მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [კირილე იერუსალჱმელი] პოვნაჲ პატიოსნისა ჯუარისაჲ
2. და იყო მათ ჟამთა შინა, სუფევასა კოსტანტინჱსსა, დიდისა მეფისა, ღმრთის-მოყუარე იყო, რომელსა სახელი ერქუა ჰელენე დედოფალი, დედაჲ კოსტანტინჱსი, რომელმან კეთილად მოიძია სასოჲ ძელი,
3. რომელსა ზედა მაცხოვარი განერთხა, და გამოიწულილვიდა დიდითა შრომითა განკაცებისა შთაცუმისათჳს უფლისა იესუ ქრისტჱსისა და ჯუარსა ზედა აღმაღლებასა და მკუდრეთით აღდგომასა.
4. და განმტკიცნა ღმრთის-მოყუარჱ ჰელენე დედოფალი ფრიად და წურთილ იქმნა იგი გონებითა და ისწრაფა უჴრწნელისა მის ნიჭისა გამოჩინებად, რამეთუ ესრე სახედ იპოვა პატიოსანი ჯუარი.
5. მათ ჟამთა შევიდა იერუსალჱმდ ჰელენე დედოფალი, თთუესა მეორესა დღესა ოცდა რვასა თთჳსასა, ერთბამად ერითა დიდითა და ძლიერითა და კრება-ყო და ბრძანა ყოველთა ჰურიათაჲ,
6. რომელნი დაშთომილ იყვნეს გარემოჲს ქალაქებსა და სოფლებსა და ყოველსა ჰურიასტანსა, წარმოდგომად წინაშე მისსა.
7. რამეთუ იყო იერუსალჱმი მოოჴრებულ, და იპოვნეს ჰურიანი სამ ათას კაც, რომელთა მოუწოდა ნეტარმან ჰელენე დედოფალმან და ჰრქუა: უწყი მე ღმრთისა წიგნთაგან, რამეთუ ნათესავნი მართალნი იყვენით თქუენ და ღმერთიცა გყუარობდა თქუენ.
8. არამედ თქუენ ვერ გულისხმა-ჰყავთ და აგონეთ ნათელი ბნელ-ყოფად და ჭეშმარიტებაჲ ტყუვილად;
9. და რომელსა ღმერთსა უნდა ჴსნაჲ ჩუენი წყევისაგან, მას სწყევდით, და ნერწყუისაგან – განათებად თქუენდა, მას ნერწყვითა ბილწებისაჲთა ჰნერწყუევდით თქუენ, და რომელმან მკუდარნი აღადგინნა, გინდა მკÂდრად შერაცხაჲ მისი.
10. აწ მე გეტყჳ თქუენ: გამოირჩიენით თქუენ თავით თჳსით კაცნი, რომელთა კეთილად იცოდიან შჯული და მოიყვანენით იგინი და მოვედით ჩემდა.
11. ხოლო იგინი გამოვიდეს დედოფლისაგან შიშითა დიდითა და ყვეს ზრახვაჲ და პოვნეს ათას კაც, რომელთა ჰგონებდეს მეცნიერ შჯულისა, და ერთბამად მოვიდეს დედოფლისა.
12. წამებდეს ათასისა მის კაცისათჳს და იტყოდეს, რამეთუ: ესენი არიან სწავლულ და მოძღუარ შჯულისა.
13. დედოფალმან ჰკითხა მათ სიტყუაჲ და ჰრქუა: ისმინენით აწ სიტყუანი ჩემნი და გულისხმა-ყვენით თქუმულნი ჩემნი, არა გასმიესა წმიდათა მათგან წინაწარმეტყუელთა,
14. ვითარ ამცნეს მაცხოვრისაჲ, რომლისაჲ მეგულების აწ კითხვაჲ თქუენდა, ვითარმედ: ესაია ესრე თქუა, ვითარმედ: ყრმაჲ იშვეს თქუენდა, რომლისა დედამან მამაკაცი არა იცის.
