1. სწავლაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისაჲ ანტონისი
2. ჯდა ოდესმე წმიდაჲ ანტონი უდაბნოსა გარე, ურვასა შევარდა და მრავალსა სიბნელესა გულის-სიტყუათასა და იტყოდა ღმრთისა მიმართ: უფალო, მინებს ცხორების და არა მიტევებენ, რაჲ ვყო ჭირთა შინა ჩემთა, ანუ ვითარ ვცხონდე?
3. აღდგა ანტონი და წარვლო მცირედ და იხილა ვინმე, ვითარცა თავი თუისი, რომელი ჯდა და იქმოდა და მერმე აღდგის და ილოცავნ და კუალად დაჯდის და თხზავნ დანაკის-კუდისა ფურცელსა და მერე აღდგის საქმისაგან და ილოცავნ.
4. ხოლო იყო ანგელოზი უფლისაჲ მოვლინებული სახისა განგებისათუის და კრძალულებისა ანტონისა.
5. და ესმა ჴმაჲ ანტონის და ჰრქუა: ესრეჲთ ჰყოფდი შენცა და სცხონდე!
6. და მას ვითარცა ესმა ესე, ფრიად სიხარული აქუნდა და კადნიერებაჲ მოიღო და ესრეჲთ ჰყოფდა იგი და ცხონდებოდა.
7. თქუა მამან პიმენ მამისა ანტონისთუის, ვითარმედ: ჰკითხა ღმერთსა და თქუა,
8. ვითარმედ: რომელნიმე მცირედ ცხონდებიან და მოკუდებიან და რომელნიმე დაბერდებიან გარდარეულად და რომელნიმე გლახაკ არიან და რომელნიმე – მდიდარ და რომელნიმე ვერცა ხედვენ...........................