მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [მელეტი ანტიოქიელი] სინანულისათჳს
2. სასოებაჲ ცხოვრებისაჲ უწეს მონანულთა, რაჲთა მიეახლნენ უშიშად კართა მოწყალებისათა, და ასწავებს, რაჲთა არა საშინელსა მას ხატსა ჭეშმარიტებისასა ხედვიდენ, არამედ მადლითა სავსესაცა ხატსა მოწყალებისასა.
3. რამეთუ დაამტკიცა და დადვა ფიცი წიგნთა შინა, რაჲთა ეყოს მათ ჭურ ნუგეშინის-ცემის, რამეთუ იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ,“
4. და ამით სიტყჳთა ჴელსა აღუპყრობს უსუსურთა და მარჯუენესა მისსა მიჰყოფს სნეულთა ზედა, წამალსა დასდებს სალმობათა და სახუეველსა განუმზადებს განტეხილთათჳს, და შეჰყოფს ორსავე ერთად ამის გამო,
5. რამეთუ გამოაცხადა ნებაჲ სიყუარულისა მის თჳსისაჲ და ფართო-უყო გზაჲ განთავისუფლებისაჲ.
6. და ვითარცა საკურნებელნი წამალნი სალმობათა სენთათჳს განმზადებულ არიან და არა ჰნებავს მიახლებად მისა, რომელნი დაწყლულ არიან ცოდვითა, მოჰფინა მშჳდობაჲ თჳსი, ვითარცა მზჱ ყოველთა ზედა,
7. რაჲთა აღმოუდინოს მათ კურნებაჲ ქუეშე ფერჴთა მისთა, რომელნი ღელვათა მათ უშჯულოებისათა განაშორნეს კართა მისთა მადლითა მით კურნებისაჲთა, დაიფარნეს ქუეშე ფრთეთა თჳსთა,
8. რამეთუ იტყჳს: „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და განკაფულნი, რომელთა გაქუს ტჳრთჳი მძიმჱ, და მე განგისუენო თქუენ!“.
9. და მერმე იტყჳს: „არა მნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და ცხორებაჲ!“
10. აღავსნა გონებანი მათნი ნუგეშინის-ცემითა, რაჲთა დაუბრკოლებელად მიეახლნენ მას და ადრე-ადრე დაუყდუნებელად მიიწინენ კართა მათ მოწყალებისათა.
11. და უწოდა და ახარა მათ ჴმითა წყალობისაჲთა, რამეთუ იტყჳს: „მოვედით ჩემდა, შვილნი ეგე მონანულნი, და მე განგკურნე თქუენ!“
12. და ამით ჴმითა მისცა მათ პატივი შვილებისაჲ და საკურნებელი სრული დასდვა წყლულებათა მათთა.
13. და შეცოდებულთა მისა მიმართ წოდებითა გამოაცხადა, ვითარმედ: არა არს სალმობაჲ, რომელი მიეახლოს მას და არა განიკურნოს;
14. და არცა შეცოდებული, რომელი მივიდეს კართა მისთა და არა პოოს წყალობაჲ;
15. და არცა სნეული, რომელმან უჩუენოს სალმობაჲ თჳსი და არა განიკურნოს;
16. და არცა უპოვარი, რომელი ითხოვდეს მისგან, ვითარმცა არა მოიღო სავსებით;
17. და არცა გლახაკი, რომელი ირეკდეს კართა მისთა და არა განეღოს, ვითარცა-იგი თჳთ იტყჳს: „არა მოვედ წოდებად მართალთა ულმობიერთა, არამედ ცოდვილთა სალმობიერთა“.
18. რამეთუ უწყისცა, დაღათუ არა უწოდის მართალთა, არამედ თჳთ არავე განეშორნენ კართა მისთა;
19. არამედ უწეს სნეულთა და ვნებულთა, რაჲთა მივიდენ და გემოჲ იხილონ სიტკბოებისაჲ მის და სუნელებისა წამალთა მისთაჲსაჲ და მიიღონ თავისა თჳსისა სრული იგი განკურნებაჲ.
20. არამედ წეს- და ჯერ-არს, რაჲთა ვითარცა წოდებაჲ იგი ჭეშმარიტ არს, ეგრეცა სინანული იგიმცა მტკიცე არს თჳნიერ ზაკულებისა, და ვითარცა ღმერთი თჳსსა მას სიტყუასა ზედა მტკიცედ ჰგიეს, ეგრეცა ჩუენ, რაჟამს აღვიაროთ კეთილი საქმჱ სინანულისაჲ.
21. ღირსად სლვითა დამტკიცებულნიმცა ჰგიეთ, რაჟამს ესმეს მონანულთა მადლითა სავსჱ იგი სიტყუაჲ ღმრთისაჲ, რომელსა იტყჳს: „მოვედით ჩემდა...“
22. არა წეს-არს, ვითარმცა ერთი რაჲმე მათგანი დაშთა, არამედ ერთბამად ყოვლითა ასოჲთა წევნულმცა არს სრულსა მას სინანულსა.
23. რამეთუ ღმერთი არა შეურაცხებისაჲ არს და არცა ჩუენისა მის სინანულისა ეგების, ვითარმცა ჰმონა ორთა უფალთა.
24. უკუეთუ გარეშე ხოლო ხედვითა მისა მოწრაფე ვჩნდეთ და შინაგანი იგი გონებაჲ შეცთომილებასა და ზაკულებასა იწურთიდეს.
