1. წმიდისა ეფრემის თქუმული
2. ვაჲმე, ვაჲმე, საყუარელნო, რამეთუ ამათ განისუენეს და განცხადებულად წარვიდეს ღმრთისა, რომელთა გონებაჲ არა იყო ყოვლადვე ქუეყანისა საქმესა და ზრუნვასა, არამედ გარნა სიყუარულსა ხოლო ღმრთისასა.
3. ხოლო მე განუმზადებელი დავშთი და არა გულს-მოდგინჱ თჳსითა ნებითა.
4. და აჰა მეწია მე დაუსრულებელი იგი ზამთარი;
5. და მე შიშუელ ვარ და განუმზადებელ და მიკჳრს თავით თჳსით, საყუარელნო, ვითარ-ესე დღითი-დღედ და ჟამად-ჟამად ვაშჱნებ და ჟამად-ჟამად ვარღუჱვ.
6. მწუხრი ვთქუ: ხვალე შევინანო!
7. გან-რაჲ-თენის, განცხრომით წარვჰჴადე დღჱ იგი.
8. და კუალად დღისი ვთქუ: ღამე ფრთხილ ვიყო!
9. და ცრემლით ვევედრებოდე უფალსა, რაჲთა მლხინებელ მეყოს ცოდვათა ჩემთა.
10. და მოიწიის ღამჱ იგი, მე ძილითა დავიჴში.
11. რომელთა მიიღეს ჩემ თანა ცეცხლი, აჰა იღჳწიან დღჱ და ღამჱ იქმან მას, რაჲთა მიემთხჳნენ ქებასა მისსა და მთავრობასა მათ ქალაქთასა.
12. ხოლო მე ჩემითა სიმედგრითა დავმალე ვეცხლი იგი ქუეყანასა, და ჟამი ჩემი მოახლებულ არს.
13. და აჰა ძწის გული ჩემი, და ვსტირ დღეთა მათ უდებებისა ჩემისათა, რამეთუ არას [ვპო]ვებ, რაჲმცა სიტყუაჲ მიუგე.
14. შემიწყალე მე, მხო[ლოო] უცოდველო და მაცხო[ვარო], მე, მხოლოო კაცთ-მოყუარეო, რამეთუ შენსა გარეშე კურთხეულისა მამისა და მხოლოდ [შ]ობილისა ძისა,
15. რომელ ჴორც[იელ] იქმნა ჩუენთჳს, და წმიდისა სულისა, რომელი განაცხოველებს ყოველთა, სხუაჲ არავინ ვიცი, არცაღა მრწამს ვისი.
16. და აწ მომიჴსენე მე, უფალო, და განმიყვანე მე საპყრობილისა ამისგან უშჯულოებათაჲსა, რამეთუ შენი არს ორკერძოვე, უფალო, ოდესმე შემოყვანება[ჲ] სოფელსა ამას და ოდესმე განყვანებაჲ მისგან.
17. მომიჴსენე მე, უფალო, რამეთუ ვერ [სიტყ]ჳს-მიმგებელ ვარ, და მაცხოვნე მე, ცოდვ[ილი], და მადლი ეგე შენი, [რომელი ექმნა] შემწე სოფელსა და შესავედრებელ სიქადულ,
18. და ქებამან დამიფარენ მე ქუეშე ფრთეთა მისთა მას დღესა შინა საშინელსა და შე[საძ]რწუნებელსა, რამეთუ შენ [უწყი], რომელი განმკითხველი ხარ გუ[ლთაჲ]..................................................