მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. საკითხავნი წმიდისა ხუთშაბათისანი
2. თქუმული წმიდისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ, ოდეს-იგი აღდგა უფალი სერისა მისგან და იწყო მოწაფეთა დაბანაჲ ფერჴთაჲ
3. წყალობასა ღმრთისასა და კაცთ-მოყუარებასა ქადაგებს ყოველი დაბადებული და არარაჲ არს დაბადებულთა მისთაგანი, ხილულნი გინა უხილავნი, რომელნი არა ქადაგებენ კეთილსა ზედა ღმრთისასა.
4. ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველნი დაბადებულნი მის მიერ შეიქმნეს, დგანან და იცვებიან.
5. და ვითარცა-იგი დავით ნეტარი კაცთ-მოყუარისასა ღაღადებს და იტყჳს: „მოწყალე, შემწყნარებელ და მართალ უფალი“.
6. და შეჰრთო კაცთ-მოყუარებაჲ იგი სიმართლესა.
7. და მართლად აღიარებს მას და კაცთ-მოყუარედ, რაჲთა, ოდეს გესმეს სიმართლჱ, შეგეშინოს საშჯელისა, და ოდეს გესმეს კაცთ-მოყუარებაჲ, მიისწრაფდე სინანულად.
8. და არა ქადაგებს კაცთ-მოყუარებასა განტევებულად და არცა სიმართლესა მარტოდ.
9. უკუეთუ მხოლოჲ გადაგოს სიმართლჱ იგი, არა აქუს სასოებაჲ მათ, რომელნი წყალობასა მოსავ არიან.
10. რამეთუ იტყჳს: „ხოლო მოწყალებასა შენსა ვესავ“.
11. და უკუეთუ კაცთ-მოყუარებაჲ იგი ხოლო მოიპოვონ კეთილისა მიმართ საქმისა, არა იყვნენ მოწაფე.
12. რამეთუ მწყალობელ და მართალ უფალი.
13. და შეყვნა იგინი ერთად – სიმართლჱ და კაცთმოყუარებაჲ – დასაბამად და დასაბეჭდველად სიტყჳსა და ყოველივე წყალობით და კაცთ-მოყუარებით განაგო.
14. რამეთუ მან ცაჲ კაცთ-მოყუარებისათჳს შექმნა, არა თუ მას რაჲ უნდა.
15. და ვინაჲთგან მან იგი ცაჲ შექმნა, არღა არს ექუს ათასი წელი.
16. და უწინარჱს ცისა და უწინარჱს საუკუნეთა, რომელთა-იგი დასაბამი არა აქუნდა, მათსა უწინარჱს ღმერთი იყო და არს და იყოს.
17. და ყოველთა საცნაურთა და არა-საცნაურთა უპირატჱს თქუმულ არს, რამეთუ იყო და არად საჴმარ არს ღმრთისა ცაჲ, არამედ კაცთ-მოყუარებისათჳს.
18. ამისთჳსცა ცანი უთხრობენ არა თუ საჴმარსა რას, არამედ დიდებასა ღმრთისასა.
19. და ღათუ ცათა შინა, ვითარცა დავით იტყჳს: „მაღალ ხარ ცათა შინა ღმერთი“.
20. ვითარცა-იგი შემდგომად თქუა: „აქებდით უფალსა ცათაგან!“
21. ესრე სახედ თქუა, არა თუ მისა რაჲ საჴმარად თქუა, არამედ მას ზედა მყოფ არიან ანგელოზნი და აქებენ.
22. მრავალგან სახელ-სდებს წერილი ზეცისათა ანგელოზთა და ამას გამო იტყჳს მქადაგებელი ვითარცა ქუეყანისა კაცთასა.
23. და იტყჳს: „იხარებდინ ცანი და იშუებდინ ქუეყანაჲ“, ეგრეცა ზეცისა ანგელოზნი.
24. და რაჲსათჳს ესევითარი სიხარული სოფლისა ამის ცხორებისათჳს?
25. ვიდრემე და ვინ-მე ესე ჴმაჲ წამოს, გარნა მანვე მეფსალმუნემან ანგელოზთამან.
