მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. დიდსა სამშაბათსა განთიად თქუმული წმიდისა ევსუქი ხუცისა იერუსალჱმელისაჲ მკურდართა აღდგომისათჳს და საშჯელისათჳს და მიგებად კაცად-კაცადსა საქმეთა თჳსთაებრ და საკითხავი მათჱს სახარებისაჲ: „ვინ-მე იყოს მონაჲ იგი სარწმუნოჲ და გონიერი“... და შემდგომი ამისი
2. ვის-მე არა ენებოს და სუროდის მკუდართა აღდგომისა იგი საიდუმლოჲ, და ვის-მე არა სწადოდის, რომელ-იგი მას დღესა იქმნებოდის,
3. ოდეს-იგი დაეცეს საყჳრსა ზეცისასა, და მკუდარნი აღდგებოდიან და აღემართებოდიან საფლავისანი, – ვითარცა თქუა ესაია, – და იხარებდენ ქუეყანასა ზედა;
4. და ვითარცა-იგი კუალად სხუასა ადგილსა იტყჳს, ვითარმედ: „მუცლად-იღოს ქუეყანამან ყოველი ნათესავი და შვეს ერთსა შინა ჟამსა, მყისსა შინა,
5. ცხოველად მოსცემდეს და ყოველნი ძუალნი დაჴსნილნი შებრძჳლდებოდიან და გამოვიდოდიან კეთილისა მოქმედნი აღდგომასა ცხოვრებისასა და ყუაოდიან, ვითარცა ვენაჴნი.“
6. მაშინ იგლოვდეს ეშმაკი, რაჟამს მოეფუხურებოდიან ფრთენი მისნი, და ყოვლისათჳს ეკითხვებოდის მას, რომელნი-იგი მანქანებით აცთუნნა;
7. და აღესრულებოდის მის ზედა წინასწარმეტყუელისა იგი თქუმული, ვითარმედ: „დაჰჯდე შენ ნაკუერცხალსა ზედა ცეცხლისასა, რამეთუ კაცი თავით თჳსით შესცთა, ხოლო შენდა არა არს ცხორება.“
8. და რაჲ არს ძალი ამის რისხვისაჲ?
9. ცან, რამეთუ იტყჳს: „დაჰჯდე შენ გეჰენიასა მას ცეცხლისასა.“
10. ესე არს, ვითარმედ: „წარვედ შენ გეჰენიასა მას ცეცხლისასა, რომელი ჰყავ აღსაგზებლად.
11. იყავნ შენდა საყდარ ცეცხლი იგი საყდარ და ცხედარ და ტაბლა.
12. ერთისა საქმისა წილ მიიღე შენ ბევრეული ტანჯვაჲ.
13. და იტანჯებოდი შენ მას შინა უკუნისამდე, რამეთუ მიგეც შენ ცეცხლი იგი დაუშრეტელი.“
14. კაცი თავით თჳსით შესცთა.
15. უკუეთუმცა შჯულსა ღმრთისასა არა გარდარულ იყო, შენსა მახესამცა არა შერდომილ იყო, გარნა შენდა არა არს ცხორება, რამეთუ მსაჯული მართალი და ჭეშმარიტი არს.
16. უკუეთუ შეცთომილსა მას – ტანჯვაჲ, მისსა მას მაცთურსა რევდენ-მე-ღა?
17. შეცთომილსა – მისთჳს, რამეთუ ერჩდა მაცთურსა, ხოლო მაცთურსა მას, რამეთუ უბრკუმო მონასა და უფალი განარისხა.
18. და ვითარ-მე არა ჰსუროდის კეთილის-მოქმედსა დღისა მისთჳს აღდგომისა, ოდეს-იგი კეთილისა საქმენი ჰქონდენ წმიდათა მათ?
19. ჴრწნილებასა მას განეშურნენ და დიდებასა მიიცვალნენ და ძლევით და სიხარულით ქუეყანით აღიტაცებოდიან ღრუბლითა მით და ბრწყინვიდენ ღირსნი,
20. ვითარცა სამყაროჲ და ვითარცა ვარსკულავნი, და თავი მათი ემსგავსებოდის შუენიერებასა მთოვარისასა, და თუალნი მათნი ემსგავსებოდიან ბრწყინვალებასა ვარსკულავთასა.