25. რამეთუ არა სარგებელ არს, ვითარმცა მოპიტლულთა და შემკულთა სამარეთა ვემსგავსენით მსგავსად სიტყჳსა მის უფლისაჲსა.
26. და არცა გარეშჱ წიდისაჲ განწმედად და შინაგანი იგი სავსე იყოს წიდითა.
27. რამეთუ არათუ კაცი არს, რომელსა-იგი ჩუენ ვჰმსახურებთ, ვითარმცა გარეშჱთა ამით ხოლო სათნო-ვეყვენით მას, არამედ იგი შინაგანსა მას ხატსა სულთასა ჰხედავს და შინაგანსა მას დაფარულსა გონებასა გამოეძიებს.
28. ჴელნი მისნი განუყოფიან მას, რაჲთა შებმა-უყონ მას დაცემულთა და აღემართნენ.
29. და წყალობაჲ მისი მახლობელ არს ყოველთა, რომელთა ჰნებავს მიახლებად და დაფარვად ქუეშე ფრთეთა მისთა.
30. რამეთუ არათუ წარსაწყმედელად დაგუბადნა ჩუენ და არცა განსარყუნელად გამოგუხატნა ჩუენ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ არათუ ცუდად რაჲ დაამტკიცა ქუეყანაჲ,
31. არამედ რაჲთა დაემკჳდრნენ მას ზედა დაბადებულნი თჳსნი, და რაჟამს თქუმასა იტყჳნ წიგნთა შინა ცოდვილთა ზედა, არათუ რაჲთამცა მოსრნა იგინი სრულიად, არამედ რაჲთა განაღჳძნეს გონებანი მათნი სინანულად.
32. სადამე ტკბილითა სიტყჳთა ეტყჳნ ცოდვილთა, რაჲთა ნუუკუე სრულიად წარწყმდენ, და სადამე ფიცხელი ჴმაჲ მიაწიის მათ ზედა რისხვით, რაჲთა განიღჳძონ და ღირს იქმნენ სინანულისა.
33. არამედ მართალთა ზედაცა ორითა სახითა ითქუმის, რამეთუ რაჟამს განარინნის იგინი ჭირთაგან, თჳსი იგი არსებაჲ გამოაჩინის, და რაჟამს მიუშჳს მათ ზედა მოწევნად ჭირთა, განთქუას მათ ზედა სიყუარული, რომელი აქუს მისა მიმართ.
34. ღმერთი სოფლად ამის ყოვლისათჳს მოვიდა, რაჲთა კრულებანი განჰჴსნნეს და პყრობილნი გამოიყვანნეს ფართოდ, მონანულნი შეიწყალნეს და ტყუენი განათავისუფლნეს,
35. დაცემულნი აჰმართნეს და დამჴობილნი აღადგინნეს, ვითარცა წერილ არს: „რომელ-იგი მკელობელ იყოს, ნუმცა უდებ არს, არამედ გან-მცა-იკურნების.“
36. შესძინა მრავალგზის წინასწარმეტყუელთა მიერ ქადაგებაჲ სინანულისაჲ, რაჲთა მრავლითა მით ღაღადებითა მიაქცინეს განდგომილნი იგი გონებანი მისა მიმართ ჴელითა ჭეშმარიტთა მათ მიერ სიტყუათა,
37. რაჲთა აჩუენოს, რავდენ სწადის ცხორებაჲ მონანულთაჲ და მოაჴსენებს ცოდვილთა, რომელნი მოიქცეს, და მართალთა, რომელნი შემდგომად შეიგინნეს.
38. და აჰა წამებს ეზეკიელ წინაწარმეტყუელი, რამეთუ: „ყოველი, რომელი ცოდვითა შეიკრის, სინანულითა შემძლებელ არს გამოჴსნად.“
39. რამეთუ შემდგომად ზორვისა ზედა მთათა მაღალთა განდგომილისა მის და ფიცხელისა ძისა და შემდგომად შეწირვისა მის შესაწირავთა მათ უშჯულოებისათა,
40. და შემდგომად შეგინებისა მის ცოლისა მოყუსისა თჳსისა, და შემდგომად ყოველთა მათ ცოდვათა აღსრულებისა არა დაჰჴსნნა მან კარნი წყალობისანი და არა განაგდო იგი სასოებისაგან.
41. არამედ იტყჳს: „მიეახლე სინანულსა!“
42. და ვითარცა ნისლნი, განეძარცუნენ მისგან ყოველნი უკეთურებანი.
43. განყარენ და განსთხიენ შენგან სასწორნი იგი თანანადებთა შენთანი და განიძარცუე, განიშოვრე და განაგდე შენგან ყოველი მწინკულევანებაჲ!
44. შეიმოსე სამკაული სინანულისაჲ და მიეახლე და განიკურნე უსასყიდლოდ წამლითა მით სარწმუნოებისაჲთა!
45. იხილე, რამეთუ ცხოვარი იგი წარწყმედული მოიძია მწყემსმან მან და ვითარცა პოვა, სიხარულით აღიღო იგი და დაიდვა მჴართა ზედა თჳსთა და კრკჳნვით და ფუფუნებით მოაქუნდა იგი სამწყსოსა მას არა წყმედულსა.
46. ეგრეცა შეცოდებული, რომელი მოიქცის, განიკურნის სიხარულითა მით მოწყალებისაჲთა, წადიერებასა ხოლო გონებისა ჩუენისასა ეძიებს და ადრე-ადრე განაჩინის საყოფელი ჩუენ თანა.