26. ამენ გეტყჳ თქუენ: ესოდენი სიხარული არნ ყოველთა ანგელოზთაჲ ცათა შინა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელი მოიქცეს და შეინანოს.
27. შეიქმნა ცაჲ ღმრთისა სადიდებელად და ჩუენდა სარგებელად, რაჲთა რომელნი-იგი მნათობნი მას ზედა დასხნა, რაჲთამცა ჩუენ ზედა გუბრწყინვიდეს.
28. რამეთუ მზჱ მას არად უჴმდა, რომელსა მხოლოსა აქუს უკუდავებაჲ, და მყოფ არს იგი ნათელსა მიუწუდომელსა, და არა საკჳრველ არს, რამეთუ არად საჴმარ არს ცათა შინა ნათელი ესე არცა ანგელოზთათჳს, გარნა ზეცისა იგი ნათელი, და ნათელი იგი ზეცისაჲ ღმერთი არს.
29. ვითარცა იტყჳს მოციქული, რამეთუ: „ღმერთი ნათელ არს და ბნელი მის თანა მყარ არა არს“.
30. აწ უკუეთუ ნათელი ესე საწუთროჲ, რომელი ანგელოზთაცა არავე უჴმს, შემოქმედსა მას ანგელოზთასა უჴმდა-მემცაა, რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“.
31. რომელიცა მოივლინა მამისაგან ნათლისაჲსა, მას არა უჴმს ესე ნათელი, არამედ ჩუენთჳს დაჰბადა განსატფობელად და ყოვლად სარგებელად.
32. რამეთუ ყოველივე შეიქმნა მისა სადიდებელად და ჩუენისა საჴმარებისათჳს: მზჱ – რაჲთამცა გუბრწყინვიდა, ღრუბელნი – წჳმისათჳს, ქუეყანაჲ – ნაყოფისათჳს.
33. და ყოველივე დაბადებული თანა-მდებ არს კაცთ არს თანა ქრისტჱს მსახურად.
34. უკუეთუ ოდეს-იგი ხატი მეფისაჲ შეაქუნდა ქალაქად, არა თუ მას ფიცარსა და ზედა-წერილსა მას აქებედ.
35. ეგრეცა ყოველი დაბადებული არა თუ ქუეყანისა მას ჭურჭელსა, არამედ ზეცისასა მას უხილავსა ხატსა შიშით აღუვარებს.
36. აწ ყოველივე საჴმარად ჩუენდა შექმნა ღმრთისა მიერ კაცთ-მოყუარებისათჳს.
37. არა თუ იძულებით რაჲ შექმნა ყოველი დაბადებული, რამეთუ მისი ქმნული მას არაჲ სძაგს.
38. ვითარცა იტყჳს წერილი: „არარაჲ შეიქმნა ღმრთისა საჴმარად, არამედ სადიდებელად, ხოლო რაჲთამცა იდიდებოდა იგი კაცთ-მოყუარებით.
39. და არარაჲ უჴმს მას და ყოველსავე იქმს, რაჲთა იხარებდეს ქმნულთა თჳსთა ზედა.“
40. ხოლო ჩუენ ყოველსავე რასა შევსწირავთ მისა მიმართ – გინა გალობასა, გინა სათნოებასა – ყოვლადვე სარგებელად თავისა თჳსისა, გარნა ღმრთისა მიმართ გონებაჲ ხოლო სრული შეიწირვის.
41. ამისთჳს აუვარებს მას დავით წინაწარმეტყუელი და იტყჳს: „ვარქუ უფალსა: ღმერთი ჩემი ხარი შენ და კეთილთა ჩემთაგან შენ არა გიჴმს“.
42. ქადაგებს სახიერებასა ღმრთისასა ყოველი დაბადებული.
43. ხოლო არა ეგრჱთ ღაღადებს სხუაჲ დაბადებული, ვითარ ნათესავი კაცთაჲ, რომელი ხატად თჳსა შექმნა უმეტჱსობით ამისთჳს, რამეთუ ხატად ღმრთისა კაცი იპოვა.
