1. [თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ბასილი მთავარეპისკოპოსისა კესარია კაბადუკიელისაჲ ჴსენებასა წმიდათა ორმეოცთა მოწამეთასა]
2. ...[ეგრეცა ჩუენ მოვაჴსენოთ შემოკრებ]ულთა ამათ სათნოებაჲ იგი კაცთაჲ მათ.
3. წინაშე ღმრთისა გამოჩნდენ გონებითა, რამეთუ ესე არს მარტჳლთა ქებაჲ სათნოებისა მიმართ, ნუგეშინის-ცემაჲ შემოკრებულთაჲ მათ.
4. არცაღა თავს-იდებს შჯულსა მას ქებისასა მონებად წმიდათა მათთჳს სიტყჳს-გებაჲ იგი, რამეთუ რომელნი-იგი აქებედ, ამის სოფლისაგან მიზეზთა დასაბამი იგი იწყიან;
5. ხოლო რომელთათჳს სოფელი ესე ჯუარ-ცუმულ არს, ვითარ ვის ჴელ-ეწიფების მიზეზის-ცემაჲ წარმოჩინებულისა?
6. [არა ერთი] სოფელი იყო წმიდათაჲ მათ, [ა~დ] სხუაჲ სხჳთ მოსრულ იყო.
7. [აწ] რაჲ?
8. უქალაქო ვთქუნეთ იგინი, [ანუ] (ყოვლისა) სოფლისა მოქა[ლა]ქედ?
9. [ვითარცა]-იგი მორეწეთაჲ მათ [თითოეულისა]-იგი მოღებული [შოვა არა] წარმოიღიან ზოგადად შემკრებელთა მათ, თითოეულისაჲ ამის სოფლისაჲ ზოგადი არს ყოველთაჲ და ყოველნი არიან ყოველსა ადგ[ი]ლსა და ურთიერთას მისცემენ [ს]ახელსა.
10. და რაჲღა ჴამს ქუემდ[ება]რისა ამის სოფლისა ძიებაჲ და არა აწინდელი იგი ქალაქი მათი;
11. [რ]~ლ არს: გულისხმა-ყავთ, რამეთუ ქალაქი იგი [მ]არტჳლთაჲ ქალაქი ღმრთისაჲ არს, რომლისა ხუროთმოძღუარ და შემოქმედ ღმერთი არს;
12. ქალაქი ჭეშმარიტი – ზეცისა ი˜ჱლმი;
13. აზნაური იგი – დედაჲ პავლჱსი და მსგავსთა მისთა;
14. ნათესავი იგი კაცობრივი – სხუაჲ და სხუაჲ.
15. ხოლო სულიერთაჲ ყოველი ერთი არს, რამეთუ ზოგადი მამაჲ მათი ღმერთი არს, და ყოველნი ძმანი არიან.
16. არა ერთისაგან მამისა და ერთისა დედისა შობილნი არიან, არამედ შვილებისაგან სულისა [წმიდისა] სიყუარულისა მიმართ ერთობისა ურთიერთას შეწყნარებულ არიან.
17. განწყობილი მზად კრებული დიდი, საუკუნითგან მადიდებელნი უფლისანი, არა შემდგომითი-შემდგომად მოვიდეს, არამედ მეყსეულად შეკრბეს, ანუ რაჲ-მე იყოს სახჱ იგი შეკრებისაჲ მის?
18. ესენი სიმწჳსითა ჴორცთაჲთა და შუენიერებითა ჰასაკისაჲთა და ძალითა ყოველთა უფროჲს სახელოვანად იქცეოდეს
19. და სასაგროსა მას დაწესებულ იყვნეს შჯულსა და გამოცდილებითა მით ბრძოლასა შინა და სიმჴნითა ბრძოლისაჲთა პირველითგანვე აქუნდა მეფეთაგან მთავრობაჲ, სახელოვან იყვნეს უმეტჱს ყოველთა სათნოებითა მით.
20. რაჟამს-იგი მიმოდაიდვა უჯეროჲ იგი და უღმრთოჲ ბრძანებაჲ, რაჲთა არავინ აღიაროს ქრისტე, და თუ ვინ აღიაროს, შევარდეს პატიჟსა, უთქუმიდეს ყოველსავე ფერსა სატანჯველისასა და დიდ იყო გულის-წყრომაჲ და მძუინვარებაჲ მსაჯულთა მათ სიცრუვისათაჲ.
21. და ღმრთის-მსახურთათჳს აღძრულ იყვნეს ძუირის ზრახვანი, და ზაკუვანი მათთჳს იზრახებოდეს, და ფერად-ფერადი ხილვად სატანჯველი განემზადებოდა.
22. მტანჯველნი იგი თუალ[უხუავ] იყვნეს, ცეცხლი განმზადებულ იყო, მახჳლი აღლესულ იყო.
23. ძელი აღმართებულ იყო, მღუიმჱ და ურმის თუალი და სატანჯველნი ყოველნი.