47. და თუ გნებავს, მიხედე სიტყუათა მათ და დაგიკჳრდენ, ვითარ მიაწიის მწუხარებაჲ მათა, რომელი უზეშთაეჲს არიან ჴორცთა ბანნებასა, და აღავსნის სიხარულითა, რომელნი შორვან ურვათა,
48. რამეთუ იტყჳს: „ანგელოზნი სულიერნი მხიარულ არიედ ცოდვილთა ზედა, რომელთა მოაქციიან ბოროტისაგან.“
49. და რაჲთა არა მცირე უჩნდეს სიტყუაჲ იგი სასმენელთა მონანულთასა, ვითარმედ ანგელოზთა ხოლო მოიწია სიხარული მოქცევისა მათისაჲ, აღამაღლა და დადვა სიტყუაჲ იგი მამისა თანაცა,
50. რაჲთა გულისხმა-იყოს, რავდენ უყუარან დაბადებულნი თჳსნი, და მხიარულ არნ, რაჟამს საცნაურ-იქმნის მონათა თჳსთაგან.
51. რამეთუ არა მართალთათჳს მოავლინა მხოლოდშობილი იგი და არცა მათა, რომელნი შორვან ცოდვასა, არამედ ცოდვილთა, რომელნი დაღებულ არიან უკეთურებითა,
52. რაჲთა მოვიდეს და უჩუენოს გზაჲ დაბრმობილთა, და უწოდის არაარსთა, ვითარცა არსთა, და ახაროს მიტევებაჲ მათა, რომელნი დიდთა ბრალთა თანა-მდებ არიან.
53. დასთესა წიგნთა შინა სინანული და დაწერნა სახელნი მათნი შჯულთა მათ საღმრთოთა, გამოხატნა და უჩუენნა სიმჴნისანი იგი შრომანი მრავალთა, რაჲთა ხედვიდენ ყოველნივე მსგავსთა თჳსთა და ნუგეშინის-ცემულ იქმნედ,
54. ვითარმედ ვითარ იცვალნეს და განახლდეს განახლებითა მით სინანულისაჲთა და არა დაიყენნეს მათგან დიდ-დიდნი იგი მადლნი მიტევებისანი.
55. დაღათუ სახელი ცოდვილისაჲ საძაგელ არს სიტყუად, ხოლო სინანული შეცოდებულისაჲ ტკბილ და სათნო არს ღმრთისა.
56. რამეთუ ერთი ვინმე ჰურიათა მათ ტაძარსა შინა თაყუანის-სცემდა დამჴობილი, პირდაქცევით ქუეყანასა ხხედვიდა და ჴელითა უწყინოდ მკერდსა ხიცემდა რამეთუ სიტყუად თაყუანის-ცემასა მას შინა ვერ იკადრებდა მრავალთა მათ დაზჳნულთა შეცოდებათათჳს,
57. არამედ კართა მათ მოწყალებისათა უწყინოდ დგა, ჴმითა მით მკრდისა ცემითა მოწყალებასა მას განაღჳძებდა და დუმილითა მით, ვითარცა ძალსა ქნარისასა, ფიცართა მათ გულისათა იცემდა,
58. რაჲთა ტკბიად საწყალობელსა მის ჴმისა აღსაარებითა დიდად მოწყალჱ იგი ღმერთი მოიქციოს, შემსგავსებულად ძალისა მის, რომელ აქუნდა, და ფიცართა მათ გულისათა იცემდა ჴელითა.
59. და ვითარცა ღრმათა უფსკრულთაგან დაყშობილსა მას მძინარებასა გონებისასა განაღჳძებდა, რაჲთა განიფრთხოს და ითხოვდეს მოტევებასა უხუად მომნიჭებელისა მისგან ღმრთისა,
60. რომლისა მიმართ თან-მდებ იყო და შურებოდა და იურვოდა, რაჲთა, ვითარმცა მღილი სამოსელსა, განყარა უშჯულოებისაჲ იგი ზრახვაჲ გონებისაგან.
61. ენაჲ თჳსი მიაუწყებდა დაგებასა და საწყალობელისანი იგი ჴმანი სინანულისანი მუჰრაკთა მათ თანა-ნადებთასა აღჰჴოცდეს და ძღუენსა აღსაარებისასა დიდისა მის მღდელთ-მოძღურისა მიმართ შესწირვიდა და მოწყალებასა ყოვლადმეცნიერისა და დაფარულთა გამომაცხადებელისაგან ითხოვდა.
62. მშჳდად, მდაბლითა ჴმითა საწყალობელად, შიშნეულად და ვერ კადნიერად, მცირედ ოდენ აღაღებდა პირსა და იტყოდა: უფალო, წყალო ყავ ჩემ ცოდვილისათჳს!
63. და ეგოდენი იგი დაკრებული თანა-ნადები ორითა საწყალობელითა სიტყჳთა, ვითარცა ქარმან მტუერი, განბერა და უჩინო-ქმნა.
64. რამეთუ უწყოდა მეცნიერად, ვითარმედ ვერ მძლე არს ბნელი ნათელსა და არცა ცოდვაჲ – მოწყალებათა მათ მოწყალისათა.
65. აღვიდა ტაძარსა მას დამძიმებული ტჳრთითა უშჯულოებისაჲთა და გარდამოვიდა განმართლებული სავსჱ წყალობით.
66. რამეთუ უმჯობჱს ექმნა მას ერთისა მის ჟამისა სრული იგი აღსარებაჲ უფროჲს ჴრწნილისა მის და უდებად სლვისა მრავალ ჟამისა.
