მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ მარხვისათჳს და იონაჲსთჳს]
2. ....................ხოლო შენ ეგევითარი მიზეზი არა გაქუს ჴელთა ნინეველთა წარწყმედისათჳს.
3. რაჲსათჳს წინაჲსწარ განმზადებულ ხარ დაცემად ქალაქისა მაგის და წარწყმედად?
4. შენ ჩემსა ბრძანებასა არა მერჩოდე, რაჲთამცა იჴსნა ქალაქი ნინევჱ შენითა ქადაგებითა.
5. ხოლო მაგათ არავისგან ესმა და არცა ამცნო ვინ.
6. ყოვლითავე განმზადებულ არიან და განკრძალულ შენთჳს.
7. და შენ, რომელი-ეგე მიზეზი ხარ მაგათისა მაგის წარწყმედისაჲ, არა ჰნებავს შენი წარწყმედაჲ, არამედ განრინებაჲ.
8. და შემდგომად ზღჳსა მის დარჩისა და წილისა მის შეწამებისა თჳსით თავსა თჳსსა დაშჯის და სივლტოლასა მას აღიარებს.
9. და მათ მითცა არა ჴელი შეყვეს წინაწარმეტყუელსა მას, არამედ დგეს და ხედვიდეს მას და თავთა თჳსთა დაშჯიდეს და ბრალეულად ეპყრა.
10. და შემდგომად ესოდენისა შეცოდებისა უნდა მათ განრინებაჲ მისი ზღჳსა მისგან და ღელვათა.
11. ხოლო ზღუაჲ იგი მითცა არა მიუტევებდა მას, არა შეუნდობდა, და არა თუ ზღუაჲ იგი თჳთ ამას იქმოდა, არამედ ღმერთი.
12. და ვითარცა ზღჳთა მით განსწავლიდა მას, ეგრეცა თევზითა მით აცნობებდა მას, რამეთუ, რაჟამს ესმა მისგან, ვითარმედ: აღმიღეთ და შთამაგდეთ მე ზღუასა მაგას,
13. და მენავენი იგი ფრიად ჰბრძოდეს, ვითარმცა ჴმელად ვითარ-რაჲ გამოადგინეს ნავი იგი, ხოლო ღელვანი იგი ზღჳსანი არა ერჩდეს.
14. აწ შენ ხედავა წინაჲსწარმეტყუელსა მას მეოტსა მისგანვე?
15. ისმინე აღსარებაჲ იგიცა შიგან მუცლით მჴეც-თევზისა მისგან, რამეთუ სივლტოლაჲ მისი ვითარცა კაცისაჲ ხოლო იქმნებოდა, ხოლო აღსაარებაჲ მისი – ვითარცა წინაწარმეტყუელისაჲ,
16. რამეთუ ამიერითგანღა მიიღო და დათქა იგი ზღუამან და, ვითარცა საპყრობილესა შინა, რაცა საკრველითა რკინისაჲთა შეჰკრვიდა და დასდებდა მას მუცელსა შიდა თევზისასა და დაუმარხვიდა უფალსა მას თჳსსა, ვითარცა მონასა მეოტსა.
17. რამეთუ ღელვათა მათ ურჩთა არა მოაშთვეს იგი და არცა მჴეცის[ს]ახემან მან თევზმან, რომელმან შთათქა იგი და არა განრყუნა და არცა წარწყმიდა, არამედ დაჰმარხა.
18. და მოიყვანა და ქალაქსა მიავლინა.
19. რამეთუ ზღუაჲ იგი და თევზი სადა იყვნეს, უცნობელი ბუნებაჲ იყო და ესმოდა და ერჩდეს საღმრთოსა მას ბრძანებასა, რომლითაცა წინაწარმეტყუელი იგი განისწავლა.
20. მაშინღა ამის შემდგომად შევიდოდა ქალაქსა მას დიდსა და შუენიერსა და უქადაგებდა მათ ბრძანებასა პატიჟისასა, ვითარცა მუჰრაკითა სამეოჲთა მოსასრველსა მას ბრძანებასა, ღაღადებდა და იტყოდა, ვითარმედ: შემდგომად სამისა დღისა ნინევჱ დაქცევად არს.
21. და მათ ვითარცა ესმა ბრძანებაჲ იგი, არას ორგულებდეს, არცა უდებ-იქმნეს, არამედ ყოველნი ადრე-ადრე მირბიოდეს, თაყუანის-ცემასა და მარხვასა შეევედრებოდეს:
22. მამანი და დედანი, ჴელმწიფენი და მფლობელნი, მოხუცებულნი და ნინ[ველნი], ყრმანი და ჭაბუკნი, და საცხოვართა ბუნებაჲცა დამორჩილებულ იყო, იუზმებდეს, ყოველნი ერთბამად ძაძა-შთაცუმულ და ნაცარ-თავ-გარდასხმულ იქმნებოდეს, ყოველნი გლოვასა და მწუხარებასა შევარდებოდეს.