44. არა თუ გარდაცვალა თჳსი დიდებაჲ, არამედ მოწყალებისათჳს კაცთ-მოყუარებისა კაცებაჲ ღმრთეებამან სიმდაბლით შეიმოსა.
45. და აწ ჩუენ უმეტჱს სიხარულსა, გამოსათქუმელად ენითა და ბაგითა ვერ შესაძლებელსა, დღენდელისა ამის დღისა სახარებასა მოიყვანებს, რომელ-იგი წარიკითხვის, ვითარ-იგი დღეს მაცხოვარმან მოწაფეთა ფერჴნი დაჰბანნა.
46. რომელ-იგი გონებასა ჰკრებს, ჭეშმარიტად სათქუმელადცა საშინელ არს.
47. ორკერძოვე უქცავ გულის-სიტყუათა, მეშინის ქადაგებად, რამეთუ მოვიგონებ გარდამატებულსა მას დიდებასა მისსა და კუალად შეძრწუნებულ ვარ დუმილისათჳს, ნუუკუე შევცჳვეთ ცოდვასა.
48. აწ ორისათჳსვე წარვიძღუანოთ იოვანე მახარებელი და მისთა მათ სიტყუათა შევზაოთ.
49. და რაჲთა არა ორკერძოვე ცალიერად დავშთეთ.
50. რამეთუ იტყჳს იოვანე, ვითარმედ: „სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შოვრის“.
51. ესეღა გუაუწყა მახარებელმან, რაჲთა ჩუენცა განცხადებულად ვღაღადებდეთ ჴორციელად მოსლვასა მისსა.
52. და კუალად იგი დიდებაჲ ღმრთეებისა მისისაჲ დაეფარა ჴორცთა შესხმითა.
53. მისგანვე გუეუწყოს, რამეთუ თქუა: ხოლო „ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდშობილისაჲ მამისა მიერ, სავსჱ მადლითა და ჭეშმარიტებითა“.
54. ამიერითგან ორკერძოვე, რაჲთა უმეტჱს გურწმენეს, რამეთუ მან ყო და არა გარე-წარიჴადა.
55. ქუეყანასა ზედა კაცად გამოჩნდა, რომელმანცა შექმნა კაცი შემოქმედი თჳსთა შექმნულთა თანა, რომლისათჳს-იგი თქუა პავლე:
56. „რომელი-იგი იყო ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, არა ნატაცებად შეირაცხა სწორ-ყოფად ღმრთისა, არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონებისაჲ შთაიცუა“ და კაცთა შოვრის იქცეოდა.
57. ოდეს-იგი ინაჴ-ედგა სერსა მას, რომელი-იგი ჰზრდის ყოველსა მყოფსა ცასა ქუეშე, ოდეს-იგი ინაჴ-ედგა მოწაფეთა მის თანა, უფალსა – მონათა თანა, წყაროსა მას დასაბამსა სიბრძნისასა – უსწავლელთა თანა.
58. ეჰა, საკჳრველ!
59. რომელსა გარე-მოადგს ბევრეული ანგელოზთაჲ, ვითარ მოწაფენი კადნიერებით მის თანა ინაჴით სხენან!
60. და არა კმა-იყო ესე, არამედ აღდგა იგი სერისა მისგან და დადვა სამოსელი, რომელსა შეუმოსიეს ნათელი, ვითარცა სამოსელი.
61. და მოირტყა არდაგი, რომელმან შემოსნა ცანი ღრუბლითა, და შთაასხა წყალი, რომელმან დაჰბადნა წყალნი ქუეყანასა ზედა.
62. მუჴლმოდრეკით დაჰბანნა ფერჴნი მოციქულთა, რომლისა-იგი ყოვლისა დაბადებულისა მუჴლი მოდრკების ზეცისაჲ და ქუეყანისაჲ.
63. არა თუ იგი რას დიდებასა დაიმცირებს, არამედ გარდამატებულსა მას კაცთ-მოყუარებასა აჩუენებს.
64. და ღაცათუ დიდითა კაცთ-მოყუარებითა ესე ყოველი სიმდაბლით აღასრულა, არამედ პეტრე არავე უცნობელ იქმნა დიდებასა მისსა.