67. და რაჲთა დამტკიცებულ იყოს ჩუენდა ესე, მივხედოთ დედაკაცსა მას დიდად თანა-მდებსა, ვითარ გულმეცნიერსა მას თჳთ ექმნა მოწამე
68. და ვითარ შეამოკლა ჟამი იგი სინანულისაჲ მცირედ ჟამ დგომითა მით მის წინაშე, რომელსა ეპყრნეს ფერჴნი მისნი და ცრემლთა მათ ზედაჲს-ზედა დასხმიდა, რომელი-იგი ჴმითა ღაღადებდა და სიტყუაჲ ენისა მისისაჲ სასმენელ იქმნებოდა.
69. არცა მყოვარ ჟამ რაჲ შრომილ იყო და არცა სინანული მრავალ წელ ენახა, რამეთუ მრავალთა საქმეთა კეთილთაგან დაყუდებულ იყო.
70. ერთი იგი ჟამი ექმნა მას საფასე ყოველთა ნეტარებათა.
71. ერთი იგი ჟამი შემძლებელ იქმნა აღსრულებად სრბისა მისისა, ვითარცა მყოვარ ჟამ შრომილისაჲ.
72. საკჳრველება დიდ იქმნა გამოცდილებისას მის გონებასა მას თანა-მდებისასა ამისთჳს, რამეთუ მიტევებაჲ იგი საკჳრველ იყო.
73. რამეთუ ჰრქუა: „მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი მრავალნი!“
74. და ვითარცა ესმა მას მიტევებაჲ იგი, მუნთქუესვე მოეტევნეს ყოველნი უშჯულოვებანი მისნი.
75. რამეთუ სადა მიტევებად არნ, უცხონი სახლეულ ყვნეს და განმწარებულნი გემოჲს-სახილველნი დაატკბვნეს.
76. რამეთუ სალმობასა უკურნებელსა ზედა გამოაჩინის მკურნალმან ბრძენმან გამოცდილებაჲ სიჴელოვნისაჲ.
77. და ვითარცა მბრდჳნვალესა სანთელსა გამოაჩინის მეცნიერებაჲ, ეგრეცა მოწყალებამან, ვითარცა ზეთმან, განაძლიერნის სანთელნი, დაშრეტილნი ცოდვითა.
78. რამეთუ ვითარცა კაცისა მისგან რომლისაგან განიჴადნეს მრავალნი ეშმაკნი, დაჯდა გონიერად ფერჴთა თანა უფლისათა.
79. მსგავს იყო მისა დედაკაცი იგი, დიდად თანა-მდები მისგან.
80. მრავალნი იგი ეშმაკნი განჴადნა და ამისგან მრავალნი იგი დაკრებულნი უკეთურებანი განყარნა.
81. და რაჲღა-მე ვთქუათ ერთისა მისთჳს, რომლისა სახელი მისი სახარებასა წერილ არს, რომელ-იგი უკეთურად ხოლო ვიდოდა და მოხუეჭასა და ანგაჰრებასა წარგრაგნილ იყო,
82. რომელ-იგი მეზუერე იყო და ტაძარ საყოფლად იყვნეს სულნი მისნი კერპთა მრავალთა ვეცხლის მოყუარებისა მისთჳს, რომელ-იგი ყოველისა უკეთურებისა უფროჲს არს.
83. გლახაკთაგან მძლავრ იტაცებდა და ობოლთა ზედა არა ეყო წყალობაჲ.
84. ყოველნი ასონი მისნი ჴელ-იყვნეს მიტაცებად.
85. არასადა ელხინა გლახაკსა წინაშე კართა მისთა, არცა მშიერი განძღა პურითა.
86. აწ იხილე, ვითარ შეიღება და გამოჩნდა ძოწეულად საჴმრად სამეუფოდ და ვითარ დაივიწყა ყოველივე, ვითარცა გულისხმა-ყო და იცნა მომპოვნებელი წყმედულთაჲ, და ვითარ უხაროდა მას მიყოფად ჴელისა თჳსისა ნაყოფსა მას,
87. რომელიცა შეიყუარა, და ვითარ კეთილი იგი წადიერებაჲ მისი, ვითარცა ნესტჳ, ოხრიდა წინაშე მსაჯულისა მის, რამეთუ არცა შჯული აღმოეკითხა მას და არცა მებრვე ჰამბავი წესიერებისაჲ მის სმენილ იყო ყურთა მისთა.
88. ხოლო ქველის-მოქმედი იგი მწყემსი რომელი მოვიდა შეკრებად განბნეულთა და განკურნებად წყლულებათა, ინება მისლვად სახლსა მას მეზუერისასა, წინაჲსწარ გულისხმა-ყო ვიდრე ხარებადმდე მისა და წარიკითხა წიგნი იგი ვიდრე განღებადმდე.
89. ხოლო ვინაჲთგან ნატაცებისა მის კუალად-გებად იწყო და ზოვგი ფასისა მისისაჲ აღუთქუა გლახაკთა, არა ჰრქუა მას უფალმან, ვითარმედ: „მიგეტევნედ შენ ცოდვანი შენნი,“ და არცა ესრე ჰრქუა,
90. ვითარმედ: „მოისპნედ შენგან ანგაჰრებანი ეგე ყოველნი,“ არამედ ვითარცა მიხედა და იხილნა საქმენი მისნი, ვითარ მსგავს არიან წინანდელთა მათ მამათასა და ოთხ წილად მსგავსად შჯულისა კუალად აგებს ნატაცებსა მას, თქუა: „და ესეცა ნაშობი აბრაჰამისი არს“.
