მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. სწავლაჲ კჳრილჱსი იერუსალჱმელისაჲ სინანულისათჳს
2. ბოროტ არს ცოდვაჲ და სენი უკეთური არს სულისა. 3. უშჯულოვებაჲ ძარღუთა დამკუეთელ არს მისა და ცეცხლისა მის საუკუნოჲსა მომატყუებელ იქმნის. 4. ბოროტ არს თჳთ ჴელმწიფებაჲ, რამეთუ ნეფსით თჳსით ვცვდავთ. 5. იტყჳს წინაწარმეტყუელი განცხადებულად: „მე დაგასხ შენ ვენაჴად ნაყოფიერად ყოვლად ჭეშმარიტად“. 6. აწ ვითარ გარდაიქეც სიმწარედ ვენაჴი იგი უცხოჲ? 7. ნერგი იგი კეთილ, ხოლო ნაყოფი იგი ნეფსით თჳსით ბოროტ, და ამისთჳს დამასხმელი იგი უბრალო არს. 8. ხოლო ვენაჴი იგი დაიწუეს, რამეთუ კეთილისათჳს დაენერგა და ბოროტისათჳს ნაყოფი გამოიღო. 9. რამეთუ დაჰბადა ღმერთმან კაცი წრფელი, ვითარცა იტყჳს ეკლესიასტჱ; 10. ხოლო მათ მოიპოვნეს გულის-ზრახვანი მრავალნი. 11. და მერმე იტყჳს მოციქული, რამეთუ: „მისნი შექმნილნი ვართ და დაბადებულ საქმისათჳს კეთილისა, რომელი-იგი წინაჲსწარ განჰმზადა ღმერთმან, რაჲთა მას შინა ვიდოდით“. 12. დამბადებელი იგი სახიერ არს, – კეთილისათჳს დაჰბადა; 13. ხოლო დაბადებული იგი თჳსით გონებით უკეთურად გარდაიქცა, რამეთუ ბოროტ და უკეთურ არს ცოდვაჲ, ვითარცა-იგი წინაჲსწარ ვთქუთ, არამედ არა ხოლო უკურნებელ არს. 14. ბოროტ არს, რომელმან შეიწყნაროს იგი, ხოლო ადვილად საკურნებელ არს, რომელმან სინანულითა განიშორონ იგი. 15. რამეთუ ვითარცა-იგი ვის აქუნ ჴელთა ცეცხლი, ვიდრემდე ჴელთა უპყრიან, ნაკუერცხალი დაჰწუავნ. 16. უკუეთუ დააგნის ნაკუერცხალი იგი, მის თანა განაგდის ტკივილიცა იგი. 17. ხოლო რომელი ცოდვიდეს და ჰგონებდეს, ვითარმედ არა შეიწუების, ამისთჳს იტყჳს საღმრთოჲ წიგნი: „გამო-მე–ვინ-იკრის წიაღთა ცეცხლი და სამოსელი მისი არა იწჳის?“. 18. რამეთუ შეწჳს ცოდვამან ძარღჳ იგი სულისაჲ და შემუსრის საცნობელი იგი გონებისაჲ და დააბნელის სინათლჱ იგი გულისაჲ. 19. უკუეთუ ვინმე თქუას: რაჲ-მე არს ცოდვაჲ, მტ[ერი-მ]ე არს, ანუ სული-მე რაჲ არს, ანუ ეშმაკი-მე რაჲ არს, რომელი-იგი გეწყობის? 20. არა გა[რეშჱ] მტერი არს, რომელი-იგი გე[წყობის], კაცო, არამედ აღმოცენებაჲ ბოროტი, ნეფსით თჳსით აღორძინებული. 21. შინაგან მართლითა თუალითა ხედევდ და გულის-თქუმაჲ არა იყო. 22. რამეთუ ნუ მოიტაცებ სხჳსასა, და ტაცებაჲ დაცხრომილ არს. 23. გეჴსენენ დღჱ იგი საშჯელისაჲ და არცა სიძვამან, არცა მრუშებამან და არცა კაცის-კლვამან, არცა სხუამან უშჯულოებამან შეგიძლოს შენ. 24. უკუეთუ დაივიწყო შიში ღმრთისაჲ, მაშინ იწყო განზრახვად უკეთურებისა და აღსრულებად უშჯულოებისა. 