65. პეტრე, ყოვლადვე მჴურვალჱ სარწმუნოვებასა ზედა, და მჴურვალეცა იპოვა ცნობასა მას ჭეშმარიტისასა.
66. და სხუათა მათცა ღათუ შეიწყნარეს ბანაჲ იგი, არა თუ უდებებით, არამედ ძწოლით, რამეთუ ვერ იკადრეს წინა-აღდგომად.
67. ხოლო პეტრე არა თავს-იდებდა შიშისათჳს და ეტყოდა: „უფალო, შენ, შენ მოხუალა ფერჴთა ჩემთა ბანად?
68. არასადა დამბანნე უკუნისადმდე“.
69. კეთილად დაამტკიცა პეტრე, ვითარცა ერთგულმან, რამეთუ არა ცნა, რაჲ-იგი ეგულებოდა უფალსა;
70. გარნა სარწმუნოებით ესე ყო და კუალად მორჩილებით ისმინა.
71. და ღაცათუ თ˜ქნ, ვითარცა კაცმან, არამედ შეინანა, ვითარცა ღმრთის-მოყუარემან.
72. და ოდეს-იგი იხილა მაცხოვარმან მისი იგი სიტყჳსა გარდაუქცეველად დამტკიცებაჲ, ჰრქუა მას: „ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ არა დაგბანნე, არასადა გაქუნდეს ნაწილი ჩემ თანა“.
73. საშინელი საქმჱ!
74. ვითარ მისი იგი დამტკიცებული დაუჴსნა.
75. უფროჲსითა გულისხმის-ყოფითა უცხო-ჰყოფს მის თანა ნაწილსა, რაჲთა არა სძლოს კაცისა წინა-აღდგომან მან ნებასა ღმრთისასა.
76. საკჳრველი იგი საკჳრველმან მან მოციქულმან მსწრაფლ ურჩ ექმნა.
77. და კუალად ვითარ მწრაფლ შე-ხოლო-ინანა.
78. ოდეს-იგი იხილა უფლისაჲ დამტკიცებული ბრძანებაჲ, მყის მო-ხოლო-იპოვა სინანული და თქუა: „უფალო, ნუ ხოლო ფერჴნი, არამედ თავიცა და ყოველნი“.
79. ყოვლით კერძოვე მედგარ არს ღრმასა და უფსკრულსა, რომელი საგონებელ არნ დათქმად ეგევითარსა მას, მიახლებად, ვიდრე განცდადმდე, რამეთუ ამით ესევითარითა სულმან ვერ წარიმართის.
80. და ამისთჳს კრძალვაჲ ჴამს, რაჲთამცა ყოვლადვე არა შეეპყრა პირველივე.
81. რამეთუ უვადვილჱს არს, რაჲთამცა შე-ვე-არა-ვარდა ეგევითარსა მას.
82. და ღათუმცა ვინმე შესცთა, შესაძლებელ არს, რაჲთამცა უკუ-მოეგო კუალადვე.
83. აწ ხედავა, ვითარ სინანული განაახლებს შეცოდებულთა და კუალად-აგებს შეცთომილთა?
84. პეტრე რავდენგზის თანამდებ იქმნა უფლისა მიმართ შეცოდებითა: ორგულებისაგან ზღუამან იწყო დათქმად, ურჩებისაგან დაბანასა მას ფერჴთასა უნაწილო იქმნებოდა სასუფეველისაგან, სამ-გზის უვარის-ყოფისაგან წარსაწყმედელად მიიცემოდა და მეგობარ ექმნებოდა იუდას.
85. არამედ ამას ყოველსა ზედა მწრაფლ შეცთომილებასა მისსა მწრაფლცა კურნებაჲ მოიპოვა თითუეულად სინანულითა და ვედრებითა თჳსსავე მას ჟამსა, ვიდრემდის ჴელთ-ისხნა კლიტენი სასუფეველისანი და საფუძველ ექმნა ეკლესიათა.
86. ვითარ შევარდა ცთომილებითა იუდა და დახითქა, რავდენი შეწევნაჲ მას აქუნდა.