91. რამეთუ მოვიდა ძჱ კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა და ვითარცა-სახედ ტაცებაჲ იგი რისხვასა მას ღმრთისასა განაღჳძებდა, ეგრეცა საცემელი იგი მოწყალებასა მას ზესკნელთასა განუსუენებდა.
92. აწ იხილე დედაკაცი იგი ცოდვილი, რომელი ეწია ცხორებასა, და მეზუერჱ იგი, რომელ ნაშობ აბრაჰამისა იწოდა.
93. შეიყუარე შენცა სინანული, რომელსა ეგევითარნი ნაშობნი საყუარელნი გამოჰჴდიან.
94. რამეთუ შემძლებელ იქმნა სიკეთჱ მისი, ვითარცა სამკაული დიდებისაჲ შემოსად და დაფარვად უკეთურებათა შენთა და შენდა წეს არს შთაცუმად ჭური იგი სინანულისაჲ,
95. რომელი-იგი ბრძმეთთა მათ მარხვისათა გამოიცადის და ქველის-საქმითა და ლოცვითა იქმნების და გულს-მოდგინებითა ცრემლთაჲთა გამოირჩიის.
96. მიერვე თჳსით გონებით ისწავის სინანული მონანულმან.
97. რაჲ საჴმარ არნ საქმეთა მისთა, რამეთუ აღშჱნებული იგი შუენიერი, რომელ დაჴრწნა უკეთურებით, შემძლებელ არს მუნვე განახლებად.
98. უკუეთუ მუშაკი მრავლითა შრომითა შურებინ ყამირისა დაჩჩობად, რავდენ არა უფროჲს ჯერ-არს შეცოდებულთა, რაჲთა მრავლითა შრომითა გული იგი, ვითარცა ყამირი განფიცხებული, მოალბვონ.
99. მირბიოდე გულს-მოდგინედ, ვითარცა სუნელთა სათიბითა ყუავილოვანთა, წიგნთა მიმართ წმიდათა, და მიერ ვარჩევდეთ და მოვჰწილვიდეთ, ვითარცა ყუავილთა შუენიერთა,
100. რომელნი შემძლებელ იყვნენ გამოშორებად სიტკბოებისა და განშორებად სიმწარისა გონებათა განშორებულთა, რომელთა ნუგეშინის-სცენ და გულს-მოდგინე ქმნენ სინანულად, რაჲთა არა დაჰპრკოლდენ მრავალთა მათ თანა-ნადებთათჳს,
101. და გარეშე იპოვნენ განწესებულსა მას სასოწარკუეთილებისასა, არამედ რაჲთა მოიქცენ უვეჭუელად და მიეახლნენ ბჭეთა მათ მოწყალებისათა, რომელი აღმოადინებს მიტევებასა,
102. ვითარცა ძლიერად აღმოდინებულსა მდინარესა წყაროთა მათგან საუკუნეთა, და განაძღებს უსასყიდლოდ წყურიელთა.
103. რომელნი დაუცონელად გულს-მოდგინედ მიიწრაფიან მისა, ვითარცა-სახედ დიდ-დიდნი იგი და გამოჩინებულნი, რომელთა ზრახვაჲ რჩეულებისაჲ აქუნდა გონებასა, ვითარცა შევარდეს შეცოდებასა რასმე.
104. შემძლებელ იქმნა ძლიერებაჲ სინანულისა მათისაჲ ადრე-ადრე მიტევებად ცოდვათა მათთა.
105. ეგრეცა უძლურნი და მცირენი, რაჟამს მოიქცენ ღმრთისა ჭეშმარიტისა, სინანულითა განათავისუფლნენ თავნი თჳსნი მონებისა მისგან განრყუნილებისაჲსა და განხეთქნენ მუჰრაკნი იგი თანა-ნადებთა მათ დაზჳნულთანი,
106. და რომელნი მრავლით ჟამითგან შეკრულ არიან ცოდვითა, მცირითა ჟამითა შემძლებელ არს განჴსნად სინანული.
107. და იხილე, რომელ-იგი მრავლით ჟამითგან ექმნა დავითსა, თუალისა წამსა ადრე-ადრე აღჴოცა სინანულითა მით, რამეთუ სალმობისა, რომლისა ვერ შემძლებელ არს განკურნებად ჴორცთა წამალი მკურნალთაჲ, სინანული შემძლებელ არს აღფხურად და განშოვრებად ცრემლითა და ვედრებითა.
108. იხილე აქაბცა, მეფჱ ისრაჱლისაჲ, რომელმან გარდაჰმატა უშჯულოებაჲ და ამპარტავნებითა მით არა მოიჴსენა ცნობად შემოქმედისა,
109. განლაღნა თავის-მოთნებითა და იწყო უშჯულოებად წინაშე უფლისა, რომელ იგიცა დავითს ემსგავსა სინანულითა მით, რამეთუ ცნა, ვითარმედ იქმნა აღვსება გულის-თქუმათა მათ, რომელ გულმან უთქუა.
110. მოიწია მეყსეულად ჟამი იგი შურის-გებისაჲ და მაშინღა შეურაცხ უჩნდის წინაშე თუალთა მისთა ფასნი იგი გულის-სათქუმელნი და შეჰრაცხა მეუფებაჲ მისი არა საჴმრად,
111. რამეთუ გულისხმა-ყო ნებასა თჳსსა, ვითარმედ არარაჲ არს ქუეყანასა ზედა, რომელი შემძლებელ არს მისა ჴსნად ღწუათა მათგან განწესებულთა, გარნა სინანული ხოლო.
