მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. ქებაჲ წმიდისა მოწამისა ჰაბოჲსი
2. აწ მოვიდეთ, ქრისტჱს მორწმუნენო, და ვდღესასწაულობდეთ ჴსენებასა ახლისა ამის წმიდისა მოწამისასა, რომელი ყოველსა ამას სოფელსა ჩუენსა ქართლისასა მეოხად ჩუენდა [ქრისტემან მოგ]უანიჭა,
3. და სიხარუ[ლით]ა მრავლითა გავნახუ[ნეთ] საუნჯენი გულისა და გონებათა ჩუენთანი და მხიარულითა პირითა და განმარტებულითა ენითა ვაქებდეთ კეთილად მოღუაწებასა მისსა და ვიტყოდით:
4. გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ, რამეთუ შენ, უკუანაჲსკნელი ესე მუშაკი მაცხოვრისა ჩუენისაჲ, მეათორმეტისა ამის ჟამისაჲ, მდღევრთა მათ თანა აღმთობილთა მიეწიფე და მათ თანა სასყიდელსა არა დააკლდი!
5. გიხაროდენ უფლისა მიერ, მოწამეო ქრისტჱსო, რამეთუ შენ მიემსგავსე უკუანაჲსკნელსა მას მოციქულსა პავლეს მამულთა მათ შჯულთა და მოძღურებათა განგდებითა და ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, აღსაარებისათჳს მსგავსადვე მისა თავი მოგეკუეთა.
6. აწ ვინ-მე ღირსად გაქებდეს შენ, ჭეშმარიტად საქებელსა?
7. მნებავს ქებად შენდა, ყოვლად ქებულო ქრისტჱს მოწამეო, არამედ ვერ ვიკადრებ, რამეთუ უფროჲს გონებისა ჩემისა აღმაღლდა ქებაჲ სათნოებისა შენისაჲ.
8. და კუალად მეშინის მე დადუმებად, რამეთუ სანატრელითა მით ქრისტჱს მიერითა სიყუარულითა შემიყუარე მე, ვიდრე იყავ-ღა სოფელსა ამას შორის ჩუენსა.
9. აწ ნუუკუე დაყენებითა ენისა ჩემისაჲთა ქებასა შენსა დაეყენოს ჩემთჳსცა მოღუაწებაჲ მეოხებისა შენისაჲ ქრისტჱს მიმართ!
10. არამედ შენ მიერვე მოღებითა მადლისა მის ქრისტჱსისაჲთა, მსგავსად ძალისა ჩემისა, გაქებდე შენ, შუენიერებითა შემკულო უფლისა მიერ!
11. გიხაროდენ, გიხაროდენ, მოწამეო უფლისა მიერ სანატრელო!
12. რამეთუ შენ თუალით მხილველთა მათ და ჴელით მსახურთა წმიდათა მოციქულთა ქრისტჱსთა უხილველად სარწმუნოებითა და სიჴნითა აღსაარებითა ნეტარებაჲ მოიგე.
13. რამეთუ შენ მამამან ზეცათამან მხოლოდ-შობილისა ძისა თჳსისა მიერ გჳრგჳნოსან გყო და სულისა წმიდისა მადლითა აღგავსო!
14. შენ ძემან მამისა მიერ შეგიწყნარა და სულმან წმიდამან გადიდა!
15. შენ სულმან წმიდამან შეგიყუარა, მამისა და ძისა თანა ერთობითა თჳსითა პატივ-გცა და ღუაწლისა მძ/ედ გამოგაჩინა!
16. შენ ზედა განუკჳრდა ანგელოზთა წესსა, რამეთუ ვითარცა უჴორცომან დაითმინე სიკჳდილი ქრისტჱსთჳს!
17. შენ ზედა მამად-მთავარნი იხარებენ, რამეთუ ნეტარმან აბრაჰამ თჳსთა ნაშობთაგანი შეიწყნარა წიაღთა თჳსთა ქრისტჱსთჳს, რომელი-იგი კარავსა თჳსსა შეიწყნარა და მისგან მრავალთა ნათესავთა გამოჩნდა მამად.
18. შენ ქრისტჱს მოწაფეთა მათ ნაყოფ ექმენ და მოციქულთა მოწაფე!
19. შენ მოწამეთა მათ თანა ზეცისა მეუფისასა მას მატიანსა სახელით დაიწერე და მარტჳლთა თანა გჳრგჳნოსან იქმენ!
