მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. [იოვანე ოქროპირი უძღებისა შვილისათჳს]
2. .....................კუალად პოოს გუელმან შიშუელი ქუსლი მისი, რაჲთა შეეცუას ჴამლი ფერჴთა მისთა, და დატკებნოს თავი ვეშაპისაჲ და დაჰლეწდეს ბრძოლისა მახჳლთა, და ვიდოდის ნეტარსა მას გზასა. 3. და მოაძეთ ჴბოჲ იგი და დაკალთ, რომელსა არა დადებულ არს უღელი ცოდვისაჲ, – ქალწული; 4. და ქალწულისაგან შეუდგს, რომელსა მოჰყავს, რომელი ძლიერ არს და არა ურქენს, არამედ განუმზადებიეს ყელი მისი. 5. რომელსა უნებს დაკლვაჲ, დაკალთ! 6. ცხორების მომცემელი, რომელი იკლვის და არა მოკუდების, დაკალთ! 7. და რომელნი ჭამენ მას, ნეტარ იყვნენ. 8. ვჭამოთ და განვძღეთ, „რამეთუ ძჱ ჩემი მომკუდარ იყო და აღდგა; 9. წარწყმედულ იყო და იპოვა“. 10. და იწყეს განცხრომად, რომელ არს განცხრომაჲ სულისაჲ, და ისადილებიან, რომელნი შესწირვენ წმიდასა შესაწირავსა, და მსგავს არიან ანგელოზთა ფრთეთა და სპეტაკ არიან სამოსლითა, და რომელნი მარცხენით კერძო დგანან და ღაღადებენ. 11. ნუ ვინმე კათაკუმეველთაგანმან, ნუ ვინმე უძლურთაგანმან იხილოს ზუარაკი იგი; 12. ნუ ვინმე უღირს იყოს ცხორებასა მას შესაწირავსა; 13. ნუ ვინმე უძლური იყოს და უღირსითა ბაგითა იკადროს მიახლებად საკურთხეველსა მას, რომელსა ანგელოზნი ზეცით უგალობენ: წმიდა არს მამაჲ, რომელმან ინება დაკლვად ჴბოჲ იგი უსხი; 14. წმიდა არს ძჱ თანა-არსი, და ჴბოჲ, რომელი დაიკლვის, ცხოველ არს. 15. წმიდა არს სული წმიდაჲ, რომელი სრულ-ჰყოფს მას, რომელი შეიწირვის. 16. უხუცჱსი იგი ძჱ გარჱთ მოვიდოდა და ესმა ჴმაჲ განცხრომისაჲ და მოუწოდა ერთსა ყრმათაგანსა, ჰკითხვიდა მას: – რაჲ არს ჴმაჲ ესე საიდუმლოჲ? 17. მეცემის ყურთა ჩემთა დავითის წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: „მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი“ და კუალად იტყჳს და მოუწოდს ტაბლასა მას: „განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ქრისტე უფალი არს!“. 18. პავლე საშინელსა საიდუმლოსა იტყჳს და ღაღადებს. 19. „აღვსებაჲ ჩნ˜ნი დღეს არს, და შეიწირვის ქრისტე შესაკრებელსა ეკლესიისასა. 20. უჩემოდ სხუანი ჩემთა საიდუმლოთა განიყოფენ“; 21. და კუალად: „მამამან შენმან დაკლა ჴბოჲ იგი ჭამებული, რამეთუ ცხოველ იქმნა ძმაჲ იგი შენი“. 22. განრისხნა და არა უნდა შინა შესლვის. 23. განრისხნა მართალი და იქმნა შურისა მონა, რომელი დასტკებნიდა სოფლისა კეთილთა. 24. და პავლე კუალად იტყჳს: „შეჩუენებულს-ვჰყოფ თავსა ჩემსა ქრისტჱს მიმართ“. 25. არა თუ შეურაცხ-ჰყოფს სიტყჳთა მართალსა მამაჲ, არამედ ღაღადებს და უჩუენებს მამისა ფრიად მაქუსიერებასა და მოაჴსენებს მერმისასა. 26. რამეთუ მამაჲ მისი მოსრულ იყო და ევედრებოდა მას. 27. ჵ ძალი ძლიერი! 