21. და რაჲთა აწ ყოველივე ვთქუათ, რამეთუ ყოვლადვე შუენიერებაჲ აქუნდეს მათ ზეცისაჲ და ზეცადცა მიიტაცებოდიან.
22. და ეშმაკნი სირცხჳლეულნი შეიბორკილებოდიან, ხოლო ანგელოზთა უხაროდის და მიაქუნდეს გჳრგჳნი და დაადგმიდენ თავთა წმიდათასა.
23. ოდეს-იგი მორწმუნეთა მათ მეფეთა ამის ქ˜ყნისთა პატიოსანთა მათ გჳრგჳნთა წილ ზეცისაჲ იგი შჳდ წილ უპატიოსნჱსი გჳრგჳნი დაედგმოდის, და რომელთა-იგი მცნებაჲ უფლისაჲ დაიმარხეს, ნაშრომსა მათსა ზედა იხარებდენ.
24. ოდეს-იგი აბელ ცხოვართა მათ წილ პირმშოთა, რომელ-იგი ერთგულად შეწირა, უწინარჱს სიხარულსა მას ღირს იქმნეს, ეგრევე ენუქი,
25. რამეთუ სათნო იყო იგი ღმრთისა მიმართ, და ნოვეს, ოდეს-იგი ერჩდა ბრძანებასა და ქმნა კიდობანი, და მან სარწმუნოებით მიგანგრძობილად ასისა წლისა დამარხვისა მისთჳს მცნებისა.
26. ოდეს საწუთროჲსა წილ ცხორებისა მიეცემოდის ადგილი უკუდავი, რავდენთა ვხედვიდეთ აბრაჰამისთა მოსაგებელთა დატევებისა მისთჳს თჳსისა მამულისა, გინა თუ რომელ-იგი ყო სტუმართ-მოყუარებისა სახჱ, რამეთუ ავასხა ღმერთსა ტაბლაჲ მერმისა მის მოსაგებელისათჳს.
27. და ისაკი, რომელი სათნო-ეყო ღმერთსა, რავდენსა პატივსა ღირს-იქმნეს.
28. და იაკობ, რომელმან-იგი იხილა ანგელოზთა კრებული, ზიარ იქმნებოდის მის თანა.
29. და იოსებს მისისა მის სათნოებისათჳს კაცთა მათ შორის უკეთურთა, რომელთა თანა დაუმარხა უბიწოდ თავი თჳსი ღმერთსა, რავდენთა ამის ქუეყანისათა პატივთა უმჯობჱსთა ზეცისათა მოსცემდეს ღმერთი.
30. და მოსეს, ვითარცა შჯულის-მდებელსა, მოეცემოდის საყდარი ბრწყინვალჱ, და დავითს ს˜ლითა შემოსილსა, რომელ-იგი ჴორციელობით მამად იწოდა, აქუნდეს ქნარი იგი საგალობელი და ყოველნი მართალნი მის თანა აქებდენ ღმერთსა.
31. პეტრეს, რომელსა აღუთქუნა კლიტენი სასუფეველისანი, ოდეს-იგი პატივ-სცემდენ ყოველნი შემავალნი.
32. და სავლეს და მისთა მათ შრომათა და ტანჯვათა და ღუაწლთა და სრბათათჳს, რომელ-იგი სარწმუნოდ აღასრულა, მიეცემოდის სიმართლისა იგი გჳრგჳნი მართლისა მიერ მსაჯულისა, ვითარცა-იგი მან თჳთ თქუა პავლე;
33. არა ხოლო თუ მას, არამედ ყოველთავე, რომელთა შეიყუარეს დღჱ იგი გამოჩინებისა და მოსლვისა მისისაჲ.
34. რომელთა-იგი მისცნეს თავნი თჳსნი სახელისათჳს უფლისა ცეცხლსა და მახჳლსა, პყრობილებათა და პირად-პირადთა ტანჯვათა, გინა თუ რომელთა უვარ-ყვეს სოფელი ესე და ყოველი, რაჲ არს სოფლისაჲ ამის გულის-თქუმაჲ,
35. და მისცნეს თავნი თჳსნი მოთმინებით შიმშილსა და წყურილსა, შიშულობასა და დაეყუდნეს კლდეთა და ნაპრალთა მთათასა, ვითარცა-იგი მანვე პავლე თქუა, რავდენისა პატივისა მოსაგებელსა ღირს იქმნებოდიან.
