1. თქუმული ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა, იოვანე ოქროპირისაჲ
2. უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ცხორებაჲ და სიტყუაჲ, ნათესავისა ჩუენისაჲ დამბადებელი ნეტარი, გამოუთქუმელისა ბუნებისაგან შობილი, ნათელი საუკუნოჲ საწამებელი ღთ˜ებისაჲ, ყოვლად განმაშუენებელი, გამოუჩნდა სოფელსა ჟამთა, რომელი უწინარჱს ყოველთა ჟამთა არს.
3. მოვიდა და კაცთა შორის იქცეოდა, რომელი უწინარჱს ანგელოზთასა იყო და ჴორცნი შეიმოსნა ქალწულისა მარიამისგან, რომელმანცა-იგი პირველი კაცი შექმნა.
4. მოვიდა იორდანედ ნათლის-ღებად თჳსისა მონისაგან, რაჲთა ძუელი იგი კაცი კრულებისაგან განჴსნეს ღ˜თებითა თჳსითა, რამეთუ ჰურიათა იგი ნათლის-ღებაჲ პირველი ვერ შესაძლებელ იყო განწმედად ცოდვათა.
5. იგი შთაჴდა წყალთა და მისითა მით ნათლის-ღებითა ღმრთეებით და სულით წმიდით, ცეცხლებრ შეზავებით ყოველნი იგი ცოდვანი განაქარვნა.
6. მოვიდა და გამოჩნდა;
7. არა ხოლო თუ მაშინ გამოჩნდა, არამედ იყო, რამეთუ იტყჳს სახარებაჲ, ვითარმედ: სოფელსა შინა იყო და სოფელი მის მიერ შეიქმნა და სოფელმან იგი ვერ იცნა.
8. სოფელსა შინა იყო, ძალთა იქმოდა, კაცთ-მოყუარებასა ჰყოფდა, წყალობით ჰკურნებდა და ცაჲ მან შექმნა და მას შინა მზჱ და მთოვარჱ და ვარსკულავნი დასხნა
9. და ზღუაჲცა მის მიერვე შეიქმნა და განუწესა მას საზღვარი და მას ზედა ქარნი იგი დაჰბადნა და ყოველნი დაბადებულნი მის მიერ შეიქმნნეს.
10. ამან არარაჲსაგან ყოველი ვითარცა ყოფილი შექმნა.
11. აწ ისწავე მამათა ჩუენთაჲცა იგი მის მიერი თითოეულისა შეწევნაჲ, რამეთუ მეშჳდჱ იგი მამაჲ ჩუენი ენუქ ქუეყანით აერთა მიიცვალა და მის თანა წყალთაგან რღუნისა განერა და მის თანა შჳდნი იგი სულნი.
12. მანვე აბრაჰამი ქუეყანით ქალდეველთაჲთ აქა პალესტინედ კეთილად სარწმუნოვებად მოიცვალა.
13. ესე ეჩუენა ქორებს მოსეს, ამის მიერ მოივლინა ფარაჲსა, მეფისა მის მეგჳპტელთაჲსა, და მოდრიკა მეგჳპტელთაჲ დაუმორჩილებელი იგი გონებაჲ, თითოეულისა მოჴსენებად ვერცაღა შემძლებელ ვარ.
14. მცირედ რაჲმე მოვიჴსენოთ ისუჲსიცა, ძისა ნავჱსი, რომელსა შეეწია და წიაღ მოიყვანა იორდანესა ერი ჴმელად.....................................