მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [კირილე იერუსალჱმელი] გამოცხადებაჲ წმიდისა ჯუარისაჲ ზეცით
2. მეშჳდესა წელსა სუფევასა კონსტანტინჱსსა, დიდისა მეფისასა, თთუესა აპნისასა, შეკრბა დიდძალი ერი წარმართთაჲ მდინარესა ზედა, რომელსა ჰრქჳან დანუბი;
3. და ეძიებდეს ადგილსა, რაჲთამცა წიაღმოჴდეს და ტყუენეს ყოველი სოფელი ვიდრე აღმოსავალადმდე.
4. და აგრძნა მეფემან კონსტანტინე შეკრებაჲ იგი მათი ერთად და შეიკრიბა მანცა ყოველი ერი თჳსი და მივიდა ერთკერძო მდინარესა მას დანუბსა და დაადგინა ბანაკი იგი წიაღმოსავალსა მას წყლისასა და აყენებდა მათ.
5. ხოლო მრავალ დღე დგომაჲ იყო მათი.
6. და შეკრბა დიდძალი ერი წარმართთაჲ ურიცხჳ და ზედა-მოუვიდოდეს მეფესა კოსტანტინეს.
7. ხოლო მან ვითარცა იხილა ერი იგი დიდძალი ზრუნვასა დიდსა და ურვასა შინა იყო, და ეგულებოდა ხვალისა დღე შემთხუევაჲ ბრძოლისაჲ.
8. მას ღამესა იხილა მან თუალითა გამოჩინებული ჯუარი საყდართა შუენიერთა ზედა ბრწყინვიდა და წერილ ესრე იყო განჩინებულად: „მაგით სძლო!“
9. და გულს-მოდგინედ გამოეძიებდა კოსტანტინე, ვითარმედ, რომლისა-მე ღმრთისაჲ არს ესე ნიში?
10. ვითარცა ადგა, შეძრწუნებულ იყო და შეეპყრა შიშსა დიდსა.
11. და მოუწოდა მთავართა ტაძრისა მისისათა და მეყსეულად ხატი ნიშისაჲ მის, რომელი-იგი იხილა, და უბრძანა წინა-ძღუანვაჲ ბრძოლასა მას.
12. და იყო ძლევაჲ დიდი და უფროჲსი ერისაჲ მის მოსრა და ნეშტი დაიმორჩილა და მოიქცა თჳსა ადგილად დიდებითა და ძლიერებითა და ძლევითა დიდითა.
13. და ვითარცა წარჴდეს მცირედ ოდენ დღენი, უბრძანა მოყვანებაჲ ქურუმთა მათ კერპთაჲსა და უჩუენა მათ ნიში იგი და ჰკითხვიდა მათ, ვითარმედ: რომელთა-მე ღმრთისაჲ არს ესე ნიში?
14. ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: უფალო მეფე, ესე ნიში არა ქუეყანისა ღმერთთაჲ, რომელსა ჩუენ ვჰმსახურებთ, არამედ ესე ძალი ზეცისა ღმრთისაჲ არს.
15. რამეთუ რაჟამს ეგე ნიში წარჰვალნ ზედა ბაგინთა, ყოველნი კერპნი დაეცნიან, დაეცნიან და შეიმუსრნიან და ბაგინები დაჰჴსნდის.
16. ხოლო ქრისტიანენი მათ დღეთა რავდენნი ერთნეს ერსა მას, ნაზორეველ ჰრქჳან მათ.
17. და რომელნი-იგი მას ჟამსა მოუჴდეს მეფესა და ჰრქუეს: ვევედრებით უფლებასა შენსა, ნიში ესე, რომელ იხილე, ზეცისაჲ არს, იესუ ქრისტჱსი, ძისა ღმრთისა ცხოველისაჲ,
18. რომელმან იხილა ნაშობი კაცისაჲ წარწყმედულ და არა უგულებელს-ყო, არამედ გარდამოჴდა სახნიერებითა თჳსითა და აცხოვნნა ქმნულნი თჳსნი, რომელმან თჳსითა მით ვნებითა ჯუარისაჲთა შეგუწირნა ღმრთისა.
19. და ვითარცა გულისხმა-ყო ესე კოსტანტინე მეფემან, მოუწოდა ევსები ეპისკოპოსსა ჰრომელსა და ისწავა მისგან და ჰრწმენა და ნათელი მოიღო მან თავადმან და დედამან მისმან და მრავალთა წინაშე-მდგომელთა მისთა მთავართა.
20. მაშინღა დიდითა სიხარულითა და წადიერებითა წარავლინა დედაჲ თჳსი აღმოსავალად კერძო გამოძიებად ჯუარისა ქრისტჱსისა და აღშჱნებად ადგილთა მათ გულს-მოდგინედ.