|
"კლარჯული მრავალთავი"
თხზულება ორმოცდამეთვრამეტე
1. 58 2. ...და ...თა, რომელნი
თაყუანის-სცემენ ჯუარსა, დასთრგუნვენ ეშმაკსა, რამეთუ ყოვლადვე ძლიერ არს და ყოველთა კეთილისმყოფელ. 3. რამეთუ ყოველთათჳს ისთულების და არა მოაკლდების. 4. და იხილე
მისი იგი მოსაგებელი: დაღათუ უპოვარ ვინმე არნ, ვითარცა მცირედ სარწმუნოებით ევედროს ჯუარსა, მუნქუესვე
უნაკლულო არნ ყოვლისაგან კეთილისა. 5. და რაჟამს სახელ-სდვას სახელსა წმიდისა
ჯუარისასა, განრისხებულნი იგი ღელვანი და აღრღუეულნი დააცხრვნის, ანუ თუ ვინმე სიმძაფრეთა მდინარეთასა
წარეტაცოს და ვიდრე იგი მასვე უცალოებასა და ჭირსა შინა იყოს და ჰხადოს სახ... 6.
შორიელისა მოგზაურისათჳს და წმიდასა ჯვარსა წინაშე ევედრებოდის ცოცხლებით და მხიარულებით მომავალი
იხილოს. 7. ანუ თუ ვინმე ფიცხელსა განსაკითხავსა წარდგომილ იყოს და მსაჯული იგი
სასტიკად უთქუმდეს მას და მოსაჯული იგი არღა აცალებდეს და ავნებდეს ენითა თჳსითა, ვითარცა მახჳლითა,
ხოლო იგი მუნქუესვე შეურდეს და ხადოს სახელსა წმიდისა ჯუარისასა. 8. განჴრწნილი გული
მსაჯულისაჲ მის განემართოს და სასტიკად გულისწყრომაჲ იგი დაჰჴსნდის და მსაჯულისა იგი სიბორგილი დასცხრის
და სამართალი მოსცის. 9. და თუ ვინმე ცოდვითა დამძიმებულ იყოს და შეურდეს და
ხადოს სახელსა წმიდისა ჯუარისასა, სიმძიმჱ იგი ცოდვათა ძლიერებითა ჯუარისაჲთა განდევნა და ტჳრთი თჳსი
აღიმცირა და სიმრავლჱ იგი უშჯულოებათაჲ განიშოვრა და ზეცისა სასუფეველსა მიემთხჳა. 10.
ჯუარი ქრისტეანეთა ზღუდე, ჭირვეულთა შემწჱ. 11. ჯუარი მოციქულთა არგანი, რომლითა
ყოველსა სოფელსა ქადაგეს სახარებაჲ იგი ქრისტესი. 12. ჯუარი მოციქულთა სიქადული,
მოწამეთა სიხარული, მარტჳლთა გჳრგჳნი. 13. ჯუარი მკელობელთა კუერთხი, დაცემულთა
ჴელისამპყრობელი. 14. ჯუარი მონანულთა ნუგეშინისმცემელი, მონაზონთა საჭურველი,
რომლითა აღუდგეს ბრძოლად მტერსა და ყოველი მანქანებაჲ მისი დათრგუნეს და სასუფეველსა ღირს იქმნნეს. 15. ამან ჯუარმან ყოველთა ნუგეშინის-სცის და ყოველთა განსწმედს ქრისტჱს იესუს მიერ,
უფლისა ჩუენისა, რომელსა შუენის სუფევაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
წინა თავი სარჩევი შემდეგი თავი
|
|