112. იწრაფა და შეურდა მოწყალებათა მათ ღმრთისათა და შთაიცუა ძაძაჲ შიშულივ ჴორცთა მისთა.
113. მიუტევა გულთ-მეცნიერმან ყოველივე კაცთ-სათნოებისაჲ იგი საქმჱ და შეჰრაცხა მოქცევისაჲ მის და სინანულისა გონებაჲ.
114. ჰრქუა წინაწარმეტყუელსა მას: ხედავ ეგერა, რამეთუ შეიკდიმა აქააბ და შეიშინა ღმრთისაგან მოწამჱ იგი ჭეშმარიტი.
115. წამებდა მაღლით გამო სინანულისა მისთჳს და ელიას წინაწარმეტყუელსა დაგებასა მორჩილებისასა შეადგინებდა, რაჲთა თქუმაჲ იგი შურისა მის მოშურნისაჲ სიტყჳთა მით ლბილითა დაამშჳდოს, რამეთუ ჰრქუა მას: „იხილე აწ, აქაბი ვითარ შეიკდიმა პირისაგან ჩემისა!
116. ამისთჳს არა მოვავლინო ბოროტი დღეთა მისთა“, გულისხმა-ყავ, რაჲ-იგი საქმჱ ქმნა ძლიერებამან მან სინანულისამან.
117. მიეახლე შენცა კართა მათ მისთა, რამეთუ განმყოფელი იგი ერთად მიჰმადლებს მოწყალებასა მსგავსად შრომათა თჳსთაებრ, რომელნი მიეახლებიან მას, და თანა-მკჳდრ ყვნის მართალთა სამკჳდრებელსა ყოველნი, რომელნი მიევედრნიან.
118. ძლიერ და მძლე არს ღუაწლსა და ყოველთა მჴდომთა მძლე არს ბრძოლასა და გჳრგჳნი სიმჴნისაჲ დაიდგის სიქველითა.
119. და აჰა ესერა გულის-სათქუმელი იგი ხატი მისი გჳჩუენებს ჩუენ, რაჲთა მისა მივიქცეთ.
120. და ოდეს გულისხმა-ჰყოთ, რაჟამს სინანულითა აღმოგჳდინებდეს ჩუენ სასოებასა, განვაკრძალნეთ გონებანი სინანულსა
121. და სლვანი ჩუენნი წარვჰმართნეთ მსგავსად სიტყჳსა მის მოციქულისა, რომელსა იტყჳს, რამეთუ „რაჲ-იგი პირველ იყო, დამიტევებიეს, და რაჲ-იგი წინა-მიც, მას მივსწუდები“.
122. რამეთუ აჰა ჟამსა ერთსა მო-ვინმე-ივლინა წინაწარმეტყუელთაგანი ნინევე ქალაქსა მას მძლავრთასა.
123. ჭეშმარიტსა მას სიტყუასა ზედა დამტკიცებულ იყო და დიდსა თქუმასა, ვითარცა მახჳლითა განმკუეთელითა, ენითა მით მიაწევდა და საშჯელი მკუეთრი შემსგავსებულად მათა აქუნდა ბაგეთა მისთა, და წყმედასა ყოვლისა მის ქ˜ლქისსა ქადაგებდა.
124. ქადაგებაჲ წყმედისაჲ ყოველთა მიასმინა და დღესა წყმედისასა დროსა განაჩინებდა და ჟამსა დღისა მის განრყუნისასა უჩუენებდა, და ყოველთა, ვითარცა სათრომელსა, შეაყენებდა და ერთსა უღელსა სიმძიმისასა ყოველთა ზედა დასდებდა.
125. არცა დიდად თანა-მდებთა მათ ადრე-ადრე წარწყმედად აღუთქუმიდა, და არცა მცირედ თანა-მდებთა სულ-გრძელებასა აღუთქმიდა, და არცა გლახაკთა სწყალობდა, და არცა მდიდართა ჰრიდებდა.
126. ვითარცა ოხრასა ნესუტისასა, აღამაღლებდა ჴმასა თჳსსა და დაქცევასა ეტყოდა შუენიერსა მას ქალაქსა, და დათქმასა განაჩინებდა მკჳდრთა მის ქ˜ქისათა.
127. და ვითარცა იხილეს, რამეთუ მშჳლდი გარდაცუმული აქუს ჴელსა და კაბარჭნი წელთა, სავსე განმრყუნელითა ისრითა, იწყეს მიერითგან განმზადებად ჭურთა სინანულისათა წინაშე პირსა ამის ყოვლისასა და ნადობით ურთიერთას მჴნედ განემზადებოდეს.
128. მარჯუნჱ მაღლისაჲ შემწე ექმნებოდა ყოველთა და მკლავი ძლიერისაჲ მის – შესავედრებელთა;
129. ქველის-საქმენი მოწყალებისა მათისანი, ვითარცა ზღუდჱ, დაფარულად გარე-მოდგუმულ იყო მათსა;
130. ღუაწლი იგი, რომელ იქმნებოდა მუნ მჴნეთაჲ, არათუ დრაუჟ-აღტევებული სასწაულითა, არამედ სინანულითა და ჭეშმარიტებით წესიერებითა.
131. და მეუფესა მას შიშითა დაეგდო შარავანდი იგი, ძაძითა და ნაცრითა დამდაბლდებოდა.
132. და მთავარნი იგი ყოველნი მასვე სახესა შთაიცუმიდეს, უწესონი იგი და უკეთურნი საცემელსა მოწყალებისასა განჰყოფდეს და განბორგებულნი იგი გულის-თქუმითა სინანულითა დამშჳდნებოდეს.
