1. [ეფრემის თქუმული, შესუენებულთათჳს]
2. ......................[უჩუენი]ან მათ, ვითარცა არარაჲ არნ წინაშე მათსა.
3. რამეთუ თქჳან მისა მიმართ უფლისა იგი ჴმაჲ.
4. სიმშილი მათ არა აურვებნ, რამეთუ სურვილითა სავსე არიან და მარადის იზარდებიან სიყუარულითა ქრისტჱსითა.
5. ეგრევე მსგავსად წყურილი მათ არა შესწუავნ, რამეთუ თავისა მათისა თანა აქუს ქრისტე, ცხოველი იგი წყაროჲ, ვერ შეაძრწუნიან ერთისა მათგანისა გულის-სიტყუაჲ,
6. რამეთუ კლდესა მას ზედა დადვეს საფუძველი მათი და მკჳდრ არიან ქუაბთა შინა, ვითარცა სამეუფოთა შინა, ეგრევე მსგავსად ჴურელთა შინა, ვითარცა ტაძართა შინა.
7. ხოლო მთანი და ბორცუნი, რომელ გარემოჲს მათსა არიან, ეგრეთ სურვილად ჰქონან, ვითარცა ზღუდენი მაღალნი, ტაბლად მათდა არს მწუანვილი მთათა გარე, ეგრევე სერად – მდელოჲ ველური,
8. დიდად მათა სასუმელად [ა]რს წყალი მდინარისაჲ, ღჳნოდ– ეგრევე ნაპრალისაგან კლდეთაჲსა, ეკლესიად აქუს ენაჲ თჳსი, რ[ომლითა] მარადის გალობენ და ილოცვ[ენ] განმარტებულად ათო[რ]მეტნი ჟამნი,
9. ვითარცა ჰქონან და მათა არიან სალოცველ მათისა მიმართ უფლისა გა[ლო]ბასა, რომელ მთათა გარე და [ქუ]აბთა შინა იტყჳან ქებით[ა] [მ]სხუერპლად წმიდად შეი[წი]რვენ ღმერთსა (!), ხოლო ლოცვანი მა[თნი],
10. ვითარცა ყოვლად შესაწირავნი შე[რა]ცხილ არიან წინაშე შემოქმედი[სა] და უფლისა ყოველთაჲსა.
11. იგი არიან მღდელნი და მკურნალნი სათნონი, რომელნი ჰკურნებენ ლოცვითა ჩუენთა სალმობათა, დაფარულსა შინა ილოცვედ ღმრთისა მიმართ ჩუენთ[ჳს], რამეთუ მარადის დგანედ მეოხად ჴორციელთა.
12. არა მას ზრახვენ მაღალსა, გინა ზემო-ჯდო[მ]ასა, რამეთუ სიქადულ მათა არს ქ[რისტე];
13. არა სცეს თავთა თჳსთა განსუენებაჲ სოფელსა [შ]ინა, რამეთუ სუროდა მცნება[თა] მიმართ ქრისტჱსთა, არა მიეა[ხ]ლნიან ადგილთა, სადა [ა]ყენებედ კაცნი, არცაღა მიეახლნიან, სადა სოფელი შჱნ [არს].
14. ელიას შეაურვეს ქალაქთა დამკჳდრებულთა, ხოლო მასვე [გ]ანუსუენეს მთათა და უდ[ა]ბნოთა, მოსე ეგჳპტეს შინა ა[რ]ა მცირედღა და ჭირსამცა ვიდრე შევარდა,
15. ხოლო უდაბნოდ [რაჲ] მიიწია, მუნ მანანაჲ ჭამა, [დავით] ქალაქთა შინა იდევნებოდა [ს]აულისგან, ხოლო უდაბნოდ რაჲ [მი]იწია, მუნ განერა;
16. იოვანე [მ]კალსა ჭამდა უდაბნოსა [გ]არე და ეგრევე სახედ თაფლსა, ვითარცა წერილი იტყჳს.
