1. [წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა მოწამისა ქრისტჱსისა ჰაბოჲსი, რომელი იწამა ქართლს შინა, ქალაქსა ტფილისს, ჴელითა სარკინოზთაჲთა, გამოთქუმული იოვანე ძისა საბანისი ბრძანებითა ქრისტჱს მიერ სამოელ ქართლისა კათალიკოზისაჲთა]
2. .......................ჭაბუკთა მითხრობად სიმჴნჱ იგი ქრისტჱს მოღუაწეთაჲ, და სიქადულ და მხიარულება მოხუცებულთა ჴსენებაჲ იგი ღუაწლისა მის მარტჳლთაჲსა,
3. და საწადელ და სასურველ მღდელთა და ყრმათა მათ და მოწაფეთა და შვილთა ეკლესიათა კრებაჲ იგი დღესასწაულისა მის წმდთ˜აჲსა.
4. და ემსგავსნიან შორის ეკლესიასა ჴმანი იგი მათნი ანგელოზთა მათ გალობის შემასხმელთა და სული წმიდაჲ იხარებნ შორის მათსა თ˜ყნის-ცემული, და მამაჲ იდიდებინ, კაცთ-მოყუარებაჲ იგი, ქველის მოქმედებაჲ ძისაჲ იქადაგებინ.
5. რამეთუ ყოვლისა მპყრობელმან ღმერთმან და დიდად უხუმან უფალმან, რომელმან არა უგულებელს-ყო ურვაჲ კაცთაჲ და სიყუარულისათჳს კაცთაჲსა ქალწულისაგან ჴორცნი შეიმოსნა და წმიდითა მით ჴორცითა თჳსითა სამოთხით გამოვრდომილსა მას კაცსა დაცემულსა ზეცად აღუწოდა
6. და მიუწდომელსა მას საიდუმლოსა ღირ-ყო, რომელ-იგი არა იყო, და დაადგრა, რომელი-იგი იყო, დიდებაჲ მაცხოვრისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტჱსსა მას დამდაბლებასა ჩუენთჳს.
7. რამეთუ დამდაბლდა და მიჴსნნა ჩუენ, ამაღლდა ზეცად, ვინაჲცა გარდამოჴდა, და მიწისაგანი ესე კაცებაჲ თანა-აღიყვანა და მარჯუენით მამისა მჯდომარე არს, რომელი-იგი საკჳრველად განგებულებით შეიერთა ღ˜თეებამან,
8. რომელცა-იგი ორითავე მით სახელითა,– ერთი ძჱ ღმრთად და კაცად, თჳნიერ განყოფათა,– იქადაგების, იგივე „სახელით ენმანუელ– ჩუენთანა ღმერთი“ და კაცი,
9. „რაჲთა სახელისა მიმართ მისისა ყოველი მუჴლი მოდრკეს, ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, და ყოველმან ენამან აუვაროს“ სახელსა მისსა.
10. რამეთუ საშინელ და წმიდა და ყოვლად ძლიერ და საკჳრველ და უფალ და ყოვლისა მპყრობელ არს სახელი მისი;
11. ვერ შემძლებელ ვართ ჩუენ მიწდომად სიმდიდრესა მას სახელისა მისისასა, არამედ უძლურებისაებრ ჩემისა და გულს-მოდგინებისა თქუენისა ვიწყო თხრობად თქუენდა,
12. საყუარელნო: კარ, გზა, ტარიგ, ლოდ, მარგალიტ, ყუავილ, ანგელოზ, კაც, ღმერთ, ნათელ, ქუეყანა, მარილ, მატლ, მარცუალ მდოგჳს, მზე სიმართლის, ძე მამის უკუდავის და ერთ ღმერთ გარდაუქცეველ და განუქარვებელ და უცვალებელ,
13. რამეთუ უქცეველ და განუქარვებელ არს შემდგომად ჴორცთა შესხმისა და შეერთებისა ღმრთეებისა იგი ბუნებაჲ, რომლისათჳს, უკუეთუ შემძლებელ ვიქმნეთ, თითოეულისა მის სახელვის-დებისთჳს ჭეშმარიტი უწყებად თქუენდა, გარნა მადლითა მისითა გაუწყო თქუენ, ქრისტჱს მოყუარეთა.
