მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [დიდსა ხუთშაბათსა ცისკრად საკითხავი
2. თქუმული წმიდისა ბასილი მთავარეპისკოპოსისაჲ კესარია კაბადუკიელისაჲ ამისთჳს: „მამაო, უკუეთუ ჯერ არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე“] 3. ........................უხარის აწ არიოზს, მოსცხრების, რამეთუ პოვეს ისარი სიტყუათა გმობისათაჲ და ჭეშმარიტებასა ზედა იხარებენ. 4. არამედ ნუვე იხარებთ ყოველნი ეგე უცხო-თესლნი, რამეთუ შეიმუსრა უღელი გმობისა თქუენისაჲ. 5. „ჩუენ თანა არს ღმერთი!“ 6. გულისხმა-ყავთ წარმართთა და მოუძლურდით! 7. და ღათუ კუალად განსძლიერდეთ, მო-ვე-უძლურდეთ და ზრახვაჲ, რომელი ზრახეთ, გან-ვე-აქარვოს უფალმან, რამეთუ ჩუენ თანა არს ღმერთი! 8. რამეთუ პირი უფლისაჲ მპყრობელისაჲ იტყოდა ამას: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ 9. ჵ, სასუმელი წყაროჲთა უკუდავებისაჲთა სავსჱ, რომელ მიიღეს ევნუმიოზ და არიოზ, თჳსთა ბოროტად ურწმუნოებითა მრღჳე ქმნეს და მოყუასთა თჳსთა ასუმენ აღთქუეფულსა მრღჳესა, რომელ მას შინა ტკბილი, განზავებული ცნობათაჲ მწარე ჰგონიეს. 10. არცაღა ვაჲსა მის ჴმისა ეშინის, რომელსა იტყჳს წიგნი: „ვაჲ, რომელთა თქუან ტკბილი მწარედ, მწარჱ – ტკბილად! 11. ვაჲ, რომელთა დადვან ნათელი ბნელად და ბნელი – ნათლად! 12. ვაჲ ბრძენთა მათ თავით თჳსით და წინაშე მათსა მეცნიერებასა!“ 13. ხოლო ჩუენ, საყუარელნო, მოვიღოთ სასუმელი იგი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსი და მას შინა სავსჱ იგი სიტკბოებაჲ მოძღურებისაჲ სურვილითა სასუმელისაჲთა ვსუათ! 14. „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, სასუმელი ესე გარე-წარმჴედინ მე“. 15. არა ეგრე, ვითარ შენ ჰგონებ, არიოზ, ვითარმცა შეშინდა უფალი და შიშითა სიკჳდილისაჲთა ამას იტყჳს. 16. უკუეთუმცა ეშინოდა, რომელსა [თჳთ] ჴელმწიფებაჲ აქუს სიკჳდილდ და არა-სიკჳდილდ. 17. რამეთუ იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი“. 18. უკუეთუმცა იძულებოდა ვისგან-მე, კეთილად სამემცა იტყოდე, ვითარმედ: ეშინოდა. 19. ხოლო აწ თავადი იტყჳს: „ჴელმწიფებაჲ მაქუს დადებად სულისა ჩემისა და ჴელმწიფებაჲ მაქუს კუალად მოღებად იგი.“ 20. არამედ „ვითარცა თავი თჳსი დავიმცირე და ხატი მონებისაჲ მოვიღე“ და არავინ მაიძულა მე, და თჳსნი ჴორცნი თავით ჩემით ვიშჱნენ, რამეთუ „სიბრძნემან იშჱნა თავისა თჳსისა სახლი“, ეგრევე-სახედ ძალ-მიც, და-რაჲ-ჴსნდენ ჴორცნი ჩემნი სიკუდილითა და აღდგინებად იგი ცხორებითა. 21. რამეთუ მე ვარ, რომელი ვიტყოდე: „დაარღჳეთ ტაძარი ესე და მესამესა დღესა აღვაშჱნო ეგე“. 22. და აწ უკუე არა შიშითა სიკჳდილისაჲთა ვიტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ 23. არამედ დაფარულსა საიდუმლოჲსა სიტყუასა სიბრძნით წარმოვიღებ – ამას სიტყუასა – შესატყოვნელი არს ეშმაკისაჲ. 24. ჯერ-არს ჩემდა ამით სიტყჳთა მონადირებად იგი. 25. მიხილა მე ეშმაკმან, რამეთუ მრავალნი სასწაულნი ვქმნენ, რამეთუ სნეულნი შეხებითა ჴელისაჲთა განვკურნენ, და ლეგეონი ეშმაკთაჲ სიტყჳთა ვდევნე, და განკეთრებული თოვლის-სახჱ სიტყჳთა განვწმიდჱ, და დაჴნილნი მუჴლნი ჴმითა ავჰმართენ, 26. და ქართა და ზღუასა უბრძანე და ყოველნი მერჩდეს მე შიშით და ძწოლით, მკუდარნი აღვადგინენ, მკელობელნი ვავლინენ, ყრუთა ვასმინე, გლახაკთა ვახარე. 