133. ძუძუჲს-მწოვარნი ძუძუსა დაიყენნეს და საცხოვარნი – საძოვარსა, ერთსა სახესა ურვისასა ერთბამად შთაიცუმიდეს ყოველნი, რამეთუ მიფენილი რისხვაჲ იგი ყოველთა ზედა ერთბამად ღაღადებდა და შემწირველნი იგი მარხვისანი კართა მათ მოწყალებისათა უწყინოდ მიიწეოდეს.
134. მძევალნი ლოცვათა მათთანი დასაგებლად მიიწეოდეს მათგან და ქველის-საქმენი იგი.
135. მძევალნი ფერჴთა მათ უფლისათა მიიწეოდეს, ვითარცა-სახედ თანა-ნადებნი იგი მათნი, და ძაძითა სინანული იგი მათი მარადის მიიწეოდა.
136. თუალნი მათნი ყოველსა ჟამსა ვითარცა ღრუბელნი ცრემლთა დასხმიდეს, პირნი მათნი აღნათქუემსა აღუთქმიდეს და ენანი მათნი მადლობასა შესწირვიდეს.
137. ყოველნი ერთბამად დიდ-დიდსა ტანჯვასა შესრულ იყვნეს და არავინ იყო ნუგეშინის-მცემელ სალმობათა მათ ურვისათა.
138. სამოსელი იგი გლოვისაჲ შთაეცუა და უშუერი ხილვაჲ მწუხარებისაჲ გარდასხმულ იყო მათ ზედა.
139. დაუბნელდეს თუალნი მათნი ტირილითა და განკფდეს გულნი მათნი სალმობითა.
140. და რაჟამს ევედრებოდეს, ესრჱთ იტყოდეს: ჩუეულ არს კარი შენი განღებად მეყსეულად შეცოდებულთა და წრფელ არს მოწყალებაჲ შენი მიტევებად თანა-ნადებთა.
141. იყავ ჩუენდა შემწე და განანათლენ დაბნელებულნი გულნი ჩუენნი!
142. არათუ ვითარცა კაცი ხარ შენ, რომელი მიყუართა მიმართ ხოლო კეთილ არნ და მტერთა მიმართ შურის-მეძიებელ არნ.
143. ხოლო შენ მართალნი გიყუარან და ცოდვილთა ზედა მიჰფენ წყალობასა შენსა.
144. ნუ გუსწავლი ჩუენ რისხვითა და ნუ წარგუწყმედ გულის-წყრომითა შენითა!
145. მოხედე დამდაბლებასა ჩუენსა და ნუ განჰრისხნები ცოდვათა ჩუენთათჳს!
146. ინებე სინანული ჩუენი და შეიწირენ თხოვანი ჩუენნი!
147. რაიმე სარგებელ იყოს შენდა, უკუეთუ მოვწყდეთ, ანუ რაჲ შესაძინელ არს, თუ წარვწყმდეთ?
148. განგჳხუენ კარნი ლოცვათა ჩუენთანი და მოჰფინე ჩუენ ზედა შეწყნარებაჲ და მოწყალებაჲ!
149. ეც მიზეზ წინაწარმეტყუელსა მას შენსა, რაჲთა შეწიროს ლოცვაჲ ჩუენ ცოდვილთათჳს, ვითარცა-იგი მიეც ელიას წინაწარმეტყუელსა, რომელსა-იგი შურის-გებისათჳს არა უნდა წყალობისა ყოფაჲ.
150. მოადგინე მოწყალებაჲ და ასწავე მას შეწყნარებაჲ და წყალობაჲ, რაჲთა შეიწიროს ლოცვაჲ შეცოდებულთა მათთჳს.
151. ეგრეცა აწ, უფალო, ყავ ნუ რაჲ მიზეზი იონაჲს ზედა, რაჲთა ისწაოს მოწყალებაჲ შენი და ლოცვა-ყოს ჩუენისა ჴსნისათჳს.
152. და აღსრულებასა მას დღეთა სინანულისა მათისათა აღწონნა იგინი წესმან მან და იპოვა, რამეთუ დასწონა, ვითარცა სასწორსა, სინანუმან მათმან.
153. იქადაგა სინანული მათი ძუელსა შჯულსა და მოგუეთხრა ჴსნაჲ მათი ახალსა შჯულსა, რაჲთა ვისწაოთ ჩუენცა, რავდენ მხიარულ არს ღმერთი მოქცევასა ცოდვილთა სინანულად, და დაეგის მათ.
154. ძალნი მოიქცევიედ მისა.
155. ხოლო წეს- და ჯერ-არს ჩუენდა, რამეთუ ვითარცა ცოდვამან დაშრიტნა სანთელნი სულთა ჩუენთანი, ეგრეცა განათლდეს ცხოვრებაჲ ჩუენი განათლებითა მით სინანულისაჲთა.
156. დაღათუ საქმეთა მათ ჩუენთა უკეთურთა მიგჳზიდნეს [ბნ]ელად, არამედ არს [ძალი სინანულისაჲ] ჴსნად ჩუენდა განსარყუნელისაგან.
157. უკეთურმან მან უკეთურების ჭურჭელ გუქმნნა ჩუენ, თჳსისა მის უკეთურებისა, და დააბრმნა გულისხმის-საყოფელნი ჩუენნი, რაჲთა არა გულისხმა-ვყოთ სინანული.
158. არამედ ქველის-მოქმედმან მან თჳსითა მით უხუად მოწყალებითა გამოაცხადა, ვითარმედ: რავდენ ჰნებავს, რაჟამს შევინანოთ და მოვიქცეთ მისა?
