მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. ოთხშაბათისათჳსვე თქუმული მისივე, ოდეს შეკრბეს ჰურიანი იგი და თქუეს: „რაჲ-მე ვყოთ კაცისა ამისთჳს, რამეთუ მრავალთა ჰყოფს სასწაულთა?
2. უკუეთუ მიუტეოთ, ყოველთა ჰრწმენეს“ და შემდგომი ამისი 3. ემსგავსნეს შვილნი ეკლესიისანი ყრმათა ძუძუჲს-მწოვართა, რომელნი დღითი-დღედ სწოვედ ძუძუთა დედისათა. 4. ვემსგავსენით ჩუენცა დედასა მკოდოვსა, რომელსა-იგი სიმშილითა მოაკლდის სძჱ. 5. და ვითარღამცა ვინ იხილა დედაჲ შვილის-მოყუარჱ, რომელი ხედავნ შვილსა მას მტირალსა შიმშილისაგან და მისცის მას ძუძუჲ იგი ჴმელი, რაჲთამცა შვილი იგი ვითარ დაადუმა? 6. ეგრეცა ჩუენ ვიჩუენებით, რამეთუ რომელნი-ესე ამის ეკლესიისა ყრმანი შეკრებულ არიან და ელიან სასიტყუელსა მას უბიწოსა სძესა, 7. ჩუენცა ესევითარი საზრდელი მოძღურებისაჲ წინა-დაუდვათ პეტრეს კათოლიკისა იგი სიტყუაჲ: „ვითარცა აწინდელთა შობილთა ყრმათა უზაკუველი იგი სძჱ გსუროდენ, რაჲთა მას შინა აღორძნდეთ ცხორებად. 8. უკუეთუ გემოჲ გიხილავს, რამეთუ ტკბილ არს უფალი, რომელსა-იგი მოუჴედით ლოდსა ცხოველსა, რომელი-იგი კაცთაგან შეურაცხ იქმნა, ხოლო ღმრთისაგან – რჩეულ და პატიოსან“. 9. არა თუ რაჲთა ყოვლად გამოვზარდენით იგინი, რამეთუ სიტყუასა მას ვერ შეუძლეთ სრულიად თქუმად, ვითარმცა რაჲ აღმოვთქჳთ, გარნა ესოდენ, რაჲთამცა ტირილი იგი ხოლო ვითარ დავაცხრვეთ. 10. აწ ვიტყოდით, ძმანო, სახარებისასა და ვცნათ, რასა იტყჳს ჰურიათა იგი კრებული, რამეთუ იტყჳან, ვითარმედ: რაჲ ვყოთო. 11. ესე სიტყუაჲ იოვანჱს მიერ გუესმა. 12. დაღაცათუ აწ ჩუენ პირითა არა გუეტყჳს, გარნა სულითა ყურთა გუასმენს და იტყჳს, ვითარმედ: „შეკრბეს.“ 13. აწ ვიხილოთ, რაჲ-იგი იყოფის ძჳრი და მზირებაჲ ჰურიათაჲ უფლისათჳს. 14. ესრჱთ იტყჳან, ვითარმედ: „რაჲ ვყოთ კაცისა ამისთჳს.“ 15. შეკრებაჲ კეთილ, გარნა მედგარ და ბოროტ კრებულნი. 16. რამეთუ იტყჳან: „რაჲ ვყოთ.“ 17. არა თუ სიყუარულისათჳს და კეთილისათჳს განზრახვაჲ იგი, არამედ რაჲთამცა წერილი ოდენ ვითარ აღასრულეს: „შევკრათ მართალი იგი, რამეთუ განმაძნელებელ ჩუენდა არს“. 18. არა თუ მშჳდობისათჳს ამას ჰლოცვიდეს, არამედ ბრძოლად განემზადებოდეს. 19. შეკრიბეს კრებული იგი, არა თუ რაჲთამცა ღმერთი ადიდეს, არამედ რაჲთამცა შეურაცხ-ყვეს; 20. შეკრიბეს კრებული, არა თუ რაჲთამცა სარწმუნოებაჲ აღაშჱნეს, არამედ რაჲთა ქვაჲ იგი საკიდური განაგდონ; 21. შეკრიბეს კრებული, არა თუ რაჲთამცა ცხოვარნი შეცთომილნი მოაქცინეს, არამედ რაჲთამცა მწყემსი იგი დასცეს და სამწყსოჲ იგი განაბნიეს; 22. შეკრიბეს კრებული, არა თუ რაჲთამცა ნათელი იგი შეიწყნარეს, რომელმანცა თქუა: „მე ვარ ნათელი სოფლისაჲ“, არამედ ეგონა, რაჲთამცა დააბნელეს ურწმუნოებით; 23. შეკრიბეს