36. გინათუ მათ, რომელთა დაიმარხეს ქალწულებაჲ თჳსი სიწმიდით, ოდეს-იგი შეჰყვანდენ საქორწინესა მას და მოსცემდეს დაუჭნომელსა მას გჳრგჳნსა.
37. და იხარებდენ და ესმოდის მათ მათიცა იგი, რომელთა ეტყოდის უფალი, ვითარმედ: „მოყუასო, შენ ვითარ შემოხუედ აქა, რომელსა არა გმოსიეს სამოსელი იგი საქორწინჱ“.
38. ოდეს-იგი იჴსენებოდიან გულისხმის-მყოფელნი დღისა მისგან ბოროტისა, რომელთა-იგი მიხედეს უპოვართა და დავრდომილთა ჭირსა შინა მათსა, გინა თუ ოდეს-იგი წარმოადგინოს, რომელსა-იგი შეჰვედრა წყლული პანდოქიონსა მას შინა და მისცემდეს მას აღნათქუემსა მას.
39. ოდეს-იგი მნეთა სარწმუნოთა და გონიერთა მისცემდეს სასუფეველსა და არწმუნებდეს, რომელნი-იგი ქუეყანასა ზედა სარწმუნოდ გამოჩნდეს,
40. ვითარცა ეძიებდა ქრისტჱ მოწაფეთა შოვრის და იტყოდა: „ვინ-მე იყოს სარწმუნოჲ მონაჲ, რომელ-იგი უფალმან დაადგინოს სახლსა თჳსსა, რაჲთა მისცეს როჭიკი ჟამსა თჳსსა.
41. ნეტარ იყოს მონაჲ იგი ესევითარი, რაჟამს მოვიდეს უფალი თჳსი და პოოს ესრჱთ მოქმედი.
42. მართლიად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებსა მისსა დაადგინოს იგი“.
43. ყოველი სიტყუაჲ საღმრთოჲ სარგებელ არს და შუნიერ მორწმუნეთათჳს, ხოლო უმეტჱს ესე სიტყუანი საიდუმლოჲსანი, რომელნი სასწრაფოსა მას გამოაჩინებენ და გუასწავებენ მოძღურებასა ჟამთა მათთჳს, რომელთა შინა განკითხვად ვართ.
44. და ვითარ მიეგებოდის კაცად-კაცადსა საქმითა კეთილითა და მიიღებდეს სასყიდელსა.
45. ვინ-მე რაჲ არს იგი მონაჲ სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი-იგი დაადგინოს უფალმან სახლსა თჳსსა და მისცემდეს როჭიკსა ჟამსა თჳსსა.
46. არა ცუდად ჰკითხავს ქრისტე: ვინ-მე იყოს მონაჲ იგი სარწმუნოჲ და მნჱ იგი გონიერი, რამეთუ კეთილი იგი ძნელად იპოვების ამისთჳს, რამეთუ არა ყოველნი ჰყოფენ ბრძანებასა მას შჯულის დამდებელისასა.
47. მცირედნი ნუ ვინმე ჰყოფენ მეფისა ნებასა ერთგულად.
48. და მრავალნი არიან, რომელნი ღმრთისა დადებულთა ვაჭრობენ და ანგაჰრებისაგან ჭეშმარიტსა მას მნეობასა გარდააქცევენ.
49. აწ ვინ-მე არს მორწმუნჱ იგი მონაჲ და ბრძენი იგი მნჱ, რომელ-იგი უფალმან დაადგინოს სახლსა თჳსსა მიცემად როჭიკისა ჟამსა მას თჳსსა?
50. მრავალნი დაადგინნა და დაადგინებს, ხოლო იგინი სარწმუნოებასა მას არა აღასრულებენ საქმით და ბოროტებითა მით მნეობითა მიცემულსა მათსა ჴელმწიფებასა სხუად გარდააქცევენ.
51. არა ჯერ-არს, საყუარელნო, თანა-წარსლვად მცნებათა მათ ღმრთისათა, რამეთუ მოციქულიცა კორინთელთასა მას მიწერილსა ეგრევე გუასწავებს და განგუაკრძალებს.
52. აწ თუ ვის ჰნებავს, რომელი მნეობასა მას ზედა სარწმუნო იპოვა, პოვოს მან მისგან, რომელმან-იგი არარაჲსაგან არსად მოიყვანა და ყოველივე გულისხმა-უყოს.