23. და თჳთ მეფჱ იგი მათი, რომელსა შარავანდნი თავსა ედგნეს, გარდამუსრულ საყდრით სამეუფოჲთ, ძაძასა შთაიცუმიდა და ნაცარსა თავსა გარდაისხმიდა და ესრჱთ შეუძლებდა განრინებად შეურვებულსა მას ქალაქსა მრავლისა მის[გან] ურვისა და ბრძანებისა მ[ის]გან საღმრთოჲსა.
24. და მუნ არს ხილვაჲ, საქმჱ საკჳრველი!
25. ძაძაჲ და ნაცარი პატიოსან იპოვა, ვიდრე შარავანდნი და ძოწეული, რამეთუ რომლისაგან ვერ განარინის შარავანდმან და ძოწეულმან, ერეოდეს და განარინეს ძაძამან და ნაცარმან.
26. აწ ვხედავ, ვითარ არა უდებად ვთქუთ პირველსა მას თქუმულსა, ვითარმედ არა ჯერ-არს შეშინებაჲ და მორიდებაჲ მარხვისა და თაყუანის-ცემისაგან, არამედ ნაყროვანებისა და მთრვალობისაგან ჯერ-არს შიში და მორიდებაჲ:
27. რამეთუ მთრვალობამან და ნაყროვანებამან ქალაქი აღმართებული და მტკიცჱ შეძრა და შეარყია და უნდა დამჴოლვაჲ მისი.
28. ხოლო მარხვამან და თაყუანის-ცემამან დაამტკიცეს და აჰმართეს.
29. ამათ გამოვე შთაჴდა დანიელი მღჳმესა მას ლომთასა და ვითარცა შორის ცხოვართა მშჳდთა და მყუდროთა მათებრ ვითარცა მათგანი დგა.
30. და ღათუ განძჳნებულ იყვნეს კლვად მისა მეშალილებისა მისგან ბუნებისა, და ღათუ ბუნებაჲ იგი მჴეცთაჲ აწუევდა, შეიშინეს და ვერ იკადრეს შეხებად ჴორცთა.
31. ესე უწყი, რამეთუ მძჳნარე და ძლიერ არს ლომი, განმტეხელ და წარმწყმედელ, უფროჲსღა, რომელნი იგი შჳდ დღე შეყენებულ და უზმობილ იყვნეს ჩუეულისა მისგან საზრდელისა.
32. და ვითარცა მრისხანეთა მკლველთა შეიხილნეს ურთიერთას, მოასხნეს გარემო მისა მკლავნი მათნი, რაჲთამცა ჭამეს და განძღეს ჴორცთა და სისხლითა მისითა, და მყის შეშინდეს და დაჰჴსნდეს და რეცა შეირცხჳნეს მიახლებად ჴორცთა მის წინაწარმეტყუელისათა.
33. ამათ გამოვე სამნი იგი ყრმანი ბაბილონს საჴუმილსა მას ცეცხლისასა შევიდეს და მყოვარ ჟამ ცეცხლსა მას შინა იტყოდეს და უბრწყინვალჱს და უნათლჱს ჴორცნი მათნი საჴუმილისა მისგან გამოვიდოდეს.
34. აწ, უკუეთუ ცეცხლი იყო ცეცხლი იგი.
35. რად არა იქმოდა საქმესა ცეცხლისასა?
36. და თუ ჴორცნი იყვნეს ჴორცნი იგი მათნი, რად არა იგუემნეს, ვითარცა ჴორცნი?
37. აწ, თუ ესრე სთქუა, ვითარ-მე არს ესე, მიეახლე მარხვასა და ჰკითხე მას და მან მოგიგოს შენ და განგიმარტოს შენ ძალი მარხვისაჲ, რამეთუ ნანდჳლ არსვე სახე: ბუნებაჲ ჴორცთაჲ მათ უთმინო არს და მეოტ ბუნებასა ცეცხლისასა და აქა ძლეულ იპოვების ბუნებაჲ ცეცხლისაჲ.
38. იხილე ღუაწლი იგი საკჳრველი, იხილე საკჳრველადი იგი ძლევაჲ და დაგიკჳრდინ და აქე მარხვაჲ და შეიწყნარე იგი შენდად სიხარულით, რამეთუ ვინაჲთგან საჴუმილსა შინა შემძლებელ არს დაცვად და ეშმაკთა შემძლებელ არს განდევნად.