15. მერმე მგალობელი დავით ესრე იტყჳს: წანაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა.
16. და მერმე ესაია ღაღადებს და იტყჳს: შვილ ვისხენ და აღვიმაღლენ, ხოლო იგინი მეცრუნეს.
17. და მერმე იგივე ესაია იტყჳს: იცნა ჴარმან მომგებელი თჳსი, და ვირმან ბაგაჲ უფლისა თჳსისაჲ, ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა, და ერმან ჩემმან ჩემი არა გულისხმა-ყო.
18. უკუეთუ თქუენ იკითხავთ შჯულსა და ესე არა გულისხმა-გიყოფიეს, აწ ამის გამო ვბრძანო თქუენი პყრობილებაჲ სტრატიონთაგან.
19. ხოლო აწ მი-ღა-გიტევნე ორ ჟამად ოდენ, რაჲთა გამოირჩინეთ თქუენ, რომელნი საგონებელ იყვნენ კაცნი შჯულის მეცნიერ.
20. ხოლო იგინი გამოვიდეს მერმე შიშითა დიდითა და გამოცადნეს და პოვნეს ორას ოდენ კაც, რომელნი საგონებელ იყვნეს მეცნიერ შჯულისა.
21. და მოვიდეს წინაშე დედოფლისა.
22. ჰრქუა მათ დედოფალმან: ვინ არიან კაცნი ესე?
23. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს მას: ესე არიან, რომელთა კეთილად იციან შჯული.
24. ხოლო ნეტარმან ჰელენე დედოფალმან მიუგო ჭეშმარიტებისა სიტყუაჲ, ასწავებდა მათ და ჰრქუა: ჵ, თქუენ, ცოფნო იერუსალჱმელნო, არა კმა-გეყოა ძუელი იგი სიბრმჱ მამათა თქუენთაჲ, რომელნი იტყოდეს იესუჲსსა,
25. ვითარმედ არა ძჱ ღმრთისაჲ არსო, რამეთუ აქუნდა მათ წიგნები წინაწარმეტყუელთაჲ და იკითხვიდეს და არა გულისხმა-ჰყოფდეს?
26. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: ვევედრებით დედოფლებასა შენსა, ჩუენ მაქუსცა და ვიკითხავთცა.
27. ხოლო ვისთჳს არს ესემლევანი ესე საქმჱ, არა უწყით, გამომიცხადე ჩუენ, გევედრებით შენ, დედოფალო, რაჲთა ჩუენცა გულისხმა-ვყოთ და შევატყუათ სიტყუაჲ თქმულთა მაგათ შენთა.
28. და მერმე ჰრქუა მათ: წარგუალეთ თჳსაგან და გამოარჩიენით კაცნი თქუენნი, რომელნი საგონებელ იყვნენ შჯულისა მეცნიერად.
29. და გამოვიდეს იგინი დედოფლისაგან და თქუეს: რომელისათჳს-მე ჯერისა შრომასა შემამთხუევს ჩუენ დედოფალი ესე?
30. ერთმან ვინმე მათგანმან ჰრქუა: რომელსა სახელი ერქუა იუდა: უწყი, რამეთუ მოძიებაჲ ეგულების ძელისა მის, რომელსა-იგი იესუ ჯუარს-აცუეს მამათა მათ ჩუენთა.
31. ეკრძალენით, ნუუკუე აღ-ვინმე–იაროთ.
32. უკუეთუ არა, ჭეშმარიტად ნანდულვე დაიჴსნა მამათა ჩუენთა მოცემული იგი შჯული.