53. რამეთუ იტყჳს: „რომელი-იგი დაადგინოს უფალმან ზედა სახლსა თჳსსა,“ არა თუ ცუდად რაჲმე უბრძანებს მნეთა მათ მიცემასა მას საზრდელისასა,
54. რამეთუ საზრდელი იგი მცნებაჲ არს გონიერთათჳს და დაშჯაჲ ძაღუერთა და მომთრვალეთაჲ, ნეტარებაჲ იგი მნეთაჲ მათ, რომელთა ყანაჲ უფლისაჲ მოჴნეს და თესლი იგი დასთესეს, რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ.
55. კურთხევაჲ იგი მათ მიეცეს, რომელთა თესლი იგი შეიწყნარეს და ნაყოფი გამოიღეს.
56. ჭეშმარიტად ნეტარ იყოს მონაჲ იგი, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრჱთ მოქმედი.
57. მართლიად გეტყჳ, რამეთუ ყოველთა მონაგებთა ზედა დაადგინოს იგი, რომელმან-იგი ყოველივე ბრძანებაჲ უფლისა თჳსისაჲ არა გარდააქცია, და სათნო-ეყოფოდის იგი უფალსა მას თჳსსა.
58. ვითარმე უხაროდის მნესა მას, რომელსა ესევითარსა მადლსა მისცემდეს უფალი იგი თჳსი.
59. აწ ვიდრემდის მწყემსნი ეგე მოწრაფე იყვენით შეკრებად საფასეთა მათ და რაჲსათჳს პატივსა და მოსაგებელსა კაცთაგან ეძიებთ.
60. ჯერ-არს, რაჲთა იპოო შენ მნედ მორწმუნედ.
61. და ესე ყოველი შეურაცხ-ყავ.
62. და უკუეთუ გინდეს შენ საყდარი მაღალი, მოგცეს შენ ცაჲ;
63. და უკუეთუ გინდეს შენ ფრიადი სიმდიდრჱ, ურიცხუნი საუნჯენი ზეცისანი მოგეცნენ;
64. და უკუეთუ გინდეს შენ მთავრობის, იღუაწე, რომელსა ზედა რწუნებულ ხარ და ანგელოზთა თანა ჰმთავრობდე.
65. უკუეთუ თქუას მონამან მან უგუნურმან, ვითარმედ: „ყოვნოს უფალმან ჩემმან,“ და ჰგუემდეს იგი მონა-მოყუასთა და ჭამდეს იგი მომრთვალეთა თანა,
66. მოვიდეს უფალი იგი მისი ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს, და დღესა, რომელსა არა მოელოდის, და განკუეთოს იგი ორგან და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა.
67. მუნ იყო ტირილი თუალთაჲ და ღრჭენაჲ კბილთაჲ.
68. ესრჱთ იწოდების მონაჲ იგი უკეთური, რომელმან-იგი კეთილნი ბრძანებანი არა დაიმარხნა, რამეთუ მას კეთილნი იგი ბრძანებანი ერწმუნნეს, ხოლო მან გარდააქცინა ბოროტად.
69. და მან კეთილი იგი თავსა თჳსსა მოიკლო.
70. ვითარ იკადრა თქუმად, ვითარმედ: „ყოვნოს უფალმან ჩემმან.“
71. ვითარ ჰგონებ შენ, უკეთურო, ნებით თჳსით ყოვნოს ანუ უნებლებით?
72. უკუეთუ იტყჳ, უნებლებითო, ვითარ არს იგი ყოვლისა შემოქმედ და ჴელმწიფე?
73. უკუეთუ იტყჳ, ნეფსით თჳსით ყოვნოსო, მერმე შენ ზედა ვიდრემე სულგრძელებასა აჩუენებს?
74. შენისა უგუნურებისათჳს და წყალობისათჳს დააცადებს, რაჲთამცა მოიქეც ბოროტისაგან და აღასრულებდ ნებასა უფლისასა.
75. და არა დააცადნა განმზადებულნი იგი შენთჳს კეთილნი.
76. და თუ არავინ გულისხმა-ყოს თავით თჳსით, მოიღოს საშჯელი.
