მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. თქუმული მელეტისი, წმიდისა ეპისკოპოსისაჲ შესლვისათჳს იერუსალჱმდ უფლისა ჩუენისა და შესხმისათჳს ყრმათაჲსა
2. ვითარცა მოვიდა და მოიწია დღესასწაული იგი ბალარჯობათაჲ, რომელსა ჰყოფდეს ჰურიანი იგი მსგავსად დღესასწაულისა მის ბალარჯობათაჲსა, რომელ ჭამეს მამათა მათთა ჟამსა მას გამოყვანებისა მათისასა ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა, 3. დაჯდა უფალი ჩუენი კიცჳსა მას ვირსა და შევიდა იერუსალჱმდ, რაჲთა, სასწაულთა მათ გამო ღათუ არა იცნეს იგი, მდაბლად მოსლვითა მით ღათუ იცნან იგი, რომლისათჳს წინაჲსწარ ეტყოდა ზაქარია წინაწარმეტყუელი მწიგნობართა მათ. 4. სიხარულისა წინამიგებისა წილ და დამტკიცებისათჳს სახისა მისთჳს მისლვისაჲსა აღივსნეს შურითა და იტყოდეს: რაჲსა-მე იყო ესე, რომელთა ჯერ- და წეს-იყო ყრმებსა მას თანა ჴმობად და წინამიგებებად? 5. იგინი ყრმებსა მასცა დაადუმებდეს შურისათჳს. 6. ვითარცა იხილეს კრებაჲ იგი ერისაჲ მის, ვითარმედ ჴმითა მათ კურთხევისაჲთა აღასრულებენ წინაწარმეტყუელებასა მას ზაქარია წინაწარმეტყუელისასა, მოვიდეს ფარისეველნი იგი მისა, რომელ-იგი მოვიდა აღსრულებად სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელისათა, 7. რაჲთამცა დააბრკოლეს იგი არააღსრულებად სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელისათა, და ჰრქუეს: შეჰრისხენ ყრმებსა მაგას, რაჲთა არა ეგრე ჴმობდენ! 8. და ჰრქუა: და ღათუ ეგენი ედუმნენ, რომელთა მიერ წინაწარმეტყუელებაჲ იგი წინაწარმეტყუელთაჲ მათ აღესრულების, ქვანი ღაღადებდენ მაგათ წილ. 9. ხოლო რამეთუ ვერ ეგების დაყდუნებად სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელისათა, ეგრე წეს არს, რაჲთა მათ გამო აღესრულოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი, და არა ეგრე ეგების, ვითარმცა მაგათ წილ ღაღადებდეს ქვანი უჴმონი. 10. ხოლო ერი იგი, რომელ მოკრებულ იყო, ღაღადებდეს და წარმართნი რტოებითა მით დანაკის-კუდისაჲთა წინა-მიეგებვოდეს მჴსნელსა მას სოფლისასა. 11. ხოლო უფალმან ვითარცა იხილა იერუსალჱმი, რამეთუ მწუხარე იყო დღესა მას სიხარულისა თჳსისასა, ტიროდა მას ზედა და თქუა: ნეტარმცა იყო შენდა, გამო-თუმცა-ცხადებულ იყო შენდა ჟამი ესე ჴსნისა შენისაჲ! 12. რამეთუ არცა წინაწარმეტყუელთა მათ წინაწარმეტყუელებაჲ და არცა ქადაგებაჲ იგი იოვანჱსი და არცა მრავალთაჲ მათ სასწაულთაჲ და არცა მკუდართა აღდგინებითა არცა ინება იერუსალჱმმან ცნობად მჴსნელისა მის. 13. ნეტარმცა იყო შენდა დღეს, ღათუმცა გეცნობა ჟამი ესე ჴსნისა შენისაჲ! 14. და თუ ყოვლისა ამისთჳს, რომელ წერილ არს ჩემთჳს, და არა გინდა გულისხმის-ყოფად ამის დღისაჲ, ესეღა თუმცა გრწმენა, რომელ აღესრულების ჩემთჳს. 15. ხოლო მშჳდობაჲ ესე, რომელ, ვითარცა ნათელი, გამობრწყინებულ არს წინაშე მრავალთა, შენგან ხოლო დაფარულ არს! 16. – თავისა თჳსისასა იტყჳს, რომელ-იგი მოვიდა და ყო მშჳდობაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რამეთუ მან არა ინება შეწყნარებად მშჳდობისა მის, რომელ მოვიდა მისა. 17. მივიდა წარმართთა, ვითარცა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი იგი: უკუეთუმცა შეეწყნარა იგი, განრინებულმცა იყვნეს იგინი მახჳლისა მისგან ბერძენთაჲსა. 