33. რამეთუ ზაქე, მამის მამამან ჩემმან, აცნო მამასა ჩემსა შიმონს და ჰრქუა;
34. და მამამან ჩემმან მე მამცნო და მრქუა: ეკრძალე, შვილო, რამეთუ რაჟამს ძიებაჲ იყოს ძელისაჲ მის, რომელსა ზედა მშია ჯუარს-ეცუა, რომელსა ჰრქჳან ქრისტე, გამოუჩინე იგი პირველ ვიდრე გუემადმდე შენდა,
35. რამეთუ არღარა ჰებრაელთა ნაშობი მეფობდეს, არამედ მიერითგან მათი მეფობაჲ იყოს, რომელნი ჯუარცმულსა ქრისტესა თაყუანს-სცემდენ.
36. რამეთუ იყოს იგი მეუფჱ უკუნისამდე, ქრისტჱ, ძჱ ღმრთისა ცხოველისაჲ.
37. ხოლო მე ვარქუ მას: და რაჲსათჳს ჴელნი თქუენნი მიჰყვენით მის ზედა?
38. ხოლო მან მრქუა მე: შვილო, უწყის უჴრწნელმან სახელმან მისმან, რამეთუ არასადა შევერთე შეკრებასა მას მათსა მისთჳს, არამედ ვაყენებდიცა მათ, რამეთუ ამხილებდა იგი მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა ერისათა.
39. ხოლო მათ სახეს ჯუარ-ცუმაჲ მისი და ჰგონებდეს, რაჲთამცა მოაკუდინეს იგი.
40. და გარდამოიღეს იგი მიერ ძელით და დაჰფლეს.
41. ხოლო იგი მესამესა დღესა აღდგა და გამოუცხადა თავი თჳსი მოწაფეთა თჳსთა, რომლისა გამო ჰრწმენა ძმასა შენსა სტეფანეს და იწყო სწავლაჲ ქრისტჱსთჳს ერსა შორის.
42. ხოლო შეკრბეს ფარისეველნი სადუკეველითურთ და საჯეს მისი ქვითა განტჳნვაჲ.
43. ხოლო მე ვხედევდ სიკუდილსა ძისა ჩემისასა და ვერ შეუძლე შუელად მისა, არცაღა მწუხარე ვიყავ, რამეთუ ვხედევდ მას ღმრთისათჳს ვნებასა.
44. ხოლო ვითარ აღმოუტევებდა სულსა, ჴელნი თჳსნი აღიპყრნა ზეცად და თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ბრალად ამას.
45. აწ ისმინე, შვილო ჩემო, და გასწაო შენ ქრისტჱსთჳს და მოწყალებისა მისისათჳს, რამეთუ სავლეცა, რომელი სამღდელოსა შინა ჯდა და ტყავის-მოქმედი იყო, იგიცა სდევნიდა მორწმუნეთა ქრისტჱსთა, რამეთუ აღადგინა ერი მრავალი ძმისა შენისა სტეფანჱსთჳს.
46. ხოლო წყალობა-ყო მისთჳსცა ქრისტემან და ყო იგი, ვითარცა ერთი დიდებულთაგანი, ხოლო შენ, შვილო ჩემო, ნუსადა იტყჳ გმობასა ქრისტჱსთჳს და ნუცა მორწმუნეთა მისთათჳს, რაჲთა გაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნჱ.
47. ესე მამცნო მამან ჩემმან შიმონ და ესე ყოველი გესმა თქუენ ჩემგან.
48. აწ გკითხავ თქუენ ჯუარისათჳს: რაჲ ჯერ-გიჩს?
49. ხოლო მათ ჰრქუეს: ჩუენ ესე არასადა გუესმინა, გარნა შენგან ხოლო.
50. უკუეთუ ძიებაჲ იყოს, ეგრჱთ არს, ადგილიცა იგი იცოდი შენ.
51. ვითარ ამას იტყოდეს იგინი, და აჰა მოიწინეს მწოდებელნი და ჰრქუეს: გიწეს თქუენ დედოფალი.
52. ხოლო იგინი ვითარცა წარდგეს, ჰკითხვიდა მათ ჰელენე, და არასადა უთხრეს ჭეშმარიტი.
53. და უბრძანა მათ ყოველთა ცეცხლითა დაწუვაჲ.