20. შენ აღმსაარებელთა მათ თანა განეწესე და მართალთა თანა დიდებულ ხარ!
21. შენთჳს ფრიად დამიკჳრდების ჩუენ, წმიდაო მოწამეო, რამეთუ ჟამსა ამას მეფობისა ისმაჲტელთა დიდებასა შენ ნეფსით სიმდაბლჱ ქრისტჱსთჳს აღირჩიე და მახჳლითა პყრობილი იგი შჯული განაგდე და ჭეშმარიტი იგი აღიარე და ჯუარცუმულსა მას თაყუანის-ეც უფლად და ღმრთად!
22. ვინაჲ ანუ ვისგან ისწავე ქრისტჱსთჳს ესთნი ესე ცნობაჲ?
23. რომელმან საკჳრველებამან აღგიყვანა შენ დიდებასა მას სასუფეველისასა?
24. [შენ ჭეშ]მარიტად მარჯუენისა [მას] ავაზაკსა მიემსგავსე, რამეთუ გაქუნდა შენცა ერთი შენ თანა პყრობილთაგანი, ნაშობი ქრისტიანეთაჲ, რომელი განდრეკილ იყო ქრისტჱსგან და მიდევნებულ შჯულსა უცხოსა,
25. ხოლო კუალად ქრისტჱს აღსაარებისათჳს შენ თანა განიკითხვოდა, არამედ საწყალობელსა მას კუალადცა უბრკუმა და დაეცა იგი;
26. რამეთუ შიშისაგან სიკვდილისა საწუთროჲ ესე შეიყუარა და საუკუნოჲ იგი წარიწყმიდა, მტერმან ბოროტმან აღიტაცა და ცხოვარი იგი ქრისტჱსი ნამგლევ იქმნა.
27. რამეთუ მწყემსსა მას კეთილსა განეშორა და არგანი იგი ქრისტჱსი ძლიერებისა მისისაჲ განაგდო ჴელთაგან თჳსთა, ამისთჳსცა იძლია იგი და განვარდა სამწყსოჲსაგან პირმეტყუელთა მათ ცხოვართაჲსა.
28. ხოლო შენ, სანატრელო მოწამე, კუერთხითა მით, ჯუარითა თჳსითა, დაგიცვა ქრისტემან მსგავსად ძლიერისა მის სარწმუნოებისა შენისა მისა მიმართ.
29. შენ ავაზაკსა მას ესწორე სარწმუნოვებითა და სამოთხესა განეწესე!
30. შენ კარი იგი სამოთხისაჲ განაღე ჯუარითა ქრისტჱსითა და მცველთა მათ ქერობინთა, ცეცხლის მსგავსთა, ვერ განგიკითხეს, ვითარმედ ვინ ხარ!
31. და რაჲღა-მე უფროჲს ვთქუა, რამეთუ უფალმან ივნო ჩუენთჳს, უბრალომან ბრალეულთათჳს დასთხია უბიწოჲ სისხლი თჳსი, ხოლო შენ გარდაიჴადე თანა-ნადები იგი, რამეთუ შენცა დასთხიე სისხლი სიყუარულისათჳს მისისა.
32. ამისთჳსცა ძლევისა გჳრგჳნითა შეგამკო შენ და სასუფეველსა მამისა მისისასა მკჳდრად გამოგაჩინა.
33. შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყუარული იგი ქრისტჱსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ იგი ჩუენი მისა მიმართ კუალად განახლდა,
34. რამეთუ აღვერიენით ერსა, უცხოსა შჯულისა, განდგომილსა ქრისტჱსგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამის მოყუარესა, თესლსა ურწმუნოსა ძისა ღმრთისასა, სარწმუნოვებისა ჩუენისა მაგინებელთა,
35. რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდეთ გულის-თქუმასა გულთა ჩუენთასა მიბაძვებითა მათითა, ვითარცა უსასონი ქრისტჱსგან და დამვიწყებელნი საუკუნისა ცხ/ორებისანი,
36. ხოლო აწ შენ მიერ მოგუეახლა ქრისტე და ჩუენ გულისხმა-ვყავთ კუალად შიში მისი და სიყუარული მისი და მადლსა მისსა ღირს ვიქმნენით და წყალობასა დღითი-დღედ მრავალთა სასწაულთა და კურნებათა ჩუენ შორის გამოჩინებითა!
