მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ [სამარიტელისათჳს]
2. კაცი ერთი გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ და ავაზაკნი დაესხნეს მას და წყლულებაჲ დიდი დასდვეს მას ზედა და განძარცუეს იგი და მიაწიეს იგი მისიკჳდიდმდე.
3. და წარვიდოდა მღდელთ-მოძღუარი ერთი და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა მას და არა ყო წყალობაჲ მის ზედა.
4. მერმე წარვიდოდა მიერ ლევიტელი ერთი, ეგრევე იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.
5. მერმე წარვიდოდა მიერ სამარიტელი ერთი.
6. ვითარცა იხილა მან კაცი იგი და წყლულებანი იგი მისნი დიდნი, რამეთუ განძარცული იდვა, განშიშულებული, მოჭირნჱ, წყლული, შეეწყალა და წყალობა-ყო მის ზედა:
7. დაჰბანა მას წყლულებაჲ მისი წყლითა და ღჳნითა და ზეთითა დაზილა იგი და შეჰმოსა სამოსელი რაჲმე და აღიღო და დაიდვა იგი მჴართა თჳსთა და მოვიდა და მოჰგუარა იგი პანდოქსსა ერთსა და შეჰვედრა მას და სცა მას ორი დრაჰკანი
8. და ჰრქუა: შენ გეტყჳ [პანდოქსსა მოღუაწ]ესა მაგას: [ღწოდე] ამას და და[ჰბანენ] წყლულება[ნი] [მ]აგისნი წყლითა და ღჳნითა და ზეთი სცხე მაგას, [ვიდრე] განიკურნოს, და მერმესა მოსლვასა ჩემსა მიგაგო მისაგებელი კეთილი შრომათა შენთაჲ.
9. აწ უკუე განცხადებაჲ სიტყუათაჲ ამათ ესე არს: კაცი იგი, რომელი გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, თჳთ ადამ, მამაჲ ჩუენი, იყო, რამეთუ ცვალებად იყო იგი სამოთხისა მისგან ამას სოფელსა.
10. და ავაზაკნი იგი, რომელ დაესხნეს მას ზედა და განგუმირეს და წყლულებაჲ დასდვეს მას, ვინ იყვნეს ავაზაკნი იგი?
11. არა თუ ერთისასა იტყჳს, არამედ ორთა ავაზაკთასა: ევაჲსა და გუელისასა, რამეთუ ამათ ორთავე მოიხუნეს ურთიერთას წამალნი და მით წამლითა დაგუმირეს ადამი და განძარცუეს უკუდავებაჲ და უჩუენეს სირცხჳლი,
12. წყლულებაჲ დასდვეს მას ზედა, გულის-თქუმაჲ ამპარტავნებისაჲ და ყოველი საქმჱ უკეთურებისაჲ, და იქმნა იგი დასათრგუნველი სიკჳდილისა.
13. მოვიდა აბრაჰამ, საყუარელი ღმრთისაჲ, კურთხევაჲ მოიღო ღმრთისაგან.
14. ამად იჩინა ნათესავთა მრავალთა.
15. აღთქუმაჲ ერთი დაამტკიცა ჴორცთა მიმართ ნათესავისა თჳსისა და ვერ შემძლებელ იქმნა აღმოყვანებად ადამისა ჯოჯოხეთით, არცა საჴსენებელ იყო ნათესავისა მისისა.
16. მოვიდა და წარვიდა მოსე ლევიტელი, ბარაკიელი ღმრთისაჲ, რომელმან-იგი ათორმეტი გუემაჲ მოაწია ეგჳპტელთა ზედა, კუერთხითა თჳსითა განაპო ზღუაჲ მეწამული და წიაღიყვანა ერი თჳსი უფსკრულთა,
17. ვითარცა ჴმელსა ზედა, და მტერნი თჳსნი დაათქნა ზღუასა მას მეწამულსა, და სუნელებისა ჭამადი აჭამა ერსა მას თჳსსა.
18. ორმეოც წელ მწყერ-მარჴილი უწუმდებოდა ბანაკსა მას.