54. ხოლო მათ შეიშინეს და მისცეს იუდა და ჰრქუეს: ესე კაცი მართლისა წინაწარმეტყუელისა ძჱ არს და შჯული ჭეშმარიტად იცის.
55. გევედრებით შენ, დედოფალო, ნუ განჰრისხნები ჩუენ ზედა, არამედ, მსგავსად ნებისა გულისა შენისა ყოველსავე, რასაცა ეძიებ მისგან, გულისხმა-ჰყო და სცნა.
56. და ყოველთა შჯულითა შესწამეს და მისცეს იგი მას.
57. მაშინ უბრძანა ჰელენე მათი ყოველთა განტევებაჲ, ხოლო იუდა მარტოჲ დაიყენა და ჰრქუა მას ჰელენე: ცხორებაჲ და სიკუდილი წინაშე გიც.
58. აწ რაჲცა გნებავს, გამოირჩიე, გინა ცხორებაჲ, გინა სიკუდილი.
59. ხოლო იუდა ჰრქუა მას: დედოფალო, ვინ არს, რომელსამცა უდაბნოსა ზედა პური წინა დაგებული წინა-ედვა და იგი ქვასა ჭამდა?
60. ჰრქუა მას ჰელენე დედოფალმან: აწ, უკუეთუ გნებავს ცხორებაჲ ქუეყანისაჲ და კეთილი ზეცისაჲ, მითხარ მე, სადა დამალულ არს ჯუარი იგი ქრისტჱსი?
61. ხოლო იუდა ჰრქუა მას: ვითარ წერილ არს მისთჳს, რამეთუ აწ [ორ]ასი წელი არს და ჩუენ ჭაბუკ ვართ, ვითარ შეუძლო მე მაგისი ცნობად?
62. ჰრქუა მას ჰელენე: ვითარ შენსა წინა რომელი ნათესავი იყო და ბრძოლისა კუეთაჲ იყო ველსა ზედა, და ყოველივე იგი მუნ იჴსენებიან და ადგილიცა იგი მათი და სამარეები.
63. ჰრქუა იუდა: წიგნითა სამე, ხოლო ჩუენ არა გუაქუს წერილი.
64. ჰრქუა მას ჰელენე: პირველად აღმიარე მცირედ თავით თჳსით, ვითარმედ წერილ არს მისთჳს და აწ არა იცია?
65. ჰრქუა მას იუდა: გევედრები, დედოფალო, რამეთუ შეტყუებით ვთქუ.
66. ჰრქუა მას ჰელენე: მაქჳს მაგისთჳს თქუმული ევანგელისაჲ, რომელსა ადგილსა ჯუარს აცუა ქრისტე.
67. აწ გარნა მაჩუენე ხოლო შენ ადგილი იგი, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ, და მე უბრძანო, დათხარონ ქუეყანაჲ იგი მის ადგილისაჲ, და, ვინ უწყის, ვპოო, რაჲ მე მინებს.
68. ხოლო იუდა ჰრქუა მას: გევედრები, დედოფალო, არცა ადგილი ვიცი, არღაცა მას ჟამსა ყოფილ სადამე ვარ.
69. ჰრქუა მას ჰელენე დედოფალმან: მოგაყმო შენ, უკუეთუ ადრე არა აღიარო.
70. და უბრძანა შთაგდებაჲ იუდაჲსი ჯუღრმულსა ჴმელსა და ამცნო მისი შჳდ დღე უზმით ჯდომაჲ.
71. ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად ღაღად-ყო იუდა ჴმითა დიდითა და თქუა: აღმიყვანეთ მე ამიერ და გიჩუენო ადგილი იგი ჯუარისა მის ქრისტჱსისა.
72. ხოლო რაჟამს აღმოიყვანეს იგი ჯურღმულისა მისგან, ადგილსა მას მოვიდა.
