მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [სებერიანოს გაბალონელი შესხმისათჳს ყრმათაჲსა]
2. ...ხოლო მაცხოვარმან თჳსი იგი დიდებაჲ მამისა მიმართ შეწირა და იტყოდა: ნუ ჰფუცავთ იერუსალჱმსა, რამეთუ ქალაქი არს მეუფისა დიდისაჲ. 3. და არა თქუა, ვითარმედ: „ქალაქი არს მამისაჲ,“ არამედ თქუა: „მეუფისა დიდისაჲ,“ რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი დაფარა და არა თუ ერთობაჲ იგი განაშორა, 4. რამეთუ მხოლოდშობილი ძჱცა მეუფე არს და აქუს სუფევაჲ საუკუნჱ საუკუნოჲსა თანა დაუსრულებელისა, რამეთუ იტყჳს: სუფევაჲ შენი სუფევაჲ არს უკუნისამდე და უფლებაჲ შენი ყოველსა თესლსა. 5. ამას იტყჳს მამისათჳს წერილი და ამასვე – ძისათჳს, და ერთ არს სუფევაჲ მათი. 6. ხოლო აწ მამისაჲ ვთქუათღა, რამეთუ ესრჱთ აღვასრულოთ სიტყჳსა იგი ძალი. 7. არა თუ ესე წინაწარმეტყუელებაჲ მამისაჲ და სხუაჲ ძისაჲ, არამედ ესე თუ ძისაჲ მეგონოს, მამისად ვქადაგო; 8. და სხუაჲ თუ მამისაჲ მეგონოს, ძისათჳს გამოვიტყოდი, და ღაცათუ სიტყუამან დააცხრვოს დაუცხრომელი იგი ძალი და დიდებაჲ. 9. და რაჲთამცა არა თჳს-თჳსად ვიტყოდეთ მეუფებასა მას მათსა. 10. აწ ითქუნ მამისათჳს: „სუფევაჲ შენი და სუფევაჲ არს ყოველთა ზედა უკუნისამდე და უფლებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა.“ 11. და კუალად დანიელ იტყჳს ძისათჳს: ვხედევდ და აჰა ესერა ღრუბელთა ზედა ცისათა მოვიდოდა ვითარცა ძჱ კაცისაჲ და მოიწია ვიდრე ძუელისა მის დღეთაჲსა, 12. და მას მიეცა პატივი და ჴელმწიფებაჲ, და სუფევაჲ მისი – სუფევა საუკუნე, და ჴელმწიფებაჲ მისი თესლითი თესლადმდე, რომელი არასადა წარვალს. 13. და მას, რომელი-იგი მიეცა ჴორციელობისა მისთჳს,და რომელი-იგი აქუნდა ჴელმწიფებით მიაქუს ჴორციელობისათჳს ვითარცა იტყჳს: მადიდე მე, მამაო, დიდებითა მით, რომელი-იგი მაქუნდა შენგან წინა სოფლის დაბადებისა. 14. რამეთუ პირველი იგი დიდებაჲ აქუს და ახალი იგი მიაქუს ჴორციელობისა მისთჳს, რამეთუ იტყჳს: ითხოვენ ჩემგან და გცნე შენ წარმართნი სამკჳდრებელად შენდა. 15. ვის ეტყჳს, ვითარმედ ითხოვენო? 16. მას, რომელმანცა-იგი თქუა, ვითარმედ: მე დავდეგ მეუფედ მის მიერ. 17. დაიწერა ესე პირველვე წინაწარმეტყუელსა, ვიდრე მოსლვადმდე და ჴორცთა შესხმად. 18. არა თუ ეტყჳს მას ჴორცთამდის: „ითხოვენ ჩემგანო“, რამეთუ აქუნდა მას მის თანა დიდებაჲ იგი ჴელმწიფებისაჲ. 19. აწ არა თუ ოდეს მოვიდა, მიიღო მან ჴელმწიფებაჲ სოფლისაჲ. 20. ისმინე აწ იოვანჱსი, ვითარმედ: სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა: თჳსთა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 21. გარნა აქუნდა მას ჴელმწიფებით და მოაქუს ჴორციელობისა მისისათჳს. 22. უკუეთუ ესე შეურაცხება რაჲმე ეგონა მხოლოდ-შობილისათჳს, რომელი იგი ითქუა, „ითხოვენ ჩემგანო,“ ისმინე აწ, ვითარ ღმერთი სთხოვდა კაცთა. 23. გნებავსა რაჲმე ძიებაჲ? 24. და ჰგონებდა დამცირებასა ძისა მამისა მიმართ თხოვისა მისთჳს. 25. და უკუეთუ გიჩუენო, ვითარმედ [ღმერთი სთხოვდა] კაცთა, იკად[როღა მერ]მემცა თქუმად: რაჲ-მე უფრო-მე ჰყვნეა, რომელთაგან იგი ითხოვს უფროჲს მისსა, რომელი-იგი ითხოვს ღმერთი უმცრო მათსა? 26. ისმინე ძუელისაგან შჯულისა, რასა იტყჳს: და აწ, ისრაჱლ, რასა ითხოვს შენგან უფალი? 27. – გარნა რაჲთა გეშინოდეს მისგან. 28. უკუეთუ თხოვაჲ იგი სახელ-ძჳრ არს, ვითარ ღმერთი კაცთაგან ითხოვდა შიშსა მაშინ? 29. აწ თხოვაჲცა იგი არა თუ ლიქნისაჲ არს, არამედ ჴორციელობისა მისთჳს დიდებული მადლი. 30. „ითხოვე და მიგცნე შენ,“ რომელი აქუს ჴელმწიფებით, მიაქუს მას ჴორციელობისა მისთჳს, და ვითარცა წინაწარმეტყუელი იტყჳს: უფალო, უფალო ჩუენო, დაგუბადენ ჩუენ, არა თუ სხჳსა ვისნი იყვნეს, არამედ ყოველნი შენდა მონა. 31. ესრეთცა ძჱ, ყოველთა უფალი, სთხოვს [ჴო]რციელობისათჳს. 32. უკუეთუ „ყოველი მისა მონა,“ [რად სთქუ, ვითარმედ] „დაგუბადენ ჩუენ?“ 33. აწ ჩუენებით ძეცა ვამსგავსო და ვთქუა: უკუეთუ ვისმე ყანაჲ უც უქმარი და უნაყოფოჲ და ეკლოვანი და კუალად ქუეყანაჲ კეთილი და მას ზედა............................ |