მრავალთავნი
უდაბნოს მრავალთავი
1. საკითხავნი წმიდათა მარხვათანი
2. თქუმული წმიდისა და ნეტარისა ბასილი მთავარეპისკოპოსისაჲ კაბადოკიელისაჲ მარხვისათჳს დღესა აღებასა 3. ნესუტსა დაეცით თავსა თთუეთასა ახალსა, ნესუტსა კეთილად სასწაულოვანსა დღესასწაულისა ჩუენისასა! 4. – ესე ბრძანებაჲ საწინაწარმეტყუელოჲ ჩუენ ყოვლისა, – ნესუტსა ჴმა-უმაღლჱსსა და ყოვლისავე საქმრისა სახიობისაჲსა კეთილად სასწაულოვანსა, რომელი მოყვანებით დღესასწაულსა მას აჩუენებს წარკითხვითა. 5. რამეთუ ცანთ მარხვაჲ ესაიაჲსგან, ჰურიაებრისაჲ მის მარხვისა წესი განყენებისაჲ, და ჩუენ გჳჩუენა, რაჲთა არა დასარჩელად ვიმარხვიდეთ, არამედ განჰჴსენით სკული უშჯულოებისაჲ, ვითარცა უფალი იტყჳს: „ნუ იყოფით მწუხარე, არამედ განიბანე პირი შენი!“. 6. ვართ-მცა ამიერითგან, ვითარცა ვიმოძღურენით. 7. ნუმცა დასწუხნებით წინა-მდებარეთა მათთჳს დღეთა, არამედ მხიარულებით მივეახლებითმცა, ვითარცა შუენის თავთგან მზადებითა. 8. არავინ მწუხარჱ გჳრგჳნოსან იქმნის და არავინ მწუხარებითა ძლევაჲ დაიმტკიცის. 9. ნუ შესწუხნები! 10. განკურნებულ-ყოფითა უშუერ არს არა სიხარული ზედა განმართლებულსა სულსა, არამედ შეწუხებად ზედა საჭმელთა ცვალებასა და უფროჲს მინიჭებად და მიცემად განსუენებად მუცელსა, ვიდრეღა არა ღწუვაჲ სულსა. 11. რამეთუ განძღებამან მუცლისამან მადლსა დააკლის, ხოლო მარხვათა სულსა შეჰმატიან სარგებელი. 12. მხიარულ იყავ, რამეთუ მოცემულ არს მკურნალისაგან შენდა მუცელ არს შენდა მკურნალისაგან შენდა წამალი, მომკლველი ცოდვათაჲ. 13. რამეთუ ვითარცა-სახედ მუცელსა ყრმათასა განცოცხლებულნი ჭიანი მტკივრითა რაჲთმე წამლითა განჴრწნიან, ესრჱთვე ცოდვანი, რომელნი დამტკიცებულ არიან სიღრმესა გუამისასა, მოაკუდინის, რომლისა შევიდის მარხვაჲ. 14. ცან, ვითარ ჭეშმარიტებისა სახელისა ამის ღირს არს. 15. იცხე თავსა შენსა, დაიბანე პირი საიდუმლოდ! 16. მიგხადის შენ სიტყუაჲ ესე: ცხებულმან იცხის და განბანილი იგი განწმდის და შინაგან შეიხუამნ ასოჲთა შჯულის-დებათა. 17. განბანე სული ცოდვათაგან და იცხე თავსა შენსა წმიდაჲ საცხებელი და მახლობელ იყო ქრისტჱსა და ესრჱთ მიეახლე მარხვასა. 18. ნუ განირყუნი ხატსა, ვითარცა ორგულთა, ორგულნი იგი განირყუნიან პირნი მათნი, რაჟამს შინა-განზრახვათა, ვითარცა შესაქმითა სახისაჲთა, გარეგნით დააბნელიან, ვითარცა საბურველითა ტყუვილისაჲთა დაბურვილ. 19. ორგულ არს, რომელი-იგი სხჳსა ხატითა მივიდეს, ვითარღამცა მონაჲ იყო და უფლისა ხატითა გამოჩნდა, გინა შეურაცხი მეფისაჲ. 20. ესრევე ამას ცხორებასა, ვითარცა როკვასა, თჳსსა ცხოვრებასა მრავალნი აჩუენებენ. 21. სხუაჲ რაჲმე – გულსა მოღებითა და სხუაჲ რაჲმე – სახილველად კაცთა ჩუენებითა. 22. ნუ განირყუნი პირსა, არამედ ვითარცა ხარ, ეგრჱთვემცა ჰჩა. 23. ნუ გამოსახვითა შენდა მწუხარებისა მისგან საგონებელად მოთმინედ დიდებასა მოჰნადირებ. 24. რამეთუ არარაჲ სარგებელ არს ქველის-საქმჱ, საყუარელნო, რომელსა მრავალნი ოხრიდენ, და მარხვისაგან საანჯმნო-ყოფილისა შესაძინელი არარნ, ხოლო ჩუენებით ყოფილთაჲ მათ არა მერმისაჲ მოიღიან ნაყოფი, არამედ კაცთა მიერ საქებელ იქმნის და მადლი იგი დაიმჴჳს. 