73. და არა იცოდა იუდა ადგილი იგი ჭეშმარიტად და აღიღო ჴმაჲ ჰებრაელებრითა ჴმითა და თქუა: მიაკრა: აკრაბი: მელაქ: ფისონ: ადონა: აბირინდო: ელაბეთ: დოთა: ქსულე: აფე: იფათიუ: ბარუვე.
74. ხოლო გამოთარგმანებით ესრე არს: უფალო, რომელმან შეჰქმენ ცაჲ და ქუეყანაჲ, რომელი ზი ეტლთა ზედა ქერაბინთასა და იგინი ფრინვენ ჰაერთა შინა სრბით ნათელსა მას გამოუთქუმელსა, სადა ნათესავსა კაცთასა თანა-წარსლვად ვერ ჴელ-ეწიფების,
75. რამეთუ შენ შეჰქმენ იგინი შენდა სამსახურებელად: ექუსნი მჴეცნი, ექუს-ექუს ფრთენი, რომელ ოთხთა მათ უტჳრთავს, ფრინვენ, გმსახურებენ ჴმითა დაუცხრომელითა და იტყჳან: წმიდა ხარ შენ, უფალო!
76. რამეთუ წოდებულ არიან იგინი სერაბინად, ხოლო ორნი იგი, რომელ დაადგინენ სამოთხესა მას დაცვად ხისა მის ცხორებისაჲსა, წოდებულ არიან იგინი ქერაბინად.
77. რამეთუ შენ უფლებ ყოველთა ზედა, რამეთუ ქმნულნი შენნი ვართ, რომელმან ურჩნი იგი ანგელოზნი სიღრმესა მას სატ[ა]ნჯველისასა მისცენ და ქუესკნელთა მათ უფსკრულთა ვეშაპთაგან იგუემებიან და შენისა მის ბრძანებისა სიტყჳს-მიგებად ვერ შემძლებელ არიან.
78. აწ, უფალო, უკუეთუ ნებითა შენითა არს სუფევაჲ ძისა მარიამისი, რომელ გამოვიდა შენგან, თუმცა არა შენგან იყო, ვერმცა ქმნა ეგოდენი ძალი, არცამცა აღგედგინა იგი მკუდრეთით.
79. აწ, უფალო, ყავ სასწაული ესევითარი და ვითარცა ისმინე მონისა შენისა მოსჱსი და უჩუენენ ძუალნი ძმისა ჩუენისა იოსებისნი, ეგრეცა აწ,
80. უკუეთუ გნებავს, გამოგჳცხადე ჩუენ დაფარული საფასჱ და ყავ ადგილსა ამას კუამლი სუნელებისაჲ აღმოსლვად ქრისტჱს მიერ, რამეთუ იგი არს მეუფჱ უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
81. და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ იგი იუდა, შეიძრა ადგილი იგი და დიდძალი კუამლი სუნელებისაჲ აღმოუტევა ადგილმან მან, ხოლო იუდას დაუკჳრდა, იხილა რაჲ ესე, ჴელნი შეიტყუელნა და თქუა: ჭეშმარიტად, ქრისტე, შენ ხარ მაცხოვარი სოფლისაჲ.
82. გმადლობ, შენ, ქრისტე, რამეთუ მეცა, არაღირსი ესე, არავე ჴუებულ მყავ მადლისა შენისა.
83. გევედრები შენ, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, ნუ მოიჴსენებ უკეთურებასა მონისა შენისასა, არამედ უგულებელს-ყვნენ ცოდვანი ჩემნი და თანა-შემრაცხე ძმასა ჩემსა სტეფანესა, რომლისაჲ-იგი ჴსენებულ არს საქმესა მოციქულთასა.
84. და ვითარცა ესე თქუა იუდა, მოიღო სათხროლი და შეირტყა სარტყელი, ვითარცა მჴნემან შვილმან აბრაჰამისმან, და იწყო თხრად.
85. და ვითარცა თხარა ოც მოსათხრელ ოდენ, პოვნა სამნი ჯუარნი დაფლულნი და აღიხუნა იგინი და შეიხუნა ქალაქად.