14. კარ იწოდა, რამეთუ თქუა: მე ვარ კარი ცხოვართაჲ, რამეთუ ჭეშმარიტად მორწმუნენი მისნი მის გამო კარსა მას სასუფეველისასა შევალთ.
15. გზა ეწოდა, რამეთუ თქუა: მე ვარ გზაჲ და ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ, რამეთუ ზეცად აღმავალთა გუექმნების ჩუენ გზა.
16. ტარიგ ეწოდა, რამეთუ ჩუენთჳს დაიკლა და მარადის ცხოველ არს და ჴორცთა და სისხლთა მისთა ჩუენდა განყოფითა ცხოვრებასა საუკუნესა მოგუანიჭებს.
17. მწყემს ეწოდა, რამეთუ თქუა: მე ვარ მწყემსი კეთილი.
18. ჭეშმარიტად ცხოვარნი შეცთომილნი მოგუაქცინა და მტერი იგი ჩუენი ლომი არგნითა ჯ˜რჲთა მოკლა და მისგან დაჴსნილი იგი გუამი პირველ შექმნულისაჲ მის ძალითა ღმრთეებისა თჳსისაჲთა კუალად განაცოცხლა და ნაკბენი იგი გესლეანისა მის მგელისაჲ წყლულებითა თჳსითა განკურნა
19. და გესლი იგი მომაკჳდინებელითა წამლითა მით ღმრთეებისა თჳსისაჲთა განაქარვა და აღასრულა სიტყუაჲ წინაწარმეტყუელისა მიერ თქუმული, ვითარმედ: იწყლა იგი ცოდვათა ჩუენთათჳს და წყლულებითა მისითა ჩუენ განვიკურნენით.
20. ლოდ საკიდურ ეწოდა წ[ინაწარმეტყუელისა] მიერ, რამეთუ ესე არს, რომელი შეურა[ცხ] და განგდებულ იქმნა [მღდელთ]მოძღუართა მათგან [და მ]წიგნობართა ნათესავი[საგან] ჰურიათაჲსა ი˜ჱმს, არამედ ესე თავ ყოველთა ცის კიდეთა იქმნა.
21. მარგალიტ ეწოდა, რამეთუ იგი, მარგალიტი, შორის ორთა მათ ფიცა[რთა], სულისა და ჴორცთასა, ღმრთეებით გამობრწყინდების, რ˜ლისა ღმრთის მოყუარენი იგი ვაჭარნი სასუფეველისანი, ვითარცა ღმერთსა არა შიშუელსა...................................
22. [არამედ ვერ განიცხადებდა თავსა] თჳსსა ს[რ]ულად ქრისტიანედ, [ხ~] ფარულად ილოცავნ და იმარხავნ ქრისტჱს მიმართ და ეძიებდა ადგილსა კრძალულსა, სადამ[ც]ა მოიღო ნათელი ქრისტჱსი, რამეთუ [ეშ]ინოდა სოფლის მპყრობელთა ამათგან ზედამდგომელთა სარკინოზთა.
23. და იყო დღეთა ამათ შინა კუალად იყო განრისხებაჲ ჴელმწიფეთა მათ სარკინოზთაჲ ნერსე ერისთჳსა ზედა, და ივლტოდა იგი, რამეთუ სასტიკად ჰბრძოდა მას სარკინოზთა ერი.
24. და უფალმან დაიცვა იგი ჴელთაგან მათთა, და განვლო მან კარი [იგი] ოვსეთისაჲ, რომელსა დარიალან ერქუმის.
