მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. საკითხავნი წმიდისა ლაზარჱსნი შაბათსა ბზობისასა
2. თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე მთავარ-ეპისკოპოსისაჲ კოსტანტინეპოლელისაჲ, მარიამისთჳს და მართაჲსთვის და ლაზარჱსთჳს, ძმისა მათისა, რომელი-იგი უფალმან აღადგინა მკუდრეთით, და ელიაჲსთჳს წინაწარმეტყუელისა 3. საყუარელნო, რავდენი საუფლოჲსა აღდგომის ტრფიალ იქმნნეს, რომელი აწ ვითარ ჩუენ აღმოგუეკითხვის მარიამისი იგი ქრისტჱს-მოყუარებაჲ, ვითარ-იგი წადიერად ნელსაცხებელი მოაქუნდა მაშინ, და აწცა სუნელ არს ეკლესიაჲ და სავსე! 4. აჰა სანელსაცხებლჱ იგი დაცალიერდების და საკურთხეველი აღივსების საკუმეველითა! 5. მარიამ უფალსა ნელსაცხებელსა სცხებს და მართა ჰმსახურებს! 6. და ლაზარე, რომელი სამკუდროჲთ საშოჲთ გამოსრულ არს, თანა-ინაჴით უზის! 7. და დედანი ჰმსახურებენ, და მამაკაცი თანა-მეინაჴე! 8. რავდენ უპატიოსნჱსღა მამაკაცებისა ნათესავი, რამეთუ მამაკაცი ხატად ღ˜თებისა შექმნა, ხოლო დედაკაცი – ხატად მამაკაცისა; 9. და მამაკაცი ადიდებს, ხოლო ღმერთსა ვერ მიემსგავსების. 10. აწ ვინ არს ამის მოწამე, რაჲთა არა ბრალეულ ვიქმნეთ. 11. ისმინე პავლჱს მოციქულისაჲ, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მამაკაცსა არა უღირს დაბურვაჲ თავისაჲ, რამეთუ ხატი და დიდებაჲ ღმრთისაჲ არს, ხოლო დედაკაცი დიდებაჲ ქმრისაჲ არს. 12. დედაკაცი თჳსისა ქმრისა დიდება, არა თუ უცხოთა; 13. არა პირველისა შეთქუმისა ამაოჲსა, არამედ შემდგომად შეთქმულებისა შვილთ-სხმასა. 14. ამან რაჲმე დედაკაცი წყევისაგან გამოიჴსნა – ერთგულებისა შვილებამან. 15. აწ ვინ არს ამისა მოწამე? 16. – იგივე პავლე, რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: „ადამ არა სცთა, ხოლო დედაკაცი იგი სცთა და გარდამავალ იქმნა, ხოლო ცხონდებისვე იგი შვილთა სხმისაგან“. 17. ხედავა, ვითარ შვილთა სხმისაგან ცხონდების დედაკაცი? 18. არა ვითარ ევა კაენ შვა, არამედ დიდებულმან ქალწულმან თჳნიერ მამაკაცისა უფალი მუცლად-იღო. 19. აწ მისგან შობილსა უფალსა ყოველთასა მარიამ ნელსაცხებელსა სცხებს [და მართა ჰმსახურებს] და ლაზარე თანამეინაჴედ, ვითარცა აწ გესმა. 20. მარიამ ეკლესიისა ხატად გამოსწერს, და აღწერილ არიან ეკლესიაჲსა სუნელებანი, და მართა შესაკრებელსა გჳჩუენებს, რამეთუ მცირედ-მორწმუნე და ქუეყანისათა მოყუარჱ. 21. ხოლო ლაზარეს სასწაული აღდგომისაჲ უპყრიეს, ვითარცა აწ გასმია მახარებელისაგან: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით, და მზა-უყვეს მას სერი, და მართა ჰმსახურებდა, ხოლო ლაზარე იყო თანა-მეინაჴე. 22. და მარიამ მოიღო ლიტრაჲ ერთი ნელსაცხებელი, ნარდიონი სარწმუნოჲ მრავლისა სასყიდლისაჲ, და სცხო ფერჴთა ი˜ჳსთა და თმითა თჳსითა წარჰჴოცნა და ყოველი იგი სახლი აღივსო სუნელებითა მის ნელსაცხებლისაჲთა. 