მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [თქუმული წმიდისა იოვანე კოსტანტინეპოლელ ეპისკოპოსისაჲ შესლვასა უფლისასა იერუსალჱმდ]
2. ...„კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაელისაჲ!“ 3. უფალი მოწყალე არს თჳსთა ქმნულთა და მაცხოვარ, რომელმან თჳსნი ქმნულნი ნათლად მოგჳყვანნა. 4. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა“, მწყემსი იგი კეთილი და სახიერი, რომელი დასდებს სულსა ცხოვართა თჳსთათჳს. 5. ვითარცა-იგი მწყემსი ეკრძალებინ ცხოვართა მჴეცისაგან, [ეგრეცა ამან მწყემსმან ჭეშმარიტმან ჴორცნი იგი დაიფარნა, რაჲთამცა პირველ წარტაცებული იგი მჴეცისაგან] ადამი უკმოიჴსნა და მჴეცი იგი მოკლა ჯუარითა, 6. და დააცხრვნა ცთომანი იგი კერპთ-მსახურებისანი და მის წილ მოგუცა ცნობაჲ ღმრთეებისაჲ და ცხორებაჲ, და ყოველი სოფელი განწმიდა და ყოველი საცთური და სიძულილი წარდევნა. 7. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!“ 8. მოვიდა და იჴსნა გლახაკი ჴელთაგან ძლიერისათა, გლახაკი და დავრდომილი – მიმოდამტაცებელთაგან მისთა. 9. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, მეუფჱ ისრაჱლისაჲ“, რომელმანცა გუაცხოვნნა ჩუენ, ვითარცა იტყჳს წინაწარმეტყუელი: არცა მოციქულმან, არცა ანგელოზთა, არამედ მან თავადმან მაცხოვნნეს ჩუენ. 10. ამისთჳსცა ჩუენ გაკურთხევთ, უფალო, მამისა თანა და სულისა წმიდისა, კურთხეულსა პირველ საუკუნითგან და უკუნითი უკუნისამდე! 11. აწ ვიხილოთ, რასა იტყჳს სახარებაჲ. 12. ოდეს შევიდა იესუ ტაძარსა მას, მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი და განკურნნა იგინი. 13. ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა და ფარისეველთა, რაჲ-იგი ქმნა იესუ სასწაული, და ყრმათაჲ მათ ჴმაჲ, ვითარ-იგი ღმრთის ძედ ხადოდეს: „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა,“ განსთქდებოდეს გულითა მათითა, რამეთუ ვერ თავს-იდვეს ქებაჲ იგი მისი; 14. მოუჴდეს იესუს და ჰრქუეს მას: არა გესმისა, რასა იტყჳან ესე? 15. გიძნავს არაა ესე შენ, რამეთუ ვითარცა ღმერთსა გხადიან შენ? 16. ანუ ღმერთმან რაჲ თქუა: დიდებაჲ ჩემი სხუასა არა მივსცეო. 17. აწ შენ კაცი ხარ და ვითარ შეიწყნარებ დიდებასა ღმრთისასა და გიყოფიეს თავი შენი ღმერთ? 18. ხოლო მან სულ-გრძელმან და მოწყალემან ეგევითარი კადრებაჲ მაცთურთაჲ მათ თავს-იდვა და იტჳრთა, დააცხრობდა მათსა მას სიბოროტესა და მოაჴსენებდა წერილთაგან წამებასა და ჰრქუა: არა გესმა ჩემთჳს წინაწარმეტყუელისა თქუმული: მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ მეტყუელი; 19. და კუალად: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაემტკიცოს ქებაჲ, და მტერთა შენთათჳს, რაჲთამცა განირყუნა მტერი იგი და შურის-მგებელი. 20. რომელ-ეგე ხართ თქუენ, რომელნი-ეგე შჯულსა და წინაწარმეტყუელთა მიერ ქადაგებულსა მეცრუვებით? 21. აწ თქუენ გგონიეს, ვითარღამცა შჯულითა და წინაწარმეტყუელებითა შურს-აგებდით ღმერთსა. 22. და ვერ გიცნობიეს, რამეთუ რომელსა მე არა ვჰრწამ, მას ღმერთი არა ჰრწამს. 23. რამეთუ მე მამისაგან გამოვედ და მოვედ სოფლად და ჩემი დიდებაჲ დიდება არს მამისა ჩემისა. 24. და ოდეს-იგი ესრჱთ მხილებულ იყვნეს უგულისხმონი ჰურიანი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ ღმრთისა, დააცხრვეს სიტყჳს-გებაჲ იგი, რამეთუ დაეყო პირი ჭეშმარიტისა მიერ, და სხუასა ძჳრის-სიტყუასა და სიბოროტესა შეცჳვეს მის ზედა. 25. ხოლო ჩუენ ვგალობდეთ გალობასა ამას: დიდ არს უფალი ჩუენი, დიდ არს ძალი მისი, და გულისხმისა მისისაჲ არა არს რიცხჳ. 26. და ესე ყოველნი იქმნებოდეს, რამეთუ აღმღებელი იგი ცოდვისაჲ ძჱ ღმრთისაჲ თჳსით ნეფსით ვნებასა მას ჯუარისასა მოვიდოდა და განმსყიდელნი იგი ერთიერთსა შეეზავებოდეს ოც და ათსა ვეცხლსა, 27. და კრავი იგი რაჲთამცა ჩუენთჳს დაიკლა – ქრისტჱ, რაჲთა პატიოსნითა მით ს[ისხლი]თა ვიპკურნეთ და ესრჱთ განვერნეთ უკეთურსა მას მბრძოლსა. 28. რამეთუ მან ჩუენთჳს ივნო ჯუარსა ზედა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და აღმაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით მამისა და ძისა თანა და სულისა წმიდისა ერთ პატივად, ერთ დიდებით ყოვლისაგან დაბადებულისა თაყუანის-იცემების, 29. რამეთუ ყოველი მუჴლი [მისა] მოდრკეს, ზეცისანი და ქუეყანისანი, და ყოველმან ენამან აღუვაროს, რამეთუ უფალი [არს] იესუ ქრისტჱ სადიდებელა ღმრთისა მამისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ. |