელისა და განკურნებულისა. 71. და არცა თუალთა მათგან განკურნებულთა ჴელის დადებითა და არცა ახალსა მას სასწაულსა, რომელ ოთხისა დღისა მკუდარი აღადგინა, 72. შენ ამას ყოველსა თანა-წარჰჴედ და მიიწრაფე უფლისა კლვასა ზედა ჯუარისა მის აღმართებად და განჰმზადენ სამშჯჭუალნი მახჳლნი და მოწამენი ცრუნი, საგუემელნი და საგუმერელნი, ღრუბელი, ძმარი, ნავღელი. 73. მახჳლითა მოადგე, ვითარცა მოსისხლესა და ავაზაკსა, და დაადგ თავსა მისსა გჳრგჳნი ეკლისაჲ და შუენიერნი იგი მკლავნი მისნი შეჰკრენ, 74. რომელთა შეგქმნეს შენ მიწისაგან და პირსა მას კეთილსა, რომელმან განგზარდა შენ, ასუ მას ძმარი და ნავღელი და მოჰკალ უფალი იგი შენი დღესასწაულსა მას დიდსა. 75. შენ იყავ შუებასა და იგი – შიმშილსა; 76. შენ შჭამდი პურსა და სუემდ ღჳნოსა და მას ასუემდ ძმარსა და ნავღელსა; 77. შენ მხიარულ იყავ პირითა და იგი მწუხარე წარმოგედგინა; 78. შენ იხარებდ, მას დაშჯიდ; 79. შენ გაქებდეს მაქებელნი და მას დაშჯიდ სიკჳდიდ, შენ ჰბრძანებდ და მას დამშჭუალვიდეს. 80. შენ პირით მემღელრნი და მაქებელნი შეგასხმიდეს, ხოლო მარიამი მკერდისა ცემითა და ცრემლითა არა დასცხრებოდა; 81. შენ აყუედრებდი და ჴჳრთითა სცემდი, ხოლო მარიამს მუცელი და ნაწლევნი სტკიოდეს; 82. შენ სარეცელთა ჩჩჳლთა მიწოლილ იყავ, ხოლო იგი სამარესა და ნაპრალსა კლდისასა უკუნგდებული იდვა. 83. ჵ, ისრაელ უშჯულოო, რაჲ ეგე ჰქმენ ახალი და უცხოჲ? 84. უშჯულოებაჲ უვარ-ჰყავ, ხოლო მო-მცა არა-ჰკალ. 85. რაჲსა მოჰკალ შემოქმედი იგი შენი და გამომსახველი შენი? 86. რაჲსა შეურაცხ-ჰყავ, რომელმან გიწოდა სახელი ისრაელ? 87. და შენ ისრაელ ვერ იპოვე, ვერ იცან ღმერთი შენი, არა გულისხმა-ჰყავ უფალი შენი. 88. არა უწყოდეა, ისრაელ, რამეთუ ესე არს პირმშოჲ იგი ისრაელისაჲ? 89. და ესე არს პირმშოჲ ღმრთისაჲ, რომელი მთიებისა წინა იყო, რომელმან ნათელი გამოაბრწყინა, დღჱ გამოაჩინა და ბნელი განაშოვრა, რომელმან სამყარონი დაამტკიცნა, ქუეყანაჲ შთაჰკიდა და ზღუაჲ მოზღუდა, გარდაართხნა სამყარონი და შეამკო სოფელი, 90. რომელმან განაგნა ვარსკულავნი ცათა შინა და დიდ-დიდნი იგი მნათობნი განანათლნა, რომელმან შექმნა ანგელოზნი ცათა შინა და აჰმართნა საყდარნი, რომელმან შექმნა კაცი ქუეყანასა ზედა. 91. ესე არს, რომელმან გამოგირჩია შენ და გიძღოდა ადამითგან ნოვჱსამდე, ნოვჱსითგან აბრაჰამისამდე, ისაკ და იაკობისამდე და ათორმეტთა მათ მამად-მთავართამდე; 92. ესე არს, რომელი შთაგიძღუა შენ ეგჳპტედ და დაგიცვა და გფარვიდა შენ; 93. ესე არს, რომელი გიძღოდა შენ ნათლითა სუეტითა და გფარვიდა შენ ღრუბლითა; 94. ესე არს, რომელმან განყო ზღუაჲ მეწამული და წიაღ-მოგიყვანა შენ და მტერი იგი შენი წარწყმიდა; 95. ესე არს, რომელმან მოგცა მანანაჲ ზეცით და გასუა შენ წყალი კლდისაგან; 96. ესე არს, რომელმან მოგცა შენ შჯული ქორებს შინა და მოგივლინნა წინაწარმეტყუელნი, რომელმან გამოგირჩია შენ მეფენი და მთავარნი; 97. ესე არს, რომელი მოვიდა შენდა და ვნებულნი შენნი განკურნნა და მკუდარნი შენნი აღადგინნა; 98. ესე არს, რომლისა ზედა იკადრე ჴელისა შეხებად; 99. ესე არს, რომელსა ზედა უშჯულოებაჲ ჰქმენ; 100. ესე არს, რომელსა შესცოდე; 101. ესე არს, რომელი განჰყიდე ვეცხლად; 102. ესე არს, რომელი მოჰკალ; 103. ესე არს, რომლისაჲ იგი მადლი წარწყმიდე, უმადლოო ისრაელ! 