39. და რისხვითი იგი ბრძანებაჲ უფლისაჲ წყალობად გარდააქციეს და აღბორგებული იგი გულის-თქუმაჲ დაშრიტეს და აზნაურებად მიგჳზიდნეს, მრავლისა მშჳდობისა მიზეზი გონებასა ჩუენსა განაწესის,
40. ვითარ არა სიმედგრე არს გონებისა უჴმარისა, რომელსა ესოდენი ესე ნუგეშინის-საცემელი და კეთილი ჴელთა აქუს, ერიდების და ეშინის მარხვისაგან?
41. და, ვინ უწყის, თქუასცა ვინმე: გარდაიქციან და მოუძლურდიან ჴორცნი ესე.
42. ხოლო რავდენ გარეშჱ ესე კაცებაჲ ჩუენი გარდაიქცის და მოუძლურდის, შინაგანი ესე კაცებაჲ ჩუენი განახლდის და განძლიერდის დღითი დღედ.
43. და თუ გინდეს ჭეშმარიტად კითხვაჲ და ზედა-მიწევნაჲ და გამოცდაჲ ძალისა მისისა, უფროჲსღა დედად სიმრთელისა ჰპოო მარხვაჲ.
44. და თუ ჩემნი ესე სიტყუანი არა გრწმანან, მკურნალთაგან მეცნიერ იქმენ და ისწავე მათგან და მათ გამო დაემორჩილე და გულისხმა-ყავ, რამეთუ მათ დედად სიმრთელისა თქჳან მარხვაჲ, და ვნებაჲ თავისაჲ და სალმობაჲ ფერჴთაჲ,
45. ანუ მეყს შებოროტებაჲ ვითარ შეწყჳდნეს და სიმძიმჱ და განრყუნილებაჲ სტომაქისაჲ, და წყლით განსივებაჲ მუცლისაჲ, და მსივნებაჲ, ანუ ზარის განჴდანი ჴორცთანი, ანუ ბევრნი სიმრავლენი სალმობათანი – ნაყროვანებისაგან და ფუფუნებისაგან იტყჳედ მკურნალნი.
46. აწ ცან, ვ˜დ მძიმედ აღმომცემელთა წყაროთა, ანუ ვითარცა ყშირად და მრღჳედ მავალთა მდინარეთა სიმართლესა ჴორცთასა და მღჳძარებასა სულთასა გარდააქცევენ და განჰრყუნიან.
47. ამიერითგან ნუ უდებ ხარ მარხვასა, რომელმან ესევითართა ბოროტთა ვნებათაგან განგუარინნეს, რამეთუ არა უდებად რას მიგცემ თქუენ მარადის სწავლასა ამას, არამედ ვხედავ მავალთა თქუენგანთა კაცთა,
48. ვითარცა დედაკაცისა ბოროტისა სახე-უკეთურისაგან ზარ-გაც და ერიდები მარხვასა, ხოლო მთრვალობასა და უძღებებასა ვითარცა ქმნულ-კეთილსა და მშჳდსა და კრძალულსა და ნანარსა გწადის მიახლებად.
49. ამისთჳს გამცნებ თქუენ, რაჲთა, რომელსა შესაძინელი და სარგებელი მარხვითა იყოს, ნაყროვანებითა და მთრვალობითა ნუმცა შეურაცხ-იქმნების და განგეშორვების.
50. რამეთუ ვითარცა სტომაქ-სალმობიერთა კაცთა რაჟამს ჰნებავნ შესუმად წამლისა და მაძღარ და სავსე არიედ ჭამადითა და მასვე ჟამსა შესჳან წამალი იგი საკურნებელი, გემოჲ იგი სიმწარისაჲ დაუშთის,
51. ხოლო სარგებელისა მისგან შორს იპოვნიან: ძნელად შეჴდიან ურთიერთას წამალი იგი და ჭამადი, და მათსა მას ბრძოლასა ევნის სალმობიერსა მას.
52. ამისთჳსცა უბრძანიან ჴელოვანთა მკურნალთა უსეროდ და გემო-უხილველად დაძინებად.
53. მაშინღა შეუძლის წამალმან მან განკურნებად და განრინებად სნეულისა მის.
54. ესრესახედცა, რაჟამს მიეახლებოდი მარხვასა და დიდად მთრვალობითა და გარდარეულად ჭამითა დასტენო და აღმოავსო მუცელი შენი დღეს, და ხვალე და შემდგომად შესუა წამალი იგი, უდებ და ურგებ არს შენდა იგი, გარნა სალმობათა მათ ხოლო ზიარ ხარ,
55. ხოლო სარგებელთა მათგან შესცეთ, რომელ მთრვალობათაგან იქმნა შენდა უწესობაჲ, რ˜ლ განლიის და წარწყმიდის სიმთრვალჱ და ძალი სულთა და ჴორცთაჲ.
56. ამიერითგან ფრთხილად და მღჳძარედ ჴამს პყრობაჲ თავთა ჩუენთაჲ და მშჳდად და მდაბლად გონებაჲ ჩუენი და მაშინღა წამლისა მის საკურნებელისა გემოჲს-ხილვად, და მრავალ-წლისა შეცოდებაჲ და ბრალი შეუძლოთ განწმედად.