კრებული, არა თუ რაჲთა უნჯი იგი დაფარული ღმრთეებისაჲ შეიწყნარეს, არამედ რაჲთა ტაძარი იგი სარწმუნოებისაჲ ურწმუნოებით დაარღჳონ; 24. შეკრიბეს კრებული, არა თუ რაჲთამცა ტევანი იგი შუენიერი შეიწყნარეს, არამედ რაჲთამცა ვენაჴი იგი ჭეშმარიტი ჯუარსა ზედა გარდაჰფინეს მათისა თავისა წარსაწყმედელად, 25. ხოლო ჩუენთჳს ბაბილოდ საგრილად და საცხორებელად და საფარველად, რომლისათჳსცა დაგჳწერა სულითა დავით: „ბეჭთ-საშოვალითა მისითა გფარვიდეს შენ და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე.“ 26. ჵ შეკრებაჲ ეშმაკისამიერი, სავსჱ სიმედგრითა, მსგავსი მჴეცთა, არა ვითარცა კაცთაჲ! 27. რომელსამე სახესა მივამსგავსოთ კრებული ესე? 28. და თუ მჴეცად ვთქუათ, გინათუ ლომად, არამედ ლომთაცა სასწაულისა ხილვითა ვერ იკადრეს მიახლებად დანიელისა მღჳმესა მას შიდა. 29. ხოლო ჰურიათა მრავალთა მათ სასწაულთა ზედა იესუჲსთა არცაღა თუ შეირცხჳნეს, არამედ უფროჲს ხოლო შურითა აღივსებოდეს და სიკუდილსა განიზრახვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: რაჲ-მე ვყოთო. 30. ჵ, ძიებაჲ ბოროტისაჲ, რომელი შურითა იქმნების! 31. ჵ, რომელნი-იგი რბიან და იწრაფიან ესევითარსა ბოროტსა და ესევითარი აქუს სულ-თქუმაჲ სიბოროტისაჲ და იტყჳან, რაჲ-მე ვყოთო! 32. არა ესევითარი სულ-თქუმაჲ აქუნდა რაქელს, ოდეს-იგი სტიროდა შვილთა თჳსთა, ვითარცა ესენი წადიერად სუთ-ითქუმიდეს უფლისათჳს და იტყოდეს, ვითარმედ: რაჲ-მე ვყოთო. 33. კეთილისათჳს რაჲსა წადიერ ხართა, ჵ, ჰურიანო? 34. რაჲთამცა იხარეთ კეთილთა მათ ზედა მისმიერთა მონიჭებულთა, რამეთუ ცხორებაჲ გამოგჳჩნდა. 35. ეშმაკი სირცხჳლეულ არს, რამეთუ კაცთა ნათესავი განათავისუფლა, მკჳდართა აღდგომაჲ იქადაგების. 36. აწ ესევითართა მათ კეთილთა ზედა სიხარულისა წილ უფროჲსღა იგლოვთ და საკჳრველთ-მოქმედისაჲ მის გნებავს, ვითარმცა მოჰკალთ. 37. განიზრახავთ და იტყჳთ, ვითარმედ: რაჲ-მე ვყოთო, არა თუ რაჲთამცა მოიგონეთ, რომელი-იგი ესაია ქადაგა: „ამისთჳსცა მომავლინა მე ღმერთმან ხარებად გლახაკთა, განკურნებად შემუსრვილთა გულითა, განტევებად პყრობილთა, ბრმათა ახილვად“. 38. და მოქცეულ იყვნეს და იტყოდეს, ვითარმედ: რაჲ ვყოთ? 39. რამეთუ შჯულსა გარდავალთ, რომელი-იგი მოგუცა ჩუენ მოსე და გუეტყოდა: „წინაწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგანვე თქუენთა, ვითარცა-ესე მე“. 40. მისი ისმინეთ! 41. აწ არა თუ ესევითარი სინანულით მოიგონეს და იტყოდეს, ვითარმედ: რაჲ ვყოთო, არამედ უფროჲსღა განიზრახვიდეს ჯუარითა სიკჳდილსა, რომელ-იგი მანვე მოსე აშინა მათ და თქუა: „და იყოს ცხორებაჲ თქუენი დამოკიდებულ წინაშე თუალთა თქუენთა და გეშინოდის დღჱ და ღამჱ“. 42. ესევითარსა შიშსა ძლით მოიპოვებდეს ჰურიანი იგი. 43. ჵ, ისრაჱლ, გონებითა ნაკლულევანო! 