25. მირბიოდე ამიერითგან, განმხიარულდი ნიჭსა მარხვისასა, რამეთუ დასაბამ მადლისა არს შრომაჲ მარხვისაჲ. 26. არა დასრულებულნი და არცა დაბერებადნი, არამედ განახლებულნი მარადის, და ვითარმედ სიჭაბუკისა აღყუავებულნი ჰქონან ნაყოფნი მარხვასა. 27. შჯული დაუდვის მოხუცებულთა მარხვამან და უკუეთუ მცირედ მგებ, ჰპოო სიტყჳსა ამის ჭეშმარიტებაჲ, ნუ ჰგონებ, ვითარმედ დღესა მას განწესებულსა ისრაჱლისასა, მეშჳდესა გინა თუ მეათესა თთუესა, იყო შჯულის-დებაჲ იგი მარხვისაჲ. 28. მოვედ ჴელითა უწყებათაჲთა, მოვედ და გამოვიწულილოთ, ოდეს იყო დასაბამი მარხვისაჲ. 29. რამეთუ არა ახალი არს საპოვარი ესე, არამედ მამული საფასჱ არს ესე ყოველთაჲ დასაბამსავე ქადაგებული. 30. ამისთჳსცა ნუ ერიდები, არამედ შეირცხჳნე მოხუცებულისა მისგან მარხვისა, რამეთუ ჰასაკისა მოდგამ არს კაცებისა მარხვაჲ, სამოთხესა შინა იქადაგა პირველად, მცნებაჲ არს ადამისა მიმართ ძელისა მისგან ცნობადისა კეთილისა და ბოროტისა არა ჭამად. 31. მარხვისა მოთმინებისათჳს არს შჯულის-დებაჲ ესე. 32. შჯულის-დებაჲ იყო და, უკუეთუმცა დაემარხა და არა ეჭამა ევას ძელისა მისგან, ნუუკუე აწ გუწადოდამცა მარხვისა მის, რამეთუ არა საჴმარ არიან მკურნალნი ძლიერთათჳს, არამედ სნეულთათჳს. 33. დავსნეულდით ცოდვითა,– განვიკურნენით მარხვითა. 34. სინანული თჳნიერ მარხვისა ცუდ არს. 35. თქუმულ არს: წყეულ იყავნ ქუეყანაჲ, ეკალსა და კუროჲსთავსა აღმოგიცენდინ შენ მწუხარება დიდ! 36. ბრძანებაჲ ესე ამისთჳს: არა დაიმარხეს მცნებაჲ იგი მარხვისაჲ; 37. არა ხოლო მისთჳს, რამეთუ ანგელოზთა თანა მოზარდ იყო კაცი იგი ჴელითა მცირედ ჴმევისაჲთა მათ თანა მსგავსებასა მას შედგმით, არამედ რომელი უკუანაჲსკნელ განზრახვამან კაცთამან პოვა არღარა სამოთხესა შინა. 38. მაშინ საჭმელნი ცნობილ იყვნეს, არღარა ღჳნის-მსუმელნი, არცა სხუაჲ რაჲ, რომელი აღძრავს გონებასა კაცთასა. 39. ამისთჳს, რამეთუ არა დავიმარხეთ, განვითხიენით სამოთხისა მისგან. 40. ვიმარხოთ ამიერითგან, რაჲთა მუნვე კუალად მივიდეთ! 41. არა ხედავ ლაზარეს, ვითარ-იგი მარხვისაგან შევიდა სამოთხედ? 42. ნუ ემსგავსები ევაჲსთა მათ ურჩებეთა, ნუცა კუალად განზრახვის-მოდგმად შეიწყნარებ გუელსა მას, ნუცა ძლევისათჳს ჴორცთაჲსა საჭმელსა დაიდებ, ნუცა ჰმიზეზობ სნეულებასა ჴორცთასა და უძლურებასა! 43. არა მიზეზსა მას, არამედ მეცნიერად ვიტყჳ მარხვასა............ 44. ...გან შჯულის-დებასა ეძიებ და რომელ-იგი დიდ-დიდთაგან სასწაულთა ღმრთისათა მოძღურებულ იყო. 45. მეყსეულად კერპთ-მსახურებასა მას მეგჳპტელთასა მიგორდეს, ურთიერთას ასწორენ ორნივე. 46. და იხილე, ვითარ მარხვასა ღმრთისა მიჰყავს და ვითარ ნუკევასა შეასმენს, – ჩას. 47. მოვედ გზავნით სლვით ქუემორე. 48. რამან ესთენ მოაძულა და მონა-ყო ძმისა? 49. არა ერთმან საჭმელმან, რომლისათჳსცა უკუნ-სცა ესავ პირმშოებაჲ იგი. 50. ხოლო სამოველ არა მარხვამან და ლოცვამან მოჰმადლის დედასა, რაჲთა მან მჴნჱ იგი სამსონ უბრძოლო-ყო, ანუ არა მარხვამან, რომლითა საშოსა დედისასა მიდგომილ იქმნა? 51. მარხვამან იგი შვა, მარხვამან მას აწოვა, მარხვამან იგი მამაკაცობასა მოაწია, რომელსაცა-იგი ანგელოზმან განუწესა. 52. და ჰრქუა დედასა თჳსსა, რავდენი რაჲ გამოჴდეს ვენაჴისაგან ღჳნოჲ და იგი მან არა სუას. 53. მარხვამან წინაწარმეტყუელნი შვნის, ძლიერნი განამტკიცნის. 54. მარხვამან შჯულის-მდებელნი განაბრძნინის, მარხვაჲ – მცველი კეთილი სულისაჲ, მარხვაჲ – თანა-მყოფი და შეუცთომელებაჲ ჴორცთაჲ. 55. მარხვამან აწურთნის მოღუაწენი; 56. მარხვამან განსაცდელი განაყენის; 57. მარხვამან სცის კეთილისა მსახურებაჲ ფრთხილთა, მარხვამან განმზადნის სახლეულნი კეთილისა საქმედ; 58. მარხვაჲ წყობისა სიმჴნჱ, რამეთუ ყუდროებასა და მშჳდობასა ასწავებნ; 59. მარხვაჲ მოწესეთა განსწმედს; 60. მარხვაჲ მღდელთა სრულ-ჰყოფს, რამეთუ ვერ ეგების მღდელობაჲ თჳნიერ მარხვისა, არა ხოლო თუ ლოცვასა ამას აწ და ჭეშმარიტსა მას და სულიერებრსა მსახურებასა, არამედ უფროჲს სულიერებასა მოყვანებად. 61. რამეთუ ესევითარითა მხილველ ყვის დიდსა მას ხილვასა ელია, რამეთუ ორმეოცისა დღისა მარხვასა თავის განწმედასა ოდენ შეემთხჳა და მის გამო ქუაბსა შინა ქორებს ღირს-იქმნა ხილვად უფლისა. 62. რავდენ-იგი შესაძლებელ არს კაცისა ხილვად უფალი? 63. მარხვითა მისცა ქურივსა ყრმაჲ იგი ცოცხალი. 64. ძლიერად გამოჩნდა იგი სიკუდილსა ზედა პირისპირ. 65. მარხვისაგან პირისა ჴმაჲ გამოჴდა, და დაუჴშა უშჯულოსა მას ერსა ცაჲ სამ წელ და ექუს თთუე, რაჲთა მოალბოს დაუმორჩილობაჲ გულისაჲ ქედ-ფიცხელთაჲ. 66. გამოირჩია თჳსით თავითცა ბოროტისა მის სენისა მოდგამობისა დარჩად. 67. ამისთჳსცა თქუა: ცხოველ არს უფალი, უკუეთუ იყოს წჳმაჲ ქუეყანასა ზედა არა თუ პირისაგან ჩემისა! 68. და მოაწია ყოვლისა მის ერისა ზედა მარხვაჲ სიყმილითა მით, რაჲთა სიჩჩოებისა და ჴსნილებისა მის ცხოვრებისა სიბოროტჱ კუალად განჰმარტოს. 69. ელისჱსი ვითარ იყო ცხოვრებაჲ? 70. ვითარ იგი სამარიტელისა მის ვანსა იშუებდა და ვითარ წინაწარმეტყუელთა შეიწყნარებდა? 71. ანუ არა მხლითა ველურითა და კნინითა ფქვილითა სტუმართ-მოყუარებასა აღასრულებდა. 72. რაჟამს მწუხარებისა მისგან შეპყრობილნი ვნებად განმზადებულ იყვნეს, შეხითა მით უკუეთუმცა არა ლოცვითა მმარხველისაჲთა მომაკუდინებელნი იგი ერთბამად განმარტებულად მოიპოვნეს სიკუდილსა შინა, არამედ მარხვისა და სიწმიდისა მოქალაქობისა ჴელითა დაცულ იპოვნეს. 73. ხოლო არს ბუნებაჲ, რომელ არს ამონატონი, უბრძოლ, განულეველ ცეცხლისაგან, რამეთუ, ალსა რაჲ შევიდის, განაკუერცხლებულ ჰგონიედ და, რაჟამს გამოიღიან ცეცხლისა მისგან, ვითარცა წყლისაგან ბრკინებული, უწმიდჱს არნ. 74. ეგრევე იყვნეს სამთა მათ ყრმათა ჴორცნი ბაბილონს მარხვათა მათგან, და ჰქონდეს უბრძოლეჳანი, რამეთუ დიდსა მას ალისა საჴუმილსა, ვითარცა ოქრონი, ბუნებით იყვნეს. 75. ესრჱთ უმჯობჱს არს ცეცხლისა მისგან გამოჩინებულ იყვნეს უვნებელად, რამეთუ არა შ˜ეშასთნა იგინი ცეცხლმან, არამედ დაიცვნა უბრძოლელად ხოლო მარხვამან........................................ |