28. ცოდვილი შეიწყალა და მართალსა ქენებით ეტყჳს: შვილო, რომელი ქუე იდგა, აღადგინა, და რომელი ზე იყო, არა დაუტევებს დაცემად. 29. გლახაკი განამდიდრა და მდიდარი არა დაუტევა დაგლახაკებად. 30. მიუგო და ჰრქუა მას: „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარი“, და წიაღთა ჩემგან არა განშორებულ იქმენ შენ; 31. შენ ფსალმუნითა და ქებითა იყოფი; 32. შენ ყოვლად საკურთხეველსა ჩემსა წინაშე სდგა და ღაღადებ: „მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი“. 33. ესე მოვიდა შეწუხებული და ლმობიერი პირ-დაქცევით ქუეყანასა და მდაბლითა ჴმითა შემოსილი ღაღადებდა: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არა ღირს ვარ წოდებად ძედ შენდა“. 34. რაჲმცა მეყო, ოდეს მესმეს სიტყუანი ესე? 35. ვითარმცა არა შევიწყალე ძჱ ჩემი, რომელი ჩემდა მოვიდა? 36. შენ დაისაჯები, რომელი განრისხებულ ხარ და არა გულისხმა-გიყოფია, ვითარმედ კაცთ-მოყუარე ვარ, ვერ ძალ-მიც, უკუეთუ არა მიუტეო, რომელი წელთა ჩემთაგან მიშობია. 37. „შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ და ჩემი ყოველი შენი არს“. 38. ხოლო მან ჰრქუა: მე ვიქცეოდე ხალენებითა და თხისა ტყავითა, ნაკლულოვანებითა და უძლურებითა და, ოდეს მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, 39. დაუკალ მას ჴბოჲ იგი ჭამებული და არცა სიტყუაჲ რაჲ ბრალობისაჲ მიუგე მას და არა გარე-მიიქციე პირი შენი მისგან, არამედ, ვითარცა უცხოჲ, ისტუმრე იგი და შენი სამოსელი შეჰმოსე მას და ბეჭედი ოქროჲსაჲ გამოუბრწყინე მას და ჴამლითა გარემოჲს მოზღუდე იგი. 40. ეკლესიაჲ განუღე მას და საკურთხეველი განუმზადე, და ბარძიმნი აღუვსენ და ჴბო იგი დაუკალ, და ხადილსა მას მორწმუნეთა მოუწოდე და ერთობაჲ ცათაჲ და ქუეყანისაჲ შეჰკრიბე. 41. და ესოდენი კეთილი მიანიჭე მას, რომელმან არად შეჰრაცხა კეთილი შენი და შენი მოწყალებაჲ შეაგინა. 42. რაჲ-მე ვთქუა მოწყალებისა შენისა სიღრმესა? 43. ვითარ არა განკჳრდა ზღუაჲ სიმშჳდესა შენსა? 44. შეიწყალებ, უფალო, ყოველთა, რამეთუ ყოველთა შემწყნარებელ ხარ ყოველთა ცოდვათა კაცთაგან, რომელნი მოიქცევიან შენდა. 45. – შვილო, შენ მარადის ჩემი ხარ და ჩემი ყოველი შენი არს, [შენი არს] ცაჲ და საძირკუელი მისი, შენია მზჱ და ბრწყინვალებაჲ მისი, შენი არს მთოვარჱ და ნათელი მისი; 46. შენნი არიან ვარსკულავნი და ელვანი მათნი, შენი არს აერი, რომელი ზრდის ყოველთა; 47. შენი არს ქუეყანაჲ და ნაყოფი მისი, შენი არს ზღუაჲ და რომელნი მისგან შობილ არიან; 48. შენი არს ყოველი სოფელი, შენი არს შესაწირავი; 49. შენნი არიან ანგელოზნი, შენნია წინაწარმეტყუელნი, შენნია მარტჳლნი; 50. შენნია, რომელნი არიან, შენნია და რომელნი მოსლვად არიან. 