18. არამედ აღდგა მჴდომად და მოკლა ცხებული იგი წმიდაჲ, აღოჴრდა სრულიად, ვითარცა იტყჳს დანიელ წინაწარმეტყუელი: იგი არს, რომელი მჴდომად აღუდგა სიტყუათა მათ წინაწარმეტყუელთასა. 19. წინაწარმეტყუელებაჲ იგი ვერ დააყუდუნა, ხოლო თჳთ თანა-მდებ იქმნა დამჴსნელისაჲ მის, რომლისაჲ არა ინება შეწყნარებად. 20. მსგავსად სიტყჳსა მის ზაქარიაჲსისა განვიდა და წარვიდა მისგან, რაჲთა მივიდეს და ეტყოდის მშჳდობასა წარმართთა მიმართ, ვითარცა იტყჳს იგივე ზაქარია. 21. და რაჲთა არა იპოვოს მიზეზი ერსა მას შორის მისა მიმართ, მიიმართეს პირველად წინაწარმეტყუელთა მათ; 22. რაჲთა არა დაყდუნდეს მეორედ მოსლვაჲ იგი მისი ჴსნისათჳს სიფიცხლისა მის გამო ერისაჲსა, გზაჲ ახალი განქმნეს წარმართთა მიმართ მათვე წინაწარმეტყუელთა. 23. აწ რაჲთა არა განიხარა იერუსალჱმმან მოსლვასა მას უფლისასა, რომელმანცა განათავისუფლა იგი? 24. სტიროდა მას და დასთხინა მას ზედა ცრემლნი მოწლედ სიყუარულითა. 25. მით წინაჲსწარ მიაუწყა მან ძჳრთა მათთჳს, რომელ მოსლვად იყვნეს მის ზედა. 26. მიუთხრა მას მოუგუნებელთა მათ ჭირთათჳს, რომელ მოწევნად იყვნეს მის ზედა, რამეთუ შეურაცხ-ყო და განაგდო მშჳდობაჲ იგი 27. და ჰრქუა მას მშჳდობამან მან: მოვიდენ და მოიწინენ შენ ზედა მტერნი, რომელთა შეგაურვონ და შეგიცვან შენ და მოგაოჴრონ შენ და აღგჴოცონ შენ, რამეთუ არა შეიწყნარე ამას ჟამსა მშჳდობაჲ ესე, რომელ მოვიდა შენდა; 28. და იხილო შემდგომად ამისა გარე-მოდგომილ შენსა მტერნი, და რამეთუ არა განიხარე ამას დღესა მჴსნელისა ამისთჳს, რომელი მოვიდა ჴსნად შენდა, მოვიდენ და აღიწინენ შენდა შემდგომად მცირეთა ჟამთა წარმტყუენველნი, 29. რომელთა აგაოჴრონ და აღჴოცონ და დაავაკონ ქუეყანაჲ იგი შემდგომად დიდისა მის სიხარულისა, რომელ უჩუენა მათ ჩჩჳლთა მათ მიერ, რომელთა უხაროდა, და შემდგომად ცრემლთა მათ, რომელთა დასთხევდა. 30. წინაშე მათსა ინება ყოფად სასწაულისაცა: ვითარ გამოვიდოდა ტაძრისა მისგან, ბრმათა აუხილნა და მკელობელნი ავლინნა, რაჲთა არა თქუას ერმან მან, ვითარმედ შეცთომით შეიცთუნა ერი ესე და იწოდა ძე დავითისა. 31. აჩუენა მამისა მიმართ ძალიცა ჟამსა მას, რომელსა ღაღადებდეს ყრმები იგი, და ძლიერებათა მათ, რომელთა იქმოდა წინაშე თუალთა მათთა, დაიბეჭდნენ და დამტკიცნენ ჴმანი იგი, 32. რომელ ესმოდეს ყურთა მათთა, ხოლო მღდელთა მათ, რომელთა არა ჰრწმენა და გულისხმა-ყვეს საქმეთაჲ მათ, რომელ იხილეს თუალთა მათთა, გულის-წყრომაჲ გულისწყრომასა დასძინეს და დააყდუნებდეს წინაწამეტყუელებასა მას, რომელ ჩჩჳლთა მიერ აღესრულებოდა, 33. და ეშინოდა მძლავრ დადუმებად ყრმებისაგან მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ მათ ერმან მან. 34. მოვიდეს მისა და ჰრქუეს: არა გესმის, რასა-ეგე იტყჳან შენთჳს? 35. და ჰრქუა მათ უფალმან: მესმის, რასა უწესოსა იტყჳან, რამეთუ დაადუმებთ მაგათ; 36. ნუთუ უცხოდ რაჲ ანუ ძედ უცხოჲსად იტყჳან და არცა ღმრთად და ძედ ღმრთისა? 37. უკუეთუ ძედ დავითისა სახელს-მდებენ, თქუენ რაჲსა განჰრისხნებით, ანუ მათ რაჲსა დაადუმებთ? 38. მოვიდა აღსრულებად ზრახვისა მის, და ვითარ-მე დააყდუნოს ზრახვაჲ იგი? 39. მოვიდა აღსრულებად წ˜ნაწტ˜ყლთა მათ, და ვითარ-მე დააყდუნოს წინაწარმეტყუელებაჲ იგი? 40. და რაჟამს დააყდუნოს ღაღადებაჲ იგი, რომელ მის ზედა აღესრულებოდა, არა-მე-მცა დააყუდნა წინაწარმეტყუელებაჲცა იგი? 41. რამეთუ არავინ არს სხუაჲ, რომლისა ზედამცა აღესრულა. 42. აწ რაჲსამე დაადუმებთ ყრმებსა მას? 43. რამეთუ აჰა, რომელი-იგი სოლომონის ზედა იყო ჴმაჲ, რაჟამს-იგი დაჯდებოდა მეფედ ისრაჱლსა ზედა, დიდად უმცირჱს არს. 44. რამეთუ სოლომონსა, რომელსა არცა ბრმასა აღეხილვა, არცა მკელობელი ევლინა და არცა კეთროვანი განეწმიდა, და ეგრჱთ ოხრიდა ქუეყანაჲ ღაღადებითა მით და ქებითა დღესა მას, რომელსა დაჯდებოდა საყდარსა მას დავითის, მამისა თჳსისასა, 45. რომელმან განდევნნა ეშმაკნი თქუენნი და განკურნნა სნეულნი თქუენნი, განწმიდნა განბოკლებულნი და აღადგინნა მკუდარნი, ვითარ იფლეთ თქუმად, ვითარმედ: დაადუმე ერი ეგე მცირედისა მაგისათჳს ქებისა?! 46. რომლითა აკურთხევენ, რომელი ვერ მიესწორების ქებასა მის დღისასა და სიმდიდრეთა მათ, რომელ იყვნეს მას დღესა. 47. რამეთუ არა მან უბრძანა ჴმობაჲ იგი, რაჲთამცა მანვე დაადუმა, არამედ წინაწარმეტყუელებაჲ იგი, რომელ წინაჲსწარ ითქუა ამის დღისა ქებისათჳს, მისცა მათ ჴმობაჲ ჟამსა მას, რომელ თქჳანცა. 48. აღმოგიკითხავს, რომელ წინაჲსწარ თქუმულ იყო დავითის მიერ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთაჲთა აღესრულოს ქებაჲ. 49. და დასამტკიცებელად ქებისა მის, რომელ ყრმებისა მისგან ითქუა, და სასწაულთა მათთჳს, რომელ იქმნნეს მის მიერ, უბრძანა შეძრვად ქუეყანისა, 50. რაჲთა სიყუარულისა მისთჳს, რომელსა ჰყოფდა მათ მიმართ და საწაულთა მათთჳს არა შეიწყნარონ იგი, ქუეყანისა შეძრვისა მისთჳს თუ ჰრწმენის, ხოლო რამეთუ არცა სიყუარულისა მისთჳს, არცა შიშისა მისთჳს დაემორჩილნეს. 51. მოვიდა მათა ჴმაჲ ზეცით და თქუა: გადიდე და მერმე უმეტეს გადიდო. 52. და ღათუ ძალი ჴმისაჲ მის ვერ გულისხმა-ყვეს ჰურიათა მათ, ხოლო ჴმაჲ იგი ესმოდა, რამეთუ ზოგნი იგი ეტყოდეს: ქუხილი იყო; 53. და ზოგნი იგი იტყოდეს: ანგელოზი ეტყოდა მას. 54. რომელთა წინაწარმეტყუელებითა მით ზაქარიაჲსითა ჯერ-იყო წინა-მიგებებად მჴსნელსა მას, მათ არცაღა წინაწარმეტყუელისაჲ მის ჰრწმენა და არცაღა კურთხევასა მას ყრმებისასა და ერჩდეს, არცაღა სასწაულთა მათ დაემოწაფნეს და არც ძლიერებათა მათთჳს, 55. რომელ უჩუენა, ისწავლნეს, არცა ძრვისა მისგან შეეშინა და არცა ჴმისა მისგან, რომელ მოვიდა ზეცით, შეძრწუნდეს, რომელთა ვირსა მას ხოლო ზედა დაჯდომისათჳს ჯერ-იყო წინა-მიგებებად სიხარულით და შეწყნარებად დიდ-დიდთა მათთჳს სასწაულთა, 56. რომელთა იქმოდა, მღდელნი იგი და მწიგნობარნი, რომელნი წინაჲსწარ ოთხას ოთხმეოცდაათისა წლისა იჩინნა მის დღისა სიხარულსა, იხილე, რაჲ-იგი ყვეს დღესა მას სიხარულისასა. |