მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ მიცემისათჳს იუდაჲსგან]
2. .......................რომელსა [აღუთ]ქუამ მათ, ამას ჰყო[ფ და] ნაცვალად ურცხჳნოებისა რაჲ-მე სხუა ურცხჳნჱს არს ცვალებისა მის? 3. მაშინ მოუჴდეს მოწაფენი, მაშინ, ოდეს-იგი ესრჱთ იყო, რაჟამს მიცემაჲ იგი წარემართა, რაჟამს თავი თჳსი წარიწყმიდა იუდა, მოვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: „სადა გნებავს, და განგიმზადოთ შენ, რაჲთა ჰჭამო ზატიკი ესე“. 4. იხილენ მოწაფენი! 5. იხილე, მოწაფჱ იგი მისცემს უფალსა თჳსსა და ესენი მსახურებისათჳს იღჳწიან! 6. იგი აღთქუმასა აღითქუამს, ესენი მსახურებად განემზადებიან! 7. მან – ეგრჱთ და მათ – ესრჱთ! 8. საკჳრველებასა მას სწავლასა ზედა და მასვე მოძღურებასა, ვინაჲ ამისი შემოღებაჲ ნეფსით თჳსით? 9. ესე ყოველთათჳს სადავე კეთილისა და ბოროტისა მიზეზ არს! 10. სადა გინებს და განგიმზადოთ ზატიკი ესე, რამეთუ არა გჳდქს ჩუენ საყოფელი საკუთარი. 11. რამეთუ მწუხრი იყო დღჱ. 12. [და] მაშინ [არ]ა ედგა სახლ[ი, ა~დ] ამის[თჳ]ს ესრე ჰკითხვიდეს: სადა გინებს და განგიმზადოთ ზა[ტიკი] ესე? 13. არა გჳთქს საკუთარი გა[ნ]წესებული, არა გჳდგს კარავი, არცა სახლი. 14. ისწავეთ: რომელსა-იგი ბრწყინვალები ტაძრები აღუქმნიეს და ფართოები სახლები და მაღლები ზღუდეები, რამეთუ არა ედგა ქრისტესა, სადამცა თავი მიიდრიკა, და მისთჳს ჰკითხვიდეს მას: სადა განგიმზადოთ შენ ზატიკი ესე? 15. რომელი ზატიკი? 16. არა ჩუენი ესე, არამედ საჰურიაოჲღა იყო მაშინ, ოდეს-იგი მოწაფენი განუმზადებდეს. 17. ხოლო ჩუენთჳს იგი თჳთ განემზადა და თავადი იგი თჳთ ზატიკ იქმნა. 18. სადა გნებავს და განგიმზადოთ ზატიკი? 19. ესე იგი საჰურიაოჲ იყო ზატიკი იგი. 20. იყო, რომელსა დასაბამსა ეგჳპტით გამოვიდეს, და რაჲსაგან-მე მას ჭამს ქრისტე? 21. – რამეთუ ყოველი შჯული აღასრულა. 22. რაჟამს ნათელს-იღებდა, იტყოდა: ეგრე ჯერ–არს ჩუენდა და თქუა: მო... 23. განწყევისაჲსა გა...ლად კაცთა. 24. რამეთუ ძჱ თჳსი მოავლინა, შობილი დედაკაცისაგან, შობილი შჯულსა ქუეშე, რაჲთა შჯულისანი იგი გამოიჴსნნეს და იგინი გნაშოვრნეს შჯულსა, რაჲთა ნუ ვინმე ესრე თქუას: ამისთჳს-იგი დააცადა, რამეთუ შე-ვე ვერ-მძლებელ იყოო, ვ˜ა ტჳრთი აიღო ძნიად აღსაღებელი. 25. არამედ ყოველივე იგი პირველად აღასრულა და მაშინღა დაჴსნა. 26. ამისთჳსცა ზატიკი იგი აღასრულა. 27. შჯულისა ბრძანებაჲ იყო ზატიკი იგი. 28. და რაჲსათჳს-მე შჯულმან ბრძანა ზატიკისა ჭამაჲ? 29. უმეცარ იყვნეს ქველის-მოქმედისა მიმართ ჰურიანი, რომელნი-იგი ქველის-საქმეთა მისთა მუნქუესვე დაივიწყებდეს, ნუგეშინის-მცემელისა ღმრთისასა. 30. რაჟამს გამოვიდეს ეგჳპტით, იხილეს ზღუაჲ განპებული და მუნქუესვე შეყოფილი და სხუანი იგი ბევრნი სასწაულნი. 31. ეტყოდეს აჰრონს: „გჳქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა-გჳძღოდიან ჩუენ“. 32. რასა იტყჳ საკ(ჳ)ველებასა მას? 33. ჴელით [გ]თხოვდა და დაივიწყე შენ ქველის-მოქმედი. 34. ესოდენ ურცხჳნო იყვნეს და უმეცარ წესსა მას ზედა დღესასწაულთასა. 35. აღისწავნა დღესასწაულთა საჴსენებელი ღმერთმან. 36. ამისთჳს ზატიკთა შეკრებაჲ ბრძანა. 37. უკუეთუ გკითხვიდეს შენ ძჱ შენი და გრქუას: „რაჲ არს ზატიკ?“ 38. არქუ: „კრავისა მის სისხლი, რომლითა აღნიშნეს კარნი წირთხლთა მათ მამათა ჩუენთა“. 39. მაშინ ეგჳპტეს რაჟამს მოვიდა მომსრველი იგი, ვითარ მიხედა, ვერ იკადრა შესლვად. 40. და დაიდვა დღესასწაული მიერითგან მოსაჴსენებელად და განსარინებელად სამარადისოდ. 41. უფროჲსად ხოლო თუ ამას შეიძინებდეს, ძუელთა მათ მოიჴსენებდეს ქველის-საქმეთ, არამედ სხუასაცა უფროჲსისა ყოფასა განაგებდეს, რამეთუ სახჱ იყო იგი კრავი ერთისა მის კრავისა სულიერისა და ცხოველისა – რომელიმე აჩრდილი და რომელიმე ჭეშმარიტი. 42. რაჟამს გამოჩნდა სიმართლისა იგი მზჱ, მიერით........................... |