77. რამეთუ ვჰხედავ რომელთამე საწუთროსა ამას სოფელსა, ვითარცა უკუდავნი ცხონდებიან, დავრდომილთა ყოვლადვე არა მოჰჴსენებიეს შიში იგი განკითხვისაჲ და არცა თქუმული იგი მწყემსთა მიმართ პავლჱსი:
78. „ნუ გულის-თქუმის მოყუარე, ნუ მკადრე, ნუ მოღჳნე, ნუცა გულ-მწყრალ, ნუ ზედა-მიმავალ, ნუ საძაგელის შემძინელ“.
79. ამის ყოვლისათჳს უბრძანებს პავლე, რომელთა-იგი რწმუნებულ არს სოფელი ესე.
80. და იგივე დასაბრკოლებელ ექმნების მათ, უკუეთუ აქუს მწყემსობისა პატივი და თანა-ანგაჰრებაჲ.
81. ეგევითარი იგი სახე ექმნების ვეცხლის მოყუარეთა და მოატყუებს კერპთ-მსახურებასა.
82. უკუეთუ ვინმე იმოსებოდის სამოსლითა პატიოსნითა განსაშუენებელად თავისა თჳსისა თჳნიერად პატივისა ეკლესიისა, ეგევითარი იგი მიზეზ ექმნების მეძავსა, და თუ ვისმე ენაჲ თჳსი არა შეეკრძალოს, უფროჲს განაძლიეროს ურიდი იგი პირითა.
83. რომელნი-იგი ესევითარსა იქმედ, და-ძმათა და მონა-მოყუასთა ესევითარითა სახე-დასაბრკოლებელ ექმნიან.
84. ამის ესევითარისათჳს ეტყოდა პავლე: „უკუეთუ ვინმე გიხილოს შენ საკერპოსა შინა ინაჴით მჯდომარჱ“.
85. აწ ამით ესევითარითა გონებითა მათ უძლურთა ჰგუემთ და ქრისტჱს მიმართ სცოდავთ.
86. და ესე არა-მე კმა-არსა?
87. არამედ რომელთამე სერსა მას ზედა ტაბლასა გარდამატებულსა წინა-დაუგებდი და იძულებით აწუევდი ჭამად და მათ არა მიხედი, რომელნი სიყმილითა მოწყდებიან.
88. და რომელთამე ქენობით სიმრთვალედ შეჰკრებ და რომელნიმე წყურილითა მოწყდებიან და წყალსაცა გრილსა არა ასუამ, რომლისათჳს სასყიდელი არა წარგიწყმდების.
89. რომელთამე მრჩობლთა სამოსელთა მისცემ საწუთროჲსა ამის მოსაგებელისათჳს და რომელიმე შიშუელი მარადის გევედრების და არა ისმენ.
90. აწ უკუე ამის ყოვლისათჳს საშჯელსა მას არა დააყოვნებს, რამეთუ იტყჳს: „მოვიდეს უფალი ჟამსა, რომელსა არა ჰგონებდეს.“
91. რამეთუ არავინ იცის ღმრთეებისა იგი საიდუმლოჲ, და განკუეთოს იგი ორგან, რაჲთა ორგულებაჲ იგი გამოაჩინოს და ნაწილი მისი დადვას ორგულთა თანა.
92. რამეთუ ძეთა კაცთა რომელიმე ღმრთისა მიერ მოცემული აქჳს მადლი და რომელიმე თჳსით სახით აქუს, რამეთუ მოეცემის მას ღმრთისაგან პატივი, ანუ ჴელმწიფებაჲ, ანუ მისი გარნა თავით თჳსით კრძალვაჲ და ერთგულებაჲ, რომელ-იგი გამოირჩიოს, და ვიდოდის იგი საქმესა მას შუენიერსა.
93. აწ რავდენთა მათ კეთილთა მოცემულთა ღმრთისათა ზედა არა შეეკრძალოს და არა დაიცვნეს მცნებანი მისნი მას დღესა საშჯელისასა.
94. მისმიერნი იგი მოცემულნი თჳსად დაადგინნეს და მიიხუნეს, ხოლო რომელ-იგი მან თჳთ გამოირჩია, – ესენი თჳსა, და ნაწილი მისი – ორგულთა თანა, ჰურიათა თანა ვიდრემე.
95. რამეთუ მათ ეტყოდა და მრავალჯერ ჰრქუა: „ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ მსგავს ხართ თქუენ სამარეთა, რომელ-იგი გარეშე ჩანედ პატიოსნად და შინაგან სავსე არნ ძუალებითა კაცთაჲთა.
96. თქუენცა აჩუენებთ კაცთა მართლად და შინაგან სავსე ხართ ორგულებითა“.
97. რამეთუ დაჴსავთ სასუფეველსა ცათასა, არცა თქუენ შეხუალთ და არცა სხუათა შეუტევებთ.
98. ესე მას აჩუენებს, რომელნი-იგი ღმრთისა მოცემულსა არაჭეშმარიტად მნეობენ და სხუათა დააბრკოლებენ, რამეთუ ერი იგი ხედავს ვითარცა თუალსა მეცნიერად და მოძღურად.
99. და ჯერ-არს გონიერთა გულისჴმის-ყოფად თქუმულთა მათ და სათქუმელთა, რამეთუ სახე არიან მერმეთა მათ საქმეთა ღმრთისათა.
100. რამეთუ იტყჳს: „მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ღმრთისაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს სანთელნი და მიეგებვოდეს სიძესა“.
101. საკჳრველ არს იგავისა ამის ჩუენებაჲ: „მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ღმრთისაჲ ათთა ქალწულთა.“
102. და რაჲსათჳს ქალწულთა ამსგავსებს?
103. ამისთჳს, რამეთუ ქალწულთაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, რომელნი-იგი ყოვლისა ბიწისა საწოლისასა, ბილწისა სიძვისა და მრუშებისაგან და ყოველივე საქმჱ.
104. რომელი ცოდვა-ექმნების კაცთა, მისგან განშოვრებულ არიან.
105. ესევითართა ქალწულთაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.
106. და არიან სანთელნი იგი მათნი კეთილნი საქმენი, რომელ-იგი აღუთქუნეს სიძესა, რომელ არს ქრისტე.
107. ამისთჳსცა თქუა იოვანე წინამორბედმან და ქადაგმან: „რომელსა აქუს სძალი, იგი არს სიძჱ“ და პავლეცა უგანაცხადებულჱსად თქუა, ვითარმედ: „დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც“.
108. და რომელ-იგი საიდუმლოჲ განადიდა, გითხრა;
109. ხოლო რომელსა-ეგე ვიტყჳ, უფრორე ქრისტჱსთჳს და ეკლესიათათჳს, არა ხოლო ქალწულთა.
110. უკუეთუ არა განიშოროს კაცმან ყოველივე სოფლისაჲ ამის, ვითარცა მამაჲ თჳსი და დედაჲ ცოლისათჳს, ეგრეცა ყოველი უკეთურებაჲ ქრისტჱსთჳს, რომელმან-იგი თქუა: „მე ვარ კარი“, ვერვინ მივიდეს სრულიად სასუფეველსა.
111. აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ, რამეთუ იტყჳს: „ხუთნი იგი იყვნეს ბრძენ და ხუთნი იგი იყვნეს სულელ“.
112. ჯერ-არს ჩუენდა, საყუარელნო, რაჲთამცა ვემსგავსენით ბრძენთა მათ.
113. ნუუკუე უდებებითა მით ჩუენითა ვემსგავსნეთ სულელთა მათ, რომელნი-იგი იურვიან და იბრალებენ თჳსთა თავთა, რამეთუ სანთელნი აღიხუნეს და ზეთი არა თანა-წარიტანეს.
114. რამეთუ სარწმუნოებაჲ იგი ხოლო ვითარცა მიზეზად აქუნდა მათ და საქმენი არა ჰქონდეს.
115. დაღათუ აქუნდა ქალწულებაჲ, წყალობაჲ არავე მოიპოვეს, სიმართლესა შინა იყვნეს და კაცთ-მოყუარებაჲ არა მოიგეს;
116. გარნა ბრძენთა მათ ქალწულებსა თანა წყალობაჲცა მოიპოვეს და სიმართლესა თანა – ძმათ-მოყუარებაჲცა.
117. და ცად მიიწრაფდეს.
118. რამეთუ დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა.
119. ამისთჳს დაყოვნა სიძემან, რამეთუ სახიერი იგი სულგრძელ არს ჩუენ ზედა, რაჲთამცა ჩუენ საქმჱ კეთილისაჲ მოვიპოვეთ.
120. და იტყჳს, ვითარმედ: დაეძინა ყოველთაო, რ˜ა მართალთაცა და ცოდვილთა რულილი იგი სიკჳდილისაჲ მოიწევის.
121. და აღესრულოს წერილი, ვითარმედ: „დაჰჴსან კარები სავაჭროთაჲ მოუძლურებითა ჴმისა მფქველისაჲთა!“
122. სულთა ყოველთა კაცთასა მიერულოს ამის ცხორებისაგან.
123. და იტყჳს: შოვა ღამეს ოდენ ჴმაჲ იყო: „გამოვედით და მიეგებვოდეთ!“
124. და რაჲ არს ჴმაჲ იგი, გარნა სიკუდილისა წოდებად, ვითარცა-იგი სხუას იტყჳს, ვითარმედ: „აღდგენ ჴმასა მას სიძისასა“, და რასა იტყჳს მწოდებელი იგი: „აჰა ესერა სიძჱ, გამოვედით და მიეგებვოდეთ ჭეშმარიტად მორწმუნენი იგი!“.
125. და კეთილის-მოქმედნი სასოებითა მიეგებვოდიან ქრისტესა და იხილონ იგი, ვითარცა სიძჱ და მეუფჱ.
126. მაშინ აღდგენ ყოველნი იგი ქალწულნი და აღაგნენ სანთელნი იგი მათნი.
127. და ვინ-მე არაჲ-მორწმუნეთაგანი არა მოწრაფე იქმნეს მას ჟამსა, რომელნი-იგი აქავე სურვიელ იყვნენ წყაროჲსა მის ცხოვრებისაჲსა, და იტყოდეს: „ოდეს-მე მივიდეთ და ვეჩუენნეთ პირსა ღმრთისასა?“
128. ხოლო რომელთა-იგი არა ეგოდენ აქუნდენ საქმენი კეთილნი, რავდენცა კმა-ეყო მათ საგზლად, აღესრულებოდის მათ ზედა წერილი იგი,
129. ვითარმედ: „დამდაბლდენ ასულნი იგი ქებისანი და სიმაღლისაგან ხედვიდენ შფოთებასა გზასა ზედა,“ რომელ სახარებამან კუალად უჭეშმარიტერე გამოაჩინა, ვითარმედ: „სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: „გუეცით ჩუენ ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ სანთელნი ჩუენნი დაშრტებიან“.
130. არა ხოლო ცუდად ვიდრემე ეწოდა სისულელჱ მათ, ოდეს-იგი ხედვიდეს ბრძენთა მათ საზეთეთა სავსეთა და სანთელთა ბრწყინვალეთა.
131. ხოლო ბრძენთა მათ ვითარ ჰრქუეს, ნუუკუე ჩუენცა ვერ კმა-გუეყოს და თქუენ!
132. არცაღა თუ ფლობაჲ აქუნდა ცემად, რამეთუ კაცად-კაცადსა რაჲცა ვის ექმნეს, იგიცა აქუნდეს.
133. ხოლო სწავლით სავაჭროჲ ოდენ უჩუენეს და ჰრქუეს: „თქუენცა წარვედით და იყიდეთ ვაჭართაგან“,
134. რამეთუ მრავალნი არიან მშიერნი და ეცით მათ ჭამადი, წყურიელნი – და ასუთ მათ, უცხონი – და შეიწყნარენით, სნეულნი და შიშუელნი და სხუანიცა, რომელნი ფერად-ფერადთა სავაჭროთა ფართოებით ჰყიდიან, უკუეთუ ხოლო თქუენ არა სწყალობდეთ საფასეთა.
135. და ოდეს ესენი წარვიდეს, მუნქუეს ოდენ მოვიდა სიძჱ იგი და განმზადებულნი იგი შევიდეს საქორწინესა მას თანა და დაეჴსა კარი.
136. და მოადგეს სავაჭროსა მას ბრძენნი იგი და მშრომელნი, რომელთა-იგი ესმა: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ სასუფეველი, რომელი განგიმზადა მამამან ჩემმან დასაბამითგან სოფლისაჲთ,
137. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ, სნეულ ვიყავ და მიხილეთ, საპყრობილეს ვიყავ და მოხუედით.“
138. აწ, ძმანო, თქუმულთა მათ უფრორე გამოვეძიებდეთ და გულისხმა-ვყოთ, რამეთუ არასადა რაჲ ვპოვეთ სუნელთაჲ მათ, თუმცა სწავლაჲ იგი ბრძენთაჲ მათ აღასრულეს,
139. არამედ ზრუნვამან და საცთურმან ამის სოფლისამან შეაშთვნა იგინი და არა მოიჴსენნეს დღენი იგი სიბოროტისანი, მოწევნად წელიწადნი იგი, რომელთა შინა გულისხმა-ყვეს და თქუეს: არა არს ამათ შინა ჩუენი ნებაჲო.
