1. ნათლის-ღებისათჳსვე, თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ
2. [ო]~ნ ჩუენ[მ]~ნ იესუ ქრისტემან ოდეს იხ[ი]ლა დედაკაცი სამარიტელი ჯ[უ]რღმულსა მას ზედა,
3. არა თუ მარტოდ ყოფაჲ იგი დედაკაცისაჲ მის შე-რად-ჰრაცხა, არამედ სწავლადცა მოუწოდა და დადებულსა მას მის მიერსა სარწმუნოებასა აუწყებდა და გარდამატებულსა მას ბუნებასა სიბრძნით უთხრობდა.
4. ხოლო დედაკაცმან მან ჰრქუა: უფალო, მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანს-სცემდეს.
5. ჰრქუა მას იესუ: [ს]ულ არს ღმერთი და თაყუანის-მცემელთა მისთა ეძიებს სულითა ჭეშმარიტებისაჲთა.
6. უკუეთუ ქრისტემან მას დედაკაცსა მარტოსა მერწყულსა მაღალი იგი სარწმუნოებაჲ წინა-დაუდვა კიბედ და ასწავებდა და მერმე სხუათა მათ სამარიტელთა ქუე-მყოფთა მაღალსა სწავლასა ეკლესიაჲსასა წინა-უძღუდა, რავდენ უფროჲს ჩუენ, რომელნი-ესე დღეს აქა შეკრებულ არიან!
7. და ღათუ რაჲმე მცირედ არიან, არამედ მათისა მოწრაფებისათჳს გჳღირსვე სწავლად, რამეთუ იგინიცა წყლადვე მოსრულ არიან, ვითარცა-იგი დედაკაცი სამარიტელი.
8. არა თუ ჴორცთა ნებისა წყურილი აქვს, რაჲთამცა ჴორცნი განაძღნეს, არამედ რაჲთამცა სულნი იგი შემწიკულნი განბანნეს და განწმიდნეს;
9. არა თუ ჴორცთა იგი მწინკული რაჲ ენება განბანად, არამედ რაჲთამცა ურვილი იგი სული განასპეტაკეს, რამეთუ წერილსა მას გულს-ეტყოდეს აღსრულებად, ვითარმედ: განმბანო მე და უფროჲს თოვლისა განვსპეტაკნე.
10. აწ ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ, რომელი-იგი ქრისტემან არა შეურაცხ-ყო შემოსად და ნუცა გუწუნს ჩუენ სიმცირეჲ კრებულისაჲ ამის, რომელსა ქრისტეცა თანა-შეერთო.
11. არა მცირე არს და შეურაცხ, რომელთა თანა ქრისტე მახლობელ არს.
12. უკუეთუ რავდენნი ქრისტჱს მიერ ნათელს-იღებენ, ქრისტე შეიმოსეს, რომელ-ეგე შენცა შეიმოს, ნუ ადვილ და მცირე გგონიეს.
13. ეჰა, რომელი-ეგე იხარებ სულითა და ძალითა ელიაჲსითა, ესოდენთა საკჳრველებათა წინამორბედო!
14. უკუეთუ ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, შენ ვითარ კადნიერად სდგა წყალთა შინა?
15. რამეთუ ჴმამან უფლისამან განკუეთის ალი ცეცხლისაგან;
16. და კუალად: ჴმამან უფლისამან შეძრის უდაბნოჲ, ვითარ არა შესძრწუნდი?
17. არამედ სთქუა სამე, წინამორბედო, და მასწაო ჩუენ, ვითარმედ: ჴმაჲ უფლისაჲ ეგოდენ თუ ძლიერებით, არამედ დიდად შუენიერებით;
18. და კუალად: ჴმამან უფლისამან განამტკიცნის ირემნი;
19. და უფალმან წყალი რღუნისაჲ დააწყნარის;
20. და ისმინო ხოლო თუ, უფალმან ძალი ერსა თჳსსა მოსცეს.
21. აწ დავდუმნე ვითარცა ძლეული ამას სიტყუასა და სხუათა სახეთა გამოვეძიებდე;
22. უკუეთუ იოვანეს და მისთანათა მათ ღაღადებაჲ იგი ესმა, ვითარმედ: ჴმაჲ უფლისაჲ წყალთა ზედა, და მირბიოდეს იგინი იორდანედ;
23. და კუალად ესმა ესევითარი ჴმაჲ ზეცით: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ;
24. და ესმა მათ, ვითარმედ წყალთა ზედა შესლვად არს ქრისტე, არა ხოლო თუ ხილვად მოვიდეს, არამედ რაჲთამცა შთაჴდეს მის თანა.
25. და ცნეს, რამეთუ ნათლის-ღებითა მით უფლისაჲთა წყალნი იგი განწმიდნებოდეს;
26. და ცნეს, რამეთუ ნათელს-იღებდა უფალი.
27. არა თუ წყალთაგან რაჲ იგი განწმიდნა, არამედ წყალნი იგი მისგან განწმიდნებოდეს;
28. ცოდვაჲ მის თანა არა იყო, არამედ წყალნი მისგან განწმედილ იქმნეს ცოდვათა.
29. მჴურვალედ ხედვიდეს ნათელსა მას და შთაცჳოდეს ნიჭსა მას მადლისასა და ხედვიდეს იგინი სახესა ტრედისა მფრინვალისასა და თავთა თჳსთა ზიარ ჰყოფდეს ძეობასა.
30. აწ იხილე, ვითარ უკუდავ არიან ჴმანი იგი მართალთანი!
31. რავდენი ჟამი არს იოვანჱს ქადაგებითგან და აქამომდე ყოველნივე მირბიოდეს ნათლის-ღებად დღესა მას.
32. იოვანე ბუნებისა იგი შჯული შეუნდო, ხოლო გონიერთათჳს ჴმაჲ იგი იოვანჱსი ყურთა განუხუამს და მორბიან,
33. არა ხოლო თუ რაჲთამცა ცოდვანი იგი ხოლო მოეტევნეს, არამედ იოვანე ამას ქადაგებდა, რაჲთამცა სიწმიდჱცა იგი მოიღეს, რამეთუ ესრჱთ ღირს, რომელნი ქრისტჱს თანა ნათელს-იღებენ.
34. იოვანჱსსა მას ნათლის-ცემასა................