51. შენი არს აღდგომაჲ, შენი არს უკუდავებაჲ, შენია მეუფებაჲ; 52. შენია ყოველი, რომელი ჩას, [შენია] და რომელი იქმნების, შენია. 53. ანუ შენისაგან აღვიღე და მას მივეც, ანუ შენ განგძარცუე და მას შევჰმოსე. 54. ჩემთა საუნჯეთაგან მივეც, რომელი მთხოვა მოწყალებაჲ. 55. ვერ კმა-ვიყოა შენდა და მისდა მიცემად? 56. შენ პატივ-გეც, რამეთუ დაიმარხენ სიტყუანი ჩემნი, და იგი შევიწყალე, რამეთუ სინანულად მოვიდა. 57. არამედ იხარებდი, რამეთუ „ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“. 58. ვინ იხილა მკუდარი აღდგომილი და არა იხარებდეს? 59. ვინ პოვა წარწყმედული და არა იხარებდეს? 60. მოვედი და ჩემ თანა იხარებდი და განსცხრებოდე ანგელოზთა თანა და ჩემ თანა, და ამბოვრს-უყოფდი ძმასა შენსა და შემომერთე ჩუენ თანა ლოცვასა დავითისსა, 61. რამეთუ იგი სულიერად ღაღადებდა და იტყოდა: „ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი და რომელთა დაეფარნენ ცოდვანი! 62. ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხა უფალმან ცოდვაჲ“. 63. ისმინეთ აწ წმიდისა ამის იგავისაჲ, ცანთ ძალი მისი; 64. ცანთ, რამეთუ კაცთ-მოყუარე არს უფალი! 65. მოვედით, ყოველნი ვღაღადებდეთ მისა მიმართ და ვიტყოდით: მეუფეო ქრისტე, მხოლოდ-შობილო ძეო ღმრთისაო, ვცოდეთ ყოველთა ცად მიმართ და წინაშე შენსა, და არა [ღირს] ვართ წოდებად მონად შენდა, არამედ გულისხმა-ვჰყოფ შენსა მოწყალებასა. 66. მოვიჴსენოთ პირველისა მის დედაკაცისა მეძვისაჲ, და პირველისა მის მეზუერისაჲ, და ამათგან ყოველნი ცოდვილნი მოისწრაფიან შენსა მოწყალებასა. 67. ვითარცა იგინი წმიდა იქმნეს, და ჩუენ, რომელნი ვევედრებოდით, შეგჳწყალნეს და აღმადგინნეს, ვითარცა მომკუდარნი, და ვითარცა შენ ასდეგ მკუდრეთით ჯუარსა შემშჭუალული, ეგრეცა ჩუენ აღმადგინენ მკუდრეთით, და ვიხარებდეთ, რომელნი ღირს-ვიქმნენით. 68. ესრჱთ იტყოდეთ ყოვლად და გურქუას ჩუენდა მომართ: ვითარცა გრწამს, ეგრჱთ იყავნ თქუენ ზედა! 69. ჩუენ, კუალად რომელთა გუეგულების მოღებად ნათლისაჲ მის, ყოველნი გულის-სიტყუანი კაცობრივნი განვიშოვრნეთ და სულნი ჩუენნი ზეცად მიმართ განვწმიდნეთ! 70. უფალი ახლოს არს, ნურას ზრუნავთ, და კართა ზედა მეუფჱ მომტევებელი მოვიდა მკურნალი, სამკურნალოჲ განღებული არს და წამალნი განფენილ არიან. 71. ემბაზი მადლითა სავსე არს და ყოველთა მოხადის, სულიერი სამოსელი მამისაგან მოიქსოვების. 72. ხოლო ჩუენ სარწმუნოებისა სანთელი აღვანთოთ და ზეთი სიმართლისაჲ განნვჰმზადოთ, რაჲთა ოდეს შოვა-ღამეს ჴმაჲ იყოს და იტყოდის: „აჰა სიძჱ, გამოვედით, მივეგებვოდით მას“ ძლიერითა სანთლითა და სიხარულით ღაღადებდით და იტყოდეთ; 73. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ და [პატივი] და თაყუანის-ცემაჲ უკუნითი უკუნისამდე! ამენ.“ |