25. და რაჟამს განვიდა, იყო მის თანა ერისაგან მისისა ვითარ სამას ოდენ მამაკაც, რ˜თა თანავე იყო სანატრელიცა ესე მონაჲ ქრისტჱსი ჰაბოჲ.
26. ხოლო ნერსე, ვლტოლილი ქუეყანით თჳსით, შევიდა ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, სადა-იგი არს სადგური და საბანაკოჲ ძეთა მაგოგჱსთაჲ,
27. რომელ არიან ხაზარნი, კაც ველურ, საშინელ პირითა, მჴეცის ბუნება, სისხლის მჭამელ, რომელთა შჯული არა აქჳს, გარნა ღმერთი ხოლო იციან შემოქმედი.
28. და რაჟამს მივიდა ნერსე მეფისა მის ხაზართაჲსა, შეიწყნარა იგი უცხოებისათჳს და ვლტოლილისა მტერთა მისთაჲსა და სცა მას ყოველსა ერსა მისსა საზრდელი და სამოსელი.
29. მაშინ ვითარცა იხილა ნეტარმან ჰაბო, რამეთუ განშორებულ არს შიშისაგან მძლავრებისაგან სარკინოზთაჲსა, იწრაფა მან მიახლებად ქრისტჱსა და ნათელ-იღო სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა ჴელითა პატიოსანთა მღდელთაჲთა.
30. რამეთუ მადლითა სულისა წმიდისაჲთა მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოჲსასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტჱსითა ცხონდებიან უზრუნველად.
31. მიერითგან უფროჲსღა სავსჱ მადლითა ღმრთისაჲთა ნეტარი ჰაბოჲ შეეყო მარხვასა და ლოცვასა დაუბრკოლებელად.
32. მაშინ, შემდგომად რავდენისამე ჟამისა, ევედრა ნერსე მეფესა მას ჩრდილოჲსასა, რაჲთა განუტეოს იგი მიერ ქუეყანად აფხაზეთისა,
33. რამეთუ პირველადვე წარემგზავნნეს მას დედაჲ და ცოლი და შვილნი და მონაგები და ყოველნი სახლისა მისისანი, რამეთუ კრძალულ იყო ქუეყანაჲ იგი შიშისათჳს სარკინოჲზთაჲსა.
34. ხოლო ღმერთმან მოამშჳდა პირი მეფისა მის ჩრდილოჲსაჲ და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა.
35. და წარემართნეს იგინი სიხარულითა და მადლობითა ღმრთისაჲთა და განვლეს ქუეყანაჲ იგი წარმართთაჲ, რომელთა ყოვლადვე არა იციან ღმერთი.
36. უშიშად ვიდოდეს დღჱ და ღამჱ სამისა თთჳსა გზასა.
37. ხოლო ნეტარი ჰაბოჲ ეგოდენთა მათ გზათა მგზავრ ილოცვიდა და იმარხვიდა და არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა.
38. და ვითარცა მიიწინეს იგინი ქუეყანად აფხაზეთისა, მთავარმან მან მის ქუეყანისამან შეიწყნარა იგი ყოვლით ერით მისითურთ,
39. და ვითარცა იხილა ნერსე დედოფალი, დედაჲ თჳსი, და ცოლი და ძენი თჳსნი, სიხარულით ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთსა ცოცხლებით და მშჳდობით შეკრებისა მათისათჳს.
40. მაშინ ეუწყა მთავარსა მას აფხაზეთისასა ნეტარისა ჰაბოჲსთჳს, ვითარმედ ახალ ნათელ-ღებულ არს, განიხარა ფრიად ყოვლით ერით მისითურთ.
41. და მოუწოდა მას მთავარმან და ეპისკოპოსმან და მღდელთა და აკურთხევდეს და ნუგეშინის-სცემდეს და უთხრობდეს მას სიტყუათა ცხორებისათა და ახარებდეს მას ქრისტჱსთჳს და საუკუნისა მის ცხოვრებისათჳს.
