მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [იოვანე ოქროპირი ოთხშაბათისათჳს]
2. ...ესე იტყჳან, რამეთუ იგინი სიტყუასა მას წტ˜ყლისსა აღასრულებდეს, ვითარმედ: „პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ“. 3. ოდეს-იგი იეზაბელს გულებოდა დაპყრობად ვენაჴი იგი ნაბუთჱსი და წიგნი იგი სიცრუვისაჲ მიგიწერა, ვითარ ერთგულებით შეიწყნარეთ; 4. ხოლო ოდეს პილატე ჯუარსა მას ზედა დასწერს ჭეშმარიტსა მას, მაშინ გული გიწყრების, აყენებთ და ეტყჳთ: „ნუ დასწერ მეუფედ ჰურიათად“, ნუ გამოაჩინებ ჭეშმარიტსა, ნუ გუამხილებ ჩუენსა უშჯულოებასა, ნუცა ღმრთისა კადრებასა. 5. ჵ, უშჯულონო ჰურიანო! 6. და თუმცა აყენებდით მათ, რომელნი იგი უშჯულოსა საქმესა შინა არიედ, გინათუმცა თჳსთა თავთა შეიკდიმეთ და სთქუთ, ვითარმედ: „რაჲ ესე ვყავთ“, არამედ ესოდენ, თუ რომელი იგი დასწერს მართლ დიდებასა მას მეუფისასა, რომლისაგან ჩუენ ცად აღვალთ, მას აყენებთ! 7. დაღათუ ვინმე უგუნურ იყოს, არამედ სიტყუათავე ღმრთისათა ისწავებდეს, ეგევითარი იგი უფროჲს გონიერ არს, რამეთუ სარგებელ არიან ყოვლისავეთჳს სწავლანი იგი საღმრთონი, და ჯერ არს მარადის წურთაჲ მათი. 8. და არა საბრალობელ არს მისი იგი გონიერად დაწერაჲ. 9. და იტყჳთ: „ნუ დასწერ მეუფედ!“ 10. რად იტყჳთ: „ნუ დასწერ მეუფედ“? 11. რასა გავნებს თქუენ წერილი იგი ანუ რომლისა ერთისა თქუენგანისაჲ საცხორებელი მიგიღო ჭეშმარიტისა მის დაწერამან? 12. და აყენებდეს იგინი დაწერასა მას, ხოლო იგი მათ ეტყოდა; 13. „რომელი დავწერე, დავწერე!“ 14. ხოლო ესე სიტყუაჲ ჩუენდაცა სარგებელ არს, უფროჲს ხოლო მცირედ სწავლულთათჳს, რაჲთა უკუეთუ ვინმე ტყუვილით აცთუნებდეს, ესევითარი სახჱ სიტყუაჲ ჰრქუას, ვითარმედ: „რომელი იგი შენდამდე ეკლესიისაგან მისწავიეს, მრწამს!“ 15. დაღათუ განვაგრძვე სიტყუაჲ ესე, აღშჱნებისათჳსვე ვყავ. 16. ამიერითგან მასვე სიტყუასა მოვიდეთ. 17. და გამოვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთამცა წარწყმიდეს იგი, და ვითარ ცნა იესუ, წარვიდა მიერ. 18. არა თუ ვისგან ეთხრა, არამედ თჳთ გულისხმა-ყო, რამეთუ იგი არს გულთ-მეცნიერი, რამეთუ იტყჳს ფსალმუნი: „უფალმან უწყნის ზრახვანი ბრძენთანი, რამეთუ არია ამაო“. 19. და ვითარცა სახარებაჲ იტყჳს, ვითარმედ: „არა უჴმდა მას კაცთაგან წამებაჲ“, რამეთუ მან იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა. 20. და ვითარ ცნა, იესუ მიჰრიდა მიერ ადგილით არა თუ შიშისაგან სიკუდილისა, არამედ ვიდრემდის მოიწიოს ჟამი მისი ჯუარცუმისაჲ. 21. შეჰგვანდა მისა, რაჲთა პირველად მკუდარნი აღადგინნეს, სნეულნი განკურნნეს, მშიერნი სიმართლითა განაძღნეს და სარწმუნოებითა განამტკიცნეს, და ამისა შემდგომად მოსლვად პატიოსანსა მას სიკჳდილსა. 22. და ჯერ-იყო, რაჲთამცა ჯუარს-ეცუა იესუ და მაშინ რომელნი სხდეს ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა... 23. და ვითარ ცნა იესუ, წარვიდა მიერ მუნ, სადა ზაკუვაჲ არა იპოვების. 24. მუნ იქცევინ, და სადა შური არა არნ; 25. მუნ იხარებნ, სადა-იგი უშურველი სიყუარული აღესრულებინ და იდიდებინ მამაჲ და ძჱ და სული წმიდაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ! |