23. აწ იხილეთა დედაკაცისა საქმჱ, ვითარ მარიამ წინავე ხატად გამოწერა? 24. მრავალნი დედათაგანნი დააცადნა მარიამ ბოროტთაგან საქმეთა და ასწავა მათ ლიტრისა ნელსაცხებლისა პყრობაჲ; 25. და არა ეგრე, ვითარცა-იგი რომელთამე თავისა წარკუეთაი წინამორბედისა და ნათლის-მცემელისაჲ. 26. ყოველსა ჟამსა მოისწრაფე უფლისა ნელსაცხებლისა ცხებად, ვითარცა მარიამ, და ნუ იუდაჲს თანა იქმნები მპარავ, და ეგრეთვე თმათა განიჴსნიდ და ნუ თანა-შეითხზავ ცოდვასა. 27. დაჲ იგი ლაზარჱსი მოიკითხეთ და ნუ ასულსა მას ეშმაკისა ეროდიადაჲსსა განსთქუამთ. 28. ხოლო მე ამას შესაკრებელისათჳს ჰურიათაჲსა ვიტყჳ, ვითარ-იგი უფალსა ნელსაცხებელი არა სცხეს, არამედ ძმარი და ნავღელი მიუპყრეს და სისხლისა სიყუარულისა მარადის წინააღმდგომად ქრისტჱსსა იქმნნეს და ისწრაფდეს მოკლვად ლაზარე, რომელი უფალმან აღადგინა. 29. და ვინ-მე უმტკიცჱს იყოს: რომელი უფალმან აღადგინოს, და რომელსა საცხებელსა იგინი დააცალიერებდეს, ვითარცა აწ გესმა მახარებელისა თქუმული? 30. აგრძნა ერმან მან ჰურიათამან, ვითარმედ მუნ არს იესუ, მოკრბეს არა ხოლო იესუჲსა, არამედ რაჲთა ლაზარეცა იხილონ, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, რამეთუ მრავალნი ჰურიანი მისთჳს მოვიდოდეს და ჰრწმენებოდა იესუჲსი. 31. იხილე აწ შესაკრებელი ჰურიათაჲ, ვითარ ყოვლად კაცის-მკლველ არს: წინაწარმეტყუელნი მოწყჳდნეს და მერმე უფლისაცა მკლველ იქმნნეს! 32. თჳთ თავადი ღმერთი თჳსითა პირითა, ვითარცა მოყუარეთა სისხლისათა და ავაზაკთა, ეტყჳს: იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, ვიდრემდის ჰკლვიდე და არა მოიქცევი? 33. გთრავს არა ღჳნის სუმითა, არამედ სისხლისა სიყუარულითა და აწ რაჲთა ისწაო, რამეთუ არა დიდ არს სიტყუაჲ ესე უფლისაჲ წინაწარმეტყუელისა მიერ: ისმინეთ ესე მთავართა მაგათ სახლისა იაკობისთა და ნეშტთა ისრაჱლისათა, რომელთა გძაგს საშჯელი და სამართალსა გარდააქცევთ; 34. რომელნი აღაშჱნებთ სიონსა სისხლითა, იერუსალჱმსა უმშჯავროებითა. 35. და კუალად: უკუეთუ განიპყრნეთ ჴელნი ჩემდა მომართ, გარე-მივიქციო პირი ჩემი მე თქუენგან; 36. და უკუეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, მე არა ვისმინო, რამეთუ ყოვლადვე ველნი თქუენნი სავსე არიან სისხლითა. 37. აწ მასვე სიტყუასა მოვიდეთ მახარებელისასა, ვითარმედ: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა იყო ლაზარე, რომელი აღადგინა მკუდრეთით. 38. რომელი-იგი უფალი მოვიდა ბეთანიად, იგივე უფალი მოვიდა აქა, რამეთუ ბეთანია „სახლი მშჳდობის“ ითქუმის, რამეთუ სახლად მშჳდობისად მოსრული უფალი – სახლად, 39. რომლითა ჩუენ სახელოვან ვართ მარადის, ყოველთა დღეთა ჩუენთა სახლისა მიმართ უფლისა ვღაღადებთ და ვიტყჳთ: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოვება!. 