42. ხოლო იგი თავით თჳსით მიუგებდა მადლობით სიტყუათა ჭეშმარიტებისა სარწმუნებისათა, ვიდრემდის უკჳრდაცა მათ და ადიდებდეს ღმერთსა.
43. და ნეტარი ჰაბოჲ უფროჲსღა ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ იხილა მან ქუეყანაჲ იგი სავსჱ ქრისტჱს სარწმუნოებითა და არავინ ურწმუნოთაგანი მკჳდრად იპოვების საზღვართა მათთა.
44. რამეთუ საზღვარ მათა არს ზღუაჲ იგი პონტოჲსაჲ, სამკჳდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთაჲ, მისაზღვრადმდე ქალდიაჲსა.
45. ტრაპეზონტიაჲ მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაჲსაჲ და ნაფსიის ნავთსადგური.
46. და არს ქალაქები იგი და ადგილები საბრძანებელად ქრისტჱს მსახურისა იონთა მეფისა, რომელი მოსაყდრე არს დიდსა მას ქალაქსა კოსტანტინეპოლისასა.
47. ხოლო წმიდამან და ნეტარმან ჰაბოჲ ვითარცა იხილა კაცთაჲ მათ მის ადგილისათაჲ გარდამატებული ღმრთის-მოყუარებაჲ და ლოცვაჲ ყოვლისა მის ერისაჲ დაუცადებელად, შური საღმრთოჲ აიღო,
48. რამეთუ მოიჴსენა მან სიტყუაჲ იგი წმიდისა მოციქულისაჲ, ვითარმედ: კეთილ არს ბაძვაჲ კეთილისათჳს მარადის.
49. იწყო მანცა დღეთა მათ ზამთრისათა, თთუესა მას იანვარისასა, ი˜ზ თთჳსასა, ჴსენებასა წმიდისა მამისა ანტონისსა, აღიღო მანცა ფიცხელი შრომაჲ და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა;
50. და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ჴორცთა მათ სიჭაბუკისა თჳსისათა, რომელ შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განჴურვებულთა დაშრეტად.
51. მოიჴსენა მან მაცხოვრისა ჩუენისაჲ, ვითარ-იგი შემდგომად წმიდისა მის ნათლის-ღებისა უდაბნოდ განსრულმან მზაკუვარსა მას განმცდელსა სძლო, ეშმაკსა, ლოცვითა და მარხვითა მით წმიდითა ორმეოც დღე.
52. ეგრჱთვე ნეტარი ესე ჰაბოჲ არცაღა ერთსა რას სიტყუასა იტყოდა კაცთა შორის, გარნა ღმერთსა ხოლო ჰზრახავნ წმიდასა შინა ლოცვასა თჳსსა.
53. ესრჱთ განვლო სამ თთვე დაადგრა მარხვით და დუმილით.
54. ხოლო წმიდათა მათ დღეთა დიდისა მარხვისათა, შჳდთა მათ შჳდეულთა, კჳრიაკესა და დღესა შაბათსა ხოლო მი-რაჲ-იღის წმიდაჲ იგი საიდუმლოჲ, ჴორცი და სისხლი ქრისტჱსი, მაშინღა ნაკლულევანად მიიღის საზრდელი,
55. ვიდრემდის მიიწია იგი წ˜დისა მას დღესა, დიდსა დღესასწაულსა აღვსებასა, აღდგომასა ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისასა, მაშინღა დააცადა ფიცხელი იგი მარხვაჲ და განჴსნა ენაჲცა თჳსი უტყუებისაგან და ადიდებდა ღმერთსა.