57. და ნუ ამიერითგან შესულებულნი და მიმოხილვით და რორინებით ვეფეშუებოდით ჟამსა მას მარხვისასა და ნუ უკუე მეოტ-ქმნულ მარხვისაგან დავითქნეთ მთრვალობითა.
58. და ნუმცა ვემსგავსებით მათ, ვითარცა-სახედ ვინ დასნეულდის და მოუძლურდის ჴორცთა ზედა, და მერმე, კნინ უკეთე-ქმნულ და აღდგომილ, ეცის ნუ რაჲ უსუსურსა მას, მივარდის და იწყლის.
59. ვითარცა გჳცნობიეს კაცად-კაცადსა თავთა ჩუენთაჲ, ორკერძოჲთვე უძნელჱს არნ პირველისა მის შემდგომი იგი, – გინათუ სულიერად, გინათუ ჴორციელად, – რომლისა მარხვითა შემძლებელ ვართ განკრძალვად და განრინებად.
60. ვითარცა მჴეცთათჳს მკლველთა, შეჭურვილ და მახჳლოსან, და განმზადებულმცა ვართ დაფარვად და განრინებად ჴორცთა ჩუენთა ურვათაგან ამის სოფლისათა, რომელნი გჳმზირიან და გუბრძვანან ჩუენ, ესრეთ-სახედცა აწ მრავალნი კაცთაგანნი მარხვასა,
61. ვითარცა მჴეცთა ბრძოლასა, ზარ-განჴდილნი და შეშინებულნი შევლენედ და განკრძალულ,
62. და დასხენედ და აღმოავსებედ უპესა და მუცელსა თჳსსა და განსივებულნი კუნესიედ და დაბნელებულ და შესულებულ თავნი მათნი არიედ მრავლითა მით უგუნურებითა და მჴდომ ეპოვნიან მშჳდსა მას და ყუდროსა და შუენიერსა მარხვასა.
63. და მეყს თუ ჰკითხო ვისმე: რაჲსა მიისწრაფი აბანოდ დღეს?
64. მოგიგოს და გრქუას, რამეთუ: ხვალე მარხვაჲ შემოვალს.
65. აწ ვითარ ეგების ესე, ანუ ვითარ მარჯუე არს?
66. უკუეთუ ჴორცთა მაგათ განიწმედ, სულსა მაგას რაჲსა წიდოვან იქმ?
67. ეგების-მე რაჲა ამისსა უფრო სიტყუაჲ და მოძღურებაჲ მარხვისათჳს?
68. ხოლო ბრძენთა კაცთა მცირედნიცა სიტყუანი შემძლებელ არიან კუალს-დგინებად და მოქცევად.
69. რომლისათჳსცა თანა-გუაც კმა-ყოფად სიტყუათაჲ ამათ, რამეთუ გუწადის სმენად ჴმისაჲ მამად-მთავრისაჲ ამის: და ღათუ ჩუენ ვითარცა ყრმანი უსრულნი და მწყემსნი გისტჳნევდით ნესუტითა სულიერითა,
70. ვითარცა საგრილსა ქუეშე მუხასა, გინათუ ძეწნსა, ესრჱთ დავსხედით მთავრად შორის მღდელთა, და გასმინეს თქუენ ჴმაჲ ებნისაჲ ამის ჩუენისაჲ, რავდენ ძალ-გუედვა.
71. ხოლო ამან, რომელ-ესე მამაჲ ჩუენი არს, ვითარცა ჴ[ელ]ოვანთ-მოძღუარმან და ბრძენმან, უფროჲს სახესა მას ოქროსა ნესტჳსა და ერთად ჴმად და ერთ-სახედ [დაჰბეროს და] განგებულად გასმინოს
72. [და ტკბი]ადითა მით ჴმითა და სასმენელითა მით სიტყჳთა [ყოველი] შემოგკრიბოს და ნუგეშინის-გცეს და შეგიწყნარნეს არათუ ნანდჳლ ნესტჳთა, არამედ ერთობისა სიტყჳთა და საქმითა და მრავლითა შეძინებითა სარგებელითა.
73. რამეთუ ქრისტემანცა ესევითარნი მოძღუარნი გამოირჩინა, იტყჳს: რომელმან ყოს და ასწაოს, ესე და იწოდოს სასუფეველსა შინა ცათასა.
74. აწ ლოცვითა ამისითა და ყოველთა ამათ თანა-მოსაყდრეთაჲთა ღირსმცა ვართ ჩუენცა მიწევნად სასუფეველსა ცათასა მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსითა,
75. რომლისა თანა მამასა მისა დიდებაჲ და პატივი სულით წმიდითურთ და ქველის-მოქმედითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.