მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [კირილე იერუსალჱმელი] პოვნაჲ სამშჭუალთაჲ წმიდისა ჯუარისათაჲ
2. ხოლო ნეტარი ჰელენე დედოფალი სავსე იყო სარწმუნოებითა ღმრთისაჲთა და იყო იგი წადიერ კითხვად წმიდათა წიგნთა ძუელისა და ახლისათა და აღთქუმათა გამოეძიებდა.
3. და იწყო გულს-მოდგინებით ძიებად სამშჭუალთა მათთჳს ჯუარისათა, რომლითა უკეთურთა მათ ჰურიათა მაცხოვარი დამშჭუალეს.
4. და მოუწოდა იუდას, რომელსა სახელი ერქუა კჳრაოზ, და ჰრქუა მას: ჯუარისა მისთჳს აღესრულა წადილი ჩემი, ხოლო სამშჭუალთა მათთჳს ძელისა ჯუარისათა, რომელნი-იგი დამშჭუალულ იყვნეს ზედა ჯუარსა მას, მათი მაქუს გულსა იჭჳ.
5. ხოლო აწ არავე დავსცხრე, ვიდრემდის ნებაჲ ჩემი აღმისრულოს ღმერთმან და შენცა შე-ვეღა-სძინე და ევედრე მათთჳსცა უფალსა.
6. ხოლო წმიდაჲ კჳრაოზ ეპისკოპოსი მივიდა თხემის[ა] ადგილსა მას და სხუანიცა ძმანი მრავალნი მის თანა, რომელნი-იგი ესვიდეს უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა ჯუარისა პოვნებისათჳს და მკუდარსა მას ზედა სასწაულისათჳს.
7. და აღიხილნა თუალნი ზეცად და იცემდა მკერდსა, ღაღადებდა გულს-მოდგინედ უფლისა მიმართ და აღუვარებდა პირველთა მათ უმეცრებათა მისთა
8. და ჰნატრიდა ყოველთა მორწმუნეთა ქრისტჱსთა და მყოვარჟამ განგრძობილად ილოცვიდა, რაჲთამცა ეგრევე-სახედ გამოუჩნდა მას ნიში იგი, ვითარცა ჯუარსა მას ზედა, ეგრეცა სამშჭუალთა ზედა.
9. და ვითარცა აღასრულეს ლოცვაჲ ყოველთა, თქუეს ამენ, იყო მეყსეულად ესევითარი ნიში და სასწაული, რომელი ყოველთავე თანამდგომთა თუალითა თჳსითა ვიხილეთ:
10. რამეთუ ვითარცა ელვაჲ, გამობრწყინდა ადგილსა მას, სადაცა წმიდაჲ იგი ჯუარი იპოვა, რომელი ყოველთა შეუორგულებელად გურწმენა და ვთქუთ ყოველთა ერთბამად: აწ გჳცნობიეს, რომლისათჳსცა გურწმენა.
11. და მეყსეულად გამოჩნდეს სამსჭუალნი იგი, რომელნი იესუჲს ჴელთა დაემშჭუალნეს, და ბრწყინვიდეს იგი[ნი] უფროჲს ოქროჲსა.
12. და მოიხუნა იგინი ნეტარმან იუდა, რომელსა ერქუა კჳრაოზ, და მიართუნა იგინი ჰელენე დედოფალსა.
13. და ვითარცა იხილა ჰელენე დედოფალმან, მოიდრიკნა მუჴლნი და თაყუანის-სცა მათ და ჰმადლობდა უფალსა ღმერთსა.
14. და აღივსო სიბრძნითა და მადლითა ღმრთისაჲთა ჰელენე და გულს-მოდგინედ განიზრახვიდა იგი სამშჭუალთა მათთჳს წმიდისა ჯუარისათა, ვითარ-რაჲ ყვნეს იგინი, ანუ ვითარ-სახედ შექმნეს იგინი.
15. და ვითარცა გამოიძია მან ყოველი გზაჲ სიმართლისაჲ მადლითა სულისა წმიდისაჲთა, ესეცა მანვე მადლმან გულისხმა-უყო მას ესრე შესაქმედ მომავალისა ნათესავისათჳს, რომელი-იგი წინაჲსწარ უწყებულ იყო მრავლით ჟამითგან.
16. და უწოდა კაცსა ერთსა სარწმუნოსა, რომელი მრავალთაგან მართლად წოდებულ იყო, და ჰრქუა მას: დაჯედ წინაშე თუალთა ჩემთა და მოიხუენ და შექმნენ სამშჭუალნი შუად აღჳრად ცხენისათჳს მეფისაჲსა,
17. რაჲთა იყოს ისარ და საჭურველ ყოველთა მიმართ მტერთა და საძლეველ მეფისა და დასამშჳდებელად ბრძოლისა, რაჲთა აღესრულოს თქმული იგი წინაწარმეტყუელისაჲ: და იყოს, მათ დღეთა შინა რომელი აღჳრთა მათ ცხენისათა ზედა იყოს, წმიდა უფლისა წოდებულ იყოს.
18. ხოლო ღმრთის-მოყვარჱ იგი ჰელენე დედოფალი მტკიცე იყო სარწმუნოებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსმიერითა იერუსალჱმს შინა და ყოველი ნებაჲ თჳსი აღასრულა და რომელნი ურწმუნონი იყვნეს, განდევნნა ჰურიასტანით.
19. მაშინ ნეტარმან ჰელენე დედოფალმან ამცნო მამათა და დედათა აღსრულებად საჴსენებელი წმიდისა ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა, მეათესა დღესა მისვე თთჳსასა.
20. და რავდენნი აღასრულებდენ საჴსენებელსა წმიდისა ჯუარისასა, ყოველნივე ღირს იქმნენ მოღებად ნაწილსა წმიდისა მარიამისსა.
21. ხოლო ესოდენი მადლი მოცემული იყო წმიდასა მას ეპისკოპოსსა კჳრიონს, რამეთუ ლოცვითა მისითა სიმრავლენი ეშმაკთანი განიდევნებოდეს და სნეულნი განკურნნა.
22. და აღესრულების საჴსენებელი წმიდისა ჯუარისაჲ თთუესა ვარდობისასა, ორას და მესამესა წელსა შემდგომად ამაღლებისა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა.
23. რამეთუ შენი არს დიდებაჲ მამისაჲ და ძისაჲ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.