მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ
 

მრავალთავნი

 

უდაბნოს მრავალთავი

 

1. [იოვანე ოქროპირი.
2. ნათლის-ღებისათჳს უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა]
3. .................ეჰა, რავდენითა სიხარულითა სავსე არს მარიამ!
4. რომელი-იგი არცა იცოდა, არცა ეგონა, სულისა წმიდისა მიერ ღირს იქმნა შობად.
5. და ესე მერმე მდინარეთა ზედა ჴელმწიფებით შთასლვასა მას და განკურნებასა წყალთასა იდიდა და განხუმასა ცათასა და გარდამოსლვასა სულისა წმიდისასა სახედ ვითარცა ტრედისა მას ზედა და ჴმასა მამისა მიერ ზეგარდამო მეტყუელსა წამებით,
6. ვითარმედ: ესე არს ძჱ ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ.
7. და ხედვიდა იოვანჱსსა დგომასა და ანგელოზთა კრებულსა, ჰურიათა განლიგულთა და ეშმაკისა მწუხარებით სივლტოლასა.
8. ამას ყოველსა ხედვიდა ქალწული იგი, კადნიერებით ჰურიათა მათ ეტყოდა: ჵ ჰურიანო და შჯულისა გარდამავალნო, სიმართლისა მოძულენო და ჭეშმარიტებისა მტერნო და მშჳდობისა შემასმენელნო, აწ თავისუფალ მყო მე თქუენსა მას დრკოებასა და თქუენსა მას განკითხვასა.
9. აწ გიჩუენო თქუენ იოსების სიმართლჱ და სიწმიდით ღმრთის-მსახურებაჲ და ჩემი უბიწოებაჲ და სიწმიდე და მუცლისა ნაყოფი.
10. გარნა აწ საქმენი იგი ახლად ეჩუენებიან შობილისა მისგან და შჯულის მდებელისა, რამეთუ შჯულისაჲ და წ˜ტყლთაჲ მოგუეცა დამასრულებელი, და რომელ-იგი პირველ სიტყუანი ითქუნეს და აწ გამოჩნდეს.
11. ამას ყოველსა მარიამ სულისა სიხარულითა იტყოდა.
12. და აწ ამას ეკლესიაჲცა გამოჩინებულსა ქრისტჱს კაცთ-მოყუარებასა იტყჳს ესაიაჲს მიერ: ნათელ-იღე, ნათელ-იღე, იჱ˜ლმ,
13. რამეთუ მოწევნულ არს ნათელი შენი, და დიდებაჲ უფლისაჲ შენ ზედა გამობრწყინდა და ჭეშმარიტად გამოგჳბრწყინდა ჩუენ ნათელი, რომელნი ვიყვენით ბნელსა და აჩრდილთა სიკუდილისათა.
14. და რომელი-იგი ბეთლემს იშვა და აღვასრულეთ დღესასწაული მისი უწინარჱს მცირეთა მათ დღეთა, ესე დღეს იორდანედ მოვიდა და ნათელ-იღო იოვანჱსგან და განანათლნა ყოველნი დაბადებულნი მისნი.
15. ამიერითგან ჩუენცა (ქერაბინთა მათ და სერაბინთა თანა ვიხარებდეთ დღენდელსა ამას დღესა და ვიტყოდით წინაწარმეტყუელისა თანა და ვთქუათ: ესე არს დღჱ, რომელ ქმნა უფალმან).
16. ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ ამას შინა, რაჲთა ყოველსა ჟამსა მტკიცედ დადგენ ფერჴნი ჩუენნი სიწრფელესა ეკლესიასა შინა და მარადის ვაკურთხევდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა უკუნითი უკუნისამდე. ამენ.