17. [ხოლო] რაჟამს უდაბნოჲთ ქალაქთა მივიდა, თჳნიერ რომლისამე [ბ]რალისა თავი მოეკუეთა.
18. ეგრევე მსგავსად სოლომონცა უფსკრული იყო სიბრძნისაჲ კაცთა თანა ყოფითა, დედათაგან იძლია და წარწყმიდა ყოველივე სიბრძნჱ თჳსი და რაჲღა-მე ჴამს მრავალი თქუმად?
19. რამეთუ თავადი უფალი ჩუენი, რომელმან მშჳდობაჲ ყო ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ქალაქთა შინა ყოფითა ძელსა დამოეკიდა ებრ[ა]ელთა ნაშობთაგან, ვითარცა ერთი ძჳრის-მოქმედთა[განი.
20. ესე] უკუე უწყოდეს პატიოსანთა მათ მამათა და ივლტოდეს სოფლისაგან, რაჲთა უდაბნოს განერნენ.
21. არა შორს არიან ჩუენგან წმიდანი იგი [მამანი], რამეთუ სულითა მარადის ჩუენ თანა არიან, ნუმცა განვიშორებთ მათ, ვითარცა უცხოთა, ჩუენგან, რამეთუ მარადის ილოცვენ ცოდვათა ჩუენთათჳს.
22. ერთისა მათგანისა გალობასა ერთსა შინა მთათაგანსა ესოდენ იდიდებინ ღმერთი, ვითარცა სიმრავლისაგან დიდისა;
23. და კუალად ორნი რაჲ გალობედ, მუნთა მათ შინა ღელესა, ვითარცა – სიმრავლისაგან ათა[სეულისა] და ბევრეულისა, [ს]ამნი რაჲ ერთად შეკრბიან, სამებაჲ გამ[ოისახის];
24. მეო[თხე ღათუ] შეერთის, მცვე[ლ]სა მას მიემსგავსის სამთა ყრმათასა, რომელი იყო საჴუმილსა მას შინა;
25. უკუეთუ მეხუთჱ და მეექუსჱცა შეერთნიან, გინა [მე]შჳდჱ სახჱ გამოიწერიან ათორმეტთა მათ მო[წაფ]ეთაჲ მოძღურითურთ მათით და უ[ფლით].
26. არა აქუს გამოჩინებული სა[ყ]ოფე[ლი] ქუეყანასა ზედა, რამეთუ საყოფელნი მათნი [ედემს] შინა არიან;
27. სადაცა დაუღამნის დღჱ, მუნ[ცა] [დაადგრიან];
28. ვიდრეცა მიეყვის დღჱ, მუნცა სავანჱ ყვიან.
29. [საფლავისა] არას ზრუნვენ [და სა]მარხოჲსათჳს არას იღუწიან, [ცხოველ]ივე მკუდარ არიან სურვილითა ქრისტჱსითა.
30. რამეთუ რომელსაცა ადგილსა აღასრულა თითოეულმან მარხვაჲ თჳსი, [მ]უნცა ექმნა მას ადგილი იგი სამარხო.
31. მრავალნი არიან მათგანნი, რომელთა მოედრიკნეს მუჴლნი მათნი ლოცვად ღმრთისა მიმართ და ლოცვასა მას [შ]ინა განისუენეს დაყუდებულად წინაშე უფლისა;
32. სხუანი კლდესა ზედა განისუენებდეს და [თა]ვნი თჳსნი შეჰვედრნეს თჳსსა უფალსა, სხუამან კუალად სლვასა შინა მთასა გარე სული აღმოუტევა და ექმნა მას [ა]დგილი იგი საფლავ და დამფლველ, სხუაჲ დაფარა ღელე[ს]ა შინა თოვლმან და ექმნა მას ადგილი იგი საფლავ თოვლ[ით]ურთ.