25. არა ხოლო შენ ხარ ცოდვისა მის დასაბამი, არამედ სხუაჲცა არს ბოროტი თანა-მზრახვალი. 26. ეშმაკი გულსა შთაუგდის მან, ხოლო ძლით არა შეიპყრის იგი, რომელ-იგი არა ერჩინ მას. 27. ამისთჳს იტყჳს ეკლესიასტჱ: „უკუეთუ სული ჴელმწიფებისაჲ მოვიდეს შენსა, ადგილსა ნუ სცემ მას“. 28. უკუეთუ დაუჴსა კარი, შენგან შორს იყოს და არარაჲ გავნოს შენ. 29. უკუეთუ კუალად უდებად შეიწყნარო ზრახვაჲ იგი გულის-თქუმისაჲ, გულის-სიტყუათაგან ძირნი დაიბნეს შენ თანა და შეკრას გონებაჲ და მღჳმესა ბოროტსა შთაგაგდოს შენ. 30. არამედ ვინ უწყის, სთქუა: მორწმუნჱ ვარ და ვერ მერეოდის მე გულის-თქუმაჲ, და ღათუ მრავალ–გზის გული მითქუმიდეს. 31. ანუ უმეცარ-მე ხარ, რამეთუ ფრიად კლდჱცა განხეთქის ძირმან, შე-რაჲ-უჴდის მას. 32. ნუ შეიწყნარებ თესლსა მას, რაჲთა არა განხეთქოს სარწმუნუებაჲ შენი. 33. ვიდრე ძირთა დაბმადმდე და აღმოცჱნებადმდე მოჰფხუერ ბოროტი იგი, ნუუკუე დასაბამსა უდებ-ჰყო და მერმე ცულსა და ცეცხლსა ეძიებდე, თუალთა რაჲ სალმობაჲ შეგედებოდის. 34. ჟამსა განიკურნე, ნუუკუე დაჰბრმე და მაშინღა მკურნალსა ეძიებდე. 35. რამეთუ დასაბამი ცოდვისაჲ ეშმაკი არს და მშობელი ყოვლისა უკეთურებისაჲ. 36. ესე უფალმან იესუ თქუა, არა თუ მე, ვითარმედ: დასაბამითგან ეშმაკი ცოდავს, რამეთუ მისა უწინარჱს არავინ ცოდა. 37. ხოლო ცოდვამან არა თუ გონებისაგან იძულა და ცოდვაჲ იგი მოიღო. 38. უკუეთუმცა არა, ცოდვისა იგი მიზეზი შემოქმედსა მისსა ეჩემა, არამედ კეთილად დაებადა და თჳსითა გონებითა იქმნა იგი ეშმაკ. 39. საქმეთაგან თჳსთა მოიპოვა მან სახელის-დებაჲ, რამეთუ ანგელოზი მთავარი იყო კეთილი და უკუანაჲსკნელ ეშმაკ ეწოდა მას შესმენისა მისთჳს. 40. და სახიერი იყო მსახური ღმრთისაჲ, იქმნა იგი სატანა სახელ-შემსგავსებულად, რამეთუ სატანა მჴდომად ითარგმანების. 41. არა თუ ჩემი არს მოძღურებაჲ ესე, არამედ ეზეკიელ სულისა შემოსილისა წინაწარმეტყუელისაჲ, რამეთუ მან მოიღო მის ზედა გოდებაჲ და იტყჳს: „შენ, ბეჭედ აღტეხილ მსგავსების და გჳრგჳნ სიკეთის, სამოთხესა შინა ღმრთისასა დაებადე“. 42. და ამისა შემდგომად იტყჳს: „იყავ შენ უბიწო დღეთა შენთა, ვინაჲ დღითგან შენ დაებადე, ვიდრემდე იპოვა შენ თანა სიცრუვჱ შენი“. 43. ფრიად კეთილად თქუა, რამეთუ „იპოვა შენ თანა“. 44. არა თუ გარეშე ვინაჲ შეუჴდა, არამედ თჳთ მან შვა ბოროტი იგი. 45. და შემდგომად მიზეზსა მას ბრალისასა იტყჳს ხოლო, ვითარმედ: „აღმაღლდა გული შენი სიკეთითა შენითა, სიმრავლითა ცოდვათა შენთაჲთა ქუეყანად გარდაგაგდებენ“. 