104. მოვედ, ისრაელ, და შევიტყუნეთ მე და შენ და აღვითუალოთ უმადლოებაჲ ეგე შენი: რავდენ-რაჲ აღგითუალავს მისმიერი საქმჱ შენი; 105. რავდენ-რაჲ აღგითუალავს ეგჳპტედ შთაგზავნაჲ იგი შენი და გამოზრდად კეთილისა მის მიერ იოსებისა; 106. რავდენ-რაჲ აღგითუალავს სუეტი იგი ღამე და დღისი, ღრუბელი და ზღუასა წიაღყვანებაჲ; 107. რავდენ-რაჲ აღგითუალავს მანანაჲსა მის მოცემაჲ და კლდისა განჴმელისა წყალი და ქორებს შინა შჯული და ქუეყანასა ზედა მკჳდრობაჲ და მას ზედა ნიჭნი ეგე; 108. რავდენ-რაჲ აღგითუალავს, რომელ სნეულნი შენნი განკურნნა. 109. ყავ სასყიდლისა ჴელი იგი განჴმელი, რომელ განკურნა; 110. ყავ სასყიდლის შობითგანი იგი ბრმები, რომელნი განანათლნა სიტყჳთა; 111. ყავ სასყიდლის მკუდრები იგი, რომელ სამარით გამოიყვანნა, ანუ ოთხისა დღისა იგი მკუდარი, რომელ აღადგინა. 112. მე ესრე ვიტყჳ: არა არს სასყიდელი მისმიერთა მადლთა, ხოლო შენ შეურაცხ-ჰყავ და მიაგე მას უმადლოებაჲ, მიაგე მას ბოროტი კეთილისა წილ და სიკჳდილი ცხორებისა წილ, რომლისა ზედა ჯერ-იყო შენდა სიკუდილი. 113. ამის მიერ მოციქულნი ვლენან და მშჳდობაჲ იქმნების, ხოლო შენ ძნელად დასდეგნ უფლისათჳს და წილ-იგდე მის ზედა, რომელსა ნათესავნი თაყუანის-სცემენ, უცხო-თესლნი ადიდებენ, წინადაუცუეთელთა უკჳრს, რომლისა ზედა პილატე ჴელნი დაიბანნა და თავი თჳსი უბრალოდ განიდგინა. 114. შენ ესე მოჰკალ დღესასწაულსა მას დიდსა, რომელ წერილ არს შენდა ჭამად უფუველი და ველის-ყრდელი მწარჱ. 115. ჵ, ისრაელ, მწარე არიან სამშჭუალნი ეგე, რომელ განჰმზადენ; 116. მწარე არს ენაჲ ეგე შენი, რომელ აღჰმახუე; 117. მწარე არიან ცრუვ-მოწამენი ეგე შენნი, რომელნი წარმოადგინენ, მწარე არს ღრუბელი ეგე, სავსე ძმრითა და ნავღლითა; 118. მწარე არიან სატანჯველნი ეგე, რომელ განჰმზადენ; 119. მწარე არს შენდა იუდა, რომელი მოიტყჳ მოფარდულად; 120. მწარე არს შენდა ჰეროდე, რომელ გერჩდა შენ; 121. მწარ არს შენად კაიაფა, რომლისაჲ გრწმენა, მწარე არს შენდა ეკალი ეგე, რომელ შეჰქმენ გჳრგჳნად; 122. მწარე არიან შენდა ჴელნი ეგე, შებღალულნი სისხლითა, რომელთა მოკლეს უფალი შენი შორის იერუსალემსა. 123. ისმინეთ ესე ყოველმან ნათესავმან კაცთამან და იხილეთ უცხოჲ ხილვაჲ: ახალი სისხლი დაიხევის შორის იერუსალემსა, ქალაქსა შინა შუენიერსა, ქალაქსა შინა ებრაელთასა, ქალაქსა შინა წინაწარმეტყუელთასა, ქალაქსა, რომელსა ჰგონებენ კაცნი, ვითარმედ შჯულიერ არს ქალაქი ესე; 124. და ვინ მოიკლა ანუ ვინ მოკლა, სიტყუად მრცხუენის და თქუმად მეიძულების. 