27. და ამათ საქმეთაგან მიხილა მე ძედ ღმრთისა და გულისხმა-ყო, უკუეთუ მე ჯუარს-ვეცუა, იგი წარწყმდეს; 28. უკუეთუ მე შთავჴდე ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა, მოქლონნი იგი რკინისანი განვხეთქნე და ბჭენი რვალისანი შევმუსრნე. 29. და ესე იხილოს და ცნას, და შიშით ივლტოდეს აღმართებად დიდისა და პატიოსნისა მის ძელისა ჯუარისა. 30. აწ უკუე ამისთჳს რაჲ ვთქუა? 31. სიბრძნით ვიტყჳ: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, სასუმელი ესე თანა-წარმჴედინ მე“, 32. რაჲთა ესევითართაგან მდაბალთა სიტყუათა ვეგონო, ვითარცა კაცი მოშიში, რომელი ევლტინ სიკჳდილსა, და ისწრაფოს ყოვლისა ქუეყანისა აღმართებად ძელი იგი საიდუმლოჲ ჯუარისაჲ, რომელი ჰგონიეს ჩემდა ბოროტ. 33. ჯერ–არს ჩემდა, ვითარცა ბრძნისა მესათხევლისა, მონადირებაჲ მისი; 34. ჯერ-არს ჩემდა ყოველივე დათმენად ყოველთა ცხორებისათჳს. 35. უკუეთუ მან მოიმანქნა დასაბამსა ადამის წარწყმედისათჳს, რავდენ მე უფროჲს თავს-ვიდვა ყოველთა ცხორებისათჳს! 36. სიტყჳთა ზაკუვებისაჲთა აცთუნა ადამი. 37. აწ სიტყჳთა ღმრთეებისაჲთა სცეთს: „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“. 38. რაჟამს თევზის-მონადირემან შთააგდის სამჭადური ზღუასა, ოდესმე შორად შეაგდის სამჭადური იგი, ოდესმე რეცა მოსტაცებნ მატლსა მას და გამოიზიდავნ. 39. უკუეთუ ესრე არა ყვის, თევზი იგი არა მოჴდის სამჭადურსა მას. 40. შეუმოსიეს სამჭადურსა მას ღმრთეებისა ჩემისასა მატლი ესე ჴორცი უფსკრულსა შინა ამის სოფლისასა. 41. უკუეთუ არა მატლი იგი იძრვოდის, რომელი ჯერ-არს მონადირებდ, არა მოუჴდეს. 42. აწ ჯერ-არს ჩემდა ვითარცა მატლისა ხატად ყოფად და სიტყუად, რამეთუ: „მე მატლ ვარ და არა კაც“, რაჲთა იგი მორბიოდის მატლსა მას და სამჭადურითა შეიპყრას ჩემ მიერ, და აღესრულოს თქუმული იგი იობის მიერ, ვითარმედ: „შეიპყრა ვეშაპი სამჭადურითა“. 43. ვიქ[მ]ნე მე, ვითარცა მეოტი სიკჳდილისაგან, გამოვჩნდე, ვითარცა კაცი მოშიში და ვთქუა: „მწუხარე არს სული ჩემი ვიდრე სიკჳდიდმდე“. 44. ვთქუა: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ 45. მას ესმენ სიტყუანი ჩემნი და განიხაროს, რამეთუ იწრაფის წინა-აღდგომად ჩემდა. 46. „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე.“ 47. განიხაროს და თქუას გულსა თჳსსა, ვითარმედ: „ესე კაცივე არს. 48. შთავთქი ადამი, შთავთქი აბრაჰამი, შთავთქი ისაკი, შთავთქი იაკობი, შთავთქენ მამად-მთავარნი და წინაწარმეტყუელნი. 49. შთავთქა ესეცა, რამეთუ აჰა ესერა ვითარცა კაცსა ეშინის და ვითარცა კაცი არს. 50. შთავთქა ეგეცა. 51. შთამთქინ მე, ვითარცა კაცი, და მპოოს მე მუცელსა მისსა, ვითარცა ღმერთი რაჲ ვიქმოდი. 52. „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ 53. შთათქინ ცომი ესე ჴორცთა ჩემთაჲ და მპოოს, ვითარცა ნაკუერცხალი უშრეტი ღმრთეებისა ჩემისაჲ, რომელი ძლიერად შესწუვიდეს მას, რამეთუ „ცეცხლისა მიფენად მოვედ ქუეყანასა“. 54. „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ – ვიტყოდი ვითარცა კრავი. 55. არა მნებავს, რაჲთა იხილოს ბრწყინვალებაჲ იგი მახჳლისა მის ღმრთეებისა ჩემისაჲ, რაჲთა არა ივლტოდეს მგელი იგი. 56. შთამთქინ მე, ვითარცა კრავი, რაჲთა შინაგან სამ-პირითა მახჳლითა დაითქას, რამეთუ „არა მოვედ მიფენად მისა მშჳდობისა, არამედ მახჳლისა“. 