24. რომელნიმე ივლტოდეს, რომელნიმე დაემორჩილნეს, რომელნიმე ირყეოდეს, რომელთამე ხილვადმდევე სატანჯველისა სმენისაგან შეეშინა, და რომელნიმე მიიწინეს მახლობელად სატანჯველისა და შეიურვეს,
25. და სხუანი ღუაწლსა მას შე-ოდენ-ჴდეს და სრულიად ვერ დაითმინეს და ტკივილსა მას მოუძლურდეს და შოვა ოდენ ღუაწლსა მას შევიდეს და მერმე განეშორნეს, ვითარცა უფსკრულსა შინა დაზამთრებულნი, და რომელღა-იგი აქუნდა [ტჳრ]თი მოთმინებისა, ნავი დაექცა და წარწყმდეს.
26. მას ჟამსა მჴნენი ესე და უძლეველნი მსახურნი ქრისტჱსნი მოვიდეს და შორის წა[რმო]დგეს, ხოლო მთავარი იგი უჩუენებდა მას ბრძანებასა მას მეფისასა და მორჩილებად ყოველთა მოხდიდა.
27. მაშინ ამათ აზნაურითა ჴმითა კადნიერად და მჴნედ, – არა შეძრწუნდეს ყ˜ნი მისთჳს ხილულისა და არცა შეეშინა თქუმისა მისთჳს, – შორის წარმოდგეს და თავნი თჳსნი ქრისტიანედ ქადაგნეს.
28. ჵ ნეტარ მათ ენათა, რომელთა წმიდაჲ იგი ჴმაჲ აღმოუტევეს, რომელ-იგი ალმან შეიწყნარა და განწმიდნა!
29. ანგელოზთა ესმა და განიხარეს, ხოლო ეშმაკი მსახურთა მისთა თანა იწყლა და უფალმან ზეცასა აღწერნა იგინი.
30. და კაცად-კაცადი მათ შორის წარმოდგებოდა და იტყოდა, ვითარმედ: მე ქრისტიანჱ ვარ.
31. და ვითარცა-იგი ასპარეზსა მას შინა მოღუაწენი იგი შორის წარმოდგიან და ყოველთა ერთბამად თქჳს სახელი თჳსი და ადგილსა მას ღუაწლისასა მიდგიან, ეგრეცა ესენი.
32. მაშინ დაუტევნეს წოდებულნი იგი სახელნი მათნი შობითგანნი და ზოგადისა უფლისაჲ სახელი [კაცად-კაცადმან სახელ-იდვა].............................................
33. ჰლოცვიდა დედაჲ თჳსი მელიტონ, [რ~] სულიერ-ღა იყო.
34. და ბრძანეს უშჯულოთა მათ მოსლვაჲ ურმებისაჲ და აღსხნეს გუამნი იგი წმიდათანი და მოაქუნდეს კიდედ მდინარისა მის, ხოლო ჭაბუკი იგი დაუტევეს, ჰგონებდეს, ვითარმედ ცხონდეს იგი.
35. მაშინ იხილა დედამან მისმან, ვითარმედ მარტოჲ დაშთა იგი, განიშოვრა დედათაჲ უძლურებაჲ და მოიღო სიმჴნისა გონებაჲ და ძალი და აღიღო ძჱ თჳსი მჴართა ზედა თჳსთა და მჴნედ ურემსა მას შეუდგა.
36. ვიდრე მიაქუნდა დედასა მას ჭაბუკი იგი, აღმოუტევა სული მისი სიხარულით.
37. მაშინ მოიღო იგი დედამან და დადვა იგი მათ თანა.
38. და აღაგზნეს საჴუმილი და დაწუნეს გუამნი იგი წმიდათანი.
39. მაშინ ზრახვა-ყვეს უშჯულოთა მათ ურთიერთას და თქუეს: უკუეთუ ესრჱთ დაუტევნეთ ესე ძუალნი, წარიხუნენ.
40. მაშინ შეხუეტეს და შეკრიბეს ნეშტი იგი წმიდათაჲ მათ და შთასთხიეს მდინარესა მას, რომელი-იგი იყო მახლობელად.
41. ხოლო ძუალნი იგი წმიდათანი კბოდესა ერთსა შეკრბეს ერთად და არცა ერთი დაფარა მდინარემან.
42. და მერმე, შემდგომად სამისა დღისა, გამოეცხადნეს ეპ˜კპსსა მის ქალაქისასა, ვითარმედ: არიან დამალულ ძუალნი ჩუენნი ადგილსა ერთსა.
43. აწ მოვედით ღამე და განმიხუენით ჩუენ მდინარისა ამისგან!
44. მაშინ წარიყვანნა ეპისკოპოსმან მღდელნი, კაცნი ღმრთის მოშიშნი, და მივიდა ღამე ყოველ და დადგა კიდესა მის მდინარისასა, და აჰა ესერა ბრწყინვიდეს ძუალნი იგი წმიდათანი წყალთა მათ შიდა, ვითარცა მთიებნი.
45. და-ღა–თუ სადამე-შთომილ იყო ნეშტი, ბრწყინვალ[ე]ბისა მისგან ეუწყებოდავე, და ესრჱთ აღიხჳნეს ძუალნი წ~[თა] მოწამეთანი და დაჰკრძალნეს [ლუსკ]უმებსა მას შინა.
46. ესრჱთ...
47. ...ქრისტჱს თანა ადიდნეს და სა[ჴსენ]ებელი ცხორებისაჲ ამას სოფელსა დაუტევეს საცხოვნებელად ყოველთათჳს, რომელთა ჰრწამნ მამისა მიმართ და ძისა და წმიდისა სულისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცჱ უკუნითი უკუნისამდე. ამენ.