56. ხოლო იყო შემდგომად სივლტოლისა მის ნერსჱსისა ქართლით, წარმოავლინა მაჰდი ამირა მუმლმან ბრძანებითა ღმრთისაჲთა სტეფანოზ, ძჱ გურგენ ერისთავისაჲ, დისწული ნერსჱსი, ნაცვალად დედის ძმისა მისისა ნერსჱსა, ერისმთავრად ქუეყანასა ამას ქართლისასა.
57. მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაჲ იგი სახლისა მისისაჲ არა განიშორა უფალმან.
58. ესეცა წადიერ იქმნა უფროჲსღა გულს-მოდგინედ, წარმოავლინნა მოციქულნი და ითხოვა ჴელმწიფეთაგან ამირათა ამის ქუეყანისათა, რაჲთა უშიშ ყონ ბოროტისაგან და გამოვიდეს ჴსნილად ყოვლით ერით მისითურთ.
59. და ვითარცა წარმოემართნეს იგინი ქუეყანით აფხაზეთით, მაშინ ნეტარსა ჰაბოჲს მოუწოდა მთავარმან მან აფხაზეთისამან
60. და ჰრქუა მას: „ნუ განხუალ შენ ამიერ ქუეყანით, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სარკინოზთა უპყრ/რიეს და შენ ხარ ბუნებით სარკინოზ, არა დაგიტეონ შენ ქრისტიანებით მათ შორის;
61. და მეშინის მე შენთჳს, ნუუკუე კუალად გარდაგდრიკონ შენ სარწმუნოებისაგან ქრისტჱსისა ნეფსით გინა უნებლებით, და ესოდენი შრომაჲ შენი წარსწყმიდო“.
62. ხოლო ნეტარმან მან ჰაბოჲ ჰრქუა მას: „სადაღა შემიწყნარა მე ქრისტემან და განმაშოვრა მე ჩემგან ბნელი იგი პირველისა მის უმეცრებისა ჩემისაჲ და ღირს-მყო მე ნათელსა მას მისსა, არასადა უვარ-ვყო სახელი მისი,
63. დაღათუ ბევრეული ოქროჲსა და ვეცხლისაჲ მომცენ მე, გინა თუ ტანჯვით და გუემით განმიკითხონ მე, ვერ განმაშორონ მე სიყუარულსა უფლისა ჩემისასა.
64. და აწ შენ ნუ დამაყენებ მე, ღმრთის მსახურო, რამეთუ რაჲ მადლ არს ჩემი აქა ყოფაჲ, სადა არა არს შიში, არცა სიკვდილი ქრისტჱსთჳს?
65. აწ გევედრები, განმიტევე მე, რაჲთა ეუწყოს განცხადებულად ქრისტიანებაჲ ჩემი ქრისტჱს მბრძოლთა მათ, რამეთუ მესმა მე წმიდისა სახარებისაგან თქუმული იგი მაცხოვრისა ჩუენისა მიერ,
66. ვითარმედ: არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ჴჳმირსა, არამედ სასანთლესა დადგიან, რაჲთა ჰნათობდეს ყოველთა.
67. ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთაო.
68. და აწ მე რაჲსათჳს დავფარო ჭეშმარიტი ესე ნათელი, რომლითა განმანათლა მე ქრისტემან?
69. არასადა დავემალო შიშისათჳს სიკჳდილისა, რამეთუ ვისწავე წმიდისა მისგან მოციქულისა, ვითარმედ: არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ, ამისთჳს არა მეშინის მე სიკჳდილისაგან, რამეთუ მე სასუფეველსა ვეძიებ ქრისტჱსგან“.
70. და ესრჱთ არწმუნა მთავარსა მას, და განუტევა.
71. და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა................................
72. [ხოლო წმიდაჲ იგი მარტჳლი დუმილით მჴნედ მიითუალვიდა] მახჳლსა, ვიდრემდის შეჰვედრა სული თჳსი უფალსა.
