მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა მელეტი ეპისკოპოსისაჲ შინა-განცემისათჳს
2. რამეთუ იტყჳს მახარებელი იგი: „შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი ერისანი, ზრახვა-ყვეს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს იგი და მოაკუდინეს“.
3. ჵ, მკლველნო და ნაშობნო კაენის მკლველისანო!
4. იგი არა კმა-იყო თქუენდა, რამეთუ მოიძულეთ იგი, რომლისათჳს იჩინენით წინაწარმეტყუელისა მისგან წინა-მიგებებად სიხარულით.
5. არამედ სიკუდილიცა ზრახეთ მისთჳს, რომელმან აღადგინნა მკუდარნი თქუენნი.
6. დაღათუმცა არა ჩინებულ იყვენით სიხარულსა მას მეუფისასა, სასწაულთა მათ და საკჳრველებათათჳს წეს-იყო წინა-მიგებებად;
7. დაღათუ წინა-მიგებებად არა ინებეთ, კმა-იყო თქუენდა, რამეთუ მოიძულეთ იგი და აღასრულეთ წინაწარმეტყუელებაჲ იგი ზაქარიაჲსი.
8. შეურაცხებით სიკუდილიღა რაჲსა იზრახეთ მისთჳს?
9. რაჲ ბრალი ექმნა მაგას შორის თქუენსა, ანუ ოდეს სადა გარდაჰჴდა შჯულსა თქუენსა?
10. და ვითარ ზრახვიდეს ოდენ მღდელთ-მოძღუარნი იგი, ვითარმცა მიზეზი რაჲმე პოვეს, რომლითამცა მოაკუდინეს იგი, აჰა, იუდა, ერთი ათორმეტთაგანი, მივიდა და დაადუმნა იგინი, რამეთუ მათი ესრე ეგონა, ვითარმედ მსტუარად და გამოწულილვად მოსრულ არს საქმისა ამის;
11. ხოლო ვითარცა აღაღო პირი იუდა და იწყო სიტყუად: „რაჲ მომცეთ და მიგცე იგი ჴელთა თქუენთა“, დაუკჳრდა, დასულბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და არა ჰრწმენა, თუ ნანდჳლ გულითად იტყჳს.
12. და ვითარცა დაარწმუნა ფიცით, რაჲთა, მო-თუ-სცენ მას ოცდაათი ვეცხლისაჲ, მისცეს მოძღუარი იგი ჴელთა მათთა;
13. უფროჲს დაუკჳრდებოდა, რამეთუ ზრახვასა მას ოდენ მიიწია იუდა აღსრულებად ზრახვისა მის, და მღდელთ მათ უგუნურთა ეგრე ეგონა, ვითარმედ: რეცა თუ ღმრთისაგან არს განმარჯუებაჲ საქმისაჲ ამის მეყსეულად მოსლვასა და მომთხუევასა იუდაჲსსა ზრახვასა მას ზედა.
14. აწ შენ, იუდა, რაჲსა-მე მისცემ მოძღუარსა მაგას ჴელთა მტერთასა დასაშჯელად და საგუემელად და ჯუარს-ცუმად?!
15. რაჲ-მე-რაჲ ბოროტი გეჴსენა მოძღურისაჲ მაგის, რამეთუ ეგოდენ იწრაფი და მისცემ სიკუდიდ?!
16. ნუთუ სასწაულთა ყოფაჲ არა გიბრძანა შენ, ვითარცა სხუანი იგი მოწაფენი ჰყოფდეს სასწაულსა?!
17. ნუთუ სნეული არა განჰკურნე და ეშმაკსა არა განჰჴდიდ?
18. რამეთუ შენ თჳთ უბოროტჱს იყავ ეშმაკთასა!
19. ნუთუ მბრძანებელ და მგულებელ არა გყო შენ, ვითარ უწყოდა, რამეთუ ყოველსა ჟამსა მპარავ იყავ?!
20. ანუ ბალანტი იგი არა მიქცა ჴელთა შენთა, ვითარ გიცოდა, რამეთუ ანგაჰ და მპარავ იყო გონებაჲ შენი?!
21. ნუთუ მოციქულად არა ეპყარ შენ, დაღათუ უწყოდა, ვითარმედ მიცემად ხუალ?!