125. უკუეთუმცა ღამე ყოფილ იყო მოკლვაჲ ესე ანუ უდაბნოსა ადგილსა, დუმილდმცა უვადვილჱს იყო, ხოლო აწ შორის ურაკპარაკსა ქალაქისასა შოვა სამხრის ოდენ და ყოველნი ჰხედვენ: მართალი სისხლი დაითხევის უსამართლოდ და უბრალოჲ იგი მოკუდების, ვითარცა ბრალეული. 126. და ესრეთ აღამაღლეს ძელსა და ფიცარი იგი ერთი დასდვეს თავსა, რომელსა ზედა წერილ იყო, ვინ იყო იგი. 127. არათქუმად მძიმე და ბრალ არს და თქუმად – საშინელ და შესაძრწუნებელ, არამედ ისმინეთ ძრწოლით, რომლისაგან ძწის ყოველი დაბადებული. 128. უფალი, ყოველთა შემოქმედი, შიშუელი ძელსა დამოკიდებულ არს და არა სცნობენ უშჯულონი იგი და უწყალონი. 129. ამისთჳს ზეცისა მნათობნი დაბნელდეს, რაჲთა დააბნელნეს თუალნი მის ერისანი. 130. შეიძრა ქუყანაჲ, რამეთუ არა შეძრწუნდა ერი იგი. 131. შეშინდეს ცანი და, რამეთუ არა შეიშინა ერმან მან, დააპო ანგელოზმან ეზოჲ იგი ტაძრისაჲ და არა ეგლოვდა ერი იგი. 132. ქუხდა ცით გამო უფალი და მაღალმან დასცა ჴმაჲ თჳსი. 133. აწ შენ, ისრაელ, უფლისათჳს არა შესძრწუნდი, არცა შეიშინე, დაუტევე უფალი, – არა იპოვო უფლისა მიერ; 134. არა შეიწყნარე უფალი, – არა შეიწყალო უფლისაგან; 135. ჰგუემე უფალი, – დამსდაბლდე მიწამდე. 136. მომკუდარი სძე ქუეყანასა, ხოლო უფალი აღდგომილ არს მკუდრეთით და ამაღლებულ არს ზეცად. 137. უფალმან შეიმოსა კაცი ესე ვნებული და ივნო, რაჲთა ვნებული ესე აცხოვნოს; 138. დაეფლა და აღდგა მკუდრეთით და ესე ჴმაჲ მასმინა ყოველთა: მოვედით ჩემდა ყოველნი დაშჯილნი და მე გიჴსნნე თქუენ. 139. ვინ არს წინააღმდგომი ჩემი, რამეთუ მე თანა-მდები იგი ვიჴსენ? 140. მოვედით ჩემდა, მიიღეთ მიტევებაჲ ცოდვათაჲ; 141. მე ვარ ჴსნაჲ თქუენი, მე ვარ კრავი იგი, რომელ დაიკლა თქუენ ზედა; 142. მე ვარ ნათელი და აღდგომაჲ თქუენი და მეუფჱ თქუენი; 143. მე აღგიყვანნე თქუენ სიმაღლეთა ცისათა, მუნ გიჩუენო თქუენ საუკუნითგანი დაუსაბამოჲ მამაჲ. 144. აწ ისმინეთ, საყუარელნო: ესე არს, რომელმან შექმნა ცაჲ და ქუეყანაჲ; 145. ესე არს, რომელმან შექმნა კაცი; 146. ესე არს, რომელი იქადაგა შჯულსა და წინაწარმეტყუელთა; 147. ესე არს, რომელმან ქალწულისა ჴორცნი შეისხნა; 148. ესე არს ძელსა დამოკიდებული; 149. ესე არს ქუეაყანასა დაფლული; 150. ესე არს მკუდრეთით აღდგომილი; 151. ესე არს, რომელი აღჴდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა; 152. ესე არს, რომელსა აქუს ჴელმწიფებაჲ განშჯად ცხოველთა და მკუდართა; 153. ესე არს, რომლისა თანა შექმნა მამამან ყოველივე დასაბამითგან მიუკუნისამდე; 154. ესე არს დასაბამი და აღსასრული მიუწუდომელი; 155. ესე არს ღმერთი ღმრთისაგანი, წმიდისა მის მარიამის ქალწულისაგან შობილი. 156. ამას ზრახვასა აღვსებისასა წმიდასა სამებასა დიდებაჲ მივსცეთ, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი [უკუნისამდე]. ამენ. |