46. და ამის სიტყჳსა მოწამედ უფალი იტყჳს სახარებასა შინა: „ვიხილე ეშმაკი, ვითარცა ელვაჲ, გარდამოჴდომილი ქუეყანად“. 47. აწ იხილე, ძუელი იგი შჯული ვითარ ახალსა მას შეეტყუების. 48. ესე გამოზარდა და თანა-განაბა, მოუდგინნა მრავალნი და ესე შთაუგდებს გულის-თქუმასა ბოროტსა მორჩილთა მისთა. 49. ამისგან იქმნებიან სიძვანი და მრუშებანი. 50. ამის გამო ადამი, მამაჲ იგი ჩუენი, სამოთხით გამოვარდა და სამოთხისა მის წილ საკუმეველისა, რომელსა თჳთ გამოაქუნდა ნაყოფი, ეკლოვანი ესე მოიცვალა ქუეყანაჲ. 51. აწ რაჲმე ვთქუათ: წარვწყმდით, რამეთუ ვჰსცეთით, – არა-მე არსა ცხოვრებაჲ? 52. დავეცენით, – არა-მე არსა აღდგომაჲ? 53. დავბრმით, – არა-მე არსა ახილვაჲ? 54. მკელობელ ვიქმნენით, – აწ არა-მე არსა ფერჴთა განმართებაჲ? 55. და რაჲთა ყოველი ერთბამად ვთქუ[ა]თ: მოვკუედით, – არა ნუ არსა აღდგომაჲ? 56. რომელმან-იგი ლაზარე ოთხით დღითგან მკუდარი აღადგინა, კაცო, შენ ცოცხალი არა-მე უვადვილჱს აღადგინოსა? 57. რომელმან-იგი სისხლი პატიოსანი დასთხია ჩუენთჳს, მან გჳჴსნნეს ჩუენ ცოდვათაგან ჩუენთა. 58. ნუმცა წარვიწირავთ თავთა თჳსთა, ძმანო, ნუმცა განვსთხევთ თავთა თჳსთა სასოებისაგან არასასოებად, რამეთუ ბოროტ არს არასარწმუნოებაჲ სინანულისა სასოვებისაჲ. 59. რომელი-იგი არა მოელინ ცხორებასა, ურიდად შესძინებნ ცოდვასა, რომელი განკურნებად ესავნ, მერმე ეკრძალებინ თავსა თჳსსა; 60. და კუალად ავაზაკი, რომელი შენდობასა არღარა ჰგონებნ, წარიწირის თავი თჳსი და, რომელი ესავნ, ვინ უწყის, მოიქცის სინანულად. 61. და აწ გუელმან განიძარცჳს სიბერჱ, ჩუენ ვერ-მე განვიშოროთა ცოდვაჲ? 62. ეკლოვანი ქუეყანაჲ კეთილად რაჲ იქმნის, ნაყოფიერად გარდაიქცის, – ჩუენდა განუგებელ-მე არსა ცხორებაჲ? 63. აწ ბუნებაჲ იგი შეიწყნარებს ცხორებასა, ხოლო საძიებელ არს გულს-მოდგინებაჲცა, რამეთუ კაცთ-მოყუარე არს ღმერთი და კაცთ-მოყუარე არს არათუ მცირედ. 64. ნუ ესრე იტყჳ, ვითარმედ: ვისიძვე, ვიმრუშე და მრავალი ბოროტი მიქმნიეს არა ხოლო ერთ- და ორ-გზის, არამედ მრავალ-გზის; 65. აწ მომიტევნესა, არა-მე ძჳრი მოიჴსენოსა? 66. ისმინე, რასა-იგი იტყჳს მეფსალმუნჱ: „ვითარ-იგი ფრიად არს სიმრავლჱ სიტკბოებათა შენთაჲ, უფალო!“. 67. ვერ ჰსძლონ ცოდვათა შენთა სიმრავლესა მას წყალობათა შენთასა; 68. ვერ ჰს/სძლონ წყალობათა მათგან შენთა მკურნალთ-მოძღურებასა მას მეცნიერებისა მისისასა. 69. გარნა მიხ~ეც თავი შენი სარწმუნოვებით სინანულსა, უთხარ მკურნალსა მას ვნებაჲ თჳსი; 70. იტყოდე, ვითარცა-იგი დავითი, და ვთქუ: „უთხრა უშჯულოებაჲ ჩემი უფალსა“; 71. რაჲთა იყოს შენდაცა მსგავსი იგი მისი, შემდგომად ამისა, რომელი-იგი თქჳს: „და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისაჲ“. 