1. [იოვანე ოქროპირი, ნათლის-ღებისათჳს]
2. .......................ნათელი ჩუენი სარწმუნოებითა ღმრთისაჲთა აღორძნდეს, რამეთუ [ღ]მერთი – მამაჲ საუკუნოჲ, მიუწდომელი, უხილავი, გამოუცხადებელი, გამოუთქუმელი, ცხორებაჲ, ჭეშმარიტად ცხორებაჲ!
3. ამან უკუანაჲსკნელთა ჟამთა ცხორებისათჳს კაცთაჲსა მოავლინა მხოლოდ-შობილი ძჱ თჳსი – ნიჭი საუკუნოჲსა ცხორებისაჲ.
4. გარდამოავლინა იგი, ვითარცა კეთილი მკურნალი და მასწავლელი, ვითარცა მამაჲ შვილთ-მოყუარჱ;
5. მკურნალად ამისთჳს, რაჲთამცა სულითა სალმობანი განკურნნა;
6. მოძღურად ამისთჳს, რაჲთამცა უგუნურთა გონებანი, რომელთანი-იგი ცოდვითა შეპყრობილ იყვნეს, მოაქცინეს და გონიერ ყვნეს;
7. მამად ამისთჳს, რაჲთამცა შვილნი იგი ი˜ჱლისნი შეკრიბნა.
8. ესე მოავლინა მამამან, რაჲთა ძლიერი ეშმაკი განდევნოს და კეთილი სარწმუნოებაჲ დაამტკიცოს ქრისტიანეთაჲ.
9. ესე მოავლინა ღმერთმან, რაჲთა ბნელი იგი უმეცრებაჲ განდევნოს და ნათელი იგი მეცნიერებისაჲ გამობრწყინდეს და საცთური იგი წარმართაჲ დაჰჴსნდეს
10. და ეკლესიაჲ ქრისტჱსი ყოველსა სოფელსა გამობრწყინდეს და სიმყრალჱ იგი პირველი განაქარვოს და სუნელებაჲ სულისა წმიდისაჲ მოჰფინოს.
11. ესე ღმერთმან მოავლინა, რაჲთა წ˜ტყლთა იგი საიდუმლოჲ გამოაჩინოს და მოციქულთა კრებული დაამტკიცოს.
12. ესე დღეს თჳთ მოვიდა იორდანედ;
13. მოვიდა და თჳსსა მონასა ნათლის-ცემასა ეტყოდა, რაჲთამცა დაამტკიცა დასაბამი მადლისაჲ და შჯული დააცხრო.
14. აწ გულისხმა-ყავთ სახარებისაჲ ესე, რამეთუ გუესმა და ვისწავეთ მისგან ყოველივე სარგებელი ცხოვრებისაჲ ქრისტე იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.