მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [იოვანე ოქროპირი, ნათლის-ღებისათჳს]
2. .......................ხოლო სულითა წმიდითა მიწისაგანი ესე სულიერ–ყოფად, ხოლო ცეცხლითა მით ძლიერითა უშჯულოებათა იგი ეკალნი შეწუვად!
3. ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე უფლისანი ნათლის-მცემელსა, მიიღო საიდუმლოჲსა მის სწავლაჲ, მორჩილებით შეიწყნარა და ჰმსახურა საღმრთოსა მას ბრძანებასა, რამეთუ იყო იგი მოშიშ და ყუდრო.
4. და მიყო მარჯუენჱ თჳსი ძწოლით და დუმილით და სიხარულით ნათელ-სცა უფალსა.
5. ხოლო რომელნი იყვნეს მუნ ჰურიათაგანნი, მახლობელთაგანნი და შორიელთანი, განიზრახვიდეს და იტყოდეს, რამეთუ: ცუდად გუეგონა, ვითარმედ იოვანე უმჯობჱს არს იესუჲსო;
6. აჰა, თჳთ ნათლის-ღებაჲ მისი მოწამე არს ნათლის-მცემელსა!
7. (კეთილად ჰრწამ, რამეთუ ერთსა ვისმე ნათელ-სცა ვითარცა უზეჟთაეჲსსა, ხოლო სხუათა ნათელ-სცემს ვითარცა მდაბალთა.
8. ვერ გულისხმა-ეყო მას საიდუმლოჲ იგი მეუფისაჲ, რომელი-იგი მხოლოჲ არს უფალი ბუნებათა მამაჲ, რომელი-იგი მან მხოლომან შვა მხოლოჲ ულმობელად).
9. .....განზრახვაჲ ჰურიათაჲ, განახუნა მამამან ბჭენი ცათანი და გარდამოჴდა სული წმიდაჲ მსგავსად ტრედისა და დაადგრა მის ზედა და თითითა საჩუენებელს ჰყოფდა ახალსა მას ნოვეს და ჴმაჲ იყო ზეცით მამისა მიერ და იტყოდა: ესე არს ძჱ საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
10. ესე არს იესუ, რომელმან ნათელ-იღო და არა იოვანე, რომელმან ნათელ-სცა მას.
11. ესე არს, რომელი ჩემგან იშვა უწინარჱს ყოველთა საუკუნეთა და არა რომელი-იგი ზაქარიაჲსგან გამოსრულ.
12. ესე არს, რომელი ქალწულისა მარიამისგან იშვა ჴორციელად და არა რომელი-იგი ელისაბედისგან უშვილოებასა მას, არამედ უჴრწნელისა მამისაგან უშურომელი იგი ნაყოფი.
13. ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, ძჱ ჩემი, (ბუნების მტე არსებითა და არა უცხო ჩემგან;
14. ძჱ ჩემი მხოლოდ-შობილი უხილავებრ და იგივე მხოლოჲ თქუენისა ხილვისაებრ უცოდველად.
15. ესე არს, რომელმან შექმნა კაცი და უქცეველად იქმნა კაც.
16. ესე არს ძჱ ჩემი საყუარე[ლი, რ~ი] მე სათნო-ვიყავ.
17. არა მხოლოჲ არს, რომელი.........
18. და არა), რომელი ქალწულისა მარიამისგან.
19. არა სხუაჲ არს, რომელი ქუაბსა შინა შობილ და არა სხუაჲ არს, რომელი იორდანესა წამებულ.
20. ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
21. ნუ ეძიებ ღმრთეებრ დედასა მისსა ცათა შინა, რამეთუ უდედო არს.
22. ნუცა ეძიებთ ჴორციელად მ˜მისა მისსა ქუეყანასა ზედა, რამეთუ უმამო არს.
23. ნუ განაშოვრებთ ღ˜თებასა მისსა კაცებისა მისისაგან და ნუცა განაყენებთ კაცებასა მისსა ღ˜თებისა მისისაგან, რამეთუ განუშორებელ არს შემდგომად შეერთებისა.
24. ნუ ვინმე ერთი ღმერთი შიშუელი და ერთი კაცი ლიტონი უწოდის ქრისტესა, არამედ იგი თჳთ თავადი ღმრთად და კაცად გრწმენინ, რამეთუ ესე ნათლის-ღებასა მას მხოლოდ-შობილისა ძისასა იორდანესა ზედა ჴმა-ყო მამამან.
25. ხოლო ფერის-ცვალებასა მას მისსა მთასა თაბორსა, ხედვიდეს რაჲ მოწაფენი, და გამობრწყინდა პირი მისი ვითარცა მზჱ და კუალად მოსცა მამამან ჴმაჲ თჳსი და თქუა: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ!
26. და გრწმენინ, უკუთუ თქუას: რომელმან მიხილა მე, იხილა მამაჲ ჩემი.
27. მაგისი ისმინეთ, უკუეთუ თქუას: მე მამისა თანა ვარ და მამაჲ ჩემ თანა.
28. მაგისი ისმინეთ, უკუეთუ თქუას: ყოველი, რავდენი აქუს მამასა, ჩემი არს.
29. მაგისი ისმინეთ, უკუეთუ თქუას: მამაჲ ჩემი უფროჲს არს ჩემსა.
30. ჴორციელობისა მისისა სახელისაებრ შეიწყნარეთ, უკუეთუ თქუას: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს მიცემული და სისხლი თქუენთჳს დათხეული მისატევებელად ცოდვათა.
31. ვითარცა გიჩუენოს, გულისხმა-ყავთ.
32. უკუეთუ თქუას: შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე.
33. ჴორცთა ბუნებისა მისთჳს გულისხმა-ყავთ და არა ღმრთეებისა.
34. უკუეთუ გრქუას თქუენ: რაჲ თქჳან ჩემთჳს ძისა კაცისა ყოფაჲ?
35. მიუგეთ თქუენ პეტრჱს თანა: შენ ხარ ქრისტე, ძჱ ღმრთისაჲ ცხოველისაჲ და შენდა შუენის დიდებაჲ და პატივი და თაყუანის-ცემაჲ ერთბამად სულ[ით] წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.