159. აწ რომელი გარდაჰჴდეს გზასა, ვიდოდედ წინაშე თუალთა მისთა ბრწყინვალებანი სინანულისანი, ვითარცა ვიდოდიან ნათელსა ბრწყინვალებისასა ნახჭნი ფერჴთა მისთანი.
160. ვაჭირი, რომელი ავაზაკთაგან იტყუენის, გლახაკებაჲ ადრე-ადრე ეწიის მას და მოკლებაჲ და უპოვარებაჲ მარადის დაჰშჯინ გონებასა მისსა;
161. ღამჱ ზრუნვითა დადნებინ და დღისი ურვითა განკფდებინ და შურებინ, რაჲთამცა ეგრევე-სახედ მოიგო სავაჭრჱ თჳსი.
162. ეგრეცა რომელთანი განიძარცუნიან საფასენი ცოდვითა და თუ არა დაშურეს მუნვე აღდგინებად საფასისა თჳსისა, ნაკლულევანებად შედგეს და დაცემულებასა უპოვრებისასა შევარდეს და მარადის წყმედაჲ იგი საფასისაჲ მის დაჰჯინ მას.
163. უკუეთუ განაღჳძოს გონებაჲ თჳსი და ისწაოს თავით თჳსით მოქცევად ქველის-მოქმედისა მიმართ და სწრაფით და გულს-მოდგინედ შემდგომად სინანულისაჲ მიიღოს სახჱ ძმისაჲ მის,
164. რომელმან დაღუარა საფასჱ მამისა თჳსისაჲ უღირსთა თანა და მომყმარი ინატრიდა საჭმელსა ღორთასა და მოჴსენებითა მით ყოვლისა მის კეთილისაჲთა, რომელ დაღუარა, დაშჯიდა გონებასა თჳსსა და კუნესასა სიმწარისასა,
165. ვითარცა წყალსა, სუმიდა მარადის, რაჟამს ხედავნ მდიდართა ფუფუნებასა და შუებულთა სიხარულსა.
166. აწ იხილე სიმდიდრჱ, რომელ დაგლახაკნა და არა დასცხრებოდა ცრემლთაგან და დამძიმებულისა მის მწუხარებისასა ნუგეშინის-ცემასა ეძიებდა;
167. და ვითარცა იხილა, ვითარმედ არა ვინაჲ არს ნუგეშინის-ცემა ურვისა მისთჳს, მაშინღა მოვიდა გონებასა თჳსსა და იწყო სწავლად სიტყუათა ვედრებისათა,
168. რომლითა მოიქციოს წყალობად მამაჲ იგი თჳსი, და თქუა: მე თავით თავისა ვიქმენ წინამძღუარ ბოროტისა, რამეთუ დავღუარე ყოველი იგი საფასჱ უღირსთა მიმართ.
169. აწ მივიქცე მამისა ჩემისა და ვჰრქუა ესრჱთ, ვითარმედ: ვცოდე ცათა შინა და შენ წინაშე, და არა ღირს ვარ, ვითარმცა მერქუა მე შენდა შვილ.
170. და მაშინღა წარვიდა მამისა თჳსისა და ვითარცა იხილა მამამან შოვრით, რამეთუ მოვალს, წინა-მიეგებოდა, განყვნა მჴარნი და შეიტყბო სიხარულით.
171. არცა დაგლახაკებასა მას დაჰრიდა, არცა შიშულობასა მას დაჰრიდა და არცა საფასეთა მათ დაღუარვისათჳს რას ეტყოდა, რამეთუ შთაუვრდა სიხარული გულსა მისსა, რამეთუ იპოვა შვილი იგი მისი.
172. და ვითარცა შენანებაჲ იგი დიდ იყო კუნესით გულსა მას ძისასა, ეგრეცა მოქცევაჲ იგი მამისა მიმართ გულსა მას მამისასა უმეტჱსად ახარებდა.
173. და ვერ შეუძლეს ყოველთა მათ უკეთურებათა განშორებად იგი შვილებისაგან სინანულისა მისთჳს, რომელსა ეწია, და დაამშჳდნა ყოველივე.
174. რამეთუ აჰა მამაჲცა იგი გუეწამების სიტყუათა ამათ ჩუენთა, რამეთუ თქუა: „ძჱ ჩემი მომკუდარ იყო და ცხონდა, წარწყმედულ იყო და იპოვა“, რაჲთა აჩუენოს, ვითარმედ სინანულსა აღდგომაჲ მკუდართაჲ გამოწერილ არს და მოქცევათა ცოდვილთასა სიხარული არნ ანგელოზთაჲ.
175. იყვნეთ ამიერითგან მორჩილ სინანულისა, რაჲთა განიკურნენ სინანულითა სალმობანი გონებათა ჩუენთანი, და სრულითა მით მოქცევითა აღვიწერნეთ წიგნთა მათ შე[წყა]ლებისათა;
176. და მამასა, რომელმან მოავლინა მხოლოდ-შობილი, და ძესა, რომელმან გჳჴსნნა წყალობითა თჳსითა, და წმიდასა სულსა,
177. რომელმან განგუწმიდნა და განგუათავისუფლნა ჩუენ, დიდებაჲ და სიმდიდრჱ, სიმტკიცჱ და ჴელმწიფებაჲ, პატივი და თ˜ყნის-ცემაჲ აწ და ყოველთა მიმართ საუკუნეთა საუკუნეთაჲსა. ამენ.