44. არა იტყჳსა წერილი, ვითარმედ: „უბიწოჲ და მართალი არა მოჰკლაო?!“. 45. ვერ კმა-გეყვნესა პირველნი იგი წინაწარმეტყუელთა კლვანი და სისხლისა დათხევანი, რომელნი მოაქამდე ღაღადებენ ღმრთისა მიმართ, რაჲთამცა შურ-აგო მათ, არამედ აწ უფროჲსღა გეგულების მათ ზედა სისხლი უბიწოჲ და მართალი და იტყჳთ: რაჲ-მე ვყოთო. 46. ჵ, გონებაჲ და შეზრახვაჲ ბოროტი! 47. ოთხისა დღისა მკუდარი აღადგინა მათი და საკრველნი ეშმაკისანი განწყდებოდეს, ხოლო იგინი აღმადგინებელისა მისთჳს სიკჳდილსა განიზრახვიდეს ამის სიტყჳსა წილ, რაჲთამცა მოიქცეს, 48. და იტყოდეს: „რაჲ-მე ვყოთ, რამეთუ წმიდაჲ იგი და მართალი ძჱ ღმრთისაჲ არა გურწმენა, რომელმან-იგი ერთითა ჴელის შეხებითა კეთროვანი განკურნა, ბრმასა შობითგანსა ნერწყჳთა თუალნი აღუხილნა. 49. და ესე არა გურწმენა! 50. ჵ, რაჲ ვყოთო! 51. რომელმან ხუთითა ჴუეზითა ხუთ ათასი განაძღო უდაბნოსა ზედა და დედაკაცისა მის ფესჳსა შეხებითა ეგოდენისა მრავლისა ჟამისა სისხლი მდინარჱ დააცხრო და განკურნა, ესეღა-არა გურწმენა, რაჲ-მე ვყოთო! 52. რაჲ-იგი დაითესეთ, მო-ვიდრემე-იმკეთ. 53. ანუ თქუენგანმან ვინ შეიწყნარა უფალი და მან და-რაჲ-ამძიმა მას? 54. რად ეგოდენ იურვით და შურით მისა კლვად განმზადებულ ხართ? 55. რაჲსა წინა-აღუდგებით ღმერთსა, ანუ რად არა გნებავს მკუდართა აღდგინებაჲ, ანუ რაჲსათჳს წყაროსა მას ცხორებისასა დასწყუედთ და გნებავს, რაჲთამცა წყურიელთა არა სუეს? 56. ჵ, შურო, მშობელო სისხლისაო, ეშმაკისა მომპოვნებელო და თაო სიკჳდილისაო! 57. და რომელთა-იგი შენ ფართოებით შეგიწყნარეს, იხილონ მისაგებელიცა. 58. ჵ, შურო, მტერო სიყუარულისაო და წინა-აღმდგომო მშჳდობისაო და ბნელისა ყუავილო! 59. და რომელნი-იგი შენ თანა დაადრებიან, ქრისტჱს მტერად გამოჩნდებიან შენდამი. 60. პირველ სამოთხით გემოჲს-ხილვითა მით ტკბილითა სიმწარისასა მას სიკუდილსა შეაგდე, რამეთუ სიკჳდილი არა იყო სოფელსა შინა, ვიდრე არა შენ ჰშევ. 61. შენ ეროდეს შეუდეგ და ყრმანი მოსრვად სცენ ჩჩჳლნი და ნების-მყოფელსა მას შენსა ბოროტივე მიაგე. 62. და იხარებდ, ვითარცა-იგი საულ დავითის ზედა. 63. დავით გალობითა მით სალმობათა მიავიწყებდა, ხოლო იგი კლვასა განუმზადებ[და]. 64. შენგანვე განიყიდა იოსები ძმათაგან. 65. და არა შეიშინეს ჩუენებისა მისგან, რომელ იყო ღმრთით, რომელიცა აჩუენებდა სახესა მას ქრისტჱსსა. 66. ესევე შური შეუჴდა იუდას, მიმცემელსა მას, რომელმან-იგი მიიყვანა უკუანაჲსკნელ სიშდვილად. 67. ხოლო ჩუენ, საყუარელნო, ვევლტოდით ესევითარსა შურსა, მშობელსა სიკჳდილისასა და მოვიწრაფოთ და მივსცეთ დიდებაჲ ღმერთსა ყოველსა ზედა კეთილსა ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ სულით წმიდითურთ უკუნითი უკუნისადმდე! |