87. და არცაღა ერთსა ზედა შეიგონა, თუმცა კუალადვე მოეგო.
88. ჰრქუა მათ იესუ: „ერთი თქუენგანი ეშმაკი არს“.
89. და კუალად თქუა: „არა ყოველთა ჰრწამს“.
90. და კუალად თქუა: „არა თქუენ ყოველთათჳს ვიტყჳ, და ვიცი, რომელნი მე გამოგირჩიენ“.
91. და ამას ყოველსა ზედა სიტყუასა მან არაჲ გულისხმა-ყო.
92. ოდეს-იგი დაჰბანნა ფერჴნი და სამოსელი მოიღო და შეიმოსა და ინაჴით დაჯდა, იწყო მათ შოვრის სიტყუად და თქუა: „იცითა, რაჲ-ესე ვყავ თქუენდა მიმართ?“
93. – არა თუ პეტრეს ხოლო ეტყოდა, არამედ ყოველთა, – „თქუენ მხადით უფლით და მოძღურით და კეთილად სთქჳთ, რამეთუ ვარვე ეგრე“.
94. თქუენ მეტყჳთო.
95. მათსა მას სიტყუასა შეიწამებს და ნუ ვის ეგონოს, ვითარმედ აშუნდეს მას სიტყუანი და მისთჳს ჰრქუა მათ, ვითარმედ: ვარვე ეგრეო.
96. რომელი-იგი უფალი უფალთაჲ, სიტყუაჲ იგი მათი ამისთჳს შეიწყნარა, რაჲთამცა შეცთომილი იგი უკუმოეგო.
97. გულისხმა-ვყოთ აწ, რამეთუ ოდეს-იგი მოწაფეთა ამას ესევითარსა ეტყჳს, ვითარ გამოაცხადებს, ამის სიტყუასა მიამსგავსებს.
98. ოდეს-იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ერთი არს თქუენი მოძღუარი“.
99. და კუალად: „ნუ ვის ხადით მამით ქუეყანასა ზედა“.
100. არა ხოლო თუ მამისათჳს თქუმულ არს, არამედ მისთჳსცა.
101. და თუმცა მას განიშოვრებდა, ვითარმცა თქუა: „შვილ ნათლის იქმნენით“.
102. და უკუეთუმცა მოძღურად მამასა ხოლო ხადოდა, ვითარმცა თქუა, ვითარმედ: „ვარვე ეგრე.“
103. და კუალად თქუა: „ერთი არს მუძღუარი თქუენი – ქრისტე.“
104. აწ უკუეთუ მე, მოძღუარმან და უფალმან, დაგბანენ, ეგრევე თქუენცა გყოფდით, რამეთუ სახედ დაგიდევ: „ვითარცა-იგი მე ვყავ, ეგრევე თქუენცა ჰყოფდით“.
105. ჯერ-არს ჩუენდაცა, საყუარელნო, შეწყნარებად სახჱ ესე მოძღურებისაჲ, რამეთუ ესე – ჭეშმარიტად მოძღუარ და უფალ, და ჩუენ – ერთობით მონანი მისნი!
106. აწ რაჲ-მე არს ესევითარისაგან ძიებისა სარგებელი?
107. ამის ესევითარისაგან ძიებისა მეცნიერებაჲ ვისწაოთ, დაეღათუ მცირედსა შეუძლოთ აღსრულებად.
108. სადა არიან, რომელნი-იგი შეურაცხ-ჰყოფენ ერთობით მონა-მოყუასთა?
109. სადა არიან, რომელნი პატივსა თავისასა ხოლო ეძიებენ უფროჲს მოყუასთასა?
110. მიმცემელისა მის, ფერჴნი რომელმან დაჰბანნა, იუდაჲსნი, ავაზაკსა მას და მ˜ს მპარავსა, რომელი-იგი ყოვლადვე თანა-ზიარ ექმნა ტაბლასა და შეწყნარებულ.
111. და შენ დიდ რაჲმე გგონიეს თავი, ჰზუაობ და იტყჳ, ვითარ ჯერ-არს ერთი–ერთისა მიმართ თავ-ყოფით ფერჴთა ბანაჲ...