40. რომელი-იგი ბეთანიად მოვიდა, იგივე აქა მოვალს არა ვითარცა მოსრული, არამედ ვითარცა არსი, მოსრული და მომავალი. 41. ამას უფლისა მოსლვასა წინაწარმეტყუელი წინავე ხედვიდა და იტყოდა: აჰა უფალი ძლიერებით მოვალს, და მკლავი მისი – უფლებით. 42. ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ „უფალი ძლიერებით მოვალს.“ 43. ვითარ ძლიერებით? 44. – რომელმან ჯოჯოხეთი წარმოტყუენა, სიკუდილი მოაკჳდინა, ლაზარე აღადგინა; 45. რომელმან ბევრეულითა საკრველებითა აღავსო [ყოველი]. 46. „აჰა უფალი ძლიერებით მოვალს“; 47. ვინ-მე არს უძლიერჱს მის მეტყუელისა, რომელმან თქუა: „ლაზარე, გამოვედ გარე!“. 48. მოვალს, რომელი არა განშოვრებულ არს; 49. რამეთუ მოვალს, განვიდეთ მიგებებად მოსრულისა მის და მომავალისა არა ქუეყანასა ფერჴის წარდგმითა, არამედ ს˜ლითა განვამტკიცებდეთ უმჯობჱსისა სახითა; 50. განვიდეთ მიგებებად მოსრულისა და მადლობით ვჰყოფდეთ მას, რომელი-იგი იყო მარიამ, დამან მოსჱსმან. 51. უშემკულჱსსა ჴმასა მოვიღებდეთ და აღვიღოთ ძლევისა სამძალი. 52. არა ბობღნითა და ჴელთა ტყუელვითა, არამედ მცენარეთა, რტოებისაგან ფინიკისა, და ღაღად-ვყოთ მორწმუნეთა ძმათა ჩუენთა თანა: „ჵსანა! 53. კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა მეუფჱ ისრაჱლისაჲ!“ 54. ამას სამეუფოსა მოსლვასა ესაია წინავე ხედვიდა და იტყოდა: აჰა, უფალი ძლიერებით მოვალს, ვითარცა მკუდართა აღმადგინებელი. 55. არა თუ მკუდართაჲ, არამედ დამპალთაჲცა, სოფლისაგან განსრულთა და თმა-გარდასრულისა მეოთხის დღისა ლაზალარჱს საფლავით გამოყვანებად და ვითარცა-იგი გესმოდა მახარობელისაჲ: უწინარჱს ექუსისა დღისა ვნებისა მოვიდა იესუ ბეთანიად, სადა-იგი ლაზარე მკუდრეთით აღადგინა. 56. რომელი ესევითარი ქმნა მოსე სასწაული, ვითარ-იგი უფალმან ჩუენმან იესუ ქრისტემან? 57. მოსე კაცი არა თუ აცხოვნა, არამედ მოკლა. 58. ჰრცხუენოდენ აწ ჰურიათა, რომელნი მოსეს შეასხმენ, რამეთუ ჰურიაჲ გამორბის და იტყჳს: აქა მკუდარი არავინ აღდგაო. 59. ვითარ, ჵ ჰურიანო, არა აღადგინა ელია წინაწარმეტყუელმან სარეფთას ქურივისა ძჱ? 60. და ელია კაცივეღა იყო! 61. ვითარ უკუე თქუენისა მოძღურისათჳს უმეტჱს ჰბრძნობთ? 62. აწ ჩუენ ღმერთსა ძლიერსა იესუ ქრისტესა ვწამებთ, რომელმან აღადგინა ლაზარე მკუდრეთით ოთხისა დღისაჲ. 63. ჵ ჰურიანო, არცა ჩუენსა აღადგინაა ელია მკუდარი და კაცივე იყო იგი, და არა ღმერთი. 64. ვითარ უკუე უმეტჱს ჰბრძნობთ აღდგომისა მისთჳს ლაზარჱსისა მკუდრეთით და ღმერთ-ჰყოფთ მოძღუარსა თქუენსა? 65. რასა იტყჳ, ჵ ჰურიაო, თანა-ეწამებია ელიას, რომელმან-იგი ვედრებითა ღმრთისაჲთა მკუდარი აღადგინა? 