57. „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ სასუმელი ესე!“ – ვიტყოდი ვითარცა კრავი, და დავმალო მწყემსი იგი ღმერთი კრავსა მას შინა ჴორცთასა. 58. არა მნებავს გამოცხადებად მწყემსი იგი ღმერთი, რაჲთა არა ივლტოდოდი მგელი იგი. 59. ვიტყოდი ვითარცა კრავი: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ 60. ვიტყოდი ვითარცა კრავი, რომელსა არა აქუნ მწყემსი: „ვიქმენ მე ვითარცა კაცი შეუწევნელი“. 61. შთამთქინ მე ვითარცა კრავი და შინაგან მწყემსისა მის არგნითა ჯუარისაჲთა შეიმუსროს. 62. მარცუალი იგი მდუჳსაჲ განმცხონენ და პოვოს მტკივანებაჲ იგი ღმრთეებისაჲ, რომელმან ბოროტად ატკივნოს მას. 63. განმცოხნენ ვითარცა კაცი და მპოვოს ვითარცა მყარი კლდჱ, რომელმან ძლიერად შემუსრნეს კბილნი, რაჲთა ისწაოს კაცთაჲ არღარა ცოხნაჲ და აღესრულოს წერილი იგი: „ღმერთმან შემუსრნეს კბილნი მისნი პირსა მისსა“. 64. „მამაო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე!“ 65. უკუეთუმცა იცოდა, ვითარ არს სასუმელი ესე, რომელსა მე ვილოცავ მიზეზით თანა-წარსლვად მას, რამეთუ მისთჳს არს საწერტელად, ხოლო ჩემ მიერ – ცხორებაჲ. 66. რაჟამს შთამთქას მე, მაშინ ცნას, რაჲ-იგი შთათქას. 67. რაჟამს იხილოს ჩემთჳს მზჱ დაბნელებული და დღჱ გარდაქცეული, მაშინ იგიცა გამწარდეს და აღესრულოს წერი[ლი]: „ჯოჯოხეთი შენ ქუეშე განმწარდა შემთხუევასა შენსა.“ 68. „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, სასუმელი ესე თანა-წარმჴედინ მე!“ 69. ნუ შეგაიჭუებედ შენ ესევითარნი სიტყუანი სიბრძნით თქუმულნი. 70. მელოდეთ მე და იხილოთ გამოსლვაჲ სიტყუათა ჩემთაჲ. 71. და მაშინ გიკჳრდეს სიბრძნჱ იგი თქუმულთაჲ მათ ჩემთაჲ და ნუ სისულელე გიჩნ მანქანებაჲ ესე. 72. და მან არა იცის, რომელი სისულელჱ იგი ღმრთისაჲ უბრძნჱს კაცთა არს. 73. რამეთუ ვჰგონებ სიტყუათა ამათ ჩემთაგან, ვითარცა უძლური ვინმე. 74. არა იცის, რამეთუ მე შევსუა სასუმელი ესე, ხოლო იგი დაითროს და დაბნელდეს, და ჩემთა მათ განიხარონ და აღდგენ. 75. აწ უხარის ჩემთა მათ მდაბალთა სიტყუათა ზედა: „მამაო, უკუეთუ ჯერ-არს, თანა-წარმჴედინ მე სასუმელი ესე“. 76. რაჟამს შთამთქას მე და იხილნეს კლიტენი განხეთქილნი და სამარენი აღებულნი და მკუდარნი აღდგომილნი, და თჳთ იგიცა განსთქდეს. 77. და მკუდარნი გამოვიდენ ცხოველნი და ზეცად [აღვიდ]ენ. 78. რაჟამს იხილოს ესე ყოველი, ინანდეს და იგლოვდეს, რომელთა-იგი საყუარელთა ზედა აწ იხარებს. 79. არა იცის, რამეთუ რომელსა საფრჴესა დააგებს, და იგივე შევარდების მას. 80. და აღესრულოს წერილი იგი: „ჴნარცუ თხარა, აღმოჰკუეთა და შთავარდა მთხრებლსა მას, რომელცა ქმნა“. 81. რამეთუ არა იცის, რომელ ეგულების აღმართებად ჯუარი იგი, რამეთუ ჩემდა არს პატივ და მისა – მახჳლ, ჩემდა არს ტაძარ და მისა – სიკუდილ, ჩემდა არს დიდება და მისა – წარსაწყმედელ! 82. ჵ სასუმელისაჲ ამის, რომელი არს ეშმაკისა საწერტელ და მსახურთა მისთა მაოტებელ, ხოლო ცოდვათა განმათავისუფლებელ და ცოდვილთა მლხინებელ და უკუდავებისა სასუმელ და სასუფეველისა მომანიჭებელ, ცხორებისა შემოქმედ და ყოველთა კაცთა წინამძღუარ და სასო. 83. ესე სასუმელი შევსუათ ჩუენ ყოველთა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი უკუნითი უკუნისადმდე. ამენ! |