22. ნუთუ საყდარსა მას საშჯელისასა დაჯდომაჲ არა აღთქუმულ იყო შენდა, დაღათუ უწყოდა, ვითარმედ საშჯელსა სიკჳდილისასა მისცემს მას?!
23. და აწ რაჲსა მისცემ მას ჯუარს-ცუმად, რომელმან ესოდენი კეთილი განგიწესა და დაგიდვა წინაშე შენსა?
24. ანუ ვითარ დაჰბერდი მოძღურებასა მას – ჰპოვე-მე ბიწი სწავლასა მას შინა?
25. ანუ ქრთამსა მას რაჲსა მოიღებდ?
26. აცადე, უქრთამოდმცა მიგეცა იგი სიკუდიდ!
27. და აჰა, გკითხვენ შენ მღდელნი იგი მსგავსად შჯულისა!
28. და თქუენ, მღდელნო უშჯულონო!
29. ვითარ არა ჰკითხეთ იუდას: და ვითარ-რაჲ საქმითა მით მოქუცემ მოძღუარსა მას შენსა?
30. და, თუ შჯულის-მეცნიერ და მასწავლელ ხართ, რამეთუ შჯული ქრთამითა არავისსა ბრძანებს სიკჳდილსა.
31. და, თუ ქრთამითა მოჰკლავთ, შეურაცხის-მყოფელნი ხართ შჯულისანი.
32. და ვითარ მღდელ აღმასრულებელ შჯულის იქმნენით?
33. და თუ იუდა მპარავმან ქრთამსა მას თუალ-ახუნა და მიგცა იგი, თქუენდაღა რაჲ სარგებელ იყო?
34. რამეთუ ოცდაათითა მით ვეცხლითა ბრალი დიდი დაიკრიბეთ თავთა თქუენთა.
35. უკუეთუ მაცთუნებელ ერისა მაგის არს, ვითარ-იგი იუდა თქუა, და ღათუ მან არა მიგცეს შჯული, იგი თჳთ ჴელმწიფე არს, რომლითა მიეცეს სიკჳდიდ.
36. და თუ არა მაცთუნებელ არს ერისა მაგის, იუდას ქრთამსა მაგას რაჲსა მისცემთ და შჯულიერისა და წესიერისაჲ გნებავს მოკლვაჲ?!
37. ვეცხლისა მაგის დაღუარვაჲ-ღა რაჲ არს თქუენდა, რომელი-იგი ხვალე მსთუად თქუენდავე მოქცევად არს?
38. ანუ იუდას მებრვე რაჲსა ექენებით, რაჲთა მოგცეს იგი ჴელთა თქუენთა?
39. არა-მე მარადის თქუენ თანა ჯდა და ასწავებდა ტაძარსა მას შინა?
40. ხოლო მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა განიხარეს მისლვასა მას იუდაჲსსა, არა თუ ვითარმცა ვერ შემძლებელ იყვნეს შეპყრობად მისა, რომელი მარადის ტაძარსა მას შინა ასწავებდა, არამედ მისთჳს განიხარეს მისლვასა მას იუდაჲსსა,
41. რაჲთა მის გამო პოვონ მიზეზი სიტყჳს-გებისაჲ ერისა მის მიმართ, რამეთუ ვიდრე არღა მისრულ იყო იგი, ეჭუდეს ერისა მისგან, ნუუკუე თქუან, ვითარმედ: „შურით მისცემენ სიკუდიდ.“
42. ხოლო ვითარცა მოვიდა იუდა, რეცა თუ უბრალო უჩნდეს თავნი თჳსნი შურისა მისგან, რომელ ედვა გულსა შიდა მათსა,
43. რამეთუ შეიცთუნეს გონებაჲ ერისაჲ მის ჟამსა მას დაშჯისასა და იტყოდეს: „ვინ უფროჲს იცის იგი იუდაჲს თანა-მზრახველისა, რომელი წესიერებისათჳს მისისა მბრძანებელცა იყო.
44. ესე იუდა, რომელი ერთგულებისათჳს მისისა მეფასეცა ეყო მას, ესე მოვიდა დღეს და მოგუცა იგი ჴელთა ჩუენთა სიკუდიდ.“
45. რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისადმდე. ამენ!