73. და ვითარცა იხილეს ქრისტჱს მბრძოლთა მათ შემასმენელთა წმიდისა მოწამისათა, რამეთუ სრულ იქმნა ნეტარი იგი ქრისტჱს მიმართ და ღუაწლი კეთილი მოიღუაწა სარწმუნოებითა და მოთმინებითა სძლო მათსა მას სიბორგილესა, უფროჲსღა აღივსნეს შურითა
74. და შევიდეს წინაშე ამირისა მის და ჰრქუეს: „ჩუენ ვიცით, რამეთუ ჩუეულებაჲ არს ქრისტიანეთაჲ ესრე სახედ: თუ ვინმე თავი მოიკლის ქრისტჱს მათისათჳს, მოიპარიან გუამი მისი და პატივ-სციან მას დაფლვითა და ტყუვილით
75. რეცა თუ სასწაულსა და კურნებასა რასმე განსთქუმედ ერსა შორის და სამოსელსა და თმასა თავისა მისისასა და ძუალსა მისსა განიყოფედ, რეცა საცოდ სნეულთათჳს და ამით სახითა მრავალნი უცებნი შეიტყუვნიან.
76. აწ ბრძანე გუამი მისი მოცემად ჩუენდა, რაჲთა განვიღოთ და დავწუათ იგი ცეცხლითა და განვაქარვოთ იგი და აღვჴოცოთ საცთური ქრისტიანეთაჲ,
77. რაჲთა იხილონ ყოველთა და შეეშინოს და რომელნიმე მათგანნი მოიქცენ ჩუენდა და ჩუენგანთა ეშინოდის და არღარა შეუდგეს სწავლასა ქრისტიანეთასა.“
78. ამას დაღათუ შურისათჳს ქრისტიანთაჲსა იტყოდეს, არამედ ჭეშმარიტსა და მართალსა წამებდეს, ვითარცა-იგი არიან ქრისტჱს მოწამენი მკურნალ და მეოხ ყოველთა, რომელნი მიეახლნენ მათ ქრისტჱს მიერითა სიყუარულითა და სარწმუნოებითა.
79. ხოლო ჰრქუა მათ მსაჯულმან მან: „წარიღეთ, ვიდრე გნებავს, და ყავთ, ვითარცა თჳთ იცით!
80. მაშინ გამოვიდეს და აღიღეს ქუეყანით პატიოსანი იგი გუამი ქრისტჱს მოწამისაჲ მის და შთადვეს იგი გუალაგსა მას აღსაკიდებელსა სამოსლით მისითურთ და სისხლი იგი მართლისაჲ მის აღმოთხარეს ქუეყანით და რაჲთურთით არაჲ დაუტევეს ქუეყანასა და იგიცა შთადვეს ჭურჭელსა შიდა.
81. და დადვეს წმიდაჲ იგი ურემსა ზედა, მსგავსად მჴნეთა მათ წმიდათა ორმეოცთასა, რამეთუ სადა-იგი მოჰკუეთეს თავი წმიდასა მას მოწამესა, კართა ზედა წმიდისა ეკლესიისათა, რომელი სახელად წმიდათა მათ ორმეოცთა დაფუძნებულ იყო;
82. წესვე ეგრე იყო, რაჲთა ემსგავსოს ახოვანთა მათ წმიდათა ორმეოცთა.
83. და ვითარცა გამოიღეს წმიდაჲ იგი გუამი წმიდისაჲ გარეშე ქალაქსა და აღიღეს ადგილსა, რომელსა საღოდებელ ეწოდების, რამეთუ მუნ არს საფლავები კაცთა მის ქალაქისათაჲ, და მუნ გარდამოიღეს ურმისა მისგან და დადვეს იგი ქუეყანასა.
84. და მოიღეს შეშაჲ და თივაჲ და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი, ვიდრემდის დაწუნეს ჴორცნი წმიდისა მ˜წამისნი ადგილსა მას რ˜ლი არს, აღმოსავალით ციხესა მას ქალაქისასა,
85. რომელსა დილეგი ჰრქჳან, პირსა ზედა კლდისასა, რომელ არს კბოდჱ მდინარისა მის დიდისაჲ, რომელი განჰვლის აღმოსავლით ქალაქსა.