19. წყალნი იგი უხუებისანი გამოადინნა კლდისა მისგან დიდისა და მისცა მათ ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, მოიღო შჯული იგი პირისაგან ღმრთისა და იქმნა შემძლებელ მიხედვად ღ˜თებისა მისისა ვედრებითა და თხოვითა, და დააყენა რისხვაჲ იგი ერისა მისგან.
20. და იგიცა ვერ შემძლებელ იქმნა მოჴსენებად ადამისა წინაშე ღმრთისა.
21. ხოლო რომელი-იგი მესამედ მოვიდა და წარვიდოდა მიერ, სამარიტელი, და წყალობა-ყო მის ზედა, ვითარცა იხილნა წყლულებანი მისნი, დაჰბანნა გუემულებანი წყლითა და ღჳნითა
22. და სცხო ღჳნოჲ და ზეთი და დაიდვა იგი მჴართა თჳსთა ზედა და მიიყვანა და მისცა იგი პანდოქის მთავარსა მას და მისცა მას ორი დრაჰკანი და ჰრქუა მას: ჯერ-გიჩნდინ, რაჲთა ღწოდი მაგას ზედა, ვიდრე განიკურნოს;
23. მოვიდე და მოსლვასა ჩემსა მოგაგო შენ შრომისა შენისათჳს, – ვინ არს კაცი იგი სამარიტელი, რომელმან ყო წყალობაჲ წყლულსა მას ზედა?
24. იგი თჳთ უფალი ჩუენი იესუ ქრისტე [არს], სამარიტელი, რომელსა-იგი სამარიტელით ხადოდეს, რამეთუ იგი მოვიდა და წყალობა-ყო პირველსა მას კაცსა ზედა, რომელსა აქუნდა წყლულებაჲ ეშმაკისაჲ, ვითარცა ავაზაკისაჲ;
25. წყალობა-ყო მის ზედა და ზედა ნათესავისა მისისა, და განუღო მათ წყალი ემბაზისაგან ცხორებისა და ნათელ-სცა მას ნათლითა და წყლითა სულისა წმიდისაჲთა;
26. შეიმოსნა ჴორცნი პირველისა მის კაცისანი და დაიდვა იგი ზედა ღ˜თებისა თჳსისასა, ვითარცა-იგი ზედა მჴართა მათ თჳსთა და ნათელ-სცა მას იორდანესა მდინარესა;
27. მოიყვანა იგი კათოლიკე ეკლესიად, ვითარცა პანდოქიონსა მას, და მოუწოდა მღდელთა და მისცნა მათ ორნი იგი მცნებანი – ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი – ამცნო
28. და ჰრქუა მათ: ეკრძალენით მცნებათა და სიწმიდით შეიწყნარეთ იგი, რამეთუ მერმესა მას მოსლვასა ჩემსა მოგაგო თქუენ მოსაგებელი შრომათა თქუენთაჲ.
29. ესრჱთ, ჵ კაცო, იწყალ თუ შენ მსგავსად პირველისა მის კაცისა, მამისა შენისა, ავაზაკისა მისგან ბოროტისა, არამედ ქრისტე შემწყნარებელი გწყალობს შენ, და დაუტევა წამალი კათოლიკე ეკლესიასა – წყალი იგი ემბაზისაჲ, ჴორცნი თჳსნი და სისხლნი თჳსნი.
30. თუ მოიპოვენ გუემანი ეშმაკისაგან, აღდეგ, მოვედ ტაძრად კურნებისა, ეკლესიასა მას კათოლიკესა,
31. და აუვარენ ცოდვანი შენნი უფალსა და განუხუენ წყლულებანი ბოროტებისა შენისანი წინაშე მისსა და განიბანენ წყლულებანი შენნი წყლითა მით წმიდითა, გემოჲ იხილე ჴორცისა და სისხლისა ქრისტჱსისა.
32. ესე სამნი ზრახვანი იყვნედ შენდა განმანათლებელ თუალთა გულისა შენისათა საწამებელად, მისატევებელად ცოდვათა, აღდგომაჲ მკუდართაჲ – ცხორებად საუკუნოდ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.