მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. სამშაბათისათჳსვე თქუმული წმიდისა იოვანე ოქროპირისაჲ ათთა მათ ქალწულთათჳს და ქალწულებისათჳს და სინანულისათჳს
2. უწყი მე, გუშინ ვინაჲ იწყო სიტყუაჲ ესე ანუ სადა დააცადა, ანუ ჩუენ ვინაჲ ვიწყეთ, ანუ სადა დაუტევეთ, რომლისა ძალისაგან რომელსა შევატყუებთ პირველისა მის თქუმულისა სიტყუა, ხოლო თქუენსა ვჰგონებ დავიწყებასა, სადა ქუე ჴმა-ვყავთ სიტყჳსა მის თქუმად.
3. და მე მაჴსოვს და ამას ზედა არა გაბრალობ თქუენ, არცა გგმობ.
4. კაცად-კაცადსა თქუენგანსა ცოლი გესუას და შვილთათჳს იღჳწიდეთ და სახლისა საღუაწი თანა-გაც თქუენგანსა ვისვე.
5. ვიეთნიმე გუნდსა აღწერილნი მოღუაწედ ჰზრუნავთ, ვინ-მე ჴელთ-საქმარსა და სავაჭროსა, და პირად-პირადთა საქმართა კაცად-კაცადი თქუენგან ზრუნავს, ხოლო ჩუენ ამას შინა ვიზარდებით და ამას შინაცა ვზრახავთ და ამასცა ყოველთა ჟამთა ჩუენთა განვკფდებით.
6. და ამით არა საგმობელ ხართ თქუენ, არამედ საქებარ ხართ გულს-მოდგინებითა მაგით და მოწრაფებითა თქუენთა;
7. რამეთუ არცა ერთი დღეთაგანი და არცა ერთი კჳრიაკჱ დააკლეთ, არამედ ყოველი საჴმარი შეურაცხ-ჰყვით და ეკლესიად მოიწრაფით.
8. ესე არს დიდი ქებაჲ და წამატებული მადლი თქუენი ამის ქალაქისაჲ.
9. არა ხართ მეამბოხე, არცა მეურაკპარაკე, და არცა ოქროგანრჩუნვილსა მას სახლსა შინა დაჰყოვნდით.
10. არა მედგრისა მაგის ჩუენისაჲ ჩუენდა მომართ არს აღდგომაჲ და წრაფაჲ.
11. არა თუ ფურცლითა მით საცნაურ არნ ხჱ იგი, არამედ ხილისა მის გემოჲს-ხილვითა.
12. ამისთჳსცა უზეშთაეს და უპატიოსნჱს ვართ საცხოვართა, რამეთუ სიტყუა გუაქუს, სიტყუასა მოვიღებთ და სიტყუასა მივსცემთ და ვსცნობთ.
13. კაცი, რლი ერთსა სიტყუასა არა დაადგრა და მერმე კაცობისაგან განვარდა, არა თუ ბუნებაჲ იგი კაცობისაჲ გარდააქცია, არამედ გონებაჲ მისი და აზნაურებაჲ იგი.
14. კაცი, რომელი სიტყუასა არა მიიღებს, საცხოვართა უფროჲს უტყუად აღმითუალავს, რამეთუ არა უწყის, ვითარ იდიდა და ვითარ პატიოსან იქმნა ღმრთისაგან და ვინაჲ აქუს პატივი იგი.
15. კეთილად თქუა ესემლევანთა მათთჳს წინაწარმეტყუელმან: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო.
16. ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“.
17. კაცი პირმეტყუელი და მცნობელი სიტყუასა არა მიიღებნ.
18. მითხარღა, რომელსა-მე მოელის გონებასა?
19. ხოლო ჩემდა ესე უფროჲს საწადელ არს, რომელნი სიტყუასა მას სიმჴნისასა აღფრინებულ ხართ და ყოველსა მას სიტყუასა საგმობელსა მოჰრიდებთ.
20. წარმოვიღოთ ამიერითგან ჩუენცა ძალი სიტყჳსაჲ მის და ვიწყოთ პირველთა მათ სიტყუათა შემდგომი და ვთქუათ:
21. თანა-მაც თქუენი და ნეფსით გარდავიჴდი თანა-ნადებსა ამას.
22. არა უპოვრებასა მიგცემ, არამედ სიმდიდრესა, რომელი მომეცა მე.
23. არიან ვიეთნიმე თანა-მდებ, ევლტიედ მავასხებელსა მას, რამეთუ არა ძალ-უცნ მიცემად.
24. ხოლო მე, რომელსა-ესე თანა-მაცს, უკუანა გდევ.
25. მიიღეთ, რაჲ-ესე მომიღებიეს თქუენთჳს, და ნუ ჰზრუნავთ, რამეთუ ამა თანა-ნადებსა, რომელი გარეშჱ არს, სიგლახაკესა შეიქმს, ხოლო მე რომელსა მიგცემ სიტყუასა, სიმდიდრჱ არს წარუვალი.