86. ესე არს სახელით მტკუარი.
87. ხოლო ადგილსა მას მათ თანა არავინ აუფლეს მისლვად ქრისტიანეთაგანი, ვიდრემდის აღასრულეს დაწუვაჲ იგი ჴორცთაჲ მათ მოწამისათაჲ.
88. ხოლო ძუალთა მათ წმიდისათა რომელთა ვერღარა უძლეს დაწუვად, შთაკრიბნეს ტყავსა ცხოვრისასა და შეკრნეს მტკიცედ და მოიხუნეს და შთაყარნეს დიდსა მას მდინარესა, ქუეშე ჴიდსა ქალაქისასა, რომელთა ზედა აღმართებულ არს პატიოსანი ჯუარი ჴიდისაჲ.
89. და ექმნა წყალი იგი მდინარისაჲ მის წმიდათა მათ ძუალთა სამოსელ გარე-შეხუევითა მით და სიღრმჱ იგი წყალთაჲ საფლავ წმიდისა მის მარტჳლისა, რაჲთა არავინ უდებად მიეახლოს მას.
90. ქრისტჱს მბრძოლთა მათ ესრჱთ ყვეს და ესრჱთ ღუაწლი კეთილი მოიღუაწა ნეტარმან მან.
91. მაშინ იწყო სიმრავლემან მან ქალაქისამან ქრისტიანეთამან და განაგდეს შიში მძლავრთაჲ მათ და განვიდეს ყოველნი ადგილსა მას, სადა დაწუნეს ჴორცნი წმიდისა მ˜წამისნი.
92. მუხუცებულნი მირბიოდეს კუერთხებითა თჳსითა, მკელობელნი ვლდომით, ვითარცა ირემნი, ჭაბუკნი სრბით, ყრმანი ჴდომით ურთიერთას, დედანი მსგავს იყვნეს წმიდათა მათ მენელსაცხებლეთა, რომელთა სრბით მიაქუნდა სუნელი იგი წმიდასა მას ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისა საფლავსა.
93. ნანდჳლვე იყვნეს ესენიცა მსგავს მათა, რამეთუ რბიოდეს ცრემლითა და მიაქუნდა მათ თანა სანთლები და საკუმეველი ჴელითა თჳსითა.
94. ყოველნივე სიხარულითა და მადლობითა ქრისტჱსითა მივიდოდეს და აღიღებდეს მიწასაცა მის ადგილისასა, და მრავალნი სენთაგან შეპყრობილნი მიჰყვანდეს, და მასვე დღესა შინა განიკურნნეს.
95. ხოლო ყოვლად ძლიერმან ღმერთმან უფროჲს გამოაჩინა ძალი თჳსი და პატივ-სცა თჳსსა მას მარტჳლსა და აჩუენა სასწაული საკჳრველი, რაჲთა უწყოდიან ყოველთა, რამეთუ ქრისტჱს მოწამჱ არს.
96. ვითარცა შემწუხრდა დღჱ იგი და იყო დ ჟამი პირველისა ღამისაჲ მის, გარდამოავლინა უფალმან ადგილსა მას ზედა ვარსკულავი მოტყინარჱ, ვითარცა ლამპარი ცეცხლისაჲ, რომელი მყოვარ ჟამ დგა ადგილსა მას, სადა დაწუეს ნეტარი იგი მოწამჱ ქრისტჱსი.
97. და დგა იგი ზე აერთა, ვიდრე სამ ჟამადმდე, გინა უმეტესღა, ღამესა მას, რომელი გამოუტევებდა ბრწყინვალებასა არა თუ ვითარცა ცეცხლი ესე ქუეყანისაჲ, არამედ ვითარცა საშინელებაჲ ელვისაჲ,
98. რომელსა ხედვიდეს ყოველნი მოქალაქენი და მსაჯული იგი და ყოველი ერი და მკჳდრნი იგი ქრისტიანეთანი და ყოველნი სარკინოზნი და მწირნი, სხჳთ მოსრულნი;
99. მყოვარ ჟამ ხედვიდეს გუგაჲთა თუალისაჲთა, ვიდრემდის ჰკდემებოდაცა მძლავრთა მათ და მი-ვინმე-ვიდეს ხილვად ადგილსა მას მსახურთაგანნი მსაჯულისა მის ამირისანი, რამეთუ ჰგონებდეს, ნუუკუე ქრისტიანეთა აღანთეს სანთელი ადგილსა მას.
100. და ვითარცა მიეახლებოდეს ადგილსა მას, იხილეს, რამეთუ აღმაღლდებოდა ვარსკუა/ლავი იგი ზე აერთა, და ვერ მიეახლნეს ადგილსა მას, რამეთუ შიშმან შეიპყრნა იგინ საღმრთომან.
101. კუალად მეორესა ღამესა უმეტჱსღა წყალთა გამოსცეს განსაკჳრვებელი ნათელი;
102. რომელთა-იგი საუცარ ეგონა ქუეყანასა და აერსა ქუეშე.
103. ცეცხლი იგი ზეცისაჲ, უნდა დაფარვად საკჳრველებათა მათ, კუალად წყალთა ვერ დააყენეს და ვერცა დაშრიტეს ფიცხელთა მათ მფოფინარეთა ღელვათა და სიღრმეთა,
104. სადა-იგი შთაყარნეს ღმრთივ პატივ-ცემულნი იგი ძუალნი სანატრელისა მის მოწამისანი, ჴიდთა მათ ქუეშე, აღმობრწყინდეს ნათელნი სუეტისა მსგავსად,
105. ვითარცა ელვანი, რომელნი კუალად მყოვარ ჟამ დგეს, და განათლებულ იყო გარემოჲს კიდესა მას მის მდინარისასა კლდჱ იგი და კბოდენი და ჴიდნი ქუჱთგან ვიდრე ზემდე, რომელსა ეგრჱთვე ყოველი სიმრავლჱ ქალაქისაჲ მის ხედვიდა,
106. რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს, რამეთუ ჭეშმარიტად იესუ ქრისტჱს, ძისა ღმრთისა, მარტჳრი არს, და გულისხმა-ყონ ყოველთა ქრისტჱს მორწმუნეთა და ურწმუნოთა,
107. რამეთუ ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: მე თუ ვინმე მსახურებდეს, პატივ-სცეს მას მამამან ჩემმან, რომელ არს ცათა შინა.
108. უკუეთუ ჴორცთა ამათ განჴრწნადთა ესოდენი პატივი აწვე აჩუენა, რავდენ უფროჲს უჴრწნელად აღდგომასა მართალთასა დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანი იხილონ შორის ანგელოზთა და ჰრცხუენოდის უგუნურად სიბორგილისა მათისათჳს,
109. რომელთა ქრისტე უვარ-ყვეს და წმიდათა მისთა ჰგუემდეს და სდევნიდეს და მოსრვიდეს, ხოლო უფალი შეიწყნარებდა ცათა შინა.
110. ხოლო აწ, საყუარელნო, ჯერ-არს ჩუენდაცა ამიერთაგან უმეტჱსადღა შეწყნარებად პირველთა მათ სანატრელთა მოწამეთაჲ,
111. რაჲთა ხილულისა ამისგან ახლისა მოწამისაჲ პირველთაჲცა მათი გურწმენეს და ვთქუათ სიტყუაჲ იგი ნეტარისა დავითისი: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკჳდილი წმიდათა მისთაჲ, რამეთუ მისა შუენის დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.