86. მაშინღა ჰკითხვიდა ღმრთის-მოყუარჱ იგი ჰელენე დედოფალი და თქუა: რომელი არს ჯუარი იგი ქრისტჱსი?
87. უწყით, რამეთუ ორნი ესე ავაზაკთანი არიან.
88. მაშინღა მოიხუნეს და დასხნეს საშოვალ ქალაქსა და მოელოდეს დიდებასა ღმრთისასა.
89. და ჟამსა ოდენ მეცხრესა მოაქუნდა ცხედარი, რომელსა იდვა კაცი ჭაბუკი მკუდარი და, იხილა რაჲ იგი იუდა, მხიარულ იქმნა და ჰრქუა დედოფალსა: აწ გულისხმა-ყავ, დედოფალო, და სცნა ძელი იგი საწადელი და გამოჩნდეს ძალი მისი.
90. ხოლო იუდა დადგმად სცა ცხედარი იგი და დასდებდა თითუეული მას ჯუარსა ზედა მკუდარსა მას, და მეყსეულად აღდგა მკუდარი იგი ჭაბუკი.
91. მაშინღა განრისხნა ეშმაკი, ღაღადებდა და იტყოდა: ვინ არს ესე, რომელი არა მიტევებს მოღებად სულთა მათ, რომელნი ჩემნი არიან?
92. ჵ იესუ ნაზარეველო, ყოველივე შენდა მიიზიდე და რაჲსა კუალად ჯუარი შენი ჩემთჳს გამოაჩინე?
93. ჵ იუდა, რაჲ ესე ჰყავ?
94. პირველისა მის იუდაჲს გამო ერი ვაცოდვე, ხოლო აწ ამის იუდაჲს გამო ამიერ ვიდევნები.
95. ვპოო მეცა შენთჳს, რაჲ ვყო: აღვადგინო სხუაჲ მეფჱ, რომელმან უვარყოფად გცეს შენ ჯუარცმული ქრისტე და ჩემსა ნებასა იქმოდის და მიგცეს შენ ძჳრ-ძჳრადთა მათ სატანჯველთა და გუემით უვარ-ყოფად გცეს შენ ჯუარცმული იგი.
96. ხოლო იუდა შეჰრისხნა მას და ჰრქუა: ქრისტემან, რომელმან მკუდარნი აღადგინა, მიგჴადენ შენ სიღრმესა მას ცეცხლისასა!
97. და მყის უჩინო იქმნა ეშმაკი იგი.
98. და ვითარცა იხილა ესე ჰელენე დედოფალმან, დაუკჳრდა ძალი ღმრთისაჲ და სარწმუნოებაჲ იუდაჲსი და დიდითა პატივითა [და] კრძალულებითა შეამკო ჯუარი იგი ოქროჲთა და ანთრაკითა და მარგალიტითა
99. და შექმნა ლუსკუმაჲ ვეცხლისაჲ და დაჰკრძალა იგი მას შინა და ეკლესია აღაშჱნა გოლგოთას, რომელსა ჰრქჳან თხემისა ადგილ, და უბრძანა წარსლვაჲ და მოწოდებაჲ ეპისკოპოსისაჲ ჰრომთაჲსა.
100. და მოვიდა იგი სიხარულით იერუსალჱმდ, და მოსცა იუდას ბეჭედი ქრისტჱსი, და უცვალა და დასდვა სახელი კჳრაოს და დაადგინა იგი ეპისკოპოსად.
101. მაშინღა ბრძანა განდევნაჲ ჰურიათაჲ, რომელთა-იგი არა ჰრწმენა, და განასხნა იგინი ჰურიასტანით ბრძანებითა დედოფლისაჲთა.
102. ხოლო ჰელენე დედოფალმან მისცა ფასი დიდძალი ღმრთის-მოყუარესა მას ეპისკოპოსსა სამსახურებელად გლახაკთათჳს.