37. შენ უგუნურთა მათ შემწირველთა მახჳლითა და ცეცხლითა უმეტჱს ალისა განგაბრწყინვეს შენ, ვერ გულისხმა-ყვეს უგულისხმოთა მათ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: იყოს, ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქ[უენ], ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.
38. ჵ უგუნურებაჲ და უმეტჱს უგუნურებაჲ იგი მათი, რამეთუ რომელი-იგი პირველად არავინ გიცოდა, ვითარმედ ვინა ხარ, ანუ რომლისა ნათესავისაგან, ანუ რომლისა ერისაგან, ანუ რომლითა შჯ[უ]ლითა სცხონდებოდე!
39. აწ ესერა [უ]ნებლებით წარმოგაჩინეს საცნაურად, ქრისტჱს აღმსაარებელად და მარტჳლად ყოველთა შეგისწავ[ეს].
40. შენ ყოველთა დაბადებულთა პატივ-გცეს, რამეთუ ცაჲ მოწამე არს სიმართლ[ე]სა შენსა უცხოჲსა ცეცხლის[ა] გარდამოვლინებითა ადგი[ლ]სა მას ზედა, რომელსა, ვითარცა კრავი უ[მანკოჲ], შეიწირე, შემწუარი ცეცხლითა.
41. შენ ქუეყანამან მსხუერპლად წმიდად და სათნოდ მიგი/გიპყრა ღმერთსა მას ზედა დაწუვითა პატიოსნისა გუამისა შენისაჲთა, რამეთუ გექმნა შენ, ვითარცა საკურთხეველი აბელისი, ენუქისი, აბრაჰამისი და ელიაჲსი,
42. რომელნი-იგი მრგულიად დასაწუველთა მათ შესწირვიდეს ტარიგთა ღმრთისა, და კუალად ადგილი იგი სამსხუერპლოჲსა შენისაჲ ემსგავსა ბერვარსა მას აჰრონისსა და ზაქარიაჲსსა მღდელთასა,
43. რამეთუ ნაკუერცხალსა მას ზედა ცეცხლისასა აღვიდოდა, ვითარცა სუნელებაჲ საკუმეველთაჲ ჴორცთა მაგათ შენთაჲ, წინაშე უფლისა, [წ]მიდასა მას წმიდათასა, ზეცისა საკურთხეველსა!
44. შენ მდინარეთა მაგათ შეგაწყნარეს, ვითარცა ქრისტჱს მარტჳრი, ხოლო ქრისტემან ღმერთმან შენ გამო სიღრმეთა მათ სიბნელჱ ზეცისა ნათლითა განაბრწყინა!
45. შენ ნათესავთა შენთა უცხო და განგდებულ გყვეს, [ხ~ ~ქ]ემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან, გამოგარ[ჩ]ია და მიგიპყრა თჳსსა მას ეკლესიასა!
46. შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შიდა თჳსსა სამკჳდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა და ნაყოფითა მით სარწმუნოებისა შენისაჲთა ახარა ეკლესიასა,
47. რომელსა შინა იხარებენ ქრისტჱს მორწმუნენი და ჰნატრიან შენსა მას დიდებულებასა, შენსა მას მოღუაწებასა, შენსა მას სიმჴნესა, შენსა მას მარტჳლობასა, შენ მას გჳრგჳნოსნობასა!
48. ვითარ-მე გაქებდე შენ, ღუაწლისა მძლეო წმიდაო მოწამეო, რამეთუ შენ, ახალი ეგე ქრისტჱს მორწმუნჱ, მოძღუარ ჩუენდა იქმენ, სწავლულნი უფროჲს გულისხმიერ ჰყვენ,
49. შერყეულნი უფროჲს განამტკიცენ, განმტკიცებულნი განამხიარულენ, წარმართნი წადიერ ჰყვენ ქრისტჱს მონებად, საჴსენებელი მარტჳლობისა შენისაჲ ჩუენ დაგჳტევე, სახელისა შენისა მითხრობად ყოველთა ქადაგ ვიქმნენით!
50. აწ ვევედრებით ყოველნი შენსა ქრისტჱს მოწამებასა, მეოხ[მცა] ხარ წინაშე მაცხოვრისა ყოველთა[ჲსა].................................
51. ...რომელნი შენ მიერ ითხოენ [წყალო]ბასა ქრისტჱს ღმრთისაგან, რომლისაჲ არს დიდებაჲ და პატივი და ძლიერე[ბაჲ თანა] მამით და ყოვლად [წ~]დ[ით] სულითურთ აწ და [მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ].