1. თქუმული იოვანე ოქროპირისაჲ ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა
2. და ვითარცაღა ველნი შუენიერნი და სავსენი, ყუავილითა ოქროფერითა შემკულნი, და ვითარცა ხენი, შუენიერად შემოსილნი ფურცლითა, და სადგურნი მფრინველთა სუნელ-მჴმობელთანი, რომელთა-იგი სმენითა ყურნი კაცთანი განახუნიან და თუალნი, ოდეს-იგი მოჰფინის მზჱ ადგილთა მათ;
3. და ვითარცა წყარონი გულის-სათქუმელნი, რომელნი დაუცხრომელად დიედ, ეგრეცა აქა, ეკლესიასა შინა, სიტყუათა ღმრთისათა წურთანი და ღმრთისა მიერ სწავლანი განანათლებენ ნათესავსა კაცთასა.
4. მუნ მფრინველთა იგი ფერად-ფერად რეცა ჴმანი, ხოლო აქა წმიდათა ფსალმუნთაგან რჩეულთა გალობანი, მუნ გურიტნი უდაბნოსა შინა მყოფნი და მღუმინველნი და ზაფხულისა მაუწყებელნი,
5. ხოლო აქა მწუერვალთა მდელოჲსათა და ველურისა თაფლისა მჭამელი წინამორბედი სულიერითა მით ქადაგებითა აღძრავს ეკლესიათა ღმრთისათა და ზეცისა იგი ზაფხული გუაუწყა – ქრისტე, რომელი გამოჩნდა მაცხოვრად სოფლისა,
6. რამეთუ იტყჳს, ვითარმედ: მათ დღეთა მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი და ქადაგებდა უდაბნოსა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ.
7. დღეთა მათ, რომელთა გამოჩნდა ძჱ ღმრთისაჲ და ზეცისა მეუფჱ, მისთჳს ესრე თქუა მახარებელმან, ვითარმედ: „მათ დღეთა მოვიდა იოვანე ნათლის–მცემელი, ქადაგებდა და იტყოდა: შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.“
8. აწ სინანულითა ვითარ მოგუატყუებს ჩუენ სასუფეველსა ღმრთისასა!
9. ეჰა, სინანული და ცრემლი, რომელსა-იგი მადლი და მოტევებაჲ აქუს და სამოსლისა სასიძობელისა შემმოსელი!
10. ეჰა, სინანული და ცრემლი მწთოლვარჱ, რომელმან-იგი სალმობანი ცოდვათანი განკურნნის და საუკუნოჲ იგი გეჰენიაჲ დაშრიტის!
11. ეჰა, სინანულო, ეშმაკისა................................