72. აწ გნებავს ხილვად კაცთ-მოყუარებაჲ ღმრთისაჲ შენ, რომელ-იგი ახლად მოსრულ ხარ სწავლად კათაკუმეველი, გინა თუ მონანული, და გნებავს ხილვად სულგრძელებისა სიმრავლჱ ადამისთჳს. 73. ურჩ იქმნა ადამ პირველ-დაბადებული იგი ღმრთისაჲ. 74. აწ არა-მე ჴელ-ეწიფა მეყსეულად სიკუიდილი მოწევნად მისსა? 75. არამედ იხილე, რასა-იგი იქმს კაცთმოყუარჱ ღმერთი: გამოჴადა იგი სამოთხისაგან, რამეთუ არა ღირს იყო იგი მიერვე მუნვე მიქცევად ცოდვისა მისთჳს, 76. და დაამკჳდრა იგი წინაშე სამოთხესა მას, რაჲთა ხედვიდეს, რომლისაგან გამოვარდა და ვინაჲ იგი, ვიდრე გარდამოჴდა, და მერმე შეინანოს და ცხონდეს. 77. მერმე კუალად კაინ, პირმშოჲ იგი კაცი, ძმის მკლველად გამოჩნდა, მომპოვნებელ ბოროტისა და კაცის-კლვისა, წინამძღუარ და მოშურნე, პირველად მოკლა ძმაჲ თჳსი. 78. იხილე, რომელი პატიჟი დასდვა მას: „კუნესით და ძწოლით იყო შენ ქუეყანასა ზედა!“. 79. დიდ არს შეცოდებაჲ, ხოლო პატიჟი – მცირე. 80. კაცთ-მოყუარებაჲ არს ესეცა ნანდჳლვე ღმრთისაჲ, არამედ უმცირე არს მერმე მოწვნულისა მის. 81. აწ მოიჴსენე ნოვჱსსა დღეთაჲ იგი: შესცოდეს გმირთა მათ, და უშჯულოვებით მრავალი იყო ქუეყანასა ზედა, და ამის გამო წყლით რღუნაჲ იგი მოწევნად იყო. 82. და მეხუთასესა წელსა თქუა, რასა მას განაჩინებს, და მეექუსასესა წელსა წყლით რღუნაჲ იგი მოიწია. 83. აწ იხილე სივრცელჱ იგი სულგრძელებისა ღმრთისაჲ, რამეთუ ას წლისა ჟამად განაგრძო. 84. აწ რომელი ასისა წლისა შემდგომად ყო, ვერ ჴელ-ეწიფაა მეყსეულად ყოფად? 85. არამედ უკეთჱსისათჳს განაგრძო, რამეთუ სცა შენდობა სინანულის, და უკუეთუმცა შეინანეს მაშინდელთა მათ, არამცა შესცთეს სულგრძელებასა მას კაცთ-მოყუარისა ღმრთისასა. 86. აწ კუალად მოვედ სხუათა მათ, რომელნი-იგი სინანულითა ცხონდეს, და ვინ უწყის, დედათაგანმან ვინმეცა თქუას: ვისიძვე, ვიმრუშე, შევაგინენ ჴორცნი ჩემნი ყოვლითა არაწმიდებითა; 87. აწ არს-მეა ცხორება ჩემდა? 88. მიხედე შენ რააბს, ჵ დედაკაცო, და ესევდ ცხორებასა ეგრევე შენცა, უკუეთუ, რომელი-იგი განცხადებულად დაერჩა წინაშე, როსკიპად განჩინებულ იყო და ისიძვიდა, და სინანულითა ცხონდა. 89. შენ, რომელმან-იგი ერთ გზის თუ სადამე ისიძვე, პირველ მადლის მოღებისა სინანულითა და მარხვითა ვერ-მე ჰსცხონდ[ე]ა აწ, ვითარ იგი ცხონდა? 90. ისმინე, ესე თქუა, ვითარმედ: ღმერთი თქუენი ცათა შინა და ქუეყანასა ზედა; 91. ღმერთი თქუენი თავისა............................... |