140. და, თუმცა ენება მათ და მისრულ იყვნეს სავაჭროსა მას და მოეღო, რაჲ-იგი ჯერ-იყო, და არცაღა თუმცა ჭეშმარიტმან მათმან სიძემან დაუჴსა კარი.
141. რომელნი-იგი მეათერთმეტისა ჟამისათა მისცა უპირატჱს დილეულისათა მათ, ვითარმემცა არა განუღო კარი?!
142. ხოლო ბრძენნი იგი შევიდეს საქორწინესა მას და იშუებდეს ამისთჳს, რამეთუ მათ განაბნიეს მონაგები მათი დავრდომილთა თანა და ჴორცნი მათნი წმიდად დაიმარხნეს და გჳრგჳნოსან იქმნნეს და ანგელოზთაგან იქებოდეს.
143. ამით ესევითარითა შევიდეს იგინი საქორწინესა მას და დაეჴსა კარი, რამეთუ საიდუმლოდ იყოფის ქორწილი იგი მეუფისაჲ.
144. და მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: „უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენცა“, აწ უკუე ვითარ უფლით ხადით მას, რომელნი-ეგე მშიერსა და წყურიელსა თანა-წარჰჴედით, და საუნჯენი თქუენნი სავსე იყვნეს იფქლითა და ღჳნითა.
145. და თქუენ წყალიცა გრილი არა ასუთ, და რომელთა-იგი ხედევდით შიშუელთა უბანთა ზედა, და თქუენ ხატი იგი ღმრთისაჲ არა შეიწყალეთ.
146. და აწ ვითარ იკადრებთ და იტყჳთ, განგჳღეო, რომელთა-იგი იხილეთ უცხოჲ და არა შეიყვანეთ შინაგან სახლთა თქუენთა, ამისთჳს იგავთა შინა გეტყოდა: გიჴმობდი და არა ჴმა-მეცითო.
147. ამისთჳს შემსგავსებულად თქუა ხოლო, ვითარმედ: „იყოს, ოდეს მე მიწოდდეთ და არა ვისმინო თქუენი“.
148. ამისთჳს გამოაჩინებს სახარებაჲ და იტყჳს, ვითარმედ: „არასადა გიცნი თქუენ“ ამისთჳს, რამეთუ არცა თქუენ ჩემი ისმინეთ, რამეთუ აღმითქუთ მე ქალწულებაჲ და საქმით არა აღასრულეთ;
149. ლამპარნი გქონან და ნათელი მისი დაშრეტილ არს;
150. სიძისა მის მიგებებად გამოსრულ ხართ და არა ღირსი მოსაგებელი გაქუს.
151. ამიერითგან ჯერ-არს, რაჲთა ვიღჳძებდეთ, რამეთუ არა ვიცით ჟამი იგი და დღჱ, რომელსა ჟამსა არა გუეპოოს მიზეზი სიტყჳსაჲ ყოველთათჳს უდებობით ცხორებულთა.
152. დაღაცათუ დღჱ იგი და ჟამი არა ვიცით, ხოლო ესე ჭეშმარიტად ვიცით, რამეთუ უკუდავ არა ყოფად ვართ და ყოველი დაბადებული წარსლვად არს და კაცად-კაცადსა ყოველივე მოჰჴადოს მსაჯულმან.
153. ამისთჳს განეშორენით უკეთურებასა და სახიერებასა ისწრაფდით, ვითარცა-იგი წერილ არს, რამეთუ ყოველნივე ქმნულნი მისნი ღმერთმან მოიყვანნეს საშჯელად ყოვლითავე სახილველითა, გინა თუ კეთილითა, გინა თუ ბოროტითა;
154. და მიიღოს კაცად-კაცადმან საქმეთა თჳსთაებრ მარჯუენისაგან მამისა და უნჯისაგან ძისა და უხედველისაგან საყოფლისა სულისა წმიდისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისადმდე. ამენ!