26. რაჲ-მე ვთქუა, ფასი თანა-მაც, გარდა-თუ-ვიჴადო, არღარა ვერიდებოდი მოსესხესა მას.
27. ამიერითგან ესევითარი ესე განეყენა უჟამოდ მჭამელსა მას და შემომეყო მე და ჩემ თანა არს.
28. უკუეთუ ვიპყრნე სიტყუანი ესე და არა მივსცნე, ამიერითგან უპოვარ ვართ.
29. ხოლო რაჟამს მივასესხნე, მაშინ უმდიდრჱს ვიპოო.
30. უკუეთუ არა მივასესხნე სიტყუანი ესე, მარტოჲ მდიდარ ვარ.
31. უკუეთუ მიგავასხნე, თქუენ ყოველთა თანა ნაყოფი გამოვიღო.
32. წარმოიღე, მიეც აწ ამიერითგან სესხი ეგე, რაჲ არს ესე.
33. სინანულისათჳს სიტყუასა ამას ვიწურთი და შემდგომითი-შემდგომად მოგაჴსენებ, რამეთუ მრავალ არიან ალაგნი გულისა სინანულისანი, რაჲთა ადვილ იქმნეს ჩუენდა განრინებაჲ და ცხორებაჲ.
34. უკუეთუმცა ერთი გზაჲ გჳჩუენა ჩუენ სინანულისაჲ, მო-მცა-ვჰრიდეთ მას და ვთქჳთ: „ვერ მივლოთ მაგას გზასა და ვერცა შეუძლოთ ცხორებად.“
35. ხოლო აწ წარგიკუეთა მიზეზი ეგე შენი;
36. არა ერთი გზაჲ გიჩუენა შენ, არცა ორი, არამედ მრავალნი ალაგნი იგი გიჩუენნა სინანულისანი, რაჲთა მოიძიო ცხორებაჲ და მიეახლო კამარათა ცისათა, რამეთუ სიმრავლითა მით გზათაჲთა ადვილად გიჩუენო შენ აღსლვაჲ ზეცად.
37. აწ გეტყჳ, რამეთუ ადვილ არს სინანული და არცა ერთი სიმძიმჱ არს მის თანა.
38. შეცოდებულ ხარ – შევედ ეკლესიად, თქუ: „ვცოდე“.
39. და მუნქუესვე განიძარცუე ცოდვაჲ შენი.
40. აწ წარმოვადგინოთ საშოვალ დავითი და შეცოდებული იგი;
41. ანუ ვითარ მეყს განეყენა ცოდვაჲ იგი.
42. მეორედ გზასა გჳჩუენებს სინანულისასა, გლოვასა ცოდვასა ზედა.
43. და ამას ზედაცა ვთქუათვე, რაჲ არს ესე შრომაჲ?
44. ხოლო მე გეტყჳ: არა ეგრე!
45. არა ჴამს აქა ფასი და არცა დიდსა გზასა მკურცხლ სლვაჲ და არცა სხუაჲ რაჲ ესევითარი მძიმჱ და ჭირით საქმჱ, არამედ იგლოვდი ხოლო ცოდვათა ზედა და განიშოვრე ცოდვაჲ.
46. აწ შემოვიღოთ წიგნთაგან ესევითარი ესე: ღმერთმან შეინანა აქაბის ზედა გლოვისა და მწუხარებისა მისისათჳს.
47. ეტყოდა ღმერთი ელიას ესრჱთ: „იხილე, ვითარ მივიდა აქაბ გლოვით და მწუხარებით.
48. არა ვყო მის ზედა მსგავსად განრისხებისა მის ჩემისა“.
49. მესამჱ გზაჲ გიჩუენო შენ სინანულისაჲ.
50. საშოვალ წარმოვიღოთ წიგნთაგან ფარისეველი იგი და მეზუერჱ.
51. ხოლო ფარისეველი იგი ამპარტავანად თავის-მოთნედ დგა და განვარდა განმართლებისაგან.
52. ხოლო მეზუერჱ იგი დამდაბლებული, ნაყოფ-სავსჱ, განმართლებული გარდამოვიდა, არცა ერთი რაჲ განსაჴუებელი განიჴუა და მართალ იპოვა, სიტყუაჲ მისცა და საქმჱ სამართალი მოიღო.
53. მო და შემდგომსა ამისსა მოვიდეთ და მეოთხჱ გზაჲ სინანულისაჲ წარმოვიღოთ, რომელ ქველის საქმისა და წყალობისათჳს ვიტყჳ: შარავანდედი იგი ყოველთა სიმჴნეთაჲ, რომელმან ადრე-ადრე აღიყვანის კამარათა მათ ზეცისათა მჴნჱ იგი თანა მოგზაური.
54. წყალობაჲ, დიდი საქმჱ!
55. ამისთჳსცა სოლომონ ღაღადებს: „დიდ არს კაცი და პატიოსან – კაცი მოწყალჱ“.
56. დიდ არიან ფრთენი მოწყალებისანი;
57. განკუეთიან აერი, გარე-წარჰჴდის მთოვარესა, ზემო-ექმნის ბრწყინვალებასა მზის-თუალისასა, ზეცისა კამარათა თანა აჴდის და მუნცა არავე დაადგრის,
58. არამედ ცასა ცათასა ზეშთა ექმნის და გუნდსა ანგელოზთასა გარე-წარჰბინ და დასსა ანგელოზთ-მთავართასა გარე-წარჰჴდის და ზესკნელთა მათ ყოველთა ძალთა არა დაადგრის და საყდართა მათ სამეუფოთა მიიწიის და მუნცა დაადგრის.
59. აწ ისწავე წიგნთაგან.
60. იტყჳს კორნელიე: „ლოცვანი შენნი და მოწყალებანი შენნი აჴდეს წინაშე ღმრთისა“, აჴდეს!
61. იგი რაჲ არს, თჳთ ესე არს.
62. შეესმეს ღმერთსა და, თუ მრავალ არიან ცოდვანი შენნი, მოწყალებაჲ შენი შენდა შემწე არს.
63. ნუ გეშინინ!
64. არცა ერთმან ვინ ზესკნელთა ძალთამან გაჭენოს შენ.
65. თანა-ნადებსა თჳსსა მიგჴდის ჴელით-წერილი იგი.
66. სამეუფოჲ ბრძანებაჲ ჴელთა აქუს, რამეთუ მისი არს ჴელმწიფებაჲ, რომელ თქუა, რავდენსა ვის უყოთ, ერთსა მცირეთაგანსა ამას, მე მიყოფთ.
67. ამისთჳსცა რავდენ მრავალ არიან ცოდვანი შენნი და უმძიმჱს ბრალნი, მოწყალებამან დაწონის და აღამცირის.
68. ანუ არა გასმიეს, ვითარ წერილ არს სახარებასა ათთა მათ ქალწულთათჳს იგავი?
69. და რომელთა-იგი არა აქუნდა მოწყალებაჲ, ხოლო სიქალწულჱ დაემარხა და გარეშე დაშჴს საქორწინესა მის, იტყჳს: იყვნეს ათნი ქალწულნი: ხუთნი ბრძენ იყვნეს და ხუთნი – ცოფ.
70. ბრძენთა მათ ზეთი აქუნდა, და ცოფთა მათ არა აქუნდა ზეთი და დაშრტებოდეს სანთელნი მათნი.
71. მივიდეს ცოფნი იგი ბრძენთა მათ თანა და ეტყოდეს: „გუეცით ჩუენ ზეთი საზეთეთა თქუენთაგან“.
72. მრცხუენის და დავწუხნი და ვტიროდი, რაჟამს მესმის, ვითარმედ: ქალწულ არს და ცოფ არს!
73. დავწუხნი, რაჟამს მესმის ესე სახელი შემდგომად ესოდენისა სიმჴნისა და შემდგომად სიქალწულისა დამარხვისა.
74. და ჰგონებენცა, ვითარმცა ჴორცითა ცად აღფრინდა და შემდგომად ვითარ ძალთა შინა ზესკნელთა სასოებაჲ ედვა.
75. შემდგომად ჭირთა და შრომათა, რომელ დაეთმინა, შემდგომად საჴუმილისა მის გულის-თქუმისა დაშრეტისა და საქორწინეთა დატკებნისა და მძლე-ყოფილ ყოველთა გულის-სათქუმელთა ამის სოფლისათა იტყჳს: მოუჴდეს ცოფნი იგი ქალწულნი და ეტყოდეს ბრძენთა მათ.
76. – ჵ, შემეჭყლიმის გული, რაჟამს მესმინ, ვითარმედ: „ქალწულ არს და ცოფ!“
77. – ეტყჳან: „გუეცით ჩუენ ზეთი საზეთეთაგან თქუენთა“.
78. მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: „ვითარ გცეთ თქუენ, ნუუკუე ვერ გუეყოს ჩუენ და თქუენ“.
79. არა თუ უწყალოებისათჳს ჰყოფენ ამას, გინათუ გულბოროტებისათჳს, არამედ ჟამისა მის და იწროდ დამოკლებისათჳს, რამეთუ ეგულებოდა სიძესა მას შესლვაჲ საქორწინესა მას.
80. აქუნდეს კანდელნი ცოფთაცა მათ, ხოლო მოწყალებაჲ არა აქუნდა, რამეთუ ცეცხლი არს ქალწულებაჲ და ზეთი არს მოწყალებაჲ.
81. და ვითარ-სახედღა ცეცხლსა არა აქუნ ზეთი, წარწყმდის, ეგრე-სახედცა..........................................