33. იყო ვინმე მათგანი, რომელმან შეიმოსა თავი თჳსი და დაეფლა შეწევნითა მადლისა [უფლ]ისაჲთა, სხუაჲ კუალად [ძო]ვდა მდელოსა გინა მწ[უ]ანესა, მიერულა და სული განუტევა თჳსსა ზედა ტაბლასა.
34. სხუაჲ კუალად დგა და უგალობდა ღმერთსა, მიეღო ჴმაჲ სულისა თჳსისაჲ;
35. სხუასა კუალად ლოცვასა შინა მოუჴდა სიკუდილი და დაჰბეჭდა ლოცვასა მას მისსა და მოელიან ჴმასა მას აღმადგინებელსა მათსა და ყუავიან, ვითარცა ყუავილნი, და სუნელად ფშუიან.
36. რაჟამს მოუჴდენ ქუეყანასა სალმობანი შობად, მეყსეულად ყოველნივე იგი აღმოსცენდენ, ვითარცა შროშანნი.
37. რაჟამს მთანი აღეხუნენ ბრძანებითა ღმრთისაჲთა, მაშინ ძუალნი მათნი რიცხჳთ შეკრბენ.
38. ოდეს დაჰჴსნდებოდიან მთანი ბორცუთა თანა, მაშინ ასოები მათი ყოვლით კერძოვე შეკრბებოდის.
39. სიკეთე, რომელცა მოიძულეს, მაშინ შეიმოსონ, სიკეთჱ იგი ზეცისაჲ, და რაჟამს აღფხურნენ საფუძველნი ქუეყანისანი, აღდგენ იგინი დიდებითა და პატივითა.
40. რაჟამს შეიმუსრნენ საჴსველნი იგი ბჭეთა ჯოჯოხეთისათანი, მაშინ აღეხუნენ წამნი თუალთა მათთანი, რაჟამს შეძრწუნდე[ს] სოფელი ესე, მაშინ თმაჲ აღმოესხმოდის, ოდეს ყოველივე დაჰჴსნდეს, მაშინ აღდგეს, დიდებითა განიცდიდეს ჯოჯოხეთი გუამთა მათთა.
41. ნუუკუე აქუნდეს რაჲმე ბიწნი დაგებულნი, გამოსცნეს იგინი, და ვერ შეიპყრას ფრცხილიცა ერთისა მათგანისაჲ.
42. ხოლო თმისა წილ, რომელ შეემოსა, მოსცეს მათ ქრისტემან გჳრგჳნები შეთხზულები შუენიერი, შეიწიროს მონაზონებაჲ იგი მათი, რომელსა გულსმოდგინედ მონაზონებდეს, მოსცეს მის წილ საშუებელი იგი სამოთხისაჲ,
43. რამეთუ იყოფოდეს უდაბნოთა ადგილთა, სასუენებელად შეიყვანნეს იგინი და მუნ იშუებდენ.
44. ამისთჳს, რამეთუ გამოირჩიეს სოფელსა ამას ჭირი, ახაროს მათ მუნ ღჳნითა მით ზეცისაჲთა ანგელოზთა.
45. გული იტყჳს პატივისა მისთჳს კაცთაჲსა და ითხოვედ, რაჲთა მსგავსად მათსა აქუნდეს დიდებაჲ, და განმზადებულ არიან თქუმად, ვითარმედ: ნეტარ ხართ თქუენ, წმიდანო ქრისტჱსნო,
46. რამეთუ გულს-მოდგინებითა თქუენითა აქა მოიწიენით და კეთილად ნავი თჳსი წარიმართეთ და აღძრვისა მისგან დიდისა ღელვისა განერენით და თჳსითა ჴელოვნებითა და მოსწრაფებითა,
47. რომელი-იგი გაქუნდა, აქა მოიწიენით აწ ნავით სადგურსა ამას ცხორებისასა სულისა წმიდისა თქუენდა წინამძღუარებითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.