66. ანუ ვითარ უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა უცხოსა გუასწავებთ მონებისასა, რომელმან იგი ოთხისა დღისა მკუდარსა მდებარესა უჴმო ლაზარეს? 67. და გამოვიდა იგი ბრძანებისა მისისაგან საფლავით. 68. ცან, რამეთუ სხუაჲ არს ჴელმწიფებაჲ ღმრთეებისაჲ. 69. არა თუ სცნა პირველად სახჱ მკუდართა აღდგომისაჲ, არა გულისხმა-ჰყო სიტყუაჲ ღმრთეებისა ჴელმწიფებისაჲ. 70. აწ ისმინე გულისხმის-საყოფელად, რამეთუ რომელი-იგი ელიაჲს ზე მკუდარი ძჱ სარეფთელისა დედაკაცისაჲ აღადგინა და ღათუ სიკჳდილსა მიეცა, არა თუ ბუნებისა მოკლებითა, არამედ სწავლისა და ურვისათჳს ელიაჲსისა და მოდრეკისათჳს სიფიცხლისაგან გულისაჲსა და შეწყალებისათჳს. 71. განრისხნა ოდესმე ელია, ვითარცა იცით, სახლისა მისთჳს აქაბისა და ყოვლისათჳს ისრაჱლისა უშჯულოებისა მისთჳს იეზაბელისა და ფიცით აღმოთქუა და იტყოდა: ცხოველ არს უფალი ღმერთი! 72. უკუეთუ იყოს წელთა ამათ ცუარი ანუ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა გარნა პირისაგან ჩემისა. 73. ამას ურწყულებისა განჩინებასა ელიაჲსსა ყოველთა შემოქმედისა ღმრთისაგან არა ითქუა, ხოლო აღ-ვე-ასრულებს მონისა მის განჩინებასა. 74. უნდა მისი, რომელმან შეკრნა ღრუბელნი სიმდიდრეთაგან წჳმათაჲსა, მეყს განჴსნად შეპყრობისა მისგან ურწყულებისა. 75. ხოლო ელია არა შესძინებდა შენდობასა, ვითარმედ სხუად ღმერთი მოწყალე და სხუად კაცი განფიცხებად. 76. ხოლო უფალსა ფიცხლისათჳს მონისა უნდა ვედრებაჲ, რაჲთა მოსცეს წჳმაჲ ქუეყანასა. 77. შეუმსგავსებელ იყო ღმრთისაჲ კაცისა მიმართ ვედრებაჲ. 78. და ვითარცა ღმერთი სხჳთა მოვიდა საქმითა. 79. რომლითა? 80. – ამით: ისმინე და გულისხმა-ყავ უწუმრობისა იგი განგრძობაჲ: სამ წელ და ექუს თთუე არა აღივსო ღრუბელი შობად წჳმისა. 81. მერმე იწყო ელიაცა შეურვებად წყურილითა. 82. ხოლო ელოდა და ეტჳრთა და ამას ჴდომით ჰყოფდა, რამეთუ უნდა მას შემუსრვად და უტყუ-ყოფად სახლი აქაბისი. 83. და რასა უფალი განიზრახავნ მონისათჳს განფიცხებულისა და ვითარ ეტყჳს: აღდეგ ამიერ და წარვედ ჴევსა მას ქორათისასა, და მუნ სუმიდე წყალსა ჴევისა მისგან და მუნ უბრძანო ყორანსა გამოზრდა შენი!. 84. ამას რაჲ ეტყოდა უფალი ელიას, არა რაჲთამცა დიდებულ ყო, არამედ რაჲთამცა აგინა; 85. არა რაჲთამცა გამოზარდა, არამედ რაჲთა საძაგელისა მისგან საზრდელისა მოიყვანოს იგი მოწყალებად. 86. შეუმსგავსებელ იყო წინაწარმეტყუელისაჲ ყორანთა მიერ გამოზრდაჲ. 87. ჴორცითა სავსესა ტაბლასა დაგებად შემძლებელ იყო უფალი, რომელსა-იგი დასაბამითგან შრომაჲ აქუნდა მარხვისაჲ; 88. ანუ თუ ტრედისაგან გამოზრდად მართლისა, გინა თუ მანანაჲთა, ვითარცა ძეთა ისრაჱლისათა ანუ სწორისა მისისა დანიელისებრ საზრდელისა მიმღებელად კაცისა მიერ, ვითარცა ამბაკუმ. 89. შემძლებელ იყო ღმერთი ჩუენებად ელიაისა და ნებიერად გამოზრდად, რომლითა მერმეცა ივლტოდა იეზაბელისგან და მოიწია უდაბნოდ და დაიძინა მრავლითა შიმშილითა და წყურილითა, რამეთუ ფრიად იყო გზაჲ იგი. 90. და რაჲ უდვა უფალმან სასთუნალ მისა? 91. – პური და წყალი, და მეყსეულად უგუმირა გურდსა მისსა. 92. და რაჲსა გუერდსა მისსა და არა სხუასა ადგილსა? 93. აწ რაჲსათჳს გუერდსა? 94. – ისმინე: რაჲთა შეკრთომითა გუერდისაჲთა ივლტოდის. 95. და რასა ეტყჳს მას უფალი? 96. – ელია, აღდეგ და ჭამე და სუ, რამეთუ დიდ არს შენდა გზაჲ ეგე. 97. აღდგა ელია, ჭამა და სუა, და წარემართა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე არა ვითარ მშიერი, არამედ ვითარცა მაძღარი. 98. ესევითარი იყო მონიჭებული საზრდელი! 99. და მოვიდა იგი ჴევსა მას ქორათისასა და არარაჲ პოვა, რაჲმცა ჭამა, არამედ ყორნისა მიერ ჴორცი და წყალი ჴევისაჲ მის, და იქმნა იგი შეურვებულ. 100. შემძლებელ იყო, რომელმან-იგი უდაბნოს გამოზარდა, მუნცამცა ეცა ჭამადი სულიერი. 101. გარნა ამას დაუგო ჭამადი უშური ამისთჳს, რაჲთამცა სიფიცხლისაგან მოდრიკა წყალობად, არამედ იგი დაადგრა მასვე სიფიცხლესა და არა მოდრკა. 102. შეჰგვანდა ელიაჲსა, რაჟამს ისმინა უფლისაჲ, ოდეს ეტყოდა მას, ვითარმედ: „ჰსუმიდე შენ წყალსა მას ჴევისასა და მუნ უბრძანო ყორანთა გამოზრდად შენდა“, 103. შე-მცა-უვრდა უფალსა, ევედრა და ჰრქუა: უფალო, არასადა შესრულ არს არაწმიდაჲ პირსა ჩემსა, აწ შენ ყორანთა წარმომიდგინება, რომელნი-იგი ეცრუნეს ნოვეს, და ჴორც-დაგებულსა ტაბლასა დამიგებ მე, ვითარცა წარმართსა? 104. შეჰგვანდა ელიაჲსა, რაჲთამცა ესევითარნი ვედრებანი შეწირნა უფლისა, და მან არაჲ ყო ამისთჳს, რამეთუ იცოდა ელია: უკუეთუ ითხოვოს უფლისაგან ტაბლაჲ კეთილი, ჰრქუას მას უფალმან, ვითარმედ: რასა იტყჳ, ელია? 105. არა ღირს-გყოფ შენ წყალსა მას წმიდასა სუმად, რომელმან არა უტევე წჳმაჲ და განაჴმე ქუეყანაჲ ისრაჱლისაჲ. 106. არა იპოვების ნაწუთი წყლისაჲ ლაკუასა, არცა ნოტიაჲ წყაროთა. 107. აწ რომელი გიყოფიეს, თავს-იდევ, და თუ არა გნებავს ჴორცი ეგე ყორნისა მოღებული ჭამად, არა იპოვების პური ჭამად, არცა მჭლეული, არცა მდელოჲ, არცა წჳმაჲ, არცა ცუარი, რამეთუ ყოველივე პირმან შენმან წარწყმიდა. 108. არარაჲ იპოვების თჳნიერ ჴორცისა და იგიცა მკუდარისაჲვე, რომელნი-იგი მოწყდეს ურწყოლობისაგან და საჭმლისა. 109. აწ შეიწყნარე ტაბლაჲ ეგე! 110. ამას ეს[ე]ვითარსა სიტყუასა ჰგონებდა ელია უფლისაგან და შეიწყნარა ტაბლაჲ იგი უშუერი, რაჲთამცა არა მოდრკა სიფიცხლისაგან და არავე ინება, რაჲთამცა წჳმა ქუეყანასა. 111. და ოდეს იხილა უფალმან, რამეთუ არა მოდრკა ელია, სხჳთა სახითა უჩუენა მას უძჳრჱს პირველისა, ვითარ-იგი განაჴმო ჴევი იგი და ჴორცი დააცხრვო, და ჰრქუა მას: წარვედ შენ სარეფთად სიდონიაჲსა და მუნ უბრძანო დედაკაცსა ქურივსა გამოზრდაჲ შენი. 112. აწ იხილე, ვითარ მოჰყვანდა ელია უფალსა წყალობად! 113. რამეთუ არა მიავლინა სახლთა მეფეთა და მთავართასა, არამედ ქურივისა და გლახაკისასა, რაჲთა ამით ესევითარითა მოდრიკოს წყალობად. 114. არამედ იგი დაადგრა სიფიცხლესავე თჳსსა და გულისხმა-ყო ელია: უკუეთუ ამის ყოვლისა ჭირისათჳს ვევედრო უფალსა, მრქუას მე, ვითარმედ: რად არა თავს-იდევი, რომელმან-ეგე ბერწ-ჰყავ ყოველი ქუეყანაჲ უწჳმრობითა? 115. და წარემართა ელია რეცა სიხარულით. 116. ისმინე აწ, რამეთუ ისტუმრა ელია ქურივმან მან და პოვა მცირედ ფქვილი და ზეთი და წყალი; 117. და მას ქურივსა მიაქუნდა შეშაჲ. 118. ესე ქურივი რომელი მოვიჴსენეთ, აჩუენებდა იგი ტაბლასა ეკლესიაჲსასა, რომლისა მიივლინა წინაწარმეტყუელი. 119. და ოდეს-იგი შევიდა ელია სახლსა მას ქურივისასა, პოვა მან ჭეშმარიტად, ვითარ ჩუენსა ამას ეკლესიასა, უნჯი წყალი და ზეთი და პური. 120. წყალი და ზეთი და ფქვილი იყო სახჱ ესე: წყალი იგი – ნათლის-ღებისაჲ, ზეთი იგი – ცხებისაჲ, პური იგი – სახლისაჲ და შეშაჲ იგი – პატიოსანი ჯუარი, რომელი ყოფად იყო. 121. და რომელ-იგი ჰრქუა ელია ქურივსა მას, ვითარმედ: რქასა მას საზეთესა არა მოაკლდეს, და ლაგჳნსა საფქვილესა არა მოაკლდეს! 122. რამეთუ არა არს მოკლება მადლისა მართლმორწმუნეთათჳს. 123. და ოდეს პოვა ელია ტაბლაჲ იგი დაგებული, განეხარა მას და ეტყოდა თავსა თჳსსა: ამიერითგან აქა დავადგრე, რამეთუ ვპოვე ტაბლაჲ დაგებული; 124. და რაჲ ძეს ჩემი სიტყუად სახლსა მას აქაბისსა და ერისა ისრაჱლისა! 125. აქუნდინ მათ უკეთურებისა მისთჳს იეზაბელისა უწჳმრობისა იგი ნაყოფი! 126. ამას იტყოდა ელია და არა ცნა მან, ვითარ კაცსა შუებასა თანა მოუჴდა სალმობაჲ და ურვაჲცა. 127. მოიჴსენეთ თქუენცა, ოდეს დედაკაცსა მას მოუკუდა შვილი, არა თუ შემოსა იგი, რაჲთამცა დაჰმარხა იგი, არამედ მივიდა ელიაჲსა და ევედრებოდა და უთხრა, ვითარმედ: მოკუდა შვილი იგი ჩემი; 128. გევედ[რე]ბი, შემიწყალე! 129. და უფროჲს ხოლო [შეა]ურვებდა ელიას. 130. ამისა შემდგომად ჰრქუა დედაკაცმან მან ყოველთა თანა: რაჲ ძეს ჩემი და შენი, კაცო ღმრთისაო? 131. შემოხუედ ჩემდა, რაჲთა მომაჴსენნე ცოდვანი ჩემნი, ვიდრემდის მოაკუდინე ძჱ ჩემი? 132. ხედავა, ვითარ სიხარული იგი ელიაჲსი ურვად გარდაიქცა? 133. ვითარცა მკლველსა შეიპყრობდა. 134. – ნუუკუე ძჱ ჩემი სნეულ იყოა შენსა შემოსლვასა ჩემდა? 135. მომეც მე ძჱ ჩემი ცოცხალი! 136. ფიცხლად ვისმე გხედავ შენ; 137. მასწავე მე აწ, რაჲ ვყო.“ 138. ნუუკუე ივლტი შენ ღმრთისაგან? 139. ნუუკუე შენ გაქუს უწჳმრობაჲ იგი ისრაჱლისაჲ